Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და  გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­საძ­ლო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და გა­მო­კი­თხვა­ზე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სერ­გო შუ­ბი­თი­ძე და­ი­ბა­რა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, სერ­გო შუ­ბი­თი­ძის გა­მო­კი­თხვა მის მიერ სა­ჯა­როდ გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­დე­ბა, რა­საც "შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცე­მა“.

"29 აპ­რილს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლის - სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მიერ ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბუ­ლი იქნა გა­მო­ძი­ე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­საძ­ლო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 3691-ე პრი­მა მუხ­ლით. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქნა და­ბა­რე­ბუ­ლი სერ­გო შუ­ბი­თი­ძე, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი 1-ელ მა­ისს და­უ­კავ­შირ­და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას და შე­სა­ბა­მი­სად, მისი გა­მო­კი­თხვა, დღეს, 2 მა­ისს შედ­გე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფაქ­ტზე, 2020 წლის 19 ივ­ლისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო. 2020 წლის 22 ივ­ლისს, თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­წე­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნით, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან 10 დღის შემ­დეგ, 2020 წლის 29 ივ­ლისს, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გა­და­ე­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს, ხოლო 2020 წლის 17 აგ­ვის­ტოს, ვი­ნა­ი­დან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებ­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­მომ­ძი­ებ­ლებს და ითხოვ­დნენ საქ­მის გა­და­ცე­მას პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გაგ­რძელ­და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ ჩა­ტარ­და 1000-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო/საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა 600-ზე მეტი პირი, ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით ექ­სპერ­ტი­ზა. და­მუ­შავ­და და გა­ა­ნა­ლიზ­და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი, ასე­ვე და­მუ­შავ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი. აღ­დგა და შეს­წავ­ლი­ლი იქნა ყვე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­ნა­ხუ­ლი იყო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­სა და კომ­პი­უ­ტერ­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ “facebook”-დან და "Instagram“-იდან გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის “facebook და Instagram ან­გა­რი­შებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. გარ­და ამი­სა, ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და არამ­ხო­ლოდ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ბოლო დღე­ე­ბის ქრო­ნო­ლო­გია, არა­მედ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბოლო წლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი და ფაქ­ტე­ბი. სწო­რედ პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლივ­მა ანა­ლიზ­მა უტყუ­ა­რად და­ა­დას­ტუ­რა ის ფაქ­ტი, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ რა­ი­მე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წუ­თობ­რი­ვი სი­ზუს­ტით იქნა რე­კონ­სტრუ­ი­რე­ბუ­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ თვით­მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. იხ. ბმუ­ლი: https://pog.gov.ge/news/saqa-1

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­ვე შე­ვახ­სე­ნებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის დღი­დან სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მათი ად­ვო­კა­ტე­ბი, რო­მელ­თა მო­თხოვ­ნით ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო თუ საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, გა­და­მოწ­მდა მათ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თუ სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ვერ­სია, თუმ­ცა საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბულ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­მა ცხად­ყო, რომ არც ერთი მათ­გა­ნი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მომ­ძი­ე­ბელ სერ­გო შუ­ბი­თი­ძეს, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ო­დის­თვის იკა­ვებ­და ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს გმს გან­ყო­ფი­ლე­ბის დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძი­ებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, მან აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხა მხო­ლოდ 3 პირი, შე­ად­გი­ნა ნი­მუ­შის აღე­ბის 11 ოქმი, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის 2 ოქმი, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის 4 ოქმი და ამო­ღე­ბის 2 ოქმი. თუმ­ცა მის მიერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა არ­ცერ­თი ისე­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გიც რა­ი­მე სა­ხის გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე.

აქვე, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მოხ­დე­ბა სერ­გო შუ­ბი­თი­ძის გა­მო­კი­თხვა მის მიერ სა­ჯა­როდ გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც მი­ე­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა და­მა­ტე­ბით“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
5

აშკარად ჩანს რომ საქმე სპეციალურად ჩაიფარცა და ახლა თავიდან სურთ ამბის აგორება რომ ხალხი ააღელვონ და აბუნტონ. 

ნუთუ მართლა მთელი სუსი ან ამერიკის სპეცსამსახურები მართავენ ან რუსეთის, ქართულ ინტერესების დაცვას არც კი ცდილობენ. დაღუპულია საქართველო. ამას არც ქოცი შველის არც ნაცი. დიდი მუშაობა მიდის საქართველოს საბოლოოდ დაბეჩავებისთვის ქართველის ხელით. უსაბხობლოებო!!! პავლიკა მოროზოვებო!!! სექტანტებო!!! მონებო!!!

!!!
10

პროკურატურა ამ საქმის გამოძიებით რომ ყოფილიყო დაინტერესებული ამას აქამდე გააკეთებდა. კარგად ვხვდებით რა სამართალიცაა ქვეყანაში და რა ხალხიც მართავს. უბედურება ისაა, რომ ხალხი უმოქმედოა და ამათ ყველაფერი შერჩათ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და  გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა

თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოხდება, რასაც "შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“.

"29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის - სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე პრიმა მუხლით. გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა დაბარებული სერგო შუბითიძე, რომლის წარმომადგენელი 1-ელ მაისს დაუკავშირდა თბილისის პროკურატურას და შესაბამისად, მისი გამოკითხვა, დღეს, 2 მაისს შედგება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მისი გაუჩინარების ფაქტზე, 2020 წლის 19 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო. 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომანქანაში იქნა აღმოჩენილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 2020 წლის 29 ივლისს, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო 2020 წლის 17 აგვისტოს, ვინაიდან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს და ითხოვდნენ საქმის გადაცემას პროკურატურისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა თბილისის პროკურატურაში.

საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალურ ქსელ “facebook”-დან და "Instagram“-იდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის “facebook და Instagram ანგარიშებთან“ დაკავშირებული სრული ინფორმაცია. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ბოლო დღეების ქრონოლოგია, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ბოლო წლების გარემოებები და ფაქტები. სწორედ პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები. იხ. ბმული: https://pog.gov.ge/news/saqa-1

საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, რომელიც იმ პერიოდისთვის იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას, მან აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: