პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაცვია კაბა, რომელიც ჩვენი ქართველი გენიოსის, დემნას შექმნილია“ - ნუცას შთამბეჭდავი ლუქი American Idol-ის სცენაზე
"მაცვია კაბა, რომელიც ჩვენი ქართველი გენიოსის, დემნას შექმნილია“ - ნუცას შთამბეჭდავი ლუქი American Idol-ის სცენაზე

მომ­ღე­რა­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ამე­რი­კუ­ლი მე­გაპ­რო­ექ­ტის American Idol-ის ბოლო ლა­ივ­ზე "ბა­ლენ­სი­ა­გას" წი­თელ კა­ბა­ში გა­მოჩ­ნდა. ჯერ კი­დევ შოუს და­წყე­ბამ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ თე­მა­ზე პოს­ტიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"რო­გორ მოგ­წონთ ჩემი "ბა­ლენ­სი­ა­გას" ლუქი? ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მაც­ვია კაბა, რო­მე­ლიც არის ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი გე­ნი­ო­სის დემ­ნას მიერ შექ­მნი­ლი“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამე­რი­კა­ში ჩას­ვლის შემ­დეგ, შო­უ­ში მომ­ღერ­ლის ჩაც­მა­ზე სა­ა­გენ­ტო "TATA PR AGENCY" ზრუ­ნავ­და. თათა ქარ­თვე­ლიშ­ვილს მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში დიდი ხა­ნია იც­ნო­ბენ, ის ქარ­თუ­ლი მო­დის ამ­ბა­სა­დო­რია ლოს-ან­ჯე­ლეს­ში და აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ნი­ჭი­ერ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან. მისი პი­არ­სა­ა­გენ­ტოს სა­შუ­ა­ლე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მოსს იც­ვა­მენ და მათ მიერ შექ­მნილ სამ­კა­უ­ლებს ირ­გე­ბენ...

სხვა­დას­ხვა ტუ­რებ­ში ნუცა რამ­დე­ნი­მე დი­ზა­ი­ნე­რის სა­მო­სით წარ­სდგა, მათ შო­რის იყ­ვნენ: ანუ­კი არე­ში­ძე და თაკო მექ­ვა­ბი­ძე.

დღეს გა­მარ­თულ ლა­ივ­ზე ამე­რი­კუ­ლი მე­გა­შო­უს American idol-ის ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ტოპ 10 კონ­კურ­სანტს შო­რის ვერ მოხ­ვდა, რად­გან ხმე­ბი არ ეყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი გა­მოს­ვლე­ბი შო­უ­ში ყო­ველ ჯერ­ზე სულ უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი იყო, ნუ­ცას კონ­კურ­სის და­ტო­ვე­ბა მა­ინც მო­უ­წია.

მომ­ღერ­ლის თქმით, ის თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნობს, რად­გან შეძ­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია. რო­გორც ნუცა ამ­ბობს, მთა­ვა­რი სურ­ვი­ლი, რაც ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და, აის­რუ­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მწარე
10

დემნას ლამაზი სამოსის შექმნაც შეძლებია. ეს აღმოჩენაა ჩემთვის. მართლაც ლამაზი შესამოსელი შეუქმნია ნუცასთვის. ნუცა კი - ულამაზესი, უპოზიტიურესი და უნიჭიერესი! შოვინისტურ ამერიკაში კიდევ კარგად წაიწია წინ თავისი ნიჭისა და ქარიზმის დამსახურებით. წარმატებები მას!

ანო
8

ძალიან კარგი იქნება თუ მომავალ თაობაში არ გადავა სიძულვილი და ღვარძლი, რაც წამლავს დღეს საქართველოს. ნუცა, დემნა, კვარა... ჩვენი შვილები ეთობით გაგვახარებენ.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"მაცვია კაბა, რომელიც ჩვენი ქართველი გენიოსის, დემნას შექმნილია“ - ნუცას შთამბეჭდავი ლუქი American Idol-ის სცენაზე

"მაცვია კაბა, რომელიც ჩვენი ქართველი გენიოსის, დემნას შექმნილია“ - ნუცას შთამბეჭდავი ლუქი American Idol-ის სცენაზე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის ბოლო ლაივზე "ბალენსიაგას" წითელ კაბაში გამოჩნდა. ჯერ კიდევ შოუს დაწყებამდე სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოსტიც გამოაქვეყნა:

"როგორ მოგწონთ ჩემი "ბალენსიაგას" ლუქი? ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაცვია კაბა, რომელიც არის ჩვენი ქართველი გენიოსის დემნას მიერ შექმნილი“.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, შოუში მომღერლის ჩაცმაზე სააგენტო "TATA PR AGENCY" ზრუნავდა. თათა ქართველიშვილს მოდის ინდუსტრიაში დიდი ხანია იცნობენ, ის ქართული მოდის ამბასადორია ლოს-ანჯელესში და აქტიურად თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ დიზაინერებთან. მისი პიარსააგენტოს საშუალებით, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს იცვამენ და მათ მიერ შექმნილ სამკაულებს ირგებენ...

სხვადასხვა ტურებში ნუცა რამდენიმე დიზაინერის სამოსით წარსდგა, მათ შორის იყვნენ: ანუკი არეშიძე და თაკო მექვაბიძე.

დღეს გამართულ ლაივზე ამერიკული მეგაშოუს American idol-ის ქართველი კონკურსანტი, ნუცა ბუზალაძე ტოპ 10 კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა, რადგან ხმები არ ეყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოსვლები შოუში ყოველ ჯერზე სულ უფრო შთამბეჭდავი და სანახაობრივი იყო, ნუცას კონკურსის დატოვება მაინც მოუწია.

მომღერლის თქმით, ის თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, რადგან შეძლო მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიეღწია. როგორც ნუცა ამბობს, მთავარი სურვილი, რაც ბავშვობიდან ჰქონდა, აისრულა.

წაიკითხეთ ასევე: