მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს" - ცესკო
"12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს" - ცესკო

12 ქვეყ­ნის სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 29 აპ­რი­ლის არ­ჩევ­ნე­ბი და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია ავ­რცე­ლებს.

რიგ­გა­რე­შე/შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დღეს გა­ი­მარ­თა.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შე­ა­ფა­სეს.

რო­გორც ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მოს­მე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 29 აპ­რილს არ­ჩევ­ნე­ბი მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გამჭვირ­ვა­ლე და მშვიდ გა­რე­მო­ში წა­რი­მარ­თა. რაც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ საკ­მა­ოდ შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი დიდი ძა­ლის­ხმე­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 12 ქვეყ­ნის სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის 30 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­აკ­ვირ­და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს. ჩვენ გვქონ­და დღეს კონ­ფე­რენ­ცია მათ­თან ერ­თად და მო­ვის­მი­ნეთ მათი ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. აქვე უნდა ით­ქვას, რომ ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ისეთ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­შიც და­ნერ­გი­ლია სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გია. შე­სა­ბა­მი­სად, მათი გა­მოც­დი­ლე­ბა, მათი ხედ­ვა ჩვენს არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა მთა­ვა­რია, ის პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ გუ­შინ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­ფიქ­სი­რეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ვენ­დორ კომ­პა­ნი­ას­თან, ჩარ­თულ მხა­რე­ებ­თან ერ­თად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ ამ არ­ჩევ­ნებს და 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის კი­დევ უფრო ბევ­რად დახ­ვე­წი­ლი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი­თა და სერ­ვი­სე­ბით დავ­ხვდე­ბით ამომ­რჩევ­ლებს“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ლოს ან­ჯე­ლე­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ოლ­ქის ხელ­მძღვა­ნელ­მა დინ ლო­გან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­და.

"კო­ლე­გებ­თან ერ­თად მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა დავ­სწრე­ბო­დი პრო­ცესს ქუ­თა­ი­სის 6 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე. აღ­ვნიშ­ნავ, რომ სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ამ არ­ჩევ­ნებ­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­და. კო­მი­სი­ამ შეძ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­დე­გე­ბის და­ჯა­მე­ბის და­საჩ­ქა­რებ­ლად. ასე­ვე, იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი, ღია და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­რე­მო, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე, გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­დნენ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მან.

"ყვე­ლა­ზე მე­ტად აღ­სა­ნიშ­ნია ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ში და­ვი­ნა­ხეთ. ჩვენ ვნა­ხეთ, ტემ­პი, რო­გორ ხდე­ბო­და ხმის მი­ცე­მა, რო­გორ ხდე­ბო­და მა­გა­ლი­თად მარ­კი­რე­ბა და რამ­დე­ნად სწრა­ფად მოხ­და წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. ამ არ­ჩევ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არის პო­ზი­ტი­ურ და­სა­წყი­სი, რომ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მო­ემ­ზა­დოს 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბელ­მა ჯონ ჰო­ლინსმა.

"ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რო­გორ აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვეს ცეს­კომ, კო­მი­სი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის გაზ­რდის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ კამ­პა­ნი­ამ ჩვენ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. რამ­დე­ნი­მე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ვი­ყა­ვით ქუ­თა­ის­ში, ჩვენ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა რამ­დე­ნად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყვე­ლა პრო­ცეს­ზე და ასე­ვე კარ­გად იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი ამომ­რჩევ­ლე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ზო­გა­დად ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას არ­ჩევ­ნე­ბი­სად­მი. შეგ­ვიძ­ლია აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჰერ­მი­ნე ჰა­რუ­ტი­ნი­ან­მა.

ალ­ბა­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ერტონ სი­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბით, "ამომ­რჩე­ველ­თა ნდო­ბა იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში“.

"ყვე­ლა­ფე­რი ჩან­და მარ­ტი­ვი - ადა­მი­ა­ნე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ი­ზო­გა დრო, და­ცუ­ლი იყო ფა­რუ­ლო­ბა. არ­ჩევ­ნებ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია ამომ­რჩე­ველ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და თუ შევ­ხე­დავთ ციფ­რებს ამომ­რჩე­ველ­თა ნდო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ის ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ელექტრო­ნულ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ამ თა­ვი­სი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია სწორ გზა­ზე დგას, იმის­თვის რომ მიღ­წე­ულ იქ­ნას პროგ­რე­სი“, - გა­ნა­ცხა­და მან.

სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა ბოს­ნია და ჰერ­ცო­გო­ვი­ნას ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე სუად არ­ნა­უ­ტო­ვიჩ­მა.

მისი თქმით, "სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ბრწყინ­ვა­ლე სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში“ .

"ცეს­კომ, მის­მა თავ­მჯდო­მა­რემ გუნდთან ერ­თად ბრწყინ­ვა­ლედ გა­უ­წია ორ­გა­ნი­ზე­ბა ამ არ­ჩევ­ნებს. ჩვენ და­ვაკ­ვირ­დით ახა­ლი ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეს იყო დიდი გა­მოწ­ვე­ვა თქვენ­თვის. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეთ ეს დიდი გა­მოც­და. თერ­ჯო­ლა­ში და ქუ­თა­ის­ში დაკ­ვირ­ვე­ბი­სას ვნა­ხეთ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წევ­რე­ბის მიერ კარ­გად გა­წე­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­მუ­შაო. ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად იმუ­შა­ვა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის და­წყე­ბი­დან დას­რუ­ლე­ბამ­დე და ჩა­ი­ა­რა ეფექ­ტუ­რად. დას­კვნის სა­ხით გე­ტყვით, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ეს არ­ჩევ­ნე­ბი შე­ვა­ფა­სოთ რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი, სა­დაც და­ცუ­ლი იყო ხმის მი­ცე­მის ფა­რუ­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა არ­ნა­უ­ტო­ვიჩ­მა.

შუ­ა­ლე­დუ­რი/რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ათ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 29 აპ­რილს ჩა­ტარ­და. არ­ჩევ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში 12 ქვეყ­ნის სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ელ­ჩო­ე­ბის 55 სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი აკ­ვირ­დე­ბო­და.

რიგ­გა­რე­შე/შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა ცეს­კოს ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის (IFES) ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფატი
1

100% -ით მოგებული არჩევნები საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა. მაგარი მასხარაობაა

ალექს
3

ხალხის დაბოლებას შეეშვით!ნაცმო ისეთივე ხელისუფლებაა, როგორც ქოცმო, ერთი ოპოზიციური, მეორე პოზიცია, ესაა სულ სხვაობა, ცოტა ხნის წინ პირიქით იყო, კოჰაბიტაცია სუფევს არა მარტო ეთერში, მის მიღმაც.შინაარსითაც და კანონითაც ამ სახელმწიფოს ეს ორი ოლიგარქიული ძალა მართავს, სხვაობა იმაშია, რომ ნაცებმა ჯერ ხელისუფლება მოიპოვეს და მერე ფულები, ქოცებმა ჯერ ფულები და მერე ხელისუფლება.ორივე თანაბრად ტკბება საერთო მზის ქვეშ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს" - ცესკო

"12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს" - ცესკო

12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით დღეს გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასეს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, უცხოელი კოლეგების მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 29 აპრილს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში წარიმართა. რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკმაოდ შემჭიდროებულ პერიოდში გაწეული დიდი ძალისხმევის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების 30 წარმომადგენელი დააკვირდა საარჩევნო პროცესს. ჩვენ გვქონდა დღეს კონფერენცია მათთან ერთად და მოვისმინეთ მათი ძირითადი მიგნებები, რეკომენდაციები. აქვე უნდა ითქვას, რომ ისინი წარმოადგენენ ისეთ ქვეყნებს, რომელთა უმრავლესობაშიც დანერგილია სხვადასხვა ტექნოლოგია. შესაბამისად, მათი გამოცდილება, მათი ხედვა ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. თუმცა მთავარია, ის პოზიტიური შეფასებები, რომელიც მათ გუშინდელ არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ვენდორ კომპანიასთან, ჩართულ მხარეებთან ერთად გავაანალიზებთ ამ არჩევნებს და 2024 წლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო ბევრად დახვეწილი და გაუმჯობესებული პროცედურებითა და სერვისებით დავხვდებით ამომრჩევლებს“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლოს ანჯელესის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა დინ ლოგანმა განაცხადა, რომ არჩევნებზე წარმოდგენილი საპილოტე პროექტი წარმატებული გახდა.

"კოლეგებთან ერთად მქონდა საშუალება დავსწრებოდი პროცესს ქუთაისის 6 საარჩევნო უბანზე. აღვნიშნავ, რომ საპილოტე პროექტი, რომელიც ამ არჩევნებზე იყო წარმოდგენილი, წარმატებული გახდა. კომისიამ შეძლო ტექნოლოგიების გამოყენება შედეგების დაჯამების დასაჩქარებლად. ასევე, იყო უზრუნველყოფილი თავისუფალი, ღია და სამართლიანი გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გამართულად მუშაობდნენ კომისიის წევრები“, - განაცხადა მან.

"ყველაზე მეტად აღსანიშნია ის ეფექტიანობა, რომელიც ჩვენ საარჩევნო უბნებში დავინახეთ. ჩვენ ვნახეთ, ტემპი, როგორ ხდებოდა ხმის მიცემა, როგორ ხდებოდა მაგალითად მარკირება და რამდენად სწრაფად მოხდა წინასწარი შედეგების გამოქვეყნება. ამ არჩევნების გამოცდილება არის პოზიტიურ დასაწყისი, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოემზადოს 2024 წლის არჩევნებისთვის,“ - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ჯონ ჰოლინსმა.

"ჩვენ დავინახეთ, როგორ აქტიურად იმუშავეს ცესკომ, კომისიების თავმჯდომარეებმა, თანამშრომლებმა ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით. ამ კამპანიამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავით ქუთაისში, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რამდენად ინფორმირებულები იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიების თანამშრომლები ყველა პროცესზე და ასევე კარგად იყვნენ ინფორმირებულები ამომრჩევლები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ზოგადად ახალი ტექნოლოგიების გამოყენება გააძლიერებს საზოგადოების ნდობას არჩევნებისადმი. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ეს ფართომასშტაბიანი საპილოტე პროგრამა იყო წარმატებული“, - განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ჰერმინე ჰარუტინიანმა.

ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ერტონ სინანის განცხადებით, "ამომრჩეველთა ნდობა იყო უპრეცედენტო საარჩევნო პროცესებში“.

"ყველაფერი ჩანდა მარტივი - ადამიანები კმაყოფილები იყვნენ ტექნოლოგიების გამოყენებით დაიზოგა დრო, დაცული იყო ფარულობა. არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ამომრჩეველთა დამოკიდებულება არჩევნებთან დაკავშირებით და თუ შევხედავთ ციფრებს ამომრჩეველთა ნდობის თვალსაზრისით, ის ძალიან მაღალია. ელექტრონულმა ტექნოლოგიამ თავისი შედეგები მოიტანა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სწორ გზაზე დგას, იმისთვის რომ მიღწეულ იქნას პროგრესი“, - განაცხადა მან.

საარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასა ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სუად არნაუტოვიჩმა.

მისი თქმით, "საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა არჩევნებისთვის მზადების პერიოდში“ .

"ცესკომ, მისმა თავმჯდომარემ გუნდთან ერთად ბრწყინვალედ გაუწია ორგანიზება ამ არჩევნებს. ჩვენ დავაკვირდით ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოში და ეს იყო დიდი გამოწვევა თქვენთვის. მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებით გაიარეთ ეს დიდი გამოცდა. თერჯოლაში და ქუთაისში დაკვირვებისას ვნახეთ საარჩევნო კომისიების წევრების მიერ კარგად გაწეული პროფესიული სამუშაო. ყველაფერმა კარგად იმუშავა საარჩევნო პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე და ჩაიარა ეფექტურად. დასკვნის სახით გეტყვით, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს არჩევნები შევაფასოთ როგორც თავისუფალი და სამართლიანი, სადაც დაცული იყო ხმის მიცემის ფარულობა“, - აღნიშნა არნაუტოვიჩმა.

შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში 29 აპრილს ჩატარდა. არჩევნებს საქართველოში 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.

რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა ცესკოს ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა.