პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშვენიერი ელენე“ - რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი: უცხოეთში სწავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდის გაუცხოება და რთული გზა თვითდამკვიდრებამდე
"მშვენიერი ელენე“ - რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი: უცხოეთში სწავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდის გაუცხოება და რთული გზა თვითდამკვიდრებამდე

"მშვე­ნი­ე­რი ელე­ნე“ - ეს არის ახა­ლი ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი ახალ­გაზ­რდა ქალ­ზე, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბა. ის ზუს­ტად მისი დაბ­რუ­ნე­ბის სცე­ნით იწყე­ბა და მისი ავ­ტო­რი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლია. მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის პრე­მი­ე­რა გა­სულ კვი­რას შედ­გა.

მოქ­მე­დე­ბა ფილმში თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნარ­ჩე­ნი ეპი­ზო­დე­ბის გა­და­სა­ღე­ბად ასე­ვე შე­ი­ჩა გარ­კვე­უ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი. გა­და­ღე­ბე­ბი იყო ქვე­მო ქარ­თლში, ხრა­მის ხე­ო­ბა­ში, ბირ­თვი­სის კა­ნი­ო­ნებ­ზე (შთამ­ბეჭ­და­ვი კად­რე­ბია), შუა ქარ­თლში კავ­თის­ხევ­თან.

უცხო­ეთ­ში სწავ­ლის შემ­დეგ, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გო­გო­ნა აღ­მო­ა­ჩენს, რომ აქ ცხოვ­რე­ბა თა­ვის გზით მი­დი­ო­და. ის ამო­ვარ­დნი­ლი რჩე­ბა იმ რე­ა­ლო­ბი­დან, რო­მელ­შიც ბრუნ­დე­ბა და ცდი­ლობს, მო­ძებ­ნოს თა­ვის ად­გი­ლი. რე­ჟი­სო­რის თქმით, ეს არის ორი­გი­ნა­ლუ­რი სცე­ნა­რი და გარ­კვე­უ­ლი ინ­სპი­რა­ცია რე­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­დან მო­დის. მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ელე­ნე დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი ნა­თია ჩიკ­ვი­ლა­ძეა.

კად­რი ფილ­მი­დან
კად­რი ფილ­მი­დან "მშვე­ნი­ე­რი ელე­ნე“

კად­რი ფილ­მი­დან "მშვე­ნი­ე­რი ელე­ნე“
კად­რი ფილ­მი­დან

კად­რი ფილ­მი­დან "მშვე­ნი­ე­რი ელე­ნე“
კად­რი ფილ­მი­დან

გმირს სა­კუ­თარ თავ­ში გარ­კვე­უ­ლი კრი­ზი­სი აქვს. ბევ­რი კი­თხვა აქვს დაგ­რო­ვი­ლი და პა­სუ­ხებს ეძებს. ფილ­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რა ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ში ეხ­მა­რე­ბა. "მშვე­ნი­ე­რი ელე­ნე“ არის ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე, ალ­ბათ იმა­ზეც, რომ ელე­ნეს ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი და­ფიქ­რდნენ. ფილმში ასე­ვე მთა­ვა­რი გმი­რი კი­ნო­რე­ჟი­სო­რია, ამ როლს რე­ჟი­სო­რი, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი დიმა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი თა­მა­შობს.

ცნო­ბილ რე­ჟი­სორს გაბ­რი­ელ ორ­ბელს შე­მოქ­მე­დე­ბით და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კრი­ზი­სი აქვს. ინ­სპი­რა­ცი­ის­თვის სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, ეძებს ახალ სის­ხლს, ახალ იდე­ას, ახალ შე­მარ­თე­ბას. ელე­ნე მას უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით უკავ­შირ­დე­ბა. გაბ­რი­ელ ორ­ბელ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ რე­ჟი­სორს ელე­ნე საც­დე­ლი ვა­დით თა­ნა­შემ­წედ აჰ­ყავს. შემ­დეგ იმ ად­გი­ლე­ბის მო­სა­ძებ­ნად მი­დი­ან, რომ­ლე­ბიც გაბ­რი­ელს მო­მა­ვა­ლი ფილ­მის ეპი­ზო­დე­ბის გა­და­სა­ღე­ბად წარ­მო­უდ­გე­ნია. ფილ­მი უამ­რავ კი­თხვას აჩენს და ეს კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა არა მარ­ტო ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს, მათ შო­რის, უცხო­ელ­საც, რად­გა­ნაც "მშვე­ნი­ე­რი ელე­ნე“ სა­ფეს­ტი­ვა­ლო ცხოვ­რე­ბას იწყებს. ტრი­ეს­ტეს ფეს­ტი­ვალ­ზე ის უკვე იყო.

გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად
გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ფეს­ტი­ვალ­ზე

რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის­გან ახა­ლი სუ­რა­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც თა­ვად ასე გა­და­წყვი­ტა. ფილ­მის წარ­მო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი­დან მი­ღე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით. ამის გარ­და, რო­გორც რე­ჟი­სო­რი აღ­ნიშ­ნავს, მე­გობ­რუ­ლი თა­ნად­გო­მა ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა მუ­შა­ო­ბი­სას, რომ გა­და­ღე­ბა ბო­ლომ­დე მი­სუ­ლი­ყო. რო­გორც გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­თან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მათი თქმით, გი­ორ­გის­თან მუ­შა­ო­ბა ყო­ველ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლია. გა­დამ­ღებ ჯგუფს მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვაც მო­უხ­დათ, მაგ­რამ შეძ­ლეს, მაგ­რამ უკვე სი­ა­მოვ­ნე­ბით იხ­სე­ნე­ბენ იმ დღე­ებს.

tsiko
0

წარმატებები საქართველოს სასახელოდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"მშვენიერი ელენე“ - რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი: უცხოეთში სწავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდის გაუცხოება და რთული გზა თვითდამკვიდრებამდე

"მშვენიერი ელენე“ - რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი: უცხოეთში სწავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდის გაუცხოება და რთული გზა თვითდამკვიდრებამდე

"მშვენიერი ელენე“ - ეს არის ახალი ქართული მხატვრული ფილმი ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ხანგრძლივი განშორების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. ის ზუსტად მისი დაბრუნების სცენით იწყება და მისი ავტორი რეჟისორი გიორგი ოვაშვილია. მხატვრული ფილმის პრემიერა გასულ კვირას შედგა.

მოქმედება ფილმში თბილისში მიმდინარეობს. დანარჩენი ეპიზოდების გადასაღებად ასევე შეიჩა გარკვეული ლოკაციები. გადაღებები იყო ქვემო ქართლში, ხრამის ხეობაში, ბირთვისის კანიონებზე (შთამბეჭდავი კადრებია), შუა ქართლში კავთისხევთან.

უცხოეთში სწავლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული გოგონა აღმოაჩენს, რომ აქ ცხოვრება თავის გზით მიდიოდა. ის ამოვარდნილი რჩება იმ რეალობიდან, რომელშიც ბრუნდება და ცდილობს, მოძებნოს თავის ადგილი. რეჟისორის თქმით, ეს არის ორიგინალური სცენარი და გარკვეული ინსპირაცია რეალური მოვლენებიდან მოდის. მთავარი როლის შემსრულებელი ელენე დამწყები მსახიობი ნათია ჩიკვილაძეა.

კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან "მშვენიერი ელენე“

კადრი ფილმიდან "მშვენიერი ელენე“
კადრი ფილმიდან

კადრი ფილმიდან "მშვენიერი ელენე“
კადრი ფილმიდან

გმირს საკუთარ თავში გარკვეული კრიზისი აქვს. ბევრი კითხვა აქვს დაგროვილი და პასუხებს ეძებს. ფილმის განმავლობაში სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრა ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ეხმარება. "მშვენიერი ელენე“ არის ახალგაზრდა ადამიანების პრობლემებზე, ალბათ იმაზეც, რომ ელენეს ასაკის ადამიანები დაფიქრდნენ. ფილმში ასევე მთავარი გმირი კინორეჟისორია, ამ როლს რეჟისორი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ხვთისიაშვილი თამაშობს.

ცნობილ რეჟისორს გაბრიელ ორბელს შემოქმედებით და პირად ცხოვრებაში კრიზისი აქვს. ინსპირაციისთვის საკუთარი შემოქმედებითი ცხოვრების გასაგრძელებლად, ეძებს ახალ სისხლს, ახალ იდეას, ახალ შემართებას. ელენე მას უახლოესი მეგობრის დახმარებით უკავშირდება. გაბრიელ ორბელთან გასაუბრების შემდეგ რეჟისორს ელენე საცდელი ვადით თანაშემწედ აჰყავს. შემდეგ იმ ადგილების მოსაძებნად მიდიან, რომლებიც გაბრიელს მომავალი ფილმის ეპიზოდების გადასაღებად წარმოუდგენია. ფილმი უამრავ კითხვას აჩენს და ეს კითხვები გაუჩნდება არა მარტო ქართველ მაყურებელს, მათ შორის, უცხოელსაც, რადგანაც "მშვენიერი ელენე“ საფესტივალო ცხოვრებას იწყებს. ტრიესტეს ფესტივალზე ის უკვე იყო.

გიორგი ოვაშვილი მსახიობებთან ერთად
გიორგი ოვაშვილი მსახიობებთან ერთად ფესტივალზე

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ნამუშევრებისგან ახალი სურათი განსხვავებულია, რადგანაც თავად ასე გადაწყვიტა. ფილმის წარმოება მიმდინარეობდა ეროვნული კინოცენტრიდან მიღებული დაფინანსებით. ამის გარდა, როგორც რეჟისორი აღნიშნავს, მეგობრული თანადგომა ძალიან დაეხმარა მუშაობისას, რომ გადაღება ბოლომდე მისულიყო. როგორც გადამღები ჯგუფის წევრები ამბობენ, შემოქმედებითი პროცესი გიორგი ოვაშვილთან საინტერესო იყო. მათი თქმით, გიორგისთან მუშაობა ყოველთვის კომფორტულია. გადამღებ ჯგუფს მუშაობის პროცესში სირთულეების დაძლევაც მოუხდათ, მაგრამ შეძლეს, მაგრამ უკვე სიამოვნებით იხსენებენ იმ დღეებს.