სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ულამაზესი თუშის ქალი, რომლის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა...
ვინ იყო ულამაზესი თუშის ქალი, რომლის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

"1929 წელი, ალა­ვერ­დო­ბა, ყვე­ლის გამ­ყიდ­ვე­ლი თუში ქალი - მა­რი­ამ კა­იშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა ეს მშვე­ნე­ბა, ჰო­ლი­ვუ­დია ნამ­დვი­ლი", - ამ წარ­წე­რით გავ­რცელ­და სოცქსელ­ში ფოტო, რო­მელ­საც დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მოჰ­ყვა. კო­მენ­ტა­რებ­ში ის ლე­გენ­და­რულ ნატო ვაჩ­ნა­ძე­საც კი მი­ამ­სგავ­სეს. ულა­მა­ზეს ქალ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა მა­რი­ამ კა­იშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი მაყ­ვა­ლა კა­იშ­ვი­ლი:

- მნახ­ვე­ლის თვალს პირ­ვე­ლი ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხიბ­ლავს მა­რი­ამ კა­იშ­ვი­ლის ღვთი­უ­რი შუ­ქით გა­ნა­თე­ბუ­ლი სახე. თუ­შის გა­რეგ­ნო­ბა­ში, სუ­ლერ­თია, ქა­ლია თუ კაცი, წი­ნაპ­რე­ბის ბრძნუ­ლი შე­გო­ნე­ბა იკი­თხე­ბა, რომ სი­ცო­ცხლე ღირ­სე­ბა­ზე მეტი არ არის - ამ მცნე­ბა­ზეა აკინ­ძუ­ლი მა­რი­ამ კა­იშ­ვი­ლის არ­ცთუ ხან­გრძლი­ვი, სულ რა­ღაც 65-წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი გზა.

მა­რი­ა­მი 1912 წლის 1-ლ ივ­ნისს სო­ფელ ზემო ალ­ვან­ში და­ი­ბა­და სა­ხე­ლო­ვა­ნი თუში მწყემ­სის ლა­ზა­რე კა­იშ­ვი­ლის ოჯახ­ში. მის და­ბა­დე­ბამ­დე შავ­მა ჭირ­მა და­უ­ნა­ნებ­ლად შე­ი­წი­რა მისი ოთხი­ვე და-ძმა. ასე რომ, მა­რი­ამს მარ­ტოს მო­უ­წია და­ეც­ვა სა­ხე­ლო­ვა­ნი ოჯა­ხის ღირ­სე­ბა. გო­გო­ნამ ალ­ვა­ნის სკო­ლის სამი კლა­სი და­ამ­თავ­რა და შეგ­ნე­ბუ­ლად გა­უყ­ვა მა­შინ­დე­ლი თუ­შე­თის მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბას. ლა­მაზ­მა და ღირ­სე­ულ­მა გო­გო­ნამ მა­ლე­ვე მი­ი­პყრო თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. იმ­დენ­ჯერ ეწ­ვია კა­იშ­ვი­ლე­ბის ოჯახს 16 წლის მა­რი­ა­მის ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად ახალ­გაზ­რდა მწყემ­სი იო­სებ ქა­და­გი­ძე, რომ მისი ოჯა­ხი­სა და გო­გო­ნას გული მო­ი­გო და და­ქორ­წინ­დნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ხან­მოკ­ლე გა­მოდ­გა ახალ­გაზ­რდე­ბის შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, სამ წე­ლი­წად­ში იო­სე­ბი ში­რაქ­ში ლეკ­მა ყა­ჩა­ღებ­მა მოკ­ლეს.

თუში ქა­ლე­ბი სხვე­ბის თვალ­წინ ქმრებს არ დას­ტი­რი­ან, რად­გან ეს დიდი სირ­ცხვი­ლია. მა­რი­ამ­მაც გულ­ში ჩა­ი­მარ­ხა თა­ვი­სი წრფე­ლი გრძნო­ბა და გა­აგ­რძე­ლა ღირ­სე­უ­ლად ცხოვ­რე­ბა... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაკადა
18

წოვა-თუშია,ეგენი ისეთ წვრილმანზე როგორიც ქმარია,არ ტირიან,კაცი ქვეყანაა))

ნმ
8

მა­რი­ამ კა­იშ­ვი­ლი - გვარიც შესაფერისი ჰქონია ქართველ ჯოკონდას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ იყო ულამაზესი თუშის ქალი, რომლის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

ვინ იყო ულამაზესი თუშის ქალი, რომლის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

"1929 წელი, ალავერდობა, ყველის გამყიდველი თუში ქალი - მარიამ კაიშვილი ყოფილა ეს მშვენება, ჰოლივუდია ნამდვილი", - ამ წარწერით გავრცელდა სოცქსელში ფოტო, რომელსაც დიდი აღფრთოვანება მოჰყვა. კომენტარებში ის ლეგენდარულ ნატო ვაჩნაძესაც კი მიამსგავსეს. ულამაზეს ქალზე გვესაუბრება მარიამ კაიშვილის ახლობელი მაყვალა კაიშვილი:

- მნახველის თვალს პირველი ნახვისთანავე ხიბლავს მარიამ კაიშვილის ღვთიური შუქით განათებული სახე. თუშის გარეგნობაში, სულერთია, ქალია თუ კაცი, წინაპრების ბრძნული შეგონება იკითხება, რომ სიცოცხლე ღირსებაზე მეტი არ არის - ამ მცნებაზეა აკინძული მარიამ კაიშვილის არცთუ ხანგრძლივი, სულ რაღაც 65-წლიანი ცხოვრების რთული გზა.

მარიამი 1912 წლის 1-ლ ივნისს სოფელ ზემო ალვანში დაიბადა სახელოვანი თუში მწყემსის ლაზარე კაიშვილის ოჯახში. მის დაბადებამდე შავმა ჭირმა დაუნანებლად შეიწირა მისი ოთხივე და-ძმა. ასე რომ, მარიამს მარტოს მოუწია დაეცვა სახელოვანი ოჯახის ღირსება. გოგონამ ალვანის სკოლის სამი კლასი დაამთავრა და შეგნებულად გაუყვა მაშინდელი თუშეთის მომთაბარე ცხოვრებას. ლამაზმა და ღირსეულმა გოგონამ მალევე მიიპყრო თანასოფლელების ყურადღება. იმდენჯერ ეწვია კაიშვილების ოჯახს 16 წლის მარიამის ხელის სათხოვნელად ახალგაზრდა მწყემსი იოსებ ქადაგიძე, რომ მისი ოჯახისა და გოგონას გული მოიგო და დაქორწინდნენ. სამწუხაროდ, ხანმოკლე გამოდგა ახალგაზრდების შეხმატკბილებული ცხოვრება, სამ წელიწადში იოსები შირაქში ლეკმა ყაჩაღებმა მოკლეს.

თუში ქალები სხვების თვალწინ ქმრებს არ დასტირიან, რადგან ეს დიდი სირცხვილია. მარიამმაც გულში ჩაიმარხა თავისი წრფელი გრძნობა და გააგრძელა ღირსეულად ცხოვრება... გააგრძელეთ კითხვა