პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უარს ვამბობ "ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს..." - რას წერს დავით კეზერაშვილი?
"უარს ვამბობ "ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს..." - რას წერს დავით კეზერაშვილი?

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის სა­კი­თხზე ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას "ფორ­მუ­ლა“ ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა რუ­სულ ოლი­გარ­ქი­ულ რე­ჟიმ­თან ბრძო­ლის გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში შე­დის. ქვეყ­ნის და­სავ­ლურ მის­წრა­ფე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში არა­ერ­თგზის გა­მო­ხა­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ერ­თო­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ნიშ­ნავს, რომ მისი 11 წლი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვა - სა­ქარ­თვე­ლო გა­ე­ხა­და ღია პლატ­ფორ­მა პუ­ტი­ნის რუ­სე­თის­თვის, გან­წი­რუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ოლი­გარ­ქის რე­ჟი­მის­თვის ფი­ნიშ­თან მი­ახ­ლო­ე­ბის ნი­შანს იძ­ლე­ვა უკ­რა­ი­ნას­თან ომში რუ­სე­თის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი მარ­ცხიც.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მისი რე­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის­თვის დღეს პრობ­ლე­მაა ყვე­ლა ის ინ­სტი­ტუ­ცია და ადა­მი­ა­ნი, ვინც მისი მკაც­რი ვერ­ტი­კა­ლის ქვეშ არ არის მოქ­ცე­უ­ლი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია მის­გან, რუ­სუ­ლი ოლი­გარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი, მე­დია, ახალ­გაზ­რდე­ბი. ოლი­გარ­ქის პერ­სპექ­ტი­ვი­დან დღეს საფრ­თხეა ყველ­გან, სა­დაც ის არ არის, რა­საც ის ვერ აკონ­ტრო­ლებს, რა­საც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბი­სა და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ში­ნა­არ­სი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს.

ამ ფონ­ზე მე არ მაქვს შე­კი­თხვა, რა­ტომ გავ­ხდი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­მიზ­ნე. რაც დღეს ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა - პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის უსა­ფუძ­ვლო კამ­პა­ნი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, კლა­ნუ­რი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, სამ­თავ­რო­ბო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ის ყო­ველ­დღი­უ­რი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი - არის ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ერთ-ერთი მსხვილ სა­მიზ­ნედ ვარ შერ­ჩე­უ­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნე­ბის­მი­ერ ფა­სად უნდა ჩემი, რო­გორც საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის და­ზი­ა­ნე­ბა, ასე­ვე, რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა.

მას შემ­დეგ, რაც იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი სა­ქარ­თვე­ლო და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, არა­ერთ სირ­თუ­ლეს­თან მო­მი­წია გამ­კლა­ვე­ბა. აქ არ ვა­პი­რებ, ბრალ­დე­ბე­ბის ნი­აღ­ვარ­თან ბრძო­ლის ემო­ცი­ურ ნა­წილ­ზე შევ­ჩერ­დე. შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, რას ნიშ­ნავს სა­უ­კე­თე­სო რუ­სუ­ლი ტრა­დი­ცი­ით შექ­მნი­ლი მე­სი­ჯის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, რომ თით­ქოს­და ჩემს ხელ­ში გა­იფ­ლან­გა ქარ­თულ ჯა­რის წვრთნი­სა და აღ­ჭურ­ვის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მი­ლი­ო­ნე­ბი - იმ ჯა­რის, რო­მელ­საც მთე­ლი გუ­ლი­თა და გო­ნე­ბით ვემ­სა­ხუ­რე. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მეც და ჩემს ოჯახ­საც გა­აზ­რე­ბუ­ლი გვაქვს, რა ბრძო­ლა­ში ვართ და ამ პრო­ცეს­ში პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნის ეპი­ცენ­ტრში ყოფ­ნა­საც მი­ვეჩ­ვი­ეთ, ჩემ­თვი­საც კი გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ბრალ­დე­ბე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი კას­კა­დის ბოლო ეპი­ზო­დი, ე.წ. ქოლ-ცენ­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მის სირ­თუ­ლეს კი გა­ნა­პი­რო­ბებს ის სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტო­რი, რომ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი გახ­და მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბით გა­მო­ირ­ჩე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლის ტრა­დი­ცი­ულ რე­პუ­ტა­ცი­ულ გა­მარ­თუ­ლო­ბა­საც შე­უძ­ლე­ბე­ლია პა­ტი­ვი არ სცე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­წევს ვთქვა, რომ ბრი­ტა­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მის­თვის მომ­ზა­დე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა­ში ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვი­და არა­ერ­თი უზუს­ტო­ბა, რა­მაც, სა­ერ­თო სუ­რათ­ში, სცა­და მა­ნამ­დე მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბის გამ­ყა­რე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლის ავ­ტო­რის შე­სა­ხებ: ჟურ­ნა­ლის­ტი წარ­მო­ად­გენს ის­რა­ე­ლის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას - The Times of Israel (არა BBC-ის) და ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობს შე­მი­ლა­ხოს საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია. ამის მა­გა­ლი­თად ის­რა­ე­ლის მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მისი პუბ­ლი­ა­კა­ცი­ე­ბი გა­მოდ­გე­ბა. მე არ ვიცი, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ავ­ტო­რის მო­ტი­ვა­ცია. აღ­ვნიშ­ნავ მხო­ლოდ იმას, რომ მისი მა­სა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ბევრ სა­კი­თხში უც­ნა­უ­რად ემ­თხვე­ვა რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის ცრუ ნა­რა­ტი­ვებს, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს თავ­დაც­ვის სის­ტე­მის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღელ­ვებ­და და აღელ­ვებს რუ­სეთს.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა იმა­ვე ავ­ტო­რის მიერ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბას და ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის სქე­მას­თან ჩემს და­კავ­ში­რე­ბას, აქ მინ­და მეტ დე­ტალ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა:

ტყუ­ლია, თით­ქოს მე უარი ვთქვი ჟურ­ნა­ლის­ტთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. არ­სე­ბობს ავ­ტორ­თა ჯგუფ­თან ჩემი იუ­რის­ტე­ბის არა­ერ­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 50 გვერ­დი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი. აღ­ვნიშ­ნავ, რომ მის მა­სა­ლებ­ში არ მოხ­ვდა ჩემი მხრი­დან მი­წო­დე­ბუ­ლი არც ერთი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად უარ­ყოფ­და მის ვა­რა­უ­დებ­სა და დაშ­ვე­ბებს ე.წ. ქოლ-ცენ­ტრებ­თან ჩემი კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მის ეპი­ზოდს, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ჩემს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მო­დის და მე თით­ქოს მას­თან სა­უ­ბარ­ზე უარს ვამ­ბობ, ეს "სტუმ­რო­ბა“ მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 7 სა­ათ­ზე. მას სახ­ლში დახ­ვდა ჩემი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი, რო­მელ­საც ბუ­ნებ­რი­ვია, მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე პა­სუ­ხე­ბი ვერ ექ­ნე­ბო­და.

ტყუ­ი­ლია, თით­ქოს რამე კავ­ში­რი მაქვს ე.წ. მილ­ტონ ჯგუფ­თან ან მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქსე­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. ამას მა­სა­ლის ავ­ტო­რი თა­ვა­დაც არა­ერ­თგზის ას­კვნის: რომ "არ არ­სე­ბობს სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი არც ერთი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც კე­ზე­რაშ­ვილს და­ა­კავ­ში­რებს მილ­ტო­ნის ქსელ­თან...“; "რაც შე­ე­ხე­ბა მილ­ტონ ჯგუფს, არ არ­სე­ბობს სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი დო­კუ­მენ­ტი­აც, რო­მე­ლიც და­ა­კავ­შებ­და კე­ზე­რაშ­ვილს თაღ­ლი­თურ კომ­პა­ნი­ებ­თან და არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მას ჰქონ­და პირ­და­პი­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი მილ­ტო­ნის ქსე­ლის კომ­პა­ნი­ებ­ში“. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად სა­კუ­თა­რი დას­კვნი­სა, ის არა­თუ ძა­ლა­ში ტო­ვებს, არა­მედ აძ­ლი­ე­რებს ვა­რა­უდს, რომ ქსე­ლის სა­თა­ვე­ში სწო­რედ მე ვარ.

ტყუ­ი­ლია, თით­ქოს მე იყა­ვი ჩარ­თუ­ლი ტექ-კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც ქმნი­და სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მებს ე.წ. მილ­ტონ ჯგუ­ფის­თვის. მა­სა­ლა­ში არ არის და ვერც იქ­ნე­ბა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი რა­ი­მე დო­კუ­მენ­ტი.

ტყუ­ი­ლია, თით­ქოს ჩემი რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია ამ­ზა­დებ­და ვებ­სა­ი­ტებს ე.წ. მილ­ტონ ჯგუ­ფის­თვის. ჩემს არ­ცერთ კომ­პა­ნი­ას არა­სო­დეს გა­უ­კე­თე­ბია ბრენ­დინ­გი ან ვებ-დო­მე­ი­ნი ამ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მის­თვის. ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს მსგავ­სი ფაქ­ტის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

აუ­დი­ტო­რი­ის გან­ზრახ შეც­დო­მა­ში შემყვა­ნია მა­სა­ლა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ჩემი კომ­პა­ნი­ის იმე­ი­ლე­ბი და ე.წ. მილ­ტონ ჯგუ­ფის ვებ­სა­ი­ტე­ბი ერ­თსა და იმა­ვე სერ­ვე­რებ­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. გან­ვმარ­ტავ: ჩემი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ჩემი იმე­ი­ლის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს მე­სა­მე მხა­რე. იმის გამო, რომ ჩემი ელ-ფოს­ტა არა­ერ­თხელ გამ­ხა­და­რა კი­ბერ თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი, მომ­სა­ხუ­რე კომ­პა­ნია მა­ღა­ლი და­ცუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ხში­რად ცვლის სერ­ვე­რებს. მე არ მაქვს და ვერც მექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­დის რო­მელ სერ­ვერ­ზეა ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, ან რა ინა­ხე­ბა სხვა ამა­თუ­იმ სერ­ვერ­სა თუ ელ-ფოს­ტის ე.წ. "ქლა­უდ­ზე“.

ტყუ­ლია ცნო­ბა, თით­ქოს ჩემი ბიზ­ნეს-ცენ­ტრი კი­ევ­ში არის "თაღ­ლი­თუ­რი ქოლ­ცენ­ტრე­ბის სახ­ლი“, რო­მე­ლიც ყი­დის კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მებს (software). სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ კი­ევ­ში ჩემს კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ კო­მერ­ცი­ულ შე­ნო­ბებ­ში არას­დროს უმუ­შა­ვი­ათ თაღ­ლი­თურ კომ­პა­ნი­ებს. ასე­ვე, არას­დროს ყო­ფი­ლა რა­ი­მე ტი­პის გა­მო­ძი­ე­ბა იმ კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომლთაც ამ შე­ნო­ბებ­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი აქვთ ნა­ქი­რა­ვე­ბი.

მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილმში თბი­ლი­სის პიქ­სე­ლის შე­ნო­ბის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჩნდე­ბა აღ­ქმა, თით­ქოს ის იფა­რავ­და ე.წ. ქოლ-ცენ­ტრებს. მა­სა­ლის ავ­ტორ­თა მხრი­დან ესეც აუ­დი­ტო­რი­ის შეც­დო­მა­ში შეგ­ნე­ბუ­ლად შემყვა­ნი ნა­ბი­ჯია: რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას (ბო­ლოს 12 წლის წინ), სწო­რედ პიქ­სე­ლის შე­ნო­ბა­ში ვქი­რა­ობ­დი ოფი­სის ფართს. გერ­მა­ნე­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი­სა და ფილ­მის ავ­ტორ­თათ­ვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საჩ­ვე­ნე­ბე­ლი რე­ი­დი კი, ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­სის თა­უ­ერ­ში ჩა­ტარ­და (რო­მელ­თა­ნაც მე არა­სო­დეს მქო­ნია არც პირ­და­პი­რი და არც ირი­ბი კავ­ში­რი). გა­მო­ძი­ე­ბის ავ­ტო­რებ­მა პიქ­სე­ლის შე­ნო­ბის ჩვე­ნე­ბით გა­აძ­ლი­ე­რეს აღ­ქმა, რომ სა­კი­თხი სწო­რედ მე მი­კავ­შირ­დე­ბა.

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ "საქ­მის შე­საკ­ვე­რე­ლად“ და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­სა­მარ­თად სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბის ავ­ტო­რი მი­იყ­ვა­ნა სწო­რედ იმ სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ ქოლ-ცენ­ტრზე რე­ი­დის გა­და­სა­ღე­ბად, რო­მე­ლიც ჩემს ყო­ფილ პარტნი­ორ­სა და მე­გო­ბარ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. უც­ნა­უ­რია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ჟურ­ნა­ლისტს ჩემი მი­სა­მარ­თით ბრალ­დე­ბის­თვის არ დას­ჭირ­და მეტი სიღ­მი­სა და დე­ტა­ლის გარ­კვე­ვა, არ გა­უჩ­ნდა შე­კი­თხვე­ბი იმა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში იყოს ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჰაბი მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და მფარ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე. სა­მა­გი­ე­როდ, მან შე­ის­წავ­ლა ჩემი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და გა­ნა­ცხა­და, რომ მყავს 45 ფე­ის­ბუკ მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ე.წ. მილ­ტონ ჯგუ­ფის თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან. არა­ერ­თი მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მა­სა­ლის ავ­ტო­რებ­მა არ წარ­მო­ად­გი­ნეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ამ 45 პი­რის შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ფე­ის­ბუკ გვერდს, 2000-ზე მეტი მე­გობ­რით - მათ დიდ ნა­წილს პი­რა­დად არ ვიც­ნობ, იმათ ნაც­ვლად კი - ვი­საც ვიც­ნობ, მი­მე­გობ­რია ან ვის­თა­ნაც საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რი მქო­ნია, პა­სუხს ვე­რა­ფერ­ზე ვა­გებ.

რო­გორც იცით, კრი­ტი­კუ­ლი მე­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის "ფორ­მუ­ლა“, რომ­ლის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მეც ვარ, სის­ტე­მა­ტუ­რად აშუ­ქებს ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სქე­მას. ფაქ­ტე­ბი­სა და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის არ­სე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფს, რომ ჩა­სუ­ლიყ­ვნენ თბი­ლის­ში და ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გამ­ჭირ­ვა­ლე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბით, თუმ­ცა მათ ამ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი გვი­თხრეს იმ მი­ზე­ზით, რომ ამ ეტაპ­ზე ეს მათ ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დი­ო­და. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ "ფორ­მუ­ლამ“ ჯგუფს გა­უ­წია ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა. მათ ტე­ლე­ვი­ზი­ას მი­მარ­თეს ეთერ­ში გა­სუ­ლი მა­სა­ლე­ბის­თვის და ყვე­ლა­ფე­რი მი­ი­ღეს.

რად­გა­ნაც მე თვი­თონ ვარ მე­დი­ის მფლო­ბე­ლი, ვიცი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვერ იქ­ნე­ბა და­ზღვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბის­გან, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა­ში ად­გი­ლი აქვს არა­ერ­თი ფაქ­ტის გან­ზრახ და­მა­ხინ­ჯე­ბას. რე­პორ­ტაჟ­ში გა­მოთ­ქმუ­ლი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი­სა და ვა­რა­უ­დე­ბის დე­ტა­ლუ­რად გან­ხილ­ვა და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა აქ შევ­ჩერ­დე­ბი და თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ ვთქვა, რომ ე.წ. ქოლ-ცენ­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ 2012 წლის შემ­დეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი. მისი ნა­წი­ლი იყო ჩემი ექ­სტრა­დი­ცი­ის მო­თხოვ­ნით და­წყე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე პრო­ცე­სი, რაც საფ­რან­გე­თი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­სა­მარ­თლო­ებ­მა მი­იჩ­ნი­ეს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად და არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. ანა­ლო­გი­უ­რი დას­კვნაა ამ მხრივ ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, ევ­რო­პუ­ლი ინ­სი­ტი­ტუ­ე­ბი­სა და არ­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლებ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­პორ­ტებ­შიც. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი სა­ხე­ლის ე.წ ქოლ-ცენ­ტრე­ბის თაღ­ლი­თურ სქე­მებ­თან მიბ­მას, პირ­ვე­ლად ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს სცა­და 2020 წლის და­სა­წყის­ში, ამა­ვე წლის მარ­ტში კი ისე­თი მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რო­გო­რი­ცაა OCCRP-მ (Organized Crime and Corruption Reporting Project) გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად გა­ნა­ცხა­და, რომ "ვერ მი­აკ­ვლია ვერც ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც კე­ზე­რაშ­ვილს და­ა­კავ­ში­რებ­და ქოლ­ცენ­ტრთან“.

ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ იმის­თვის, რომ სა­სა­მარ­თლოს წე­სით და­ვამ­ტკი­ცო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილმში გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის უსა­მარ­თლო­ბა. მაქვს ბრი­ტა­ნე­თის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას სრუ­ლი ნდო­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის გა­ი­ზი­ა­რებს ჩემი იუ­რი­დი­უ­ლი ჯგუ­ფის არ­გუ­მენ­ტებს, რო­მე­ლიც უკვე ამ­ზა­დებს ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენტს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლა ეტაპ­ზე ეც­ნო­ბე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი. ასე­ვე, კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, რომ ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, მზად ვარ ვი­თა­ნამ­შრომ­ლო ევ­რო­პის ნე­ბის­მი­ერ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას­თან და მი­ვა­წო­დო ჩემ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის ჰა­ბის მფარ­ვე­ლო­ბა­ში. აქვე, ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ზი­ცი­აა გა­საკ­ვი­რი, ვინც უკვე დიდი ხა­ნია, ზუს­ტად იცის ამ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მუ­შა­ო­ბა­ზე, მას­ში მე­ზობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის ან შვი­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე. გა­სა­ო­ცა­რია, რომ ეს ხალ­ხი ახლა მო­რალს კი­თხუ­ლობს და მე მა­მუ­ნა­თებს.

ბო­ლოს, მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი სა­მო­მავ­ლო გე­გე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით: ჩემს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა“ თა­ვი­სუ­ფა­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კუნ­ძუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ სივ­რცე­ში სა­კუ­თა­რი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს სრუ­ლი სა­რე­დაქ­ციო თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ. "ფორ­მუ­ლა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუდ­მი­ვი დარ­ტყმის ქვე­შაა. დღეს მე ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ იქ მო­მუ­შა­ვე ხალ­ხს ბრძო­ლა­ში სჭირ­დე­ბა არა მხო­ლოდ ჩემი დახ­მა­რე­ბა და რე­სურ­სე­ბი, არა­მედ მო­რა­ლუ­რი სიმ­ყა­რეც - ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი უნდა იყ­ვნენ, რომ ჩემ მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რია და დაშ­ვე­ბე­ბი - უსა­ფუძ­ვლო. ანა­ლო­გი­უ­რად, ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს პო­ლი­ტი­კა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე სჭირ­დე­ბა იგი­ვე მო­რა­ლუ­რი სიმ­ყა­რე. ამის­თვის მე, რო­გორც ზე­მო­თაც აღ­ვნიშ­ნე, ყვე­ლაფრს გა­ვა­კე­თებ.

აქვე, პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე - ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, ჩემი სა­ხით მო­მა­ვალ­ში ახა­ლი ოლი­გარ­ქი მი­ვი­ღოთ? სა­ქარ­თვე­ლოს ბოლო წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით ეს გა­სა­გე­ბი საფრ­თხეა და მეს­მის, რომ შე­საძ­ლოა ბევრ ჩემ­თვის სა­პა­ტივ­სა­ცე­მო ადა­მი­ან­საც ჰქონ­დეს ეს კი­თხვა.

მრა­ვა­ლი წე­ლია მეც და ჩემს ოჯახ­საც არა­ერ­თხელ გვი­ფიქ­რია, ხომ არ ჯობს, თავი და­ვა­ნე­ბოთ ბრძო­ლას და მშვი­დი რე­ჟი­მით ვი­ცხოვ­როთ, რამ­დე­ნად ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია იძუ­ლე­ბით ემიგ­რა­ცი­ა­ში. ამ დღე­ებ­ში ეს სა­კი­თხი კი­დევ ერთხელ გახ­და ჩვენ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი, მაგ­რამ რო­გორც კი მსგავს პერ­სპექ­ტი­ვას ვუშ­ვებთ, მა­შინ­ვე ვგრძნობთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ვდის­ტან­ცირ­დე ყვე­ლაფ­რის­გან მა­შინ, რო­დე­საც შე­მიძ­ლია თუნ­დაც ერთი აგუ­რი დავ­დო რუ­სუ­ლი ოლი­გარ­ქი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. ამი­ტომ ვა­ცხა­დებ, რომ ჩემ ირ­გვლივ შექ­მნი­ლი მძი­მე გა­რე­მოს მი­უ­ხე­და­ვად, პრო­ცე­სე­ბი­დან ჩემი გას­ვლა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. თუმ­ცა ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩემი დახ­მა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ მივ­ცე სრუ­ლი­ად ახა­ლი და გა­მოც­დი­ლე­ბით უნი­კა­ლუ­რი მე­დია-მო­დე­ლის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მაღ­ლა აწევს მისი სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის თა­მა­სას, მათ შორი ჩემ­გა­ნაც (რისი დე­ფი­ცი­ტიც არხს არც ამ დრომ­დე ჰქო­ნია).

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ასე­თია: მე უარს ვამ­ბობ "ფორ­მუ­ლას“ სა­კონ­ტრო­ლო პა­კეტ­ზე და არ­სე­ბუ­ლი წი­ლის ნა­ხე­ვარს ახ­ლა­ვე გა­დავ­ცემ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის კო­ლექ­ტივს. მას შემ­დეგ კი, რაც დას­რულ­დე­ბა ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, "ფორ­მუ­ლას“ კო­ლექ­ტივსვე სრუ­ლად გა­დავ­ცემ ჩემს დარ­ჩე­ნილ წილ­საც. ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რის გაქ­რო­ბი­სა და და­სავ­ლურ სივ­რცე­ში სა­ბო­ლო­ოდ შეს­ვლის შემ­დეგ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შეც გა­უჩ­ნდე­ბა ბევ­რი სხვა სა­არ­სე­ბო წყა­რო და აქ და­ეს­მე­ბა წერ­ტი­ლი ჩემს აქ­ტი­ვო­ბას მე­დი­ის მხარ­და­ჭე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ზო­გა­დად, ყვე­ლა ტი­პის ჩარ­თუ­ლო­ბას ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა­ში.

დიდი მად­ლო­ბა "ფორ­მუ­ლას“, მის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ თქვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ასეთ უსა­მარ­თლო ბრძო­ლა­ში მო­გი­წი­ათ ყოფ­ნა. თქვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია და პრო­ფე­სი­უ­ლი ღირ­სე­ბა ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა სა­მა­გა­ლი­თო ჩემ­თვის და რაც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო იმ მა­ყუ­რე­ბელს, ვინც არა­ერთ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში თქვენ გვერ­დით დად­გა და დარ­ჩა "ფორ­მუ­ლას“ ერ­თგუ­ლად. ეს არხი დღეს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს და ამ მხრივ, სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლია ქარ­თულ მე­დია ბა­ზარ­ზე.

შე­ჯა­მე­ბის­თვის კი, კი­დევ ერთხელ, ყვე­ლას გარ­წმუ­ნებთ, ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მის პრო­ცე­დუ­რე­ბის სრუ­ლი გავ­ლით და­ვამ­ტკი­ცებ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში გა­სუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის უსა­ფუძ­ვლო­ბას. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ მო­რა­ლუ­რად წელ­გა­მარ­თუ­ლი გან­ვაგ­რძობ თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის მხარ­და­ჭე­რა­საც და ყვე­ლა იმ ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბა­საც, რო­მელ­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, თავი სა­ბო­ლო­ოდ და­ვაღ­წი­ოთ რუ­სულ ჭა­ობს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nina
2

მეზარება ამ იდიოტიზმის წაკითხვა, უბრალოდ ერთ კითხვას დავუსვამ კეზერას ჟურნალისტებს: ანუ კეზერა ძია გაფინანსებდათ? ოხ, თქვე მატყუარა სიმართლისტებო! ახლა რაო? ისევ თქვენებური სიმართლე უნდა იღაღადოთ თუ ისევ მფარველს უნდა ულოკოთ ფეხუცები?

სალი
1

კეზერას შავი ფულის "გენეოლოგია" ზედმიწევნით კარგად იციან "ბოსებმა" დასავლეთში. არა მგონია კეზერას ქართულ პოლიტიკაში გააქტიურება მისი პირადი ინიციატივა იყოს, იგი ჩაფლავებული სააკაშვილის შემდეგ კიდევ ერთი და სავარაუდოდ ისევ უბადრუკი ინსტრუმენტია ქოცების გვერძე გასაწევად. მოვლენათა საინტერესო ჯაჭვი გასააზრებლად: მისი და კურტ ვოლკერის (უკრაინული მაიდანის ერთ ერთი არქიტექტორი) შეხვედრა, არ შემდგარი 7-8 მარტის "ქართული მაიდანი" და როგორც სერიოზული გაფრთხილება ბიბისის ჟურნალისტური გამოძიება. ასე რომ მიუხედავად იმისა უნდა თუ არა ეს კეზერას მოუწევს დესტრუქციული აქტივობების გაგრძელება ქართულ პოლიტიკაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"უარს ვამბობ "ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს..." - რას წერს დავით კეზერაშვილი?

"უარს ვამბობ "ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს..." - რას წერს დავით კეზერაშვილი?

დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დავით კეზერაშვილის განცხადებას "ფორმულა“ ავრცელებს.

"საქართველოში დღეს რთული ვითარებაა. სამოქალაქო საზოგადოება რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის. ქვეყნის დასავლურ მისწრაფებასთან მიმართებაში არაერთგზის გამოხატული საზოგადოებრივი ერთობა ივანიშვილისთვის ნიშნავს, რომ მისი 11 წლიანი ძალისხმევა - საქართველო გაეხადა ღია პლატფორმა პუტინის რუსეთისთვის, განწირული აღმოჩნდა. ოლიგარქის რეჟიმისთვის ფინიშთან მიახლოების ნიშანს იძლევა უკრაინასთან ომში რუსეთის პერმანენტული მარცხიც.

საქართველოში მოქმედი ხელისუფლებისა და მისი რეალური მმართველისთვის დღეს პრობლემაა ყველა ის ინსტიტუცია და ადამიანი, ვინც მისი მკაცრი ვერტიკალის ქვეშ არ არის მოქცეული. "ქართული ოცნების“ მმართველისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია მისგან, რუსული ოლიგარქიული რეჟიმისგან დამოუკიდებელი ფინანსური რესურსები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, მედია, ახალგაზრდები. ოლიგარქის პერსპექტივიდან დღეს საფრთხეა ყველგან, სადაც ის არ არის, რასაც ის ვერ აკონტროლებს, რასაც დემოკრატიულობისა და დასავლური ღირებულებების შინაარსი შეიძლება ჰქონდეს.

ამ ფონზე მე არ მაქვს შეკითხვა, რატომ გავხდი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სამიზნე. რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით ხდება - პოლიტიკური თანამდებობის პირების უსაფუძვლო კამპანიური განცხადებები, კლანური სასამართლოს გადაწყვეტილებები, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის ყოველდღიური ცრუ ბრალდებები - არის ნიშანი იმისა, რომ ერთ-ერთი მსხვილ სამიზნედ ვარ შერჩეული და ხელისუფლებას ნებისმიერ ფასად უნდა ჩემი, როგორც საქმიანი რეპუტაციის დაზიანება, ასევე, რეალური მიზნების ბინძური მეთოდებით ინტერპრეტირება.

მას შემდეგ, რაც იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა, არაერთ სირთულესთან მომიწია გამკლავება. აქ არ ვაპირებ, ბრალდებების ნიაღვართან ბრძოლის ემოციურ ნაწილზე შევჩერდე. შეგიძლიათ მხოლოდ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს საუკეთესო რუსული ტრადიციით შექმნილი მესიჯის თვალყურის დევნება, რომ თითქოსდა ჩემს ხელში გაიფლანგა ქართულ ჯარის წვრთნისა და აღჭურვისთვის განკუთვნილი მილიონები - იმ ჯარის, რომელსაც მთელი გულითა და გონებით ვემსახურე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაში ვართ და ამ პროცესში პროპაგანდისტული მანქანის ეპიცენტრში ყოფნასაც მივეჩვიეთ, ჩემთვისაც კი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ბრალდებების მრავალწლიანი კასკადის ბოლო ეპიზოდი, ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით. მის სირთულეს კი განაპირობებს ის სამწუხარო ფაქტორი, რომ ჩემს წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი გახდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით გამოირჩეული საერთაშორისო მედიასაშუალება, რომლის ტრადიციულ რეპუტაციულ გამართულობასაც შეუძლებელია პატივი არ სცე. მიუხედავად ამისა, მიწევს ვთქვა, რომ ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა პლატფორმისთვის მომზადებულ საგამოძიებო მასალაში ჩემთან დაკავშირებით გავიდა არაერთი უზუსტობა, რამაც, საერთო სურათში, სცადა მანამდე მოგონილი ბრალდების გამყარება.

პირველ რიგში, საგამოძიებო მასალის ავტორის შესახებ: ჟურნალისტი წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას - The Times of Israel (არა BBC-ის) და ის წლების განმავლობაში ცდილობს შემილახოს საქმიანი რეპუტაცია. ამის მაგალითად ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული მისი პუბლიაკაციები გამოდგება. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ავტორის მოტივაცია. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ მისი მასალების დიდი ნაწილი ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩემს საქმიანობასთან მიმართებაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღელვებდა და აღელვებს რუსეთს.

ახლა რაც შეეხება იმავე ავტორის მიერ გამოთქმულ ბრალდებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების სქემასთან ჩემს დაკავშირებას, აქ მინდა მეტ დეტალზე გავამახვილო ყურადღება:

ტყულია, თითქოს მე უარი ვთქვი ჟურნალისტთან თანამშრომლობაზე. არსებობს ავტორთა ჯგუფთან ჩემი იურისტების არაერთი კომუნიკაციის დამადასტურებელი დაახლოებით 50 გვერდიანი დოკუმენტები. აღვნიშნავ, რომ მის მასალებში არ მოხვდა ჩემი მხრიდან მიწოდებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც არგუმენტირებულად უარყოფდა მის ვარაუდებსა და დაშვებებს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან ჩემი კავშირების შესახებ. რაც შეეხება ფილმის ეპიზოდს, როდესაც ჟურნალისტი ჩემს საცხოვრებელ სახლში მოდის და მე თითქოს მასთან საუბარზე უარს ვამბობ, ეს "სტუმრობა“ მოხდა დაახლოებით დილის 7 საათზე. მას სახლში დახვდა ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც ბუნებრივია, მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები ვერ ექნებოდა.

ტყუილია, თითქოს რამე კავშირი მაქვს ე.წ. მილტონ ჯგუფთან ან მასთან დაკავშირებული ქსელის საქმიანობასთან. ამას მასალის ავტორი თავადაც არაერთგზის ასკვნის: რომ "არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი არც ერთი დოკუმენტი, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებს მილტონის ქსელთან...“; "რაც შეეხება მილტონ ჯგუფს, არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტიაც, რომელიც დააკავშებდა კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას ჰქონდა პირდაპირი ფინანსური ინტერესი მილტონის ქსელის კომპანიებში“. თუმცა მიუხედავად საკუთარი დასკვნისა, ის არათუ ძალაში ტოვებს, არამედ აძლიერებს ვარაუდს, რომ ქსელის სათავეში სწორედ მე ვარ.

ტყუილია, თითქოს მე იყავი ჩართული ტექ-კომპანიაში, რომელიც ქმნიდა სავაჭრო პლატფორმებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. მასალაში არ არის და ვერც იქნება მსგავსი ფაქტების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ტყუილია, თითქოს ჩემი რომელიმე კომპანია ამზადებდა ვებსაიტებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. ჩემს არცერთ კომპანიას არასოდეს გაუკეთებია ბრენდინგი ან ვებ-დომეინი ამ სავაჭრო პლატფორმისთვის. ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შემყვანია მასალაში აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს ჩემი კომპანიის იმეილები და ე.წ. მილტონ ჯგუფის ვებსაიტები ერთსა და იმავე სერვერებზე მდებარეობდა. განვმარტავ: ჩემი კომპანიებისა და ჩემი იმეილის კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს მესამე მხარე. იმის გამო, რომ ჩემი ელ-ფოსტა არაერთხელ გამხადარა კიბერ თავდასხმის ობიექტი, მომსახურე კომპანია მაღალი დაცულობის უზრუნველსაყოფად ხშირად ცვლის სერვერებს. მე არ მაქვს და ვერც მექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის რომელ სერვერზეა ჩემთან დაკავშირებული კომპანიები, ან რა ინახება სხვა ამათუიმ სერვერსა თუ ელ-ფოსტის ე.წ. "ქლაუდზე“.

ტყულია ცნობა, თითქოს ჩემი ბიზნეს-ცენტრი კიევში არის "თაღლითური ქოლცენტრების სახლი“, რომელიც ყიდის კომპიუტერულ პროგრამებს (software). სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კიევში ჩემს კუთვნილებაში არსებულ კომერციულ შენობებში არასდროს უმუშავიათ თაღლითურ კომპანიებს. ასევე, არასდროს ყოფილა რაიმე ტიპის გამოძიება იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლთაც ამ შენობებში კომერციული ფართები აქვთ ნაქირავები.

მანიპულაციურია საგამოძიებო ფილმში თბილისის პიქსელის შენობის ჩვენება, რომელთან დაკავშირებითაც ჩნდება აღქმა, თითქოს ის იფარავდა ე.წ. ქოლ-ცენტრებს. მასალის ავტორთა მხრიდან ესეც აუდიტორიის შეცდომაში შეგნებულად შემყვანი ნაბიჯია: როგორც ცნობილია, საქართველოში ყოფნისას (ბოლოს 12 წლის წინ), სწორედ პიქსელის შენობაში ვქირაობდი ოფისის ფართს. გერმანელი გამომძიებლებისა და ფილმის ავტორთათვის ჩატარებული საჩვენებელი რეიდი კი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქსის თაუერში ჩატარდა (რომელთანაც მე არასოდეს მქონია არც პირდაპირი და არც ირიბი კავშირი). გამოძიების ავტორებმა პიქსელის შენობის ჩვენებით გააძლიერეს აღქმა, რომ საკითხი სწორედ მე მიკავშირდება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "საქმის შესაკვერელად“ და ჟურნალისტური გამოძიების სასურველი მიმართულებით წარსამართად საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ავტორი მიიყვანა სწორედ იმ სპეციალურად შერჩეულ ქოლ-ცენტრზე რეიდის გადასაღებად, რომელიც ჩემს ყოფილ პარტნიორსა და მეგობართან ასოცირდებოდა. უცნაურია, რომ საერთაშორისო კვალიფიკაციის ჟურნალისტს ჩემი მისამართით ბრალდებისთვის არ დასჭირდა მეტი სიღმისა და დეტალის გარკვევა, არ გაუჩნდა შეკითხვები იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს ტრანსნაციონალური დანაშაულის ჰაბი მისი ხელისუფლების ჩართულობისა და მფარველობის გარეშე. სამაგიეროდ, მან შეისწავლა ჩემი სოციალური ქსელები და განაცხადა, რომ მყავს 45 ფეისბუკ მეგობარი, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. მილტონ ჯგუფის თაღლითურ სქემასთან. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მასალის ავტორებმა არ წარმოადგინეს მტკიცებულება ამ 45 პირის შესახებ. რაც შეეხება ჩემს ფეისბუკ გვერდს, 2000-ზე მეტი მეგობრით - მათ დიდ ნაწილს პირადად არ ვიცნობ, იმათ ნაცვლად კი - ვისაც ვიცნობ, მიმეგობრია ან ვისთანაც საქმიანი კავშირი მქონია, პასუხს ვერაფერზე ვაგებ.

როგორც იცით, კრიტიკული მედია საქართველოში, მათ შორის "ფორმულა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ, სისტემატურად აშუქებს ე.წ. ქოლ-ცენტრების სახელისუფლებო სქემას. ფაქტებისა და დასაბუთებული მასალების არსებობიდან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ საგამოძიებო ჯგუფს, რომ ჩასულიყვნენ თბილისში და ჩაეტარებინათ გამჭირვალე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოში მოქმედი კრიტიკული მედიების ხელშეწყობით, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ "ფორმულამ“ ჯგუფს გაუწია ყველანაირი დახმარება. მათ ტელევიზიას მიმართეს ეთერში გასული მასალებისთვის და ყველაფერი მიიღეს.

რადგანაც მე თვითონ ვარ მედიის მფლობელი, ვიცი, რომ ჟურნალისტი ვერ იქნება დაზღვეული შეცდომებისგან, თუმცა აღნიშნულ საგამოძიებო მასალაში ადგილი აქვს არაერთი ფაქტის განზრახ დამახინჯებას. რეპორტაჟში გამოთქმული ცრუ ბრალდებებისა და ვარაუდების დეტალურად განხილვა დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა აქ შევჩერდები და თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ბრალდება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი. მისი ნაწილი იყო ჩემი ექსტრადიციის მოთხოვნით დაწყებული რამდენიმე პროცესი, რაც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა მიიჩნიეს პოლიტიკურად მოტივირებულად და არ დააკმაყოფილეს. ანალოგიური დასკვნაა ამ მხრივ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპული ინსიტიტუებისა და არერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებდამცავი ორგანიზაციის რეპორტებშიც. რაც შეეხება ჩემი სახელის ე.წ ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემებთან მიბმას, პირველად ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს სცადა 2020 წლის დასაწყისში, ამავე წლის მარტში კი ისეთი მაღალი სანდოობის ორგანიზაციამ როგორიცაა OCCRP-მ (Organized Crime and Corruption Reporting Project) გამოძიების შედეგად განაცხადა, რომ "ვერ მიაკვლია ვერც ერთ მტკიცებულებას, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებდა ქოლცენტრთან“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს. საზოგადოებას ყველა ეტაპზე ეცნობება სამართლებრივი პროცედურების დეტალები. ასევე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში. აქვე, ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიციაა გასაკვირი, ვინც უკვე დიდი ხანია, ზუსტად იცის ამ თაღლითური სქემის მუშაობაზე, მასში მეზობლების, ნათესავების ან შვილების ჩართულობაზე. გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა მორალს კითხულობს და მე მამუნათებს.

ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე საკითხი სამომავლო გეგემებთან დაკავშირებით: ჩემს მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია "ფორმულა“ თავისუფალი მაუწყებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუნძულია საქართველოში. ამ სივრცეში საკუთარი საქმის პროფესიონალებს სრული სარედაქციო თავისუფლება აქვთ. "ფორმულა“ ხელისუფლების მუდმივი დარტყმის ქვეშაა. დღეს მე ვაცნობიერებ, რომ იქ მომუშავე ხალხს ბრძოლაში სჭირდება არა მხოლოდ ჩემი დახმარება და რესურსები, არამედ მორალური სიმყარეც - ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ჩემ მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლურია და დაშვებები - უსაფუძვლო. ანალოგიურად, ყველა ჩემს მეგობარს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ასპარეზზე სჭირდება იგივე მორალური სიმყარე. ამისთვის მე, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ყველაფრს გავაკეთებ.

აქვე, პასუხი კითხვაზე - ხომ არ შეიძლება, ჩემი სახით მომავალში ახალი ოლიგარქი მივიღოთ? საქართველოს ბოლო წლების გამოცდილებით ეს გასაგები საფრთხეა და მესმის, რომ შესაძლოა ბევრ ჩემთვის საპატივსაცემო ადამიანსაც ჰქონდეს ეს კითხვა.

მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია "ფორმულას“ მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია).

გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ "ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, "ფორმულას“ კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილ წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში.

დიდი მადლობა "ფორმულას“, მის თითოეულ თანამშრომელს. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ასეთ უსამართლო ბრძოლაში მოგიწიათ ყოფნა. თქვენი სამოქალაქო პოზიცია და პროფესიული ღირსება ყოველთვის იყო და იქნება სამაგალითო ჩემთვის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უამრავი ახალგაზრდა ჟურნალისტისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ მაყურებელს, ვინც არაერთ რთულ ვითარებაში თქვენ გვერდით დადგა და დარჩა "ფორმულას“ ერთგულად. ეს არხი დღეს ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და ამ მხრივ, სრულიად გამორჩეულია ქართულ მედია ბაზარზე.

შეჯამებისთვის კი, კიდევ ერთხელ, ყველას გარწმუნებთ, ბრიტანული სამართლებრივი სისტემის პროცედურების სრული გავლით დავამტკიცებ საერთაშორისო მედიაში გასული ბრალდებების უსაფუძვლობას. ეჭვი არ მეპარება, რომ მორალურად წელგამართული განვაგრძობ თავისუფალი მედიის მხარდაჭერასაც და ყველა იმ ჯგუფის დახმარებასაც, რომელსაც სურვილი ექნება, თავი საბოლოოდ დავაღწიოთ რუსულ ჭაობს", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: