პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრამედია“ 28 წლისაა - "ჩვენი საქმე უცვლელია, ვემსახუროთ სიმართლეს!“
"პალიტრამედია“ 28 წლისაა - "ჩვენი საქმე უცვლელია, ვემსახუროთ სიმართლეს!“

"და იყო ერთი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი დღე - 1995 წლის 18 აპ­რი­ლი... იყო დიდი მღელ­ვა­რე­ბა. დიდი მო­ლო­დი­ნი და შიში თქვენ­თან მო­ახ­ლო­ე­ბი­სა, ბა­ტო­ნო მკი­თხვე­ლო", - "პა­ლიტ­რა­მე­დია" 28 წლი­საა!

"თქვენ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მკი­თხვე­ლი ბრძან­დე­ბით..." - ამ სლო­გა­ნით 1995 წლის 18 აპ­რილს იმ­ჟა­მინ­დელ ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში ახა­ლი გა­ზე­თი - "კვი­რის პა­ლიტ­რა" გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც პრე­სის მოყ­ვა­რუ­ლებ­ში თან­და­თან მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიმ­პა­თია და­იმ­სა­ხუ­რა. მას შემ­დეგ, ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლი ყო­ველ ორ­შა­ბათს ელის მრა­ვალ­ფე­რო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ა­თა პა­ლიტ­რას.

სან­დო, გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა, ობი­ექ­ტუ­რო­ბა, ზო­მი­ე­რე­ბა, გო­ნი­ე­რე­ბა და სი­მარ­თლის­მოყ­ვა­რე­ო­ბა - ამ ყვე­ლაფ­რის სა­ფუძ­ვე­ლი იმ ადა­მი­ან­თა უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვაა, რომ­ლე­ბიც ჰოლ­დინ­გის სა­თა­ვე­ებ­თან იდ­გნენ და დღე­საც თავ­და­დე­ბი­თა და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ამ საქ­მეს, თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით ისი­ნი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ას წე­რენ. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ის­ტო­რი­ის­თვის 28 წელი საკ­მა­ოდ დიდი დროა.

  • რო­გორ და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი?

1990-იან წლე­ბის ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი­დან, რო­დე­საც ისე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­ზე­თის შექ­მნის სურ­ვი­ლი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და. იდეა "კვი­რის პა­ლიტ­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელს, ირაკ­ლი თევ­დო­რაშ­ვილს და­ე­ბა­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­დას, ლალი გუნ­თა­იშ­ვილს ("კვი­რის პა­ლიტ­რის" პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი) გა­ან­დო, შემ­დეგ კი შეს­თა­ვა­ზა - იქ­ნებ, შენს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, გა­ზე­თის გა­მო­ცე­მა დაგ­ვე­წყოო...

ქალ­ბა­ტონ­მა ლა­ლიმ აზრი პირ­ვე­ლად ხუმ­რო­ბა­ში გა­უ­ტა­რა, ბო­ლოს კი მა­ინც და­თან­ხმდა, რა­ზეც მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­წე­რა:

"პირ­ვე­ლად იყო ფიქ­რი, ფიქ­რი წა­მი­ვით ჩაწ­ვე­თე­ბუ­ლი. მყი­სი­ე­რად მოვ­ლე­ნი­ლი და მერე მი­ჩუ­მა­თე­ბუ­ლი... ფიქ­რი, ჯერ მცი­რე დრო­სა და დიდ პა­უ­ზას ითხოვ­და. თან­და­თან იმ­ძლავ­რა... მარ­ტო­ო­ბა­ში აღარ მო­უნ­და და სხვებ­თან გა­ზი­ა­რე­ბა ითხო­ვა. ფიქ­რე­ბის ავ­ტორს თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი გა­უჩ­ნდა... ფიქ­რი იგი იყო გა­ზე­თის გა­მოშ­ვე­ბა. უბი­ნა­ო­ბა, უმი­სა­მარ­თო­ბა, უკომ­პი­უ­ტე­რო­ბა და უხელ­ფა­სო­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო, და იყო ერთი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი დღე - 1995 წლის 18 აპ­რი­ლი... იყო დიდი მღელ­ვა­რე­ბა. დიდი მო­ლო­დი­ნი და შიში თქვენ­თან მო­ახ­ლო­ე­ბი­სა, ბა­ტო­ნო მკი­თხვე­ლო".

მერე სწო­რედ ლალი გუნ­თა­იშ­ვი­ლის სა­მე­გობ­რო­დან ჩა­მო­ყა­ლიბ­და პირ­ვე­ლი რე­დაქ­ცია: მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით.

თა­ვი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" და­ი­ჯეს­ტის სახე ჰქონ­და - თავს უყ­რი­და და ბეჭ­დავ­და ქარ­თულ და უცხო­ურ პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვი­რის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს. ორი­ო­დე წლის შემ­დეგ გა­ზეთ­მა სა­კუ­თა­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა და­ი­წყო, რის შემ­დე­გა­დაც გა­ი­ზარ­და მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სიც და ტი­რა­ჟიც.

ერთი წლის შემ­დეგ "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ქარ­თუ­ლი პრე­სის პა­ლიტ­რას, ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი" შე­მა­ტა. შემ­დეგ კი, მი­ყო­ლე­ბით შე­იქ­მნა რეკ­ლა­მი­სა და გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­ზე­თი "სი­ტყვა და საქ­მე", სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "გზა", რე­ლი­გი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "კა­რიბ­ჭე", სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნა­ლი "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლი", "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლი" და ა.შ. "პა­ლიტ­რა" დღეს მულ­ტი­მე­დი­უ­რი კომ­პა­ნი­აა, გა­მოს­ცემს გა­ზე­თებს, ჟურ­ნა­ლებს, მა­უ­წყებ­ლობს რა­დიო სიხ­ში­რე­ზე FM 103,9 - "რა­დიო "პა­ლიტ­რა", წარ­მა­ტე­ბუ­ლია ტე­ლე­ვი­ზია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი"; მის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი", მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლე­ბი: ambebi.ge, kvirispalitra.ge, mkurnali.ge, bpn.ge, mshoblebi.ge, sportall.ge, lelo.ge, saqme.ge, marao.ge, rogor.ge, allnews.ge, intermedia.ge; კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ჟურ­ნა­ლი - "გემ­რი­ე­ლი" და სა­ი­ტი gemrielia.ge; პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­ა­გენ­ტო "ელვა სერ­ვი­სი"; წიგ­ნე­ბის გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"; წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სი"; სტამ­ბა "კო­ლო­რი", წიგ­ნის კაფე "პი­ა­ტო" და სხვა. ასე­ვე სა­ი­დუმ­ლოდ გა­გან­დობთ, რომ მი­დის მუ­შა­ო­ბა ახალ, ინო­ვა­ცი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე.

"პა­ლიტ­რა­მე­დია" მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა, იზ­რდე­ბა და ყო­ველ­თვის ცდი­ლობს მე­დი­ას­ფე­რო­ში მსოფ­ლიო სი­ახ­ლე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერგვას.

ასე­თია გზა ერთი გა­ზე­თით და­წყე­ბუ­ლი საქ­მი­დან უმ­სხვი­ლეს მე­დი­აჰოლ­დინ­გამ­დე, რო­მე­ლიც 6 მსხვილ ინ­დუსტრი­ას და 20-ზე მეტ შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "პა­ლიტ­რა­მე­დი­ას" სა­კუ­თა­რი ჰიმ­ნი აქვს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დარია
8

გილოცავთ, წარმატებები

ლევანი
9

გილოცავთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"პალიტრამედია“ 28 წლისაა - "ჩვენი საქმე უცვლელია, ვემსახუროთ სიმართლეს!“

"პალიტრამედია“ 28 წლისაა - "ჩვენი საქმე უცვლელია, ვემსახუროთ სიმართლეს!“

"და იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი... იყო დიდი მღელვარება. დიდი მოლოდინი და შიში თქვენთან მოახლოებისა, ბატონო მკითხველო", - "პალიტრამედია" 28 წლისაა!

"თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით..." - ამ სლოგანით 1995 წლის 18 აპრილს იმჟამინდელ ქართულ მედიასივრცეში ახალი გაზეთი - "კვირის პალიტრა" გამოჩნდა, რომელმაც პრესის მოყვარულებში თანდათან მოიპოვა პოპულარობა და საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა. მას შემდეგ, ერთგული მკითხველი ყოველ ორშაბათს ელის მრავალფეროვან და საინტერესო სტატიათა პალიტრას.

სანდო, გადამოწმებული ინფორმაცია და თავისუფალი სიტყვა, ობიექტურობა, ზომიერება, გონიერება და სიმართლისმოყვარეობა - ამ ყველაფრის საფუძველი იმ ადამიანთა უდიდესი ძალისხმევაა, რომლებიც ჰოლდინგის სათავეებთან იდგნენ და დღესაც თავდადებითა და დიდი სიყვარულით ემსახურებიან ამ საქმეს, თავიანთი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით ისინი წარმატების ისტორიას წერენ. დამოუკიდებელი ქართული მედიის ისტორიისთვის 28 წელი საკმაოდ დიდი დროა.

  • როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

1990-იან წლების ურთულესი პერიოდიდან, როდესაც ისეთი განსხვავებული გაზეთის შექმნის სურვილი გაჩნდა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის მიმზიდველი იქნებოდა. იდეა "კვირის პალიტრის" დამფუძნებელს, ირაკლი თევდორაშვილს დაებადა და მოგვიანებით დედას, ლალი გუნთაიშვილს ("კვირის პალიტრის" პირველი მთავარი რედაქტორი) გაანდო, შემდეგ კი შესთავაზა - იქნებ, შენს მეგობრებთან ერთად, გაზეთის გამოცემა დაგვეწყოო...

ქალბატონმა ლალიმ აზრი პირველად ხუმრობაში გაუტარა, ბოლოს კი მაინც დათანხმდა, რაზეც მოგვიანებით დაწერა:

"პირველად იყო ფიქრი, ფიქრი წამივით ჩაწვეთებული. მყისიერად მოვლენილი და მერე მიჩუმათებული... ფიქრი, ჯერ მცირე დროსა და დიდ პაუზას ითხოვდა. თანდათან იმძლავრა... მარტოობაში აღარ მოუნდა და სხვებთან გაზიარება ითხოვა. ფიქრების ავტორს თანამოაზრეები გაუჩნდა... ფიქრი იგი იყო გაზეთის გამოშვება. უბინაობა, უმისამართობა, უკომპიუტერობა და უხელფასობა - ეს ყველაფერი იყო, და იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი... იყო დიდი მღელვარება. დიდი მოლოდინი და შიში თქვენთან მოახლოებისა, ბატონო მკითხველო".

მერე სწორედ ლალი გუნთაიშვილის სამეგობროდან ჩამოყალიბდა პირველი რედაქცია: მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით.

თავიდან გაზეთ "კვირის პალიტრას" დაიჯესტის სახე ჰქონდა - თავს უყრიდა და ბეჭდავდა ქართულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ კვირის ყველაზე საინტერესო მასალებს. ორიოდე წლის შემდეგ გაზეთმა საკუთარი ორიგინალური მასალების მომზადება დაიწყო, რის შემდეგადაც გაიზარდა მკითხველის ინტერესიც და ტირაჟიც.

ერთი წლის შემდეგ "კვირის პალიტრამ" ქართული პრესის პალიტრას, ჟურნალი "ბომონდი" შემატა. შემდეგ კი, მიყოლებით შეიქმნა რეკლამისა და განცხადებების გაზეთი "სიტყვა და საქმე", საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი "გზა", რელიგიური ჟურნალი "კარიბჭე", სამედიცინო ჟურნალი "ოჯახის მკურნალი", "საბავშვო კარუსელი" და ა.შ. "პალიტრა" დღეს მულტიმედიური კომპანიაა, გამოსცემს გაზეთებს, ჟურნალებს, მაუწყებლობს რადიო სიხშირეზე FM 103,9 - "რადიო "პალიტრა", წარმატებულია ტელევიზია "პალიტრანიუსი"; მის შემადგენლობაშია ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", მაღალრეიტინგული საინფორმაციო ინტერნეტპორტალები: ambebi.ge, kvirispalitra.ge, mkurnali.ge, bpn.ge, mshoblebi.ge, sportall.ge, lelo.ge, saqme.ge, marao.ge, rogor.ge, allnews.ge, intermedia.ge; კულინარიული ჟურნალი - "გემრიელი" და საიტი gemrielia.ge; პრესის გავრცელების სააგენტო "ელვა სერვისი"; წიგნების გამომცემლობა "პალიტრა L"; წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი"; სტამბა "კოლორი", წიგნის კაფე "პიატო" და სხვა. ასევე საიდუმლოდ გაგანდობთ, რომ მიდის მუშაობა ახალ, ინოვაციურ მიმართულებაზე.

"პალიტრამედია" მუდმივად ვითარდება, იზრდება და ყოველთვის ცდილობს მედიასფეროში მსოფლიო სიახლეების საქართველოში დანერგვას.

ასეთია გზა ერთი გაზეთით დაწყებული საქმიდან უმსხვილეს მედიაჰოლდინგამდე, რომელიც 6 მსხვილ ინდუსტრიას და 20-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ "პალიტრამედიას" საკუთარი ჰიმნი აქვს. გააგრძელეთ კითხვა