Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც სუპერმარკეტში შევარდა - რას აცხადებენ შსს-ში
პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც სუპერმარკეტში შევარდა - რას აცხადებენ შსს-ში

პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გუ­შინ თბი­ლი­სის ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­ვარ­და და იქ მყო­ფებ­ზე თავ­დას­ხმა სცა­და. რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ახალ­გაზ­რდა და­კა­ვე­ბუ­ლია 239-ე მუხ­ლით, რაც ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შე­ვარ­და და იქ მყო­ფებ­ზე თავ­დას­ხმა სცა­და. ვი­დე­ო­კად­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბექა კვა­ჭან­ტი­რა­ძე ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ვი­დე­ო­ში ჩანს, მა­მა­კა­ცი უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­და სუ­პერ­მარ­კე­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს.

"ვინ ვარ იცი? სუს-ში მყავს მთე­ლი ოჯა­ხი, გა­ი­გე?" - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა და მას შემ­დეგ რაც იგებს, რომ ად­გილ­ზე პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს, ასე­ვე უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. ამის შემ­დეგ ხდე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი და ნივ­თებს ის­ვრის გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რის შე­დე­გა­დაც ჩა­იმ­ტვრა სუ­პერ­მარ­კე­ტის კარი.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
............?
1

გადააგვარენ ხალხიი დაშოკილი დაიარებიან არ იციან რას მოქმედებენ. ესაა ევროპელობა ალბათ.

:))
5

შენც ეხლა პენტაგონში არ გყავდეს მთელი ოჯახი :)))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც სუპერმარკეტში შევარდა - რას აცხადებენ შსს-ში

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც სუპერმარკეტში შევარდა - რას აცხადებენ შსს-ში

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც გუშინ თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევარდა და იქ მყოფებზე თავდასხმა სცადა. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, ახალგაზრდა დაკავებულია 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

ცნობისთვის, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ახალგაზრდა მამაკაცი შევარდა და იქ მყოფებზე თავდასხმა სცადა. ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ბექა კვაჭანტირაძე ავრცელებს.

როგორც ვიდეოში ჩანს, მამაკაცი უცენზურო სიტყვებით მიმართავდა სუპერმარკეტის თანამშრომლებს.

"ვინ ვარ იცი? სუს-ში მყავს მთელი ოჯახი, გაიგე?" - ამბობს ახალგაზრდა და მას შემდეგ რაც იგებს, რომ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, ასევე უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს სამართალდამცველებს. ამის შემდეგ ხდება აგრესიული და ნივთებს ისვრის გაურკვეველი მიმართულებით, რის შედეგადაც ჩაიმტვრა სუპერმარკეტის კარი.

ნახეთ ვიდეო: