ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ალაბამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს აქამდე უცნობი, უძველესი, მკვრივი სტრუქტურა დედამიწის ბირთვის გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ფენა თხელია, ის ძალიან მკვრივია და მდებარეობს 2900 კილომეტრის სიღრმეზე, იქ, სადაც გადის საზღვარი კლდოვან მანტიასა და გამდნარ გარე ბირთვს შორის.
ფენის აღმოჩენა მოხერხდა სეისმური ტალღების ანალიზის შედეგად, დაკვირვება გრძელდებოდა სამი წლის განმავლობაში, ანტარქტიდის მონიტორინგის 15 სადგურიდან. მეცნიერები აკვირდებოდნენ, თუ როგორ ვრცელდება სეისმური ტალღები პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში მიწისძვრების შემდეგ. მრავალი სეისმური ჩანაწერის წყალობით, აღმოჩნდა, რომ მანტიასა და ბირთვს შორის საზღვარზე არის შედარებით თხელი ანომალიური ზონები.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ უცნობი სტრუქტურა არის უძველესი ოკეანის ფსკერი, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში იყო ჩაფლული მიწის ქვეშ. აღნიშნული ულტრა დაბალი სიჩქარის ზონა (ULVZ), თავდაპირველად მხოლოდ იზოლირებულ ნაწილებში ჩანდა, მაგრამ, როგორც ახლა აღმოჩნდა, ისინი უფრო ფართო მასშტაბებზე არსებობენ. სიმკვრივიდან გამომდინარე, ეს ზონები სეისმურ ტალღებს ანელებენ. ასეთი მატერია, ორი ტექტონიკური ფილის შემხვედრ არეალში, სუბდიქციურ ზონებში გროვდება და სიღრმეში იძირება. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, როგორ უნდა ჩაეტანა კონვექციურ დინებებს უძველესი ოკეანის ფსკერი მის ახლანდელ ადგილამდე.
"ჩვენი სეისმური გამოკვლევები იძლევა ჩვენი პლანეტის შიდა სტრუქტურის უმაღლესი გარჩევადობის გამოსახულებას და ვხვდებით, რომ ეს სტრუქტურა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ადრე გვეგონა“, - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი დოქტორი სამანტა ჰანსენი და იქვე აგრძელებს: ”ჩვენი კვლევა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან კავშირს, დედამიწის როგორც ზედაპირულ, ასევე, ღრმა სტრუქტურასა და ზოგადად, ჩვენს პლანეტაზე მამოძრავებელ საერთო პროცესებს შორის“.
დედამიწის დომინანტური ფენების სისქესთან შედარებით, ამ ფენის სისქე რამდენიმე კილომეტრიდან 10 კილომეტრამდე მერყეობს.
ამ აღმოჩენით ირკვევა, რომ ბირთვის გარშემო ჩანს "მთები“, ზოგიერთ ადგილებში ეს "მთები“ 5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ევერესტი.
როგორც უკვე ვთქვით, ბირთვისა და მანტიის საზღვრის ანომალიური საფარი, სიმკვრივიდან გამომდინარე, სეისმურ ტალღებს ანელებს, რაც მათ შორის განლაგებული უძველესი ოკეანური ფსკერით შეიძლება აიხსნას. ამ ზონებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ბირთვიდან სითბოს მანტიაში გადასვლის პროცესში, რომელიც აძლიერებს მაგნიტურ ველს. არ არის გამორიცხული, რომ სავარაუდო ოკეანის ფსკერიდან მიღებული მასალა, ვულკანური ამოფრქვევის შედეგად დაბრუნდეს ზედაპირზეც.
აღნიშნული ფენის აღმოჩენა მართლაც მნიშვნელოვანი შედეგია, რომელიც მეტად საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს ჩვენი პლანეტის სტრუქტურისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. საოცარია, რამდენი რამის სწავლა შეიძლება მიწისძვრის გამოძახილის მოსმენით.
გარდა ამისა, მომავალში მეცნიერები გეგმავენ გაარკვიონ, ბირთვის გარშემო რა ფართობზეა გაშლილი ეს უცნობი, მკვრივი ფენა.
საინტერესო სტატიაა, თუმცა მეეჭვება ზუსტად ესე ეწეროს ორიგინალში.
დედამიწის მანტია, განსაკუთრებით კი მისი ქვედა ნაწილი ძირითადში თხევადია და ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად იმხელა მასა რა მასაზეც არის საუბარი ძნელი წარმოსდადგენია დედამიწის ისტორიის მანძილზეც რომ ჩასულიყო.. გარდა ამისა სითბური კონვეკციური პროცესები შედეგად ჩასული ეს მასა ჩავიდოდა ბირთვამდე სადაც დაახლოებით 4000 გრადუსია ცელსიუსის შკალით, რაც გამოიწვევდა მის გადნობას და აქცევდა თხევადი მანტიის შემადგენელ ნაწილებად, ან მინიმუმ დაშლიდა მას რაც მთების წარმოშობას/შენარჩუნებას ვერ გამოიწვევდა. ასეც რომ ყოფილიყო ძველი ოკიანის ფსეკზე, მის ფენებშიც კი დიდი რაოდენობით წყალი იქნებოდა და სად წავიდა ეს წყალი? ხომ არ გაქრებოდა, ზედაპირზე ვერ ამოვიდოდა, ვერც ზეკრიტიკული ფლუიდის სახით ვერ იქნებოდა შენარჩუნებული და ვერც ვულკანური პროცესებით გამოიდევნებოდა.
მოკლედ კითხვები ბევრია რის გამოც მეეჭვება ეს რეალობასთან ახლოს იყოს. თუმცა რა თქმა უნდა იმის გამორიცხვა, რომ მანტიასა (მისი ქვედა ფენა) და ბირთვს შორის შეიძლება არა ერთი არამედ რამდენიმე თხელი გარსი იყოს არ შეიძლება. ისევე როგორც მანტიის ზედა ფენასა და დედამიწის ქერქს შორის არსებობს ე.წ. "მოხოროვიჩის ფენა"
მოკლედ გეოლოგია საინტერესო მეცნიერებაა და თუ დაინტერესდებით, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ მშობლიური პლანეტის ირგვლივ
დედამიწის რადიუსი 6000-ია ხო?