მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბენიამინ ნეთანიაჰუმ რეზერვების მობილიზების განკარგულება გასცა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ რეზერვების მობილიზების განკარგულება გასცა

თელ-ავივ­სა და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ პო­ლი­ცი­ის სა­რე­ზერ­ვო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი­სა და ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წევ­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის მიზ­ნით, ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ას და­ა­ვა­ლა სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ყვე­ლა სა­რე­ზერ­ვო ქვე­და­ნა­ყო­ფის მო­ბი­ლი­ზე­ბა და თავ­დაც­ვის ძა­ლებს და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა უბ­რძა­ნა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ნე­თა­ნი­აჰუს ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნე­თა­ნი­აჰუს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წინ უძღო­და თელ-ავივ­სა და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმე­ბი. კერ­ძოდ, თელ-ავივ­ში მა­მა­კა­ცი ქა­ლა­ქის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს თავ­დას­ხმის მიზ­ნით ავ­ტო­მო­ბი­ლით შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 7 კი და­შავ­და. და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ში კი თავ­დამ­სხმელ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა ავ­ტო­მო­ბილს, რის შე­დე­გა­დაც ორი ქალი და­ი­ღუ­პა, ერთი კი - და­იჭ­რა. მა­ნამ­დე ის­რა­ელ­მა ლი­ბან­სა და ღა­ზას სექ­ტორ­ში დაჯ­გუ­ფე­ბა „ჰა­მა­სის“ კუთ­ვნილ ობი­ექ­ტებ­ზე ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბი ლი­ბა­ნი­დან ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გას­რო­ლი­ლი 34 რა­კე­ტის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ბენიამინ ნეთანიაჰუმ რეზერვების მობილიზების განკარგულება გასცა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ რეზერვების მობილიზების განკარგულება გასცა

თელ-ავივსა და დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი თავდასხმების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პოლიციის სარეზერვო ქვედანაყოფებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების წევრების მობილიზება განახორციელა.

"პრემიერ-მინისტრმა, ტერორისტულ თავდასხმებთან დაპირისპირების მიზნით, ისრაელის პოლიციას დაავალა სასაზღვრო პოლიციის ყველა სარეზერვო ქვედანაყოფის მობილიზება და თავდაცვის ძალებს დამატებითი ძალების მობილიზება უბრძანა“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თელ-ავივსა და დასავლეთ სანაპიროში მომხდარი თავდასხმები. კერძოდ, თელ-ავივში მამაკაცი ქალაქის სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეებს თავდასხმის მიზნით ავტომობილით შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. დასავლეთ სანაპიროში კი თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რის შედეგადაც ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი - დაიჭრა. მანამდე ისრაელმა ლიბანსა და ღაზას სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ კუთვნილ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშები ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით გასროლილი 34 რაკეტის საპასუხოდ განახორციელეს.