პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაანაბეთ თავი უთავმოყვარეო სირბილს... პირადად ეჩუქებინა რამე, ნაბადი ან ფაფახი" - ბჟანიას ლავროვის დაჯილდოების გამო აფხაზების ნაწილი აკრიტიკებს
"დაანაბეთ თავი უთავმოყვარეო სირბილს... პირადად ეჩუქებინა რამე, ნაბადი ან ფაფახი" - ბჟანიას ლავროვის დაჯილდოების გამო აფხაზების ნაწილი აკრიტიკებს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის "ახძ-აფ­შას" (ქარ­თუ­ლად - დი­დე­ბა და ღირ­სე­ბა) ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა.

ლავ­როვს ჯილ­დო "აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის­თვის, აფხა­ზეთ-რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი დიდი პი­რა­დი წვლი­ლის­თვის" გა­და­ე­ცა.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, "ღირ­სე­ბი­სა და დი­დე­ბის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ორ­დე­ნით" სხვა­დას­ხვა დროს, და­ჯილ­დო­ვე­ბულ­ნი არი­ან ფა­ზილ ის­კან­დე­რი, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბა, ედუ­არდ კო­კო­ი­თი, და­ნი­ელ ორ­ტე­გა, უგო ჩა­ვე­სი, ბა­შარ ალ-ასა­დი, სერ­გეი შო­ი­გუ, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სერ­გეი ლავ­როვს ეს ჯილ­დო, 21 მარტს გა­და­ე­ცა, იმ დღეს, რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელს 73 წელი შე­უს­რულ­და. ბჟა­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ.

"რო­გორ ამიხ­სნით იმას, რომ ყვე­ლა მოქ­მედ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სხვა ბა­ნაკ­შია თუ არა, ჩვენ ვა­ჯილ­დო­ვებთ?!.. მე­გობ­რე­ბო, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ომ­შია ჩარ­თუ­ლი, რა­ტომ დარ­ბი­ხართ მას­თან ჯილ­დო­ე­ბით, სხვა საქ­მე არა­ფე­რი გაქვთ?! ყვე­ლას გვქონ­და ჩვე­ნი შეც­დო­მე­ბი. ეს ყვე­ლას მოს­დის, ვი­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში უმუ­შა­ვია, მაგ­რამ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, და­ა­ნა­ბეთ თავი ამ უთავ­მოყ­ვა­რეო სირ­ბილს", - წერს ლავ­რო­ვის "და­ჯილ­დო­ვე­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კო­სი ას­ლან კო­ბა­ხია.

მას ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში კრი­ტი­კო­სე­ბიც გა­მო­უჩ­დნენ და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბიც.

"ამ ჯილ­დოს მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ, ღვე­ზე­ლი­ვით იქ­ნევს. ძა­ლი­ან მალე მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა და­ი­კარ­გე­ბა",- წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი. თუმ­ცა აფხა­ზურ ოპო­ზი­ცი­ა­ში არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ტეს­ტის გამო კო­ბა­ხი­ას აკ­რი­ტი­კე­ბენ.

"მა­შინ, რო­დე­საც ამ ჯილ­დოს, აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთ­ში, ადა­მი­ა­ნებს და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად აძ­ლევ­დნენ, თქვენ დუმ­დით. ახლა კი, სა­უ­ბა­რია იმ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას ხელი მო­ა­წე­რა. რა არ მოგ­წონთ?!" - ჰკი­თხეს კო­ბა­ხი­ას, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა, რომ ის "არას­დროს დუმ­და."

"ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ჯიბრს მა­გო­ნებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლავ­როვს აჯილ­დო­ვებს. ჩვენ კი, მედ­ვე­დევს ვახ­სე­ნებთ. ანუ 15 წელი ვიც­დი­დით?! დიახ, მე ვე­თან­ხმე­ბი კო­ბა­ხი­ას, ახლა ყვე­ლას და­ჯილ­დო­ე­ბის დრო არ არის", - მი­აჩ­ნია ახრა ბჟა­ნი­ას.

სხვე­ბის თქმით, ბჟა­ნი­ას ჟეს­ტი არ არის გულ­წრფე­ლი, რად­გან ახლა ლავ­რო­ვის და­ჯილ­დო­ე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი დრო ნამ­დვი­ლად არ არის. ეს არ ემ­თხვე­ვა, "აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას", პი­რი­ქით, აფხა­ზეთს "მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კის მი­მართ უამ­რა­ვი კი­თხვა აქვს, თუმ­ცა, ბჟა­ნია მას, "ქვეყ­ნის" მთა­ვა­რი ორ­დე­ნით აჯილ­დო­ვებს, რაც მად­ლი­ე­რე­ბის პი­რა­დად გა­მო­ხატ­ვას უფრო ჰგავს."

"თუ ლავ­რო­ვის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბა, ან გამ­ყა­რე­ბა უნ­დო­და, შე­ეძ­ლო, პი­რა­დად ეჩუ­ქე­ბი­ნა რამე, ნა­ბა­დი ან ფა­ფა­ხი, რო­გორც ამას ძი­რი­თა­დად ვა­კე­თებთ სა­სურ­ველ სტუ­მარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ჯილ­დო უკვე იმ­დე­ნად გა­ა­უ­ფა­სუ­რეს, რომ შემ­დეგ­ზე შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს გა­დას­ცენ.

ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ, აფხა­ზი ხალ­ხი არა­ვის წი­ნა­შე არ არის ვალ­ში. მა­პა­ტი­ეთ, პირ­და­პი­რო­ბის­თვის, არ­ძინ­ბა-გვა­ზა­ვას კად­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნის გარ­და, რუ­სე­თის სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტროს სხვა "დამ­სა­ხუ­რე­ბას აფხა­ზე­თის წი­ნა­შე ვერ ვიხ­სე­ნებ", - წერს ილია ხიშ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

არ დაანებებენ, ირბენენ კრემლში ბოლო აფხაზამდე.

რეალობა
3

მორჩით ერთი ადგილის თამაშს აფხაზებო, მშვენივრად იცით რო რუსეთი გიყენებთ და კიდიხართ, ისიც იცით რო არანაირი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ხართ, ბოდიში მოიხადეთ ქართველების წინაშე და მოდით აქეთ, ვფიქრობ გაპატიებთ ქართველი ერი რაც ჩაიდინეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"დაანაბეთ თავი უთავმოყვარეო სირბილს... პირადად ეჩუქებინა რამე, ნაბადი ან ფაფახი" - ბჟანიას ლავროვის დაჯილდოების გამო აფხაზების ნაწილი აკრიტიკებს

"დაანაბეთ თავი უთავმოყვარეო სირბილს... პირადად ეჩუქებინა რამე, ნაბადი ან ფაფახი" - ბჟანიას ლავროვის დაჯილდოების გამო აფხაზების ნაწილი აკრიტიკებს

რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთის უმაღლესი ხარისხის "ახძ-აფშას" (ქართულად - დიდება და ღირსება) ორდენით დააჯილდოვა.

ლავროვს ჯილდო "აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის" გადაეცა.

აფხაზური მედიის ცნობით, "ღირსებისა და დიდების პირველი ხარისხის ორდენით" სხვადასხვა დროს, დაჯილდოვებულნი არიან ფაზილ ისკანდერი, ვლადისლავ არძინბა, ედუარდ კოკოითი, დანიელ ორტეგა, უგო ჩავესი, ბაშარ ალ-ასადი, სერგეი შოიგუ, ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი.

მათივე ინფორმაციით, სერგეი ლავროვს ეს ჯილდო, 21 მარტს გადაეცა, იმ დღეს, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს 73 წელი შეუსრულდა. ბჟანიას გადაწყვეტილებაზე ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა შეხედულებები აქვთ.

"როგორ ამიხსნით იმას, რომ ყველა მოქმედ პოლიტიკოსს, რომელიც ხელისუფლებაშია, მნიშვნელობა არ აქვს, სხვა ბანაკშია თუ არა, ჩვენ ვაჯილდოვებთ?!.. მეგობრებო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ომშია ჩართული, რატომ დარბიხართ მასთან ჯილდოებით, სხვა საქმე არაფერი გაქვთ?! ყველას გვქონდა ჩვენი შეცდომები. ეს ყველას მოსდის, ვისაც ხელმძღვანელობაში უმუშავია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ, დაანაბეთ თავი ამ უთავმოყვარეო სირბილს", - წერს ლავროვის "დაჯილდოვებასთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში ადგილობრივი პოლიტიკოსი ასლან კობახია.

მას ოკუპირებულ რეგიონში კრიტიკოსებიც გამოუჩდნენ და თანამოაზრეებიც.

"ამ ჯილდოს მარჯვნივ და მარცხნივ, ღვეზელივით იქნევს. ძალიან მალე მის მიმართ პატივისცემა დაიკარგება",- წერენ ადგილობრივები. თუმცა აფხაზურ ოპოზიციაში არიან ისეთებიც, რომლებიც ამ პროტესტის გამო კობახიას აკრიტიკებენ.

"მაშინ, როდესაც ამ ჯილდოს, აფხაზეთსა და რუსეთში, ადამიანებს დაუმსახურებლად აძლევდნენ, თქვენ დუმდით. ახლა კი, საუბარია იმ ადამიანზე, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ხელი მოაწერა. რა არ მოგწონთ?!" - ჰკითხეს კობახიას, რაზეც მან უპასუხა, რომ ის "არასდროს დუმდა."

"ეს ყველაფერი შეჯიბრს მაგონებს. ხელისუფლება ლავროვს აჯილდოვებს. ჩვენ კი, მედვედევს ვახსენებთ. ანუ 15 წელი ვიცდიდით?! დიახ, მე ვეთანხმები კობახიას, ახლა ყველას დაჯილდოების დრო არ არის", - მიაჩნია ახრა ბჟანიას.

სხვების თქმით, ბჟანიას ჟესტი არ არის გულწრფელი, რადგან ახლა ლავროვის დაჯილდოებისთვის შესაფერისი დრო ნამდვილად არ არის. ეს არ ემთხვევა, "აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას", პირიქით, აფხაზეთს "მთავარი მოკავშირის პოლიტიკის მიმართ უამრავი კითხვა აქვს, თუმცა, ბჟანია მას, "ქვეყნის" მთავარი ორდენით აჯილდოვებს, რაც მადლიერების პირადად გამოხატვას უფრო ჰგავს."

"თუ ლავროვის კეთილგანწყობის მოპოვება, ან გამყარება უნდოდა, შეეძლო, პირადად ეჩუქებინა რამე, ნაბადი ან ფაფახი, როგორც ამას ძირითადად ვაკეთებთ სასურველ სტუმართან დაკავშირებით. ეს ჯილდო უკვე იმდენად გააუფასურეს, რომ შემდეგზე შეიძლება სკოლის მოსწავლეებს გადასცენ.

ხელმძღვანელობას არ ვგულისხმობ, აფხაზი ხალხი არავის წინაშე არ არის ვალში. მაპატიეთ, პირდაპირობისთვის, არძინბა-გვაზავას კადრების შემოყვანის გარდა, რუსეთის საგარეო სამინისტროს სხვა "დამსახურებას აფხაზეთის წინაშე ვერ ვიხსენებ", - წერს ილია ხიშბა.