პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 75 ათასი ლარით დააჯარიმა
სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 75 ათასი ლარით დააჯარიმა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი“ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ 75 ათა­სი ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. და­ჯა­რი­მე­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა.

მიმ­დი­ნა­რე წლის 20 მარტს, ქ. თბი­ლი­სის ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბამ სე­მეკს მო­მარ­თა წე­რი­ლით, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ოსი­ა­უ­რის ქუ­ჩა­ზე, 2022 წლის 8 აპ­რილს წყალ­სა­დე­ნის ქსელ­ზე მომ­ხდარ­მა და­ზი­ა­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია გზის დამ­ჭე­რი საყ­რდე­ნი კედ­ლის ჩა­მოშ­ლა, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ან­და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სკვე­რი, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბი. ჩუ­ღუ­რე­თის გამ­გე­ო­ბის წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­უ­ხე­და­ვად „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ­თან“ და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა, პრობ­ლე­მა არ აღ­მო­ი­ფხვრა. წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის გან­მარ­ტე­ბით, ოსი­ა­უ­რის ქუ­ჩა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით 2022 წელს ჩა­ტარ­და 8 ტენ­დე­რი, თუმ­ცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ გა­მოვ­ლინ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზეზს წარ­მო­ად­გენ­და ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­თა მიერ ნორ­მი­რე­ბულ­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა.

სე­მე­კის შე­ფა­სე­ბით, „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ­მა“ არ გა­ა­ტა­რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ოსი­ა­უ­რის ქუ­ჩა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა.

„ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერს“ და­ე­ვა­ლა, უზ­რუნ­ველ­ყოს ოსი­ა­უ­რის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ქსე­ლის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ტექ­ნი­კურ და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­თან.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 75 ათასი ლარით დააჯარიმა

სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 75 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევა.

მიმდინარე წლის 20 მარტს, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სემეკს მომართა წერილით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოსიაურის ქუჩაზე, 2022 წლის 8 აპრილს წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები. ჩუღურეთის გამგეობის წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაუყოვნებლივი კომუნიკაციისა, პრობლემა არ აღმოიფხვრა. წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ოსიაურის ქუჩაზე სამუშაოების განხორციელების მიზნით 2022 წელს ჩატარდა 8 ტენდერი, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეთა მიერ ნორმირებულზე მაღალი ფასების დასახელება.

სემეკის შეფასებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, რამაც გამოიწვია ოსიაურის ქუჩაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა, უზრუნველყოს ოსიაურის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.

NS