მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათო, გულს გაუფრთხილდი..." - უთქვამს დათო ტურაშვილისთვის იმ 78-თაგან ერთ-ერთს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა" - რას წერს ლაშა ბუღაძე?
"დათო, გულს გაუფრთხილდი..." - უთქვამს დათო ტურაშვილისთვის იმ 78-თაგან ერთ-ერთს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა" - რას წერს ლაშა ბუღაძე?

მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი გუ­შინ ძლი­ე­რი ნერ­ვუ­ლი და სტე­ნო­კარ­დი­უ­ლი შე­ტე­ვით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ტუ­რაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­უ­ა­რეს­და. მწერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ანა­კო ტუ­რაშ­ვი­ლის თქმით, მწე­რა­ლი ინ­ფარ­ქტს გა­დარ­ჩა, თუმ­ცა კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა.

მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა დათო ტუ­რაშ­ვი­ლის გარ­შე­მო დატ­რი­ა­ლე­ბულ ამ­ბებს და წერს:

"დათო, გულს გა­უფრ­თხილ­დი..." - უთ­ქვამს დათო ტუ­რაშ­ვი­ლის­თვის იმ 78-თა­გან ერთ-ერთს, ვინც რუ­სულ კა­ნონს მის­ცა ხმა და რაც ხალ­ხი - მათ შო­რის, და­თოს შვი­ლე­ბიც - გა­ზით და წყლით გვცე­მეს 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში... რო­გო­რი ფა­რი­სევ­ლო­ბაა ამ "პო­ლი­ტი­კის მიღ­მი­ერ ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა­ში", არა­გულ­წრფე­ლო­ბა და ადაპ­ტა­ცი­ის ნაწ­რთო­ბი უნა­რი - ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, ყვე­ლა ბუ­დე­ში რომ უნდა ჩა­ი­დოს კვერ­ცხი...

ერთი მხრივ, სის­ტე­მა­შიც რომ ხარ, სა­დაც ადა­მი­ანს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ღვაწლს და მი­ზანს უმარ­ხა­ვენ და­სავ­ლე­თის გან­დევ­ნის მცდე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან და მე­ო­რე მხრივ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პერ­სო­ნა­ლურ გზებს რომ არ ჭრი გვი­ან-საბ­ჭო­უ­ე­რი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წე­სი­სა­მებრ.

მაგ­რამ აღარ გა­მო­ვა ეს ორ­მა­გო­ბა... გულს ვერ გა­უფრ­თხილ­დე­ბა, რად­გან თქვენ არ უფრთხილ­დებ­დით ამ ქვე­ყა­ნას და მის მო­მა­ვალს. გუ­ლის გაფრ­თხი­ლე­ბის მო­წო­დე­ბა და იმავდრო­უ­ლად ბო­ტე­ბის და­გეშ­ვა კა­ცის მი­მართ, რო­მელ­საც აუგს ბოტ­ზეც კი ვერ და­აც­დე­ნი­ნებ, არა­თუ ადა­მი­ან­ზე, ერთი ღი­ლა­კით არ გა­მო­დის... ან აჭერ ან არ აჭერ. ან ხარ სი­მარ­თლის მხა­რეს, ან არ ხარ. ახლა ასე­თი დროა", - წერს ბუ­ღა­ძე.

დათო ტუ­რაშ­ვილ­მა გუ­შინ "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში და გა­ნა­ცხა­და:

“მინ­და უკა­ნას­კნე­ლად გან­ვმარ­ტო... წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­მეა, რაც ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ იკად­რეს! ამა­ზე იმი­ტომ ვლა­პა­რა­კობ, რომ სხვა­საც იგი­ვე არ შე­ემ­თხვას... მე შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა შე­ვე­წი­რო ამას, ვიცი ჩემი თა­ვის ამ­ბა­ვი!“

ნა­ხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დათო, გულს გაუფრთხილდი..." - უთქვამს დათო ტურაშვილისთვის იმ 78-თაგან ერთ-ერთს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა" - რას წერს ლაშა ბუღაძე?

"დათო, გულს გაუფრთხილდი..." - უთქვამს დათო ტურაშვილისთვის იმ 78-თაგან ერთ-ერთს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა" - რას წერს ლაშა ბუღაძე?

მწერალი დათო ტურაშვილი გუშინ ძლიერი ნერვული და სტენოკარდიული შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. ტურაშვილის მდგომარეობა "ფორმულას" ეთერში ემოციური გამოსვლის შემდეგ გაუარესდა. მწერლის ქალიშვილის, ანაკო ტურაშვილის თქმით, მწერალი ინფარქტს გადარჩა, თუმცა კლინიკაში რჩება.

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება დათო ტურაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს და წერს:

"დათო, გულს გაუფრთხილდი..." - უთქვამს დათო ტურაშვილისთვის იმ 78-თაგან ერთ-ერთს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა და რაც ხალხი - მათ შორის, დათოს შვილებიც - გაზით და წყლით გვცემეს 3 დღის განმავლობაში... როგორი ფარისევლობაა ამ "პოლიტიკის მიღმიერ ადამიანურობაში", არაგულწრფელობა და ადაპტაციის ნაწრთობი უნარი - ყოველი შემთხვევისთვის, ყველა ბუდეში რომ უნდა ჩაიდოს კვერცხი...

ერთი მხრივ, სისტემაშიც რომ ხარ, სადაც ადამიანს მთელი ცხოვრების ღვაწლს და მიზანს უმარხავენ დასავლეთის განდევნის მცდელობით საქართველოდან და მეორე მხრივ, კომუნიკაციის პერსონალურ გზებს რომ არ ჭრი გვიან-საბჭოუერი ინტელიგენციის წესისამებრ.

მაგრამ აღარ გამოვა ეს ორმაგობა... გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას და მის მომავალს. გულის გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, არათუ ადამიანზე, ერთი ღილაკით არ გამოდის... ან აჭერ ან არ აჭერ. ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ. ახლა ასეთი დროა", - წერს ბუღაძე.

დათო ტურაშვილმა გუშინ "ფორმულას" ეთერში და განაცხადა:

“მინდა უკანასკნელად განვმარტო... წარმოუდგენელი რამეა, რაც ჩემს წინააღმდეგ იკადრეს! ამაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ სხვასაც იგივე არ შეემთხვას... მე შეიძლება მართლა შევეწირო ამას, ვიცი ჩემი თავის ამბავი!“

ნახეთ ასევე: