კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს შეხვედრაზე ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა
გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს შეხვედრაზე ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) წევ­რი, გი­ორ­გი ფან­გა­ნი ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­თა საბ­ჭოს (CEER) შეხ­ვედ­რა­ზე სი­ტყვით წარ­დგა და სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2014 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო ახორ­ცი­ე­ლებს ევ­რო­პის მე­სა­მე ენერ­გე­ტი­კუ­ლი პა­კე­ტის დი­რექ­ტი­ვე­ბის ჰარ­მო­ნი­ზე­ბა­სა და ტრან­სპო­ზი­ცი­ას ეროვ­ნულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მოქ­მე­დებს ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან, მიმ­დი­ნა­რე­ობს ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის ბაზ­რის რე­ფორ­მი­რე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა ახა­ლი, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და გამჭვირ­ვა­ლე ბაზ­რის შექ­მნა. ახა­ლი ბა­ზა­რი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლის­გან. სე­მე­კი რე­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი უწყე­ბაა, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ახა­ლი ბაზ­რის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩოს შექ­მნა­სა და დახ­ვე­წა­ზე. ამ პრო­ცეს­ში, ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვაკ­ვირ­დე­ბით სხვა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბებს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­სე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ფან­გან­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

13-14 მარტს, ბელ­გი­ა­ში, ქ. ბრი­უ­სელ­ში EU4Energy-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­თა საბ­ჭოს (CEER) შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბი­დან ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი­ა­ტის, ევ­რო­კო­მი­სი­ის ენერ­გე­ტი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი­ა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს სუფ­თა ენერ­გი­ე­ბის პა­კე­ტის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კა და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის რე­გი­ონ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბი. შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი იყო რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და­ახ­ლო­ე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნებ­თან.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს შეხვედრაზე ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა

გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს შეხვედრაზე ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის შესახებ ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, 2014 წლიდან საქართველო ახორციელებს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციას ეროვნულ კანონმდებლობაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედებს ახალი კანონმდებლობა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მიმდინარეობს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმირება, რომლის მიზანიცაა ახალი, კონკურენტული და გამჭვირვალე ბაზრის შექმნა. ახალი ბაზარი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება არსებული მოდელისგან. სემეკი რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი ძირითადი უწყებაა, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნასა და დახვეწაზე. ამ პროცესში, ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სხვა ქვეყნის გამოცდილებებს და მნიშვნელოვანია არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას.

13-14 მარტს, ბელგიაში, ქ. ბრიუსელში EU4Energy-ს ორგანიზებით ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელი პირები, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორიატის, ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალური დირექტორიატის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სუფთა ენერგიების პაკეტის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები, ევროკავშირის პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში განსახორციელებელი პროექტები. შეხვედრის მიზანი იყო რეგიონული თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის მოთხოვნებთან.

NS