უკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიოსგან გარიყულმა მოსკოვმა ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ორგანიზატორები "რუსეთის მოყვარულთა პირველ საერთაშორისო შეკრებას" უწოდებენ.
"საერთაშორისო რუსოფილური მოძრაობის“ ყრილობა - ასე უწოდებენ ისინი შეკრებას.
"ესაა შეხვედრა მათთვის, ვისაც ჭეშმარიტად უყვართ ჩვენი ქვეყანა, ისტორია და კულტურა", - იტყობინება ხელისუფლების მართული სააგენტო "რია-ნოვოსტი“.
შეკრებაზე 40-მდე ევროპული, აზიური და აფრიკული, ქვეყნის სტუმარი ჰყავდათ მიწვეული.
"დღესდღეობით, დასავლეთის ქვეყნებშიც კი უამრავი ადამიანია, რომლებსაც არ ეშინიათ თავს "რუსოფილი“ უწოდონ,"- აცხადებდა ერთ-ერთი ორგანიზატორი.
კრემლის გულმხურვალე გულშემატკივარი ამერიკელი მსახიობი, სტივენ სიგალი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და ოლიგარქი კონსტანტინ მალოფეიევი შეკრებაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ.
"მე 100%-ით რუსოფილი და 1 მილიონი პროცენტით რუსი ვარ“,- განაცხადა სიგალმა.
ვლადიმერ პუტინმა სოციალურ მოძრაობას შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს - "ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მტკიცე მიზანდასახულობას, რომ რუსოფობიურ კამპანიას დაუპირისპირდეთ და თქვენს სურვილს, რომ განავითაროთ დიალოგი და ორმხრივად მომგებიანი ჰუმანიტარული თანამშრომლობა", - ამბობს პუტინი.
რუსოფილური მოძრაობის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიონ რუსულ კულტურას და გაავრცელონ "სანდო ინფორმაცია“ რუსეთის შესახებ.
წყარო: themoscowtimes
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ჩინეთი ინდოეთი ირანი თურქეთი აფრიკა სნგეს ქვეყნები მსოფლიოში არ შედიან???
ბებერი სიგალი ამერიკაში არავის აღარ ახსოვს, შესაბამისად არავინ მას აღარ იღებს ამერიკულ ფილმებში...რუსეთში კი იგი, ოღონდ ორი გროში გადაუგდოს რუსეთის "იმპერატორმა" და ამისათვის გინდა რუსობას დაიბრალებს სიგალი, გინდა ბურიატობას, გინდაც ჩუქჩობას....