პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ პროცესებში ლომჯარია მავნებელია" - ცოტნე კობერიძე
"ამ პროცესებში ლომჯარია მავნებელია" - ცოტნე კობერიძე

"ამ პრო­ცე­სებ­ში ლომ­ჯა­რია მავ­ნე­ბე­ლია - ახალ­გაზ­რდე­ბი დგა­ნან, იბ­რძვი­ან და ამ­ბობ, რომ ეს მთავ­რო­ბას­თან შეკ­რუ­ლი კა­ცის პრო­ცე­სია, სი­სუ­ლე­ლეა - ხალ­ხი თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო", - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ წევ­რმა ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა გი­ორ­გი ვა­შა­ძის მიერ აქ­ცი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი მო­წო­დე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მათ შო­რის ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის კრი­ტი­კას.

რო­გორც კო­ბე­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ვა­შა­ძე გა­აკ­რი­ტი­კეს, ამით ქუ­ლე­ბის და­წე­რა სცა­დეს.

"აქ­ცი­ა­ზე ვა­შა­ძე რას სა­უბ­რობ­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს, სამ­წუ­ხა­როდ, არც გა­უ­გია, რად­გან დი­ნა­მი­კი არ იყო იმ დო­ნის. ხალ­ხი თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. ისე­თი ხალ­ხი იყო, ვი­საც, შე­იძ­ლე­ბა, ვა­შა­ძის­თვის კი არა სა­კუ­თა­რი დედ-მა­მის­თვის არ მო­ეს­მი­ნა და მათ­მა ნა­წილ­მა, შე­საძ­ლოა, არც იცო­და, ვინ არის ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძე ან გი­ორ­გი ვა­შა­ძე. აქ იყ­ვნენ თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ვა­შა­ძემ თქვა, პარ­ლა­მენტს წრე მო­ვარ­ტყა­თო. ხალ­ხი, ვინც ამა­ზე სა­უბ­რობ­და [ვა­შა­ძის კრი­ტი­კა], ჩემს გვერ­დზე მდგა­რან მა­შინ, რო­დე­საც პი­კე­ტი­რე­ბა ყო­ფი­ლა.

გუ­შინ ვი­თომ ქუ­ლე­ბი და­ი­წე­რეს, რომ კმა­ყო­ფი­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ ამომ­რჩევ­ლე­ბი, ვინც თვლიდ­ნენ, რომ ვა­შა­ძე შე­იძ­ლე­ბა გა­ე­შა­ვე­ბი­ნათ. ეს გა­მო­ი­ყე­ნეს. ამის გამო, ესე­ნი მავ­ნებ­ლე­ბი არი­ან. ამ გან­ცხა­დე­ბით, ჩემ­თვის ამ პრო­ცე­სებ­ში ლომ­ჯა­რია იყო მავ­ნე­ბე­ლი. ახალ­გაზ­რდე­ბი დგა­ნან, იბ­რძვი­ან და ამ­ბობ, რომ ეს მთავ­რო­ბას­თან შეკ­რუ­ლი კა­ცის პრო­ცე­სია, სი­სუ­ლე­ლეა. გუ­შინ, რაც ხდე­ბო­და, "ოც­ნე­ბას“ აწყობ­და? თუ აწყობ­და, დათ­მო­ბა­ზე რა­ტომ წა­ვი­და? ეს ხომ ალო­გი­კუ­რია“, - გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ აქ­ცი­ა­ზე "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის მო­წო­დე­ბას პარ­ლა­მენ­ტის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვის შე­სა­ხებ, კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. მათ შო­რის, ყო­ფილ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ვა­შა­ძე "რე­ჟი­მის მო­კავ­ში­რეა“.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

შვილო,ან ერთის რა მოგწონს ან მეორის

xxx
5

ეს დაბოლილი ვიღას დაკარგვია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ამ პროცესებში ლომჯარია მავნებელია" - ცოტნე კობერიძე

"ამ პროცესებში ლომჯარია მავნებელია" - ცოტნე კობერიძე

"ამ პროცესებში ლომჯარია მავნებელია - ახალგაზრდები დგანან, იბრძვიან და ამბობ, რომ ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია, სისულელეა - ხალხი თვითორგანიზებული იყო", - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის მიერ აქციაზე გაკეთებული მოწოდების თაობაზე საზოგადოების, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის კრიტიკას.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, ადამიანებმა, ვინც ვაშაძე გააკრიტიკეს, ამით ქულების დაწერა სცადეს.

"აქციაზე ვაშაძე რას საუბრობდა, ეს ადამიანების დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, არც გაუგია, რადგან დინამიკი არ იყო იმ დონის. ხალხი თვითორგანიზებული იყო. ისეთი ხალხი იყო, ვისაც, შეიძლება, ვაშაძისთვის კი არა საკუთარი დედ-მამისთვის არ მოესმინა და მათმა ნაწილმა, შესაძლოა, არც იცოდა, ვინ არის ცოტნე კობერიძე ან გიორგი ვაშაძე. აქ იყვნენ თვითორგანიზებული ადამიანები. ვაშაძემ თქვა, პარლამენტს წრე მოვარტყათო. ხალხი, ვინც ამაზე საუბრობდა [ვაშაძის კრიტიკა], ჩემს გვერდზე მდგარან მაშინ, როდესაც პიკეტირება ყოფილა.

გუშინ ვითომ ქულები დაიწერეს, რომ კმაყოფილები იქნებოდნენ ამომრჩევლები, ვინც თვლიდნენ, რომ ვაშაძე შეიძლება გაეშავებინათ. ეს გამოიყენეს. ამის გამო, ესენი მავნებლები არიან. ამ განცხადებით, ჩემთვის ამ პროცესებში ლომჯარია იყო მავნებელი. ახალგაზრდები დგანან, იბრძვიან და ამბობ, რომ ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია, სისულელეა. გუშინ, რაც ხდებოდა, "ოცნებას“ აწყობდა? თუ აწყობდა, დათმობაზე რატომ წავიდა? ეს ხომ ალოგიკურია“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მოწოდებას პარლამენტის ალყაში მოქცევის შესახებ, კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშაძე "რეჟიმის მოკავშირეა“.