სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ჩვენმა განვლილმა გზამ რაღაც გვასწავლა... დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!" - რას წერს ნანა მახარაძე?
"ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ჩვენმა განვლილმა გზამ რაღაც გვასწავლა... დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!" - რას წერს ნანა მახარაძე?

9 აპ­რი­ლის სიმ­ბო­ლოდ ქცე­უ­ლი ქალი ნანა მა­ხა­რა­ძე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ უმ­ძი­მეს მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ამ­ბობს, სამ­შობ­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და, მაგ­რამ "სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას ეძებს". მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­შია.

"სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის "ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას" შე­ე­ხე­ბა, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, უნდა მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა ევ­რო­პის კავ­შირ­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ფაქ­ტია, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მყა­რად ვერ დგას ორი­ვე ფეხ­ზე.. "ცალ ფეხ­ზე" დგო­მა, მა­ვანთ, ღირ­სე­ბის აყ­რად, მი­აჩ­ნი­ათ. და­ჩო­ქი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­თი კი არა­სო­დეს გა­ვა­ხა­რებთ ოკუ­პან­ტებს.. ჩვენ ბრძო­ლით და სის­ხლით მო­ვი­პო­ვეთ სა­კუ­თა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა! ბო­ლომ­დე ვფიქ­რობ­დი, რომ ჩვენ­მა გან­ვლილ­მა გზამ თუ ის­ტო­რი­ამ, რა­ღაც მა­ინც გვას­წავ­ლა... დავ­ბრუნ­დი სამ­შობ­ლო­ში და ვე­ძებ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას!!!

ნუთუ ღირს ერთი კა­ნო­ნი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ასეთ და­პი­რის­პი­რე­ბად...საით მივ­დი­ვართ?....რა შე­დეგს მო­ი­ტანს ეს პო­ლა­რი­ზა­ცია? რა­ტომ ხდე­ბა, რომ გა­ე­რო, ევ­რო­კავ­ში­რი, აშშ ჩვენ­თვის "რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­აა"?

რა­ტომ ხდე­ბა, რომ "აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის" დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნი­დან გარ­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი? რა­ტომ ეში­ნია მო­მავ­ლის ამ ქვე­ყა­ნა­ში ახალ­გაზ­რდებს? და რა­ტომ ვერ შე­ვიგ­ნეთ, რომ ჩვენ უკან და­სა­ხე­ვი გზა არ გვაქვს... ჩვე­ნი ად­გი­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­შია, ჩვენ ვიმ­სა­ხუ­რებთ ღირ­სე­ულ ცხოვ­რე­ბას.

ადა­მი­ა­ნი ჰგავს იმ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც მისი სამ­შობ­ლო ჰქვია, ხოლო სამ­შობ­ლო თავს ურ­ჩევ­ნით ადა­მი­ა­ნებს და არა მო­ნებს. არა სხე­უ­ლის, არა­მედ სუ­ლის სა­ჭუ­რი­სო­ბას ნიშ­ნავს მო­ნო­ბა! და ვინც სხვას არ­თმევს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მო­ნაა ისიც..." - წერს ნანა მა­ხა­რა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა, რომ­ლე­ბიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიერ ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, 7 მარტს, სა­ღა­მოს და­ი­წყო. მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად უწყე­ბამ არა­ერ­თხელ წყლის ჭავ­ლი, წი­წა­კის სპრეი და ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კვლავ პარ­ლა­მენ­ტთან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მო­მი­ტინ­გე­ე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას შსს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
1

მიხვდა,რომ კიკა წერეთლის ხელზეა ქართველთა სისხლი

ლელა
1

რუსულ საქმეს ეროვნული მოძრაობა აკეთებდა საქსრთველოში. ახლა - ქოცები და ნაცები ორ ხმაში აკეთებენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ჩვენმა განვლილმა გზამ რაღაც გვასწავლა... დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!" - რას წერს ნანა მახარაძე?

"ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ჩვენმა განვლილმა გზამ რაღაც გვასწავლა... დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!" - რას წერს ნანა მახარაძე?

9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალი ნანა მახარაძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ამბობს, სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, მაგრამ "საკუთარ ქვეყანას ეძებს". მისი თქმით, საქართველოს ადგილი ცივილიზებულ სამყაროშია.

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის "ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას" შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყანა მყარად ვერ დგას ორივე ფეხზე.. "ცალ ფეხზე" დგომა, მავანთ, ღირსების აყრად, მიაჩნიათ. დაჩოქილი საქართველოთი კი არასოდეს გავახარებთ ოკუპანტებს.. ჩვენ ბრძოლით და სისხლით მოვიპოვეთ საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება! ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ჩვენმა განვლილმა გზამ თუ ისტორიამ, რაღაც მაინც გვასწავლა... დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!!!

ნუთუ ღირს ერთი კანონი ქართველი ხალხის ასეთ დაპირისპირებად...საით მივდივართ?....რა შედეგს მოიტანს ეს პოლარიზაცია? რატომ ხდება, რომ გაერო, ევროკავშირი, აშშ ჩვენთვის "რადიკალური ოპოზიციაა"?

რატომ ხდება, რომ "აყვავებული ეკონომიკის" დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნიდან გარბიან ადამიანები? რატომ ეშინია მომავლის ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს? და რატომ ვერ შევიგნეთ, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს... ჩვენი ადგილი ცივილიზებული სამყაროშია, ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას.

ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია, ხოლო სამშობლო თავს ურჩევნით ადამიანებს და არა მონებს. არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა! და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც..." - წერს ნანა მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო. მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლებას შსს რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

ნახეთ ასევე: