საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად, დავითმა მამშობიარა... შვილს ესპანური სახელი დავარქვით" - ნათია თოდუა დედა გახდა: მშობლების პირველი ემოციები გერმანიიდან
"შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად, დავითმა მამშობიარა... შვილს ესპანური სახელი დავარქვით" - ნათია თოდუა დედა გახდა: მშობლების პირველი ემოციები გერმანიიდან

5 მარტს "გერ­მა­ნი­ის ხმის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ნა­თია თო­დუა დედა გახ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის უკვე წლე­ბია, გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და წარ­მა­ტე­ბუ­ლად მოღ­ვა­წე­ობს. გა­სულ შე­მოდ­გო­მას მან ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. მისი მე­უღ­ლე და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვი­ლია. პირ­ვე­ლი შვი­ლი ნა­თი­ამ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ა­ჩი­ნა. ამის შე­სა­ხებ მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლის ფე­ის­ბუქ-პოს­ტი­დან შე­ვი­ტყვეთ.

"კე­თი­ლი იყოს შენი მობ­რძა­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, პა­ტა­რავ! უუჰ, ეს რა იყოო, გერ­მა­ნი­ა­ში მშო­ბი­ა­რო­ბა არის სი­გი­ჟე!!! მშო­ბი­ა­რო­ბას ვინც დას­წრე­ბია, respect! ყვე­ლა დედა გმი­რია!!! ნა­თია თო­დუა, გი­ლო­ცავ, ჩემ­პი­ო­ნო!“ - და­წე­რა და­ვით­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის მე­უღ­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას და­ეს­წრო... AMBEBI.GE ახალ­ბე­და მშობ­ლებს ნა­თია თო­დუ­ას და და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვილს ბერ­ლინ­ში და­უ­კავ­შირ­და.

"კი, ისევ გა­ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა ქალი გმი­რია, ქა­ლის, დე­დის სიძ­ლი­ე­რე არის გა­ნუ­ზო­მე­ლი და ყვე­ლა დე­დას მად­ლო­ბა! ნა­თი­ას კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა მა­ჩუ­ქა და გა­ამ­რავ­ლა ჩვე­ნი ოჯა­ხი“ - ამ­ბობს და­ვი­თი.

- მგო­ნი, მა­მა­კა­ციც, რო­მე­ლიც მე­უღ­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას ეს­წრე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს. ის ხომ თვითმხილ­ვე­ლი და თა­ნა­ზი­ა­რი ხდე­ბა იმ პრო­ცე­სის, რა­საც მშო­ბი­ა­რო­ბა ჰქვია...

ნა­თია:

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ლის­თვის ასეთ რთულ დროს მე­უღ­ლის გვერ­დით ყოფ­ნა დიდი მხარ­და­ჭე­რაა, და­ვითს არა­ერ­თმა მე­გო­ბარ­მა უთხრა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მა­ინც რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რის ხილ­ვა, გა­და­ტა­ნა და დაძ­ლე­ვა...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი დის მშო­ბი­ა­რო­ბას და­ვეს­წა­რი. ბლო­კი სავ­სე იყო მედ­პერ­სო­ნა­ლით, დამ­ხმა­რე­ე­ბით, მე კი ჩემი დის ხელი მე­ჭი­რა. ნა­თე­სა­ვე­ბი სამ­შო­ბი­ა­როს­თან იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვის გა­ჩე­ნა ხომ ასე ხდე­ბა და ამის­თვის მშო­ბი­ა­რე და მისი ოჯა­ხიც სა­გან­გე­ბოდ ემ­ზა­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გერ­მა­ნი­ას, აქ მხო­ლოდ ბე­ბი­ა­ქა­ლია, რო­მე­ლიც მშო­ბი­ა­რეს ეხ­მა­რე­ბა. სრუ­ლი­ად სხვა სის­ტე­მაა. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ის იმ­დე­ნი ხალ­ხი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ვინც ბლოკ­ში მუ­შა­ობს, ყვე­ლა­ნი თა­ვი­სი სით­ბო­თი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით ქალს გვერ­დში უდ­გა­ნან, რაც ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

ასე­ვე ვფიქ­რობ, რომ აქა­უ­რი წე­სიც, მი­სა­ღე­ბი და სწო­რია. ზედ­მე­ტი ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვის გა­რე­შე, დე­დამ ბუ­ნებ­რი­ვად უნდა შე­იგ­რძნო ეს ყვე­ლა­ფე­რი და ბავ­შვიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი გზით გაჩ­ნდეს. ამ პი­რო­ბებ­ში გვერ­დით და­ვი­თი რომ არ მყო­ლო­და, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად არც ვიცი, იმ ყვე­ლა­ფერს რო­გორ გა­და­ვი­ტან­დი... შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ვით­მა მამ­შო­ბი­ა­რა...

და­ვი­თი:

- ასეთ სა­კი­თხებ­ში ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ვარ. არ მიყ­ვარს მსგავს პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ვერ­თე კი არა, პირ­და­პირ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი. მხო­ლოდ მე და ბე­ბი­ა­ქა­ლი ვი­ყა­ვით. იმ­დენ რა­მე­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, იმა­ზეც კი ვერ ვფიქ­რობ­დი, თუ რა­ი­მეს ვერ შევ­ძლებ­დი. ვამ­ბობ­დი, ყვე­ლა­ფე­რი რომ დას­რულ­დე­ბა, დიპ­ლო­მიც მო­მე­ცით-თქო. თუმ­ცა თა­ვი­დან ბე­ბი­ა­ქალს ვუ­თხა­რი, ნა­თი­ას თავ­თან დავ­დგე­ბი და ჩემ­თვის ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი. ეგრე არ გა­მო­ვაო. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის წი­ნა­შე ისე დაგ­ვა­ყე­ნეს, რომ თით­ქოს წე­ლი­წად­ში ერთხელ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დე მშო­ბი­ა­რო­ბა­ში... მერე ინ­სტინ­ქტიც ჩა­მერ­თო, რომ იქ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ისე, ეს ყვე­ლამ უნდა შეძ­ლოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია... მი­ხა­რია, რომ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა.

ნა­თია:

- სამ­შო­ბი­ა­რო ბლო­კიც რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­შო­ბი­ა­რო ბლო­კი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სივ­რცეა, რო­მე­ლიც სახ­ლის ოთახს ჰგავს, სა­დაც თავს რო­გორც შინ, ისე გრძნობ, არის სამ­ზა­რე­უ­ლოც. არა­და, სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკს ვე­ლო­დე­ბო­დი, ისეთს, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნა­ხავს. სხვა­თა შო­რის, გვკი­თხეს, სახ­ლში მშო­ბი­ა­რო­ბა ხომ არ გინ­და­თო? - ასე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბაც აქვთ... ჭიპ­ლა­რის გა­დაჭ­რას ქა­ლის მე­უღ­ლეს, პარტნი­ორს ან­დო­ბენ. და­ვით­მა ეს რომ გა­ი­გო, თქვა - რას ამ­ბობთ, რამე არას­წო­რად არ გა­ვა­კე­თოო... მაგ­რამ მან ესეც შეძ­ლო...

და­ვი­თი:

- მოკ­ლედ, ასე დავსპეც­დი... პრო­ცე­სი მთე­ლი ღამე მი­დი­ო­და, 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და ჩვე­ნი პა­ტა­რა - ჰუგო ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი 5 მარტს 11 სა­ათ­სა და 14 წუთ­ზე და­ი­ბა­და. არის 3 და 540 კგ, სიგ­რძე - 54 სმ. ის არის ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ლა­მა­ზი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც სა­სა­ხე­ლო ადა­მი­ა­ნი გა­იზ­რდე­ბა.

- ვისი სა­ხე­ლი და­არ­ქვით?

- ეს­პა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან რომ დავ­ბრუნ­დით, მა­შინ გა­ვი­გეთ, რომ ნა­თია ორ­სუ­ლად იყო და გა­დავ­წყვი­ტეთ, შვი­ლის­თვის ეს­პა­ნუ­რი სა­ხე­ლი შეგ­ვერ­ჩია. ბევ­რი ვე­ძე­ბეთ და ბო­ლოს ამა­ზე შევ­ჯერ­დით. ორი­ვეს მოგ­ვწონს. ჯერ კი­დევ მუ­ცელ­ში მყოფს ვუ­ძახ­დით ასე.

- ვის ჰგავს პა­ტა­რა?

ნა­თია:

- ბავ­შვი ქერა და ცის­ფერ­თვა­ლე­ბაა... ვინც ნახა, ზო­გის აზ­რით, დე­დას ჰგავს, ზო­გის აზ­რით - მა­მას...

- შვი­ლის გაზ­რდა­ში ვინ და­გეხ­მა­რე­ბათ?

- ჩვენ­თან ხომ ასეა, ბავ­შვის გაზ­რდა­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და ამის გამო ისი­ნი მშობ­ლებ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მის ღირ­სე­ბი არი­ან... გერ­მა­ნი­ა­ში სხვა­ნა­ი­რად არის, ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი მხო­ლოდ მშობ­ლე­ბი არი­ან. ის მო­მენ­ტი, რომ მო­ვალ და და­გეხ­მა­რე­ბი, ასე­თი რამ აქ არ ხდე­ბა. ამი­ტომ ბე­ბი­ა­ქა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფე­სია არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც სა­ნამ ბავ­შვი და დედა რა­ღაც ეტაპს არ მი­აღ­წევს, მათ ყო­ველ­დღე აკი­თხავს. ას­წავ­ლის რო­გორ ჩა­აც­ვას, აბა­ნა­ოს, მო­უ­ა­როს და იმას, რო­გორ გახ­დეს კარ­გი მშო­ბე­ლი.

ამ­ჟა­მად ჩვენ­თან ჰუ­გოს­თან შე­სახ­ვედ­რად სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ვი­თის დე­დი­კო ჩა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას გაგ­ვი­ზი­ა­რებს.

- ნა­თია, ბო­ლომ­დე სცე­ნა­ზე მუ­შა­ობ­დი, ხომ?

- ბოლო კვი­რას უკვე ახა­ლი ალ­ბო­მის­თვის სიმ­ღე­რებს ვი­დე­ო­ქო­ლით ვწერ­დი... ახლა მაქვს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ბავ­შვთან ერ­თად მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვიგ­რძნო და ამ ემო­ცი­ე­ბით ვი­სი­ა­მოვ­ნო. ზა­ფხულ­ში კი კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოს­ვლას ისევ და­ვი­წყებ ახა­ლი პრო­ექ­ტით, რო­მე­ლიც მალე მომ­ზად­დე­ბა და ჩვე­ნი ჰუ­გოც ჩვენ­თან ერ­თად „ბექსთე­ი­ჯში“ იქ­ნე­ბა. იმე­დი მაქვს, მას­თან ერ­თად სცე­ნა­ზეც გა­ვალ...

ზა­ფხუ­ლამ­დე მე და ჩემს ბენ­დს რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვექ­ნე­ბა. უკვე ვი­ცით ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებთ და ამის­თვის დიდი მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო. მეც დამ­ჭირ­დე­ბა ფორ­მა­ში მოს­ვლა რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე - ვო­კა­ლუ­რად... და­ვი­თიც მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დში მიდ­გას. მჯე­რა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა, რო­გორც აქამ­დე იყო და მგო­ნია, უფრო ინ­ტენ­სი­უ­რიც.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადონა
0

გილოცავთ პატარა ჰუგოს ამქვეყნად მობრძანებას! ბედნიერი და სასახელო ბიჭი გაგეზარდოთ.

ლელ
1

გილოცავთ! ღმერთო შენ უშველე ამ ჭორიკანა ხალხს,ვისი რა საქმეა რას დაარქმევენ თავის შვილს?სადმე იკითხეს თქვენი აზრი?უბრალოდ უსაქმურები და ბოროტები ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად, დავითმა მამშობიარა... შვილს ესპანური სახელი დავარქვით" - ნათია თოდუა დედა გახდა: მშობლების პირველი ემოციები გერმანიიდან

"შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად, დავითმა მამშობიარა... შვილს ესპანური სახელი დავარქვით" - ნათია თოდუა დედა გახდა: მშობლების პირველი ემოციები გერმანიიდან

5 მარტს "გერმანიის ხმის" გამარჯვებული მომღერალი ნათია თოდუა დედა გახდა. როგორც ცნობილია, ის უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს და წარმატებულად მოღვაწეობს. გასულ შემოდგომას მან ქორწილი საქართველოში გადაიხადა. მისი მეუღლე დავით ზურაბაშვილია. პირველი შვილი ნათიამ გერმანიაში გააჩინა. ამის შესახებ მომღერლის მეუღლის ფეისბუქ-პოსტიდან შევიტყვეთ.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება ცხოვრებაში, პატარავ! უუჰ, ეს რა იყოო, გერმანიაში მშობიარობა არის სიგიჟე!!! მშობიარობას ვინც დასწრებია, respect! ყველა დედა გმირია!!! ნათია თოდუა, გილოცავ, ჩემპიონო!“ - დაწერა დავითმა.

აღსანიშნავია, რომ ის მეუღლის მშობიარობას დაესწრო... AMBEBI.GE ახალბედა მშობლებს ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილს ბერლინში დაუკავშირდა.

"კი, ისევ გავიმეორებ, ყველა ქალი გმირია, ქალის, დედის სიძლიერე არის განუზომელი და ყველა დედას მადლობა! ნათიას კი განსაკუთრებული მადლობა, ბედნიერება მაჩუქა და გაამრავლა ჩვენი ოჯახი“ - ამბობს დავითი.

- მგონი, მამაკაციც, რომელიც მეუღლის მშობიარობას ესწრება, პატივისცემას იმსახურებს. ის ხომ თვითმხილველი და თანაზიარი ხდება იმ პროცესის, რასაც მშობიარობა ჰქვია...

ნათია:

- მიუხედავად იმისა, რომ ქალისთვის ასეთ რთულ დროს მეუღლის გვერდით ყოფნა დიდი მხარდაჭერაა, დავითს არაერთმა მეგობარმა უთხრა, რომ ფსიქოლოგიურად მაინც რთული იქნებოდა ამ ყველაფრის ხილვა, გადატანა და დაძლევა...

საქართველოში ჩემი დის მშობიარობას დავესწარი. ბლოკი სავსე იყო მედპერსონალით, დამხმარეებით, მე კი ჩემი დის ხელი მეჭირა. ნათესავები სამშობიაროსთან იყვნენ შეკრებილები. საქართველოში ბავშვის გაჩენა ხომ ასე ხდება და ამისთვის მშობიარე და მისი ოჯახიც საგანგებოდ ემზადება.

რაც შეეხება გერმანიას, აქ მხოლოდ ბებიაქალია, რომელიც მშობიარეს ეხმარება. სრულიად სხვა სისტემაა. თუმცა საქართველოში ის იმდენი ხალხი, სამედიცინო პერსონალი, ვინც ბლოკში მუშაობს, ყველანი თავისი სითბოთი და პროფესიონალიზმით ქალს გვერდში უდგანან, რაც ძალიან დასაფასებელია.

ასევე ვფიქრობ, რომ აქაური წესიც, მისაღები და სწორია. ზედმეტი ადამიანის ჩარევის გარეშე, დედამ ბუნებრივად უნდა შეიგრძნო ეს ყველაფერი და ბავშვიც მაქსიმალურად ბუნებრივი გზით გაჩნდეს. ამ პირობებში გვერდით დავითი რომ არ მყოლოდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად არც ვიცი, იმ ყველაფერს როგორ გადავიტანდი... შემიძლია, ვთქვა, რომ, ფაქტობრივად, დავითმა მამშობიარა...

დავითი:

- ასეთ საკითხებში ძალიან ფრთხილი ვარ. არ მიყვარს მსგავს პროცესებში მონაწილეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩავერთე კი არა, პირდაპირ პროცესის მონაწილე გავხდი. მხოლოდ მე და ბებიაქალი ვიყავით. იმდენ რამეში ვიყავი ჩართული, იმაზეც კი ვერ ვფიქრობდი, თუ რაიმეს ვერ შევძლებდი. ვამბობდი, ყველაფერი რომ დასრულდება, დიპლომიც მომეცით-თქო. თუმცა თავიდან ბებიაქალს ვუთხარი, ნათიას თავთან დავდგები და ჩემთვის ვიქნები-მეთქი. ეგრე არ გამოვაო. მოკლედ, ამ ყველაფრის წინაშე ისე დაგვაყენეს, რომ თითქოს წელიწადში ერთხელ ვმონაწილეობდე მშობიარობაში... მერე ინსტინქტიც ჩამერთო, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი. ისე, ეს ყველამ უნდა შეძლოს, აუცილებელია... მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ნათია:

- სამშობიარო ბლოკიც რომ წარმოიდგინოთ, ეს არ არის ჩვეულებრივი სამშობიარო ბლოკი. ჩვეულებრივი სივრცეა, რომელიც სახლის ოთახს ჰგავს, სადაც თავს როგორც შინ, ისე გრძნობ, არის სამზარეულოც. არადა, სამშობიარო ბლოკს ველოდებოდი, ისეთს, როგორიც საქართველოში მინახავს. სხვათა შორის, გვკითხეს, სახლში მშობიარობა ხომ არ გინდათო? - ასეთი მომსახურებაც აქვთ... ჭიპლარის გადაჭრას ქალის მეუღლეს, პარტნიორს ანდობენ. დავითმა ეს რომ გაიგო, თქვა - რას ამბობთ, რამე არასწორად არ გავაკეთოო... მაგრამ მან ესეც შეძლო...

დავითი:

- მოკლედ, ასე დავსპეცდი... პროცესი მთელი ღამე მიდიოდა, 12 საათის განმავლობაში და ჩვენი პატარა - ჰუგო ზურაბაშვილი 5 მარტს 11 საათსა და 14 წუთზე დაიბადა. არის 3 და 540 კგ, სიგრძე - 54 სმ. ის არის ჩვენი სიყვარულის ლამაზი საჩუქარი, რომელიც სასახელო ადამიანი გაიზრდება.

- ვისი სახელი დაარქვით?

- ესპანეთში მოგზაურობიდან რომ დავბრუნდით, მაშინ გავიგეთ, რომ ნათია ორსულად იყო და გადავწყვიტეთ, შვილისთვის ესპანური სახელი შეგვერჩია. ბევრი ვეძებეთ და ბოლოს ამაზე შევჯერდით. ორივეს მოგვწონს. ჯერ კიდევ მუცელში მყოფს ვუძახდით ასე.

- ვის ჰგავს პატარა?

ნათია:

- ბავშვი ქერა და ცისფერთვალებაა... ვინც ნახა, ზოგის აზრით, დედას ჰგავს, ზოგის აზრით - მამას...

- შვილის გაზრდაში ვინ დაგეხმარებათ?

- ჩვენთან ხომ ასეა, ბავშვის გაზრდაში ბებია-ბაბუები მონაწილეობენ და ამის გამო ისინი მშობლებზე არანაკლები პატივისცემის ღირსები არიან... გერმანიაში სხვანაირად არის, ყველაფერზე პასუხისმგებლები მხოლოდ მშობლები არიან. ის მომენტი, რომ მოვალ და დაგეხმარები, ასეთი რამ აქ არ ხდება. ამიტომ ბებიაქალის ოფიციალური პროფესია არსებობს, რომელიც სანამ ბავშვი და დედა რაღაც ეტაპს არ მიაღწევს, მათ ყოველდღე აკითხავს. ასწავლის როგორ ჩააცვას, აბანაოს, მოუაროს და იმას, როგორ გახდეს კარგი მშობელი.

ამჟამად ჩვენთან ჰუგოსთან შესახვედრად სპეციალურად დავითის დედიკო ჩამოვიდა, რომელიც დარწმუნებული ვარ, დიდ გამოცდილებას გაგვიზიარებს.

- ნათია, ბოლომდე სცენაზე მუშაობდი, ხომ?

- ბოლო კვირას უკვე ახალი ალბომისთვის სიმღერებს ვიდეოქოლით ვწერდი... ახლა მაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც ბავშვთან ერთად მაქსიმალურად უნდა შევიგრძნო და ამ ემოციებით ვისიამოვნო. ზაფხულში კი კონცერტებზე გამოსვლას ისევ დავიწყებ ახალი პროექტით, რომელიც მალე მომზადდება და ჩვენი ჰუგოც ჩვენთან ერთად „ბექსთეიჯში“ იქნება. იმედი მაქვს, მასთან ერთად სცენაზეც გავალ...

ზაფხულამდე მე და ჩემს ბენდს რეპეტიციები გვექნება. უკვე ვიცით ფესტივალები, რომელშიც მონაწილეობას მივიღებთ და ამისთვის დიდი მომზადებაა საჭირო. მეც დამჭირდება ფორმაში მოსვლა როგორც ფიზიკურად, ისე - ვოკალურად... დავითიც მაქსიმალურად გვერდში მიდგას. მჯერა, რომ ეს ყველაფერი ისევე საინტერესო და სასიამოვნო იქნება, როგორც აქამდე იყო და მგონია, უფრო ინტენსიურიც.