კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბიტურიენტების საყურადღებოდ: 2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო
აბიტურიენტების საყურადღებოდ: 2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2023 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სათ­ვის, ასე­ვე სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის­თვის რე­გის­ტრა­ცია დღეს და­ი­წყო და 3 აპ­რი­ლის 18:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა სო­ფიო გორ­გო­ძემ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა.

რო­გორც გორ­გო­ძემ აღ­ნიშ­ნა, 2023 წლის სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში ჩარ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა რე­გის­ტრა­ცი­ის დად­გე­ნილ ვა­დებ­ში გავ­ლა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ­ჟა­მად აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, მა­გის­ტრან­ტო­ბი­სა და ასე­ვე გრან­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მსურ­ველ სტუ­დენ­ტებს ეძ­ლე­ვათ. მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კი შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

„სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს: თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ზუგ­დიდ­ში, ქუ­თა­ის­ში, ფოთ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, გორ­ში, ოზურ­გეთ­ში, რუს­თავ­ში, თე­ლავ­სა და ხუ­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი­დევ ერთი სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი ამ­ბრო­ლა­ურ­ში გა­იხ­სნე­ბა.

  • აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ:

რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი წელ­საც რამ­დე­ნი­მე ეტა­პად ჩა­ტარ­დე­ბა: ძი­რი­თად ეტაპ­ზე - 3 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე გა­მო­საც­დე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია შე­ავ­სოს პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, აირ­ჩი­ოს სა­გა­მოც­დო ქა­ლა­ქი, ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი საგ­ნე­ბი. ამ ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ გა­მო­საც­დე­ლი გა­მოც­დებ­ზე ვე­ღარ და­რე­გის­ტრირ­დე­ბა. საგ­ნის შეც­ვლა ან და­მა­ტე­ბა, ასე­ვე გა­მოც­დის ენის შეც­ვლა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს 13 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე შე­ეძ­ლე­ბათ. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მათ აპე­ლა­ცი­ის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მომ­დევ­ნო დღის ჩათ­ვლით ექ­ნე­ბათ.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა წელ­საც მო­ამ­ზა­და 2023 წლის გა­მო­საც­დე­ლე­ბი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ელექტრო­ნუ­ლი კრე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც მო­ცე­მუ­ლია გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია.

ცნო­ბა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის - აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას: სი­ახ­ლე­ებს, რე­გის­ტრა­ცი­ის ინ­სტრუქ­ცი­ას, ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის არ­ჩე­ვის, სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის, შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის, აპე­ლა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის, ჩა­რი­ცხვი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მო­პო­ვე­ბის წე­სის შე­სა­ხებ. ცნო­ბარ­ში ასე­ვე მო­ცე­მუ­ლია ცხრი­ლი, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი გა­მოც­დი­სათ­ვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი, კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბი.

გზამ­კვლე­ვი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის - კრე­ბულ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.

სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ცნო­ბა­რი თავს უყ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას საგ­რან­ტო კონ­კურ­სის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ნი­მუ­შებს.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე www.naec.ge 2 მარტს გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

აბიტურიენტების საყურადღებოდ: 2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

აბიტურიენტების საყურადღებოდ: 2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც გორგოძემ აღნიშნა, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა.

მისივე განმარტებით, ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და ასევე გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს ეძლევათ. მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

„საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება.

  • აბიტურიენტების საყურადღებოდ:

რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: ძირითად ეტაპზე - 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოამზადა 2023 წლის გამოსაცდელებისათვის სპეციალური ელექტრონული კრებულები, რომლებშიც მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია.

ცნობარი აბიტურიენტებისათვის - აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

გზამკვლევი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის - კრებულში განთავსებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ, აგრეთვე ტესტური დავალებების ნიმუშებს.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.