სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქეთასა და მის დებს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია.. დრო რომ აქვს, შვილებივით უვლის" - ვინ არის ჩცდ-ს ტასოს დედა რეალურ ცხოვრებაში და რას ჰყვება შვილზე?
"ქეთასა და მის დებს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია.. დრო რომ აქვს, შვილებივით უვლის" - ვინ არის ჩცდ-ს ტასოს დედა რეალურ ცხოვრებაში და რას ჰყვება შვილზე?

ეთა ორ­ბე­ლა­ძის ეკ­რა­ნულ დე­დას ყვე­ლა იც­ნობს, მაგ­რამ ნამ­დვილ დე­დას თა­მუ­ნა ბრეგ­ვა­ძეს ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ. თა­მუ­ნას უფ­რო­სი შვი­ლი 4 წლის ასაკ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი გახ­და.

რას გა­ნიც­დი­და დედა, რა ემო­ცი­ე­ბი ჰქონ­და, რო­დე­საც მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად, ასეთ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე­ში აღ­მოჩ­ნდა, რო­გო­რი შვი­ლია ქეთა, ამა­ზე თა­მუ­ნა ბრეგ­ვა­ძე თა­ვად გვი­ამ­ბობს.

ის პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეა, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი. ამ­ჟა­მად კი ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში, თბილ­სერ­ვისჯ­გუ­ფის ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში საქ­მი­ა­ნობს და ზრდის სამ შვილს - ქე­თას, თა­თუ­ლის და მა­შოს.

- რო­დე­საც ქეთა სე­რი­ალ­ში მთა­ვარ როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს, რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია?

- 5 წლის არ იყო, რო­დე­საც ეს საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყო. თა­ვი­დან იმა­ზე მე­ფიქ­რე­ბო­და, რო­გორ შეძ­ლებ­და. მერე ამ პრო­ცე­სით ბავ­შვი ისეთ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ­და, არც ერთი წა­მით არ მი­ნა­ნია, რომ პა­ტა­რა ასაკ­ში ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა. ახლა ჩემს 5 წლის შვი­ლის, თა­თუ­ლის ვა­და­რებ და მსგავ­სე­ბას ვერ ვპო­უ­ლობ, ისე­თი მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვია. ვე­უბ­ნე­ბი, ქეთა ამ ასაკ­ში სამ­სა­ხურ­ში და­დი­ო­და, ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰქონ­და აღე­ბუ­ლი და შენ რა ხარ ასე­თი ცელ­ქი-მეთ­ქი? მაგ­რამ ყვე­ლა ბავ­შვი ხომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ერ­თმა­ნეთს ვე­რა­ვის შე­ა­და­რებ. თა­ვი­დან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, დამ­ჯე­რი, მშვი­დი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი, სე­რი­ო­ზუ­ლი...

ერთხელ ერთ-ერთ რეკ­ლა­მა­ში იღებ­დნენ, მისი რე­ჟი­სო­რიც გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა იყო. გამ­თე­ნი­ი­დან მთე­ლი დღე იქ ვი­ყა­ვით. სულ ფეხ­ზე იდგა. გი­ორ­გიმ უთხრა, მიდი, ქეთა, და­ის­ვე­ნე, იქ­ნებ ცოტა და­ი­ძი­ნო კი­დე­ცო. არა, გიო, არა, უფრო გა­ვი­თი­შე­ბიო. დღემ­დე ასე­თია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ო­ცა­რი გრძნო­ბა აქვს. თან იმას ვიქ­რობ, შვი­ლის ქება არ გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ მარ­თლა ასე­თია.

- ალ­ბათ ასე­თი თვი­სე­ბე­ბი რომ არ ჰქო­ნო­და, სე­რი­ა­ლის ისე­თი მყარ და მკა­ფიო პერ­სო­ნაჟს ვერ შექ­მნი­და...

- ძა­ლი­ან უყ­ვარს მისი საქ­მე. ზოგი ბავ­შვი თა­მა­შის დრო­საც იღ­ლე­ბა და თავს ანე­ბებს. ქე­თას დები, ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლე­ბი ასე არი­ან. 11 წლის მან­ძილ­ზე, რამ­დე­ნი ხა­ნიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სე­რი­ა­ლი, 11-ჯერ კი არა, ერთხელ არ უთ­ქვამს, რომ და­ი­ღა­ლა, თან იმის მი­უ­ხე­და­ვად, გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი რო­გო­რიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ღა­მეც უთე­ნე­ბია და მე­ო­რე დღეს სკო­ლა­ში წა­სუ­ლა. არ უთ­ქვამს, მომ­ბეზ­რდა, სახ­ლში მინ­და, შუ­ა­ლე­დებ­ში წა­ვი­დო­და და სკო­ლის გაკ­ვე­თი­ლებს იმე­ცა­დი­ნებ­და.

- გა­და­ღე­ბებ­ზე თქვენც დაჰ­ყვე­ბო­დით? ალ­ბათ ტექ­სტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­დით...

- 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­ტო არ და­მი­ტო­ვე­ბია, სულ დავ­ყვე­ბო­დი. რომ გა­ი­ზარ­და და და­მო­უ­კი­დებ­ლად გაშ­ვე­ბა შე­მეძ­ლო, აღარ წავ­სულ­ვარ. ისე, სხვა დრო­საც გა­ვუშ­ვებ­დი და­მო­უ­კი­დებ­ლად, იქ ისე­თი გა­რე­მო იყო, თან ქე­თა­ზე ყვე­ლა გიჟ­დე­ბო­და და ვინ რას გა­უ­ჭი­რებ­და, დამ­ჯე­რიც იყო არა­ვის გა­აბ­რა­ზებ­და. მერე სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყე, ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი მე­ო­რე შვილ­ზე და იმ­დე­ნად ვე­ღარ დავ­ყვე­ბო­დი. ახლა ის გა­და­ღე­ბე­ბი და ის ყვე­ლა­ფე­რი ისე ენატ­რე­ბა…

პა­ტა­რა რომ იყო, კი, მაგ­რამ ისე, რომ ტექ­სტი და­ე­ზე­პი­რე­ბი­ნა, ასე არა. გა­და­ღე­ბის დროს ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და რე­ჟი­სო­რი და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი.

- ეკ­რან­ზე მოგ­წონ­დათ?

- ყო­ველ­თვის მომ­წონ­და. ვგიჟ­დე­ბო­დი, ისე მი­ხა­რო­და. დღე­საც გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ გა­მოჩ­ნდე­ბა. უბ­რა­ლოდ თვი­თონ ჰქონ­და ასე­თი რამ, პა­ტა­რა რომ იყო, თა­ვის თა­ვის ეკ­რან­ზე და­ნახ­ვის რცხვე­ნო­და. ეკ­რა­ნის­კენ მორ­ცხვად იხე­დე­ბო­და... ახლა თუ გა­მოჩ­ნდე­ბა სად­მე, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თვი­თო­ნაც ამის დიდი სურ­ვი­ლი აქვს...

- რო­გორც ვიცი, აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა, მე­ცა­დი­ნე­ობს...

- კი, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ 24 სა­ა­თი სულ მე­ცა­დი­ნე­ობს. თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბო­ბას არ ელე­ვა, უნდა, იმ­სა­ხი­ო­ბოს, მაგ­რამ სხვა პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლიც აქვს.

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე ე.ი. უარი გი­თხრათ, ხომ?

- არ უნდა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით უნდა სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, დიპ­ლო­მა­ტო­ბა უნდა… ვუ­თხა­რი, მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია რომ აერ­ჩია, გა­მო­უ­ვი­დო­და, თით­ქმის გზა გაკ­ვა­ლუ­ლი აქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და მის­თვის ამ სფე­რო­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა. მაგ­რამ ხომ არ და­ვა­ძა­ლებ?! რჩე­ვას კი იღებს, მაგ­რამ რაც უნდა, იმას აკე­თებს. ჭკვი­ა­ნი ბავ­შვია და ვიცი, უაზ­როდ არა­ფერს იტყვის და მო­ი­მოქ­მე­დებს. ამი­ტომ ვემ­ხრო­ბი მის მო­საზ­რე­ბებს. მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში მას­თან არა­ნა­ი­რი გა­უ­გებ­რო­ბა და პრობ­ლე­მა არ მქო­ნია.

ქეთა ორ­ბე­ლა­ძე ეკ­რა­ნულ და რე­ა­ლურ დე­დას­თან ერ­თად

- თა­ვის უმ­ცროს და­ი­კო­ებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს?

- ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი დაა. როცა დრო აქვს, შვი­ლე­ბი­ვით ჰგავს თა­ვი­სი დები. მათ შო­რის ასაკ­ში დი­დია სხვა­ო­ბა (11-13 წე­ლია). ისი­ნიც გიჟ­დე­ბი­ან ქე­თა­ზე. მისი რი­დიც აქვთ. საკ­მა­რი­სია, ერთი უთხრას, და­წყნარ­დი­თო, ისუ­სე­ბი­ან. ...პა­ტა­რე­ბიც მღე­რი­ან. ორი­ვეს კარ­გი სმე­ნა აქვს და მინ­და, სიმ­ღე­რა­ზე მი­ვიყ­ვა­ნო. ქეთა სიმ­ღე­რა­ზე 9 წელი დამ­ყავ­და. მერე აღარ მო­ი­სურ­ვა და თავი და­ა­ნე­ბა.

- თავი თუ გა­გიც­ნი­ათ ან წარ­გიდ­გე­ნი­ათ სხვე­ბის­თვის, რო­გორც ქე­თას დედა?

- ეს არას­დროს, უცხო გა­რე­მო­ში არ მით­ქვამს. ვინც იგებს ხოლ­მე, მერე ცხა­დია, ვუ­დას­ტუ­რებ, რომ ქე­თას დედა ვარ... დედა გარ­დაც­ვლი­ლი მყავს და სად­მე ერ­თად თუ ვი­ყა­ვით, თუნ­დაც მა­ღა­ზი­ა­ში, იცო­და ხოლ­მე თქმა - იცით, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ვინ არის? სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რა სა­ჭი­რო იყო ეს? ქე­თა­თი ამა­ყობ­და ხოლ­მე.

ქეთა მა­მას­თან ერ­თად

- და­ი­კო­ებ­მა არ იცი­ან, რომ ასე­თი ვარ­სკვლა­ვი და ჰყავთ? რომ მათ ასაკ­ში უკვე მსა­ხი­ო­ბი იყო...

- კი, „იუ­თუბს“ რომ ჩა­ვურ­თავ და ქე­თას გა­და­ცე­მებს უყუ­რე­ბენ ხოლ­მე. ადრე ერთ-ერთ შო­უ­ში ცეკ­ვავ­და, მღე­რო­და, მა­გას რომ ვურ­თავ, გიჟ­დე­ბი­ან. პა­ტა­რა ქე­თაა, - ყვი­რი­ან, კი­ვი­ან, ძა­ლი­ან უხა­რი­ათ. ქე­თას ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ტა­ცე­ბა ფეხ­ბურ­თის ყუ­რე­ბაა. მისი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რია სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა. გიჟ­დე­ბა, ისე უყ­ვარს. ჩემი მე­უღ­ლე ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, ახლა უკვე მწვრთნე­ლი. მა­მის საქ­მი­ა­ნო­ბის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. გვსაყ­ვე­დუ­რობს ფეხ­ბურთზე რა­ტომ არ შეგ­ვიყ­ვა­ნე­თო. მისი ოც­ნე­ბა იყო, ფეხ­ბურთზე ევლო. მოკ­ლედ, ასე­თი გო­გო­ნაა ჩვე­ნი ქეთა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადონა
0

ეს ოჯახი ჩემთვის ახლობელია და სულ მეამაყებოდა ქეთა ასეთი რომ იყო

ნინო
3

სერიალიც ძაან მაგარი იყო და მსახიობებიც კარგად შერჩეული, ქეთაც ძალიან ნიჭიერად ასრულებდა თავის როლს

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ქეთასა და მის დებს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია.. დრო რომ აქვს, შვილებივით უვლის" - ვინ არის ჩცდ-ს ტასოს დედა რეალურ ცხოვრებაში და რას ჰყვება შვილზე?

"ქეთასა და მის დებს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია.. დრო რომ აქვს, შვილებივით უვლის" - ვინ არის ჩცდ-ს ტასოს დედა რეალურ ცხოვრებაში და რას ჰყვება შვილზე?

ეთა ორბელაძის ეკრანულ დედას ყველა იცნობს, მაგრამ ნამდვილ დედას თამუნა ბრეგვაძეს ნაკლებად იცნობენ. თამუნას უფროსი შვილი 4 წლის ასაკში პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების“ კაშკაშა ვარსკვლავი გახდა.

რას განიცდიდა დედა, რა ემოციები ჰქონდა, როდესაც მისი მცირეწლოვანი შვილი ფაქტობრივად, ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში აღმოჩნდა, როგორი შვილია ქეთა, ამაზე თამუნა ბრეგვაძე თავად გვიამბობს.

ის პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, დამთავრებული აქვს თეატრალური ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. ამჟამად კი ქალაქის მერიაში, თბილსერვისჯგუფის ერთ-ერთ განყოფილებაში საქმიანობს და ზრდის სამ შვილს - ქეთას, თათულის და მაშოს.

- როდესაც ქეთა სერიალში მთავარ როლზე დაამტკიცეს, როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- 5 წლის არ იყო, როდესაც ეს საქმიანობა დაიწყო. თავიდან იმაზე მეფიქრებოდა, როგორ შეძლებდა. მერე ამ პროცესით ბავშვი ისეთ სიამოვნებას იღებდა, არც ერთი წამით არ მინანია, რომ პატარა ასაკში ამხელა პასუხისმგებლობა დაეკისრა. ახლა ჩემს 5 წლის შვილის, თათულის ვადარებ და მსგავსებას ვერ ვპოულობ, ისეთი მოუსვენარი ბავშვია. ვეუბნები, ქეთა ამ ასაკში სამსახურში დადიოდა, ამხელა პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული და შენ რა ხარ ასეთი ცელქი-მეთქი? მაგრამ ყველა ბავშვი ხომ ინდივიდუალურია. ერთმანეთს ვერავის შეადარებ. თავიდანვე გამორჩეული იყო, დამჯერი, მშვიდი, პასუხისმგებლობიანი, სერიოზული...

ერთხელ ერთ-ერთ რეკლამაში იღებდნენ, მისი რეჟისორიც გიორგი ლიფონავა იყო. გამთენიიდან მთელი დღე იქ ვიყავით. სულ ფეხზე იდგა. გიორგიმ უთხრა, მიდი, ქეთა, დაისვენე, იქნებ ცოტა დაიძინო კიდეცო. არა, გიო, არა, უფრო გავითიშებიო. დღემდე ასეთია, პასუხისმგებლობის საოცარი გრძნობა აქვს. თან იმას ვიქრობ, შვილის ქება არ გამოვიდეს, მაგრამ მართლა ასეთია.

- ალბათ ასეთი თვისებები რომ არ ჰქონოდა, სერიალის ისეთი მყარ და მკაფიო პერსონაჟს ვერ შექმნიდა...

- ძალიან უყვარს მისი საქმე. ზოგი ბავშვი თამაშის დროსაც იღლება და თავს ანებებს. ქეთას დები, ჩემი უმცროსი შვილები ასე არიან. 11 წლის მანძილზე, რამდენი ხანიც მიმდინარეობდა სერიალი, 11-ჯერ კი არა, ერთხელ არ უთქვამს, რომ დაიღალა, თან იმის მიუხედავად, გადაღების პროცესი როგორიც არ უნდა ყოფილიყო. ღამეც უთენებია და მეორე დღეს სკოლაში წასულა. არ უთქვამს, მომბეზრდა, სახლში მინდა, შუალედებში წავიდოდა და სკოლის გაკვეთილებს იმეცადინებდა.

- გადაღებებზე თქვენც დაჰყვებოდით? ალბათ ტექსტების დამახსოვრებაში ეხმარებოდით...

- 6 წლის განმავლობაში მარტო არ დამიტოვებია, სულ დავყვებოდი. რომ გაიზარდა და დამოუკიდებლად გაშვება შემეძლო, აღარ წავსულვარ. ისე, სხვა დროსაც გავუშვებდი დამოუკიდებლად, იქ ისეთი გარემო იყო, თან ქეთაზე ყველა გიჟდებოდა და ვინ რას გაუჭირებდა, დამჯერიც იყო არავის გააბრაზებდა. მერე სამსახური დავიწყე, ორსულად ვიყავი მეორე შვილზე და იმდენად ვეღარ დავყვებოდი. ახლა ის გადაღებები და ის ყველაფერი ისე ენატრება…

პატარა რომ იყო, კი, მაგრამ ისე, რომ ტექსტი დაეზეპირებინა, ასე არა. გადაღების დროს ძალიან ეხმარებოდა რეჟისორი და გადამღები ჯგუფი.

- ეკრანზე მოგწონდათ?

- ყოველთვის მომწონდა. ვგიჟდებოდი, ისე მიხაროდა. დღესაც გამიხარდება, თუ გამოჩნდება. უბრალოდ თვითონ ჰქონდა ასეთი რამ, პატარა რომ იყო, თავის თავის ეკრანზე დანახვის რცხვენოდა. ეკრანისკენ მორცხვად იხედებოდა... ახლა თუ გამოჩნდება სადმე, ბედნიერი ვიქნები, თვითონაც ამის დიდი სურვილი აქვს...

- როგორც ვიცი, აქტიურად ემზადება, მეცადინეობს...

- კი, შემიძლია ვთქვა, რომ 24 საათი სულ მეცადინეობს. თუმცა მსახიობობას არ ელევა, უნდა, იმსახიობოს, მაგრამ სხვა პროფესიის დაუფლების სურვილიც აქვს.

- თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ე.ი. უარი გითხრათ, ხომ?

- არ უნდა. საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით უნდა სწავლის გაგრძელება, დიპლომატობა უნდა… ვუთხარი, მსახიობის პროფესია რომ აერჩია, გამოუვიდოდა, თითქმის გზა გაკვალული აქვს ამ მიმართულებით. მარტივი იქნებოდა მისთვის ამ სფეროში თავის დამკვიდრება. მაგრამ ხომ არ დავაძალებ?! რჩევას კი იღებს, მაგრამ რაც უნდა, იმას აკეთებს. ჭკვიანი ბავშვია და ვიცი, უაზროდ არაფერს იტყვის და მოიმოქმედებს. ამიტომ ვემხრობი მის მოსაზრებებს. მოზარდობის პერიოდში მასთან არანაირი გაუგებრობა და პრობლემა არ მქონია.

ქეთა ორბელაძე ეკრანულ და რეალურ დედასთან ერთად

- თავის უმცროს დაიკოებთან როგორი ურთიერთობა აქვს?

- ძალიან მზრუნველი დაა. როცა დრო აქვს, შვილებივით ჰგავს თავისი დები. მათ შორის ასაკში დიდია სხვაობა (11-13 წელია). ისინიც გიჟდებიან ქეთაზე. მისი რიდიც აქვთ. საკმარისია, ერთი უთხრას, დაწყნარდითო, ისუსებიან. ...პატარებიც მღერიან. ორივეს კარგი სმენა აქვს და მინდა, სიმღერაზე მივიყვანო. ქეთა სიმღერაზე 9 წელი დამყავდა. მერე აღარ მოისურვა და თავი დაანება.

- თავი თუ გაგიცნიათ ან წარგიდგენიათ სხვებისთვის, როგორც ქეთას დედა?

- ეს არასდროს, უცხო გარემოში არ მითქვამს. ვინც იგებს ხოლმე, მერე ცხადია, ვუდასტურებ, რომ ქეთას დედა ვარ... დედა გარდაცვლილი მყავს და სადმე ერთად თუ ვიყავით, თუნდაც მაღაზიაში, იცოდა ხოლმე თქმა - იცით, ჩემი შვილიშვილი ვინ არის? სულ ვეუბნებოდი, რა საჭირო იყო ეს? ქეთათი ამაყობდა ხოლმე.

ქეთა მამასთან ერთად

- დაიკოებმა არ იციან, რომ ასეთი ვარსკვლავი და ჰყავთ? რომ მათ ასაკში უკვე მსახიობი იყო...

- კი, „იუთუბს“ რომ ჩავურთავ და ქეთას გადაცემებს უყურებენ ხოლმე. ადრე ერთ-ერთ შოუში ცეკვავდა, მღეროდა, მაგას რომ ვურთავ, გიჟდებიან. პატარა ქეთაა, - ყვირიან, კივიან, ძალიან უხარიათ. ქეთას ერთ-ერთი სერიოზული გატაცება ფეხბურთის ყურებაა. მისი ცხოვრების თანამგზავრია სპორტის ეს სახეობა. გიჟდება, ისე უყვარს. ჩემი მეუღლე ყოფილი ფეხბურთელია, ახლა უკვე მწვრთნელი. მამის საქმიანობის დიდი გულშემატკივარია. გვსაყვედურობს ფეხბურთზე რატომ არ შეგვიყვანეთო. მისი ოცნება იყო, ფეხბურთზე ევლო. მოკლედ, ასეთი გოგონაა ჩვენი ქეთა.