კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძლებოდა თუ არა ტექტონიკური იარაღით თურქეთში მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა?
შეიძლებოდა თუ არა ტექტონიკური იარაღით თურქეთში მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა?

6 თე­ბერ­ვალს თურ­ქე­თის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ცხრა სა­ა­თის ინ­ტერ­ვა­ლით მოხ­და ორი ძლი­ე­რი მი­წისძვრა, რომ­ლებ­მაც თურ­ქეთ­სა და მე­ზო­ბელ სი­რი­ა­ში 7 ათა­სამ­დე შე­ნო­ბა და­ან­გრია, რის შე­დე­გა­დაც 38 ათას­ზე მეტი კაცი და­ი­ღუ­პა, 80 ათა­სი და­შავ­და.მაგ­რამ, თუკი და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი შემ­დგომ დღე­ებ­ში აღარ გა­იზ­რდე­ბა, ისე­ვე რო­გორც ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­დარ­ჩე­ნილ­თა მა­სობ­რი­ვად ამოყ­ვა­ნა, სამ­წუ­ხა­როდ, ნან­გრე­ვებ­ში კი­დევ ძა­ლი­ან ბევრ და­ღუ­პულს აღ­მო­ა­ჩე­ნენ და მსხვერ­პლის სა­ერ­თო რი­ცხვი შე­იძ­ლე­ბა 3-4-ჯე­რაც გა­ი­ზარ­დოს. ასი­ა­თას­კა­ცი­ა­ნი მსხვერ­პლი მო­მენ­ტა­ლუ­რად, რამ­დე­ნი­მე წამ­ში, ბუ­ნებ­რივ სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბას, მხო­ლოდ დიდი სიძ­ლი­ე­რის მი­წისძვრას თუ მოჰ­ყვე­ბა, ხოლო ხე­ლოვ­ნუ­რად მხო­ლოდ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას მე­გა­პო­ლის­ში.

მსხვერ­პლის დიდ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ მსოფ­ლი­ო­ში კვლავ გა­ა­აქ­ტი­უ­რა შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის მომ­ხრე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც იმის მტკი­ცე­ბა და­ი­წყეს, რომ თურ­ქე­თის და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა თით­ქოს ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მო­იწ­ვი­ეს ტექ­ტო­ნი­კუ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით.ეს და­უ­კავ­ში­რეს იმა­საც, რომ თურ­ქეთ­ში მი­წისძვრის პირ­ვე­ლი ეპი­ცენ­ტრი გა­ზი­ან­თეფ­ში იყო, სა­ი­და­ნაც მხო­ლოდ 150 კმ-ითაა და­შო­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ბაზა ინ­ჯირ­ლი­ყი, სა­დაც ამე­რი­კუ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის თერ­მო­ბირ­თვუ­ლი სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბე­ბი ინა­ხე­ბა.ბირ­თვულ აფეთ­ქე­ბას, რა თქმა უნდა, შე­უძ­ლია მი­წის შე­ზან­ზა­რე­ბა, მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ჯირ­ლი­ყის აე­როდ­რომ­ზე ან მის ახ­ლოს არა­ვის მო­უ­წყვია ასე­თი რამე, რისი და­ფიქ­სი­რე­ბაც ძალ­ზე მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და.

მსოფ­ლი­ოს ბევრ კუ­თხე­ში, მათ შო­რის ევ­რო­პა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, არა­ერ­თი სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რია,

რომ­ლე­ბიც მი­წის ქა­ნე­ბის მცი­რე რე­ზო­ნანსსაც კი აფიქ­სი­რე­ბენ. ასე­ვე აფიქ­სი­რე­ბენ არა მარ­ტო ბუ­ნებ­რივ კა­ტაკ­ლიზ­მებს, მათ შო­რის მი­წისძვრებს, არა­მედ იმა­საც, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნამ ხომ არ გა­მო­ცა­და მა­ლუ­ლად მი­წის­ქვე­შა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი.ასე­თი სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რი იყო საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, აფხა­ზეთ­ში, ეშე­რა­შიც. ლე­გენ­დე­ბი ეშე­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სო­ხუმ­თან, მდი­ნა­რე გუ­მის­თის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე იყო, თა­ვი­დან­ვე ვრცელ­დე­ბო­და, რისი მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ ეშე­რის ლა­ბო­რა­ტო­რია ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სამ­ხედ­რო-სა­ი­დუმ­ლო ობი­ექტს წარ­მო­ად­გენ­და.ზო­გი­ერ­თი ჭორი მარ­თლაც ფან­ტას­ტი­კუ­რი გახ­ლდათ, თით­ქოს სწო­რედ ეშე­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­მო­იწ­ვი­ეს მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბის მი­წის­ქვე­შა ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბით 1988 წლის დე­კემ­ბერ­ში და­მან­გრე­ვე­ლი სპი­ტა­კის მი­წისძვრა.

ეს, რა თქმა უნდა, სი­სუ­ლე­ლეა, თუმ­ცა ეშე­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას მარ­თლაც ჰქონ­და პირ­და­პი­რი კავ­ში­რი ბირ­თვულ აფეთ­ქე­ბებ­თან, ოღონდ მათი და­ფიქ­სი­რე­ბი­სა და რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ხით.1992 წლი­სათ­ვის, რო­დე­საც აფხა­ზე­თის ომი და­ი­წყო, დაშ­ლი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მე-12 სამ­მარ­თვე­ლოს, ბირ­თვულ ია­რაღ­თან ერ­თად, დარ­ჩა ორ ათე­უ­ლამ­დე სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და ტი­პის რა­დი­ო­სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რი, რო­მელ­თაც ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის სამ­სა­ხუ­რი მარ­თავ­და. ამ სად­გუ­რე­ბი­დან ერთ-ერთი, კერ­ძოდ, 24-ე სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რი სწო­რედ ეშე­რა­ში იყო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

შეიძლებოდა თუ არა ტექტონიკური იარაღით თურქეთში მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა?

შეიძლებოდა თუ არა ტექტონიკური იარაღით თურქეთში მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა?

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცხრა საათის ინტერვალით მოხდა ორი ძლიერი მიწისძვრა, რომლებმაც თურქეთსა და მეზობელ სირიაში 7 ათასამდე შენობა დაანგრია, რის შედეგადაც 38 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა, 80 ათასი დაშავდა.მაგრამ, თუკი დაშავებულთა რიცხვი შემდგომ დღეებში აღარ გაიზრდება, ისევე როგორც ნაკლებად სავარაუდოა ნანგრევებიდან გადარჩენილთა მასობრივად ამოყვანა, სამწუხაროდ, ნანგრევებში კიდევ ძალიან ბევრ დაღუპულს აღმოაჩენენ და მსხვერპლის საერთო რიცხვი შეიძლება 3-4-ჯერაც გაიზარდოს. ასიათასკაციანი მსხვერპლი მომენტალურად, რამდენიმე წამში, ბუნებრივ სტიქიურ უბედურებას, მხოლოდ დიდი სიძლიერის მიწისძვრას თუ მოჰყვება, ხოლო ხელოვნურად მხოლოდ ბირთვული იარაღის გამოყენებას მეგაპოლისში.

მსხვერპლის დიდმა რაოდენობამ მსოფლიოში კვლავ გაააქტიურა შეთქმულების თეორიების მომხრეები, რომლებმაც იმის მტკიცება დაიწყეს, რომ თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრა თითქოს ხელოვნურად გამოიწვიეს ტექტონიკური იარაღის გამოყენებით.ეს დაუკავშირეს იმასაც, რომ თურქეთში მიწისძვრის პირველი ეპიცენტრი გაზიანთეფში იყო, საიდანაც მხოლოდ 150 კმ-ითაა დაშორებული სამხედრო-საჰაერო ბაზა ინჯირლიყი, სადაც ამერიკული ტაქტიკური დანიშნულების თერმობირთვული საავიაციო ბომბები ინახება.ბირთვულ აფეთქებას, რა თქმა უნდა, შეუძლია მიწის შეზანზარება, მაგრამ, ბუნებრივია, ინჯირლიყის აეროდრომზე ან მის ახლოს არავის მოუწყვია ასეთი რამე, რისი დაფიქსირებაც ძალზე მარტივი იქნებოდა.

მსოფლიოს ბევრ კუთხეში, მათ შორის ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, არაერთი სეისმოლოგიური სადგურია,

რომლებიც მიწის ქანების მცირე რეზონანსსაც კი აფიქსირებენ. ასევე აფიქსირებენ არა მარტო ბუნებრივ კატაკლიზმებს, მათ შორის მიწისძვრებს, არამედ იმასაც, რომელიმე ქვეყანამ ხომ არ გამოცადა მალულად მიწისქვეშა ბირთვული იარაღი.ასეთი სეისმოლოგიური სადგური იყო საბჭოთა პერიოდში საქართველოში, აფხაზეთში, ეშერაშიც. ლეგენდები ეშერის ლაბორატორიის შესახებ, რომელიც სოხუმთან, მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე იყო, თავიდანვე ვრცელდებოდა, რისი მიზეზი ისიც იყო, რომ ეშერის ლაბორატორია ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო-საიდუმლო ობიექტს წარმოადგენდა.ზოგიერთი ჭორი მართლაც ფანტასტიკური გახლდათ, თითქოს სწორედ ეშერის ლაბორატორიაში გამოიწვიეს მიმართული მოქმედების მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებით 1988 წლის დეკემბერში დამანგრეველი სპიტაკის მიწისძვრა.

ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა, თუმცა ეშერის ლაბორატორიას მართლაც ჰქონდა პირდაპირი კავშირი ბირთვულ აფეთქებებთან, ოღონდ მათი დაფიქსირებისა და რეგისტრაციის სახით.1992 წლისათვის, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, დაშლილი საბჭოთა კავშირიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მე-12 სამმართველოს, ბირთვულ იარაღთან ერთად, დარჩა ორ ათეულამდე სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის რადიოსეისმოლოგიური სადგური, რომელთაც ბირთვული აფეთქებების სპეციალური კონტროლის სამსახური მართავდა. ამ სადგურებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, 24-ე სეისმოლოგიური სადგური სწორედ ეშერაში იყო. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: