პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი მოლდოვაში მთავრობის დამხობას ცდილობდა? - "რუსული შეთქმულება" და ოკუპანტის სავარაუდო გეგმა, რომელიც მაია სანდუს ზელენსკიმ გადასცა: რა ხდება მოლდოვაში?
რუსეთი მოლდოვაში მთავრობის დამხობას ცდილობდა? - "რუსული შეთქმულება" და ოკუპანტის სავარაუდო გეგმა, რომელიც მაია სანდუს ზელენსკიმ გადასცა: რა ხდება მოლდოვაში?

მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენ­ტი მაია სან­დუ აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი "უცხო­ე­ლი დი­ვერ­სან­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გზით, მოლ­დო­ვის პრო­ევ­რო­პუ­ლი მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბას ცდი­ლობ­და."

მისი გან­ცხა­დე­ბით, მზად­დე­ბო­და შეთ­ქმუ­ლე­ბა, რომ­ლის გეგ­მაც მო­ი­ცავ­და პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­ის პრო­ტესტს. მაია სან­დუმ გა­სულ პა­რას­კევს და­ა­სა­ხე­ლა ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, დო­რინ რე­სი­ა­ნი, რო­მე­ლიც მისი წი­ნა­მორ­ბე­დის მსგავ­სად, ევ­რო­კავ­ში­რის მომ­ხრეა.

  • პრე­ზი­დენ­ტის თქმით, უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ მას გა­დას­ცა კრემ­ლის გეგ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნი მოლ­დო­ვა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია იყო და რომ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი მზად­დე­ბო­და რუ­სე­თი­დან, ბე­ლა­რუ­სი­დან და ბალ­კა­ნე­თი­დან ჩაყ­ვა­ნი­ლი დი­ვერ­სან­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

"ეს არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს დი­ვერ­სი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ისი­ნი გეგ­მა­ვენ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს, მათ შო­რის თავ­დას­ხმებს ზო­გი­ერთ სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე და მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნას“, - გა­ნა­ცხა­და მაია სან­დუმ.

  • მისი თქმით, კი­ე­ვის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი მა­სა­ლე­ბი მო­ი­ცავს ამ დი­ვერ­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ლო­ჯის­ტი­კის დე­ტა­ლურ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მოლ­დო­ვის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან ამ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის აღ­კვე­თი­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტრო­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­კავ­ში­რის სა­მიტ­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვას რუ­სე­თის გეგ­მა ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში, რომ­ლი­თაც კრემ­ლი მოლ­დო­ვა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას გეგ­მავ­და. მან ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია თა­ვის კო­ლე­გას, პრე­ზი­დენტ მაია სან­დუს გა­დას­ცა.

  • აღ­ნიშ­ნულ­ზე პირ­ვე­ლი გან­მარ­ტე­ბა გა­კეთ­და უკვე მოს­კოვ­შიც. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უარ­ყოფს მაია სან­დუს ბრალ­დე­ბას.

"ასე­თი ბრალ­დე­ბე­ბი სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია. ისი­ნი აგე­ბუ­ლია კლა­სი­კუ­რი ხერ­ხის სუ­ლის­კვე­თე­ბით, რო­მელ­საც ხში­რად იყე­ნე­ბენ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, სხვა და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბი და უკ­რა­ი­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად ვი­თომ­და სა­ი­დუმ­ლო სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, რომ­ლის გა­და­მოწ­მე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია და შემ­დეგ სა­კუ­თა­რი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად მისი გა­მო­ყე­ნე­ბა“, - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენ­ტმა, მაია სან­დუმ და­ა­დას­ტუ­რა, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ მას გა­დას­ცა კრემ­ლის გეგ­მე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნი მოლ­დო­ვა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია იყო და რომ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი მზად­დე­ბო­და რუ­სე­თი­დან, ბე­ლა­რუ­სი­დან და ბალ­კა­ნე­თი­დან ჩაყ­ვა­ნი­ლი დი­ვერ­სან­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 10 თე­ბერ­ვალს მოლ­დო­ვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნა­ტა­ლია გავ­რი­ლი­ცა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა.

"თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყოფ­ნის შემ­დეგ გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ვა­ცხა­დებ… მთავ­რო­ბას სახ­ლში, მოლ­დო­ვა­ში, იმ­დე­ნი­ვე მხარ­და­ჭე­რა რომ ჰქო­ნო­და, რამ­დე­ნიც ევ­რო­კავ­შირ­ში, ბრი­უ­სელ­ში, გა­ცი­ლე­ბით მეტს მი­ვაღ­წევ­დით”, - გა­ნა­ცხა­და გავ­რი­ლი­ცამ.

მისი თქმით, მოლ­დო­ვა ახალ ფა­ზა­ში შე­დის, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­შიც უსაფრ­თხო­ე­ბაა.

"თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ამ 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვეტ კრი­ზი­სებ­ში ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დით. მოლ­დო­ვის რეს­პუბ­ლი­კა ახალ ეტაპ­ში შე­დის, რო­მელ­შიც პრი­ო­რი­ტეტს უსაფრ­თხო­ე­ბა წარ­მო­ად­გენს”, - თქვა გა­ვი­რი­ლი­ცამ.

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ნა­ტა­ლია გავ­რი­ლი­ცას კვალ­დაკ­ვალ გა­დად­გა მთე­ლი მთავ­რო­ბა.

მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენ­ტმა მაია სან­დუმ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ი­ღო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა და გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მას.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
4

სადღაც წავიკითხე, ამ ქალს რუმინეთის მოქალაქეობა ჰქონია თურმე...ამიტომ მოლდოვას ომში ჩაბმა ალბათ მაგასაც აწყობს, ხალხი დაიღუპება და თვითონ ტერიტორიასთან ერთად გადავა რუმინეთში... თორემ რუსეთი რაცაა, ჩვენ არ გვესწავლება...

ალექს
2

როგორც ყირიმი შევიდა ისტორიულ, მართალია არა მშობელ, დედინაცვალ რუსეთში -დანაპყრობი აქვს, ისე შევა მოლდოვა რუმინეთში, ეს მართლა მისი ისტორიული ბესარაბიის ოლქია და წაართვა რუსეთმა! სამასორმოცდაათი წლის წინ ასე შევიდა უკრაინა რუსეთის შემადგენლობაში, გამოეყო რა მშვიდობიანად და უომრად პანების კათოლიკურ რეჩი პოსპოლიტის შლიახტას, შეერთდნენ უწინდელივით, ფესვი ქონდათ ერთი და რწმენაც მართლმადიდებლური! ეს სულ საბაბებია და მიზეზი სადღაც სხვაგანაა-დასავლეთში რუსეთის დაშლა განადგურება, თუ ერთ ძალას აწყობს, მეორე არ აწყობს და მესამესთვის ორივე შემთხვევა მოიღებელია , ამ კვანძს მახვილი ვერ უშველის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რუსეთი მოლდოვაში მთავრობის დამხობას ცდილობდა? - "რუსული შეთქმულება" და ოკუპანტის სავარაუდო გეგმა, რომელიც მაია სანდუს ზელენსკიმ გადასცა: რა ხდება მოლდოვაში?

რუსეთი მოლდოვაში მთავრობის დამხობას ცდილობდა? - "რუსული შეთქმულება" და ოკუპანტის სავარაუდო გეგმა, რომელიც მაია სანდუს ზელენსკიმ გადასცა: რა ხდება მოლდოვაში?

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთი "უცხოელი დივერსანტების გამოყენების გზით, მოლდოვის პროევროპული მთავრობის დამხობას ცდილობდა."

მისი განცხადებით, მზადდებოდა შეთქმულება, რომლის გეგმაც მოიცავდა პრორუსულად განწყობილი ოპოზიციის პროტესტს. მაია სანდუმ გასულ პარასკევს დაასახელა ახალი პრემიერ-მინისტრი, დორინ რესიანი, რომელიც მისი წინამორბედის მსგავსად, ევროკავშირის მომხრეა.

  • პრეზიდენტის თქმით, უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმა, რომლის მიზანი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო და რომ სამხედრო მოქმედებები მზადდებოდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან ჩაყვანილი დივერსანტების მონაწილეობით.

"ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დივერსიას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მომზადების მქონე პირების მონაწილეობით. ისინი გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის თავდასხმებს ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებაზე და მძევლების აყვანას“, - განაცხადა მაია სანდუმ.

  • მისი თქმით, კიევის მიერ გადაცემული მასალები მოიცავს ამ დივერსიული მოქმედებების ორგანიზების ლოჯისტიკის დეტალურ დოკუმენტაციას.

პრეზიდენტის თქმით, მოლდოვის სამართალდამცავი ორგანოები ემზადებიან ამ პროვოკაციების აღკვეთისა და სიტუაციის კონტროლის შესანარჩუნებლად.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას რუსეთის გეგმა ჩაუვარდა ხელში, რომლითაც კრემლი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა. მან ყველა ინფორმაცია თავის კოლეგას, პრეზიდენტ მაია სანდუს გადასცა.

  • აღნიშნულზე პირველი განმარტება გაკეთდა უკვე მოსკოვშიც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მაია სანდუს ბრალდებას.

"ასეთი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ისინი აგებულია კლასიკური ხერხის სულისკვეთებით, რომელსაც ხშირად იყენებენ შეერთებული შტატები, სხვა დასავლური ქვეყნები და უკრაინა. თავდაპირველად ვითომდა საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით დადანაშაულება, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია და შემდეგ საკუთარი უკანონო ქმედებების გასამართლებლად მისი გამოყენება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმები, რომლის მიზანი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო და რომ სამხედრო მოქმედებები მზადდებოდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან ჩაყვანილი დივერსანტების მონაწილეობით.

  • აღსანიშნავია, რომ 10 თებერვალს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა.

"თანამდებობაზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყოფნის შემდეგ გადადგომის შესახებ ვაცხადებ… მთავრობას სახლში, მოლდოვაში, იმდენივე მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, რამდენიც ევროკავშირში, ბრიუსელში, გაცილებით მეტს მივაღწევდით”, - განაცხადა გავრილიცამ.

მისი თქმით, მოლდოვა ახალ ფაზაში შედის, რომლის საფუძველშიც უსაფრთხოებაა.

"თანამდებობაზე ამ 18 თვის განმავლობაში უწყვეტ კრიზისებში ვხელმძღვანელობდით. მოლდოვის რესპუბლიკა ახალ ეტაპში შედის, რომელშიც პრიორიტეტს უსაფრთხოება წარმოადგენს”, - თქვა გავირილიცამ.

კანონის თანახმად, ნატალია გავრილიცას კვალდაკვალ გადადგა მთელი მთავრობა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მიიღო პრემიერ-მინისტრის გადადგომა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა მას.