მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილმი, რომელზეც ერთხელ ყველას გვიტირია - 10 ფაქტი, რომელიც შეიძლება "პიანისტის" შესახებ არ იცოდე
ფილმი, რომელზეც ერთხელ ყველას გვიტირია - 10 ფაქტი, რომელიც შეიძლება "პიანისტის" შესახებ არ იცოდე

თუ რო­მან პო­ლანსკის უკ­ვდა­ვი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი დრა­მა „პი­ა­ნის­ტი“ ერთხელ მა­ინც გი­ნა­ხავთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია და­გა­ვი­წყდეთ ემო­ცია, რო­მე­ლიც გერ­მა­ნელ ოფი­ცერს და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლი პი­ა­ნის­ტის მოს­მე­ნი­სას ეუფ­ლე­ბა. ეს არის მო­მენ­ტი, როცა ხე­ლოვ­ნე­ბა ბო­რო­ტე­ბა­ზე იმარ­ჯვებს, როცა მის­მა ძა­ლამ ყვე­ლა­ზე ბნელ და მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც გა­აღ­ვი­ძა ადა­მი­ან­ში ჰუ­მა­ნიზ­მი.

ოს­კა­რო­სა­ნი ფილ­მი ეკ­რა­ნებ­ზე 2002 წელს გა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მა­ყუ­რე­ბელ­ში წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, მით უფრო, რომ იგი რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ფრე­დე­რიკ შო­პე­ნის უკ­ვდა­ვი მუ­სი­კა კი თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში იმ ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბას ტო­ვებს და ისე­თი­ვე სი­ნათ­ლით გვავ­სებს, რო­გორც გერ­მა­ნელ ოფი­ცერს, რომ­ლის პრო­ფე­სი­ის ნა­წილ­საც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სას­ტი­კე წარ­მო­ად­გენ­და.

გთა­ვა­ზობთ 10 ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს 21-ე სა­უ­კუ­ნის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კი­ნო­სუ­რათ­სა და ის­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც მის უკან დგას:

1. „პი­ა­ნის­ტის“ გმი­რი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის პო­ლო­ნე­ლი პი­ა­ნის­ტი და კომ­პო­ზი­ტო­რი იყო, რო­მელ­მაც თა­ვი­სი გა­დარ­ჩე­ნის ის­ტო­რია მე­მუ­ა­რებ­ში აღ­წე­რა

ვლა­დის­ლავ შპილ­მა­ნი პო­ლო­ნეთ­ში ცნო­ბი­ლი სას­ცე­ნო და რა­დიო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო. მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია შე­იჭ­რა, შპილ­მა­ნი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში იმა­ლე­ბო­და. რო­გორც შპილ­მა­ნი თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში წერს, იგი შიმ­ში­ლი­სა და სი­ცი­ვის­გან სიკ­ვდი­ლის­გან გერ­მა­ნელ­მა ოფი­ცერ­მა ვილ­ჰელმ ჰო­ზენ­ფილდმა გა­და­არ­ჩი­ნა.

შპილ­მან­მა მუ­სი­კა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა ვარ­შა­ვა­სა და ბერ­ლინ­ში მი­ი­ღო, მისი მას­წავ­ლებ­ლე­ბი პო­ლო­ნეთ­ში ფრანც ლის­ტის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. იმის გამო, რომ 1933 წელს გერ­მა­ნი­ა­ში ნა­ცის­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა და­ი­წყო, იგი პო­ლო­ნეთ­ში დაბ­რუნ­და და თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნაგ­რძო, თუმ­ცა ებ­რა­ელ­თა დევ­ნის ტალ­ღა მასა და მის გა­რე­მოც­ვა­საც შე­ე­ხო. პო­ლო­ნე­თის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ ათა­სო­ბით ებ­რა­ე­ლი გე­ტო­ში, უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდა. შპილ­მა­ნი ოჯახ­თან ერ­თად გე­ტოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­და და ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, ნა­ცის­ტებ­მა მათი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნა გა­და­წყვი­ტეს. შპილ­მა­ნი ოჯახ­თან ერ­თად მა­ტა­რე­ბელ­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ის ებ­რა­უ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ამო­იც­ნო და გა­და­წყვი­ტა, მა­ტა­რებ­ლი­დან ჩა­მო­ეს­ვა. რო­გორც პი­ა­ნის­ტი იხ­სე­ნებს, ამის შემ­დეგ მას თა­ვი­სი ოჯა­ხი აღარ უნა­ხავს.

2. შპილ­მან­მა გერ­მა­ნე­ლი ოფიც­რის­თვის შო­პე­ნის ნოქ­ტი­ურ­ნი C# მი­ნო­რი შე­ას­რუ­ლა

შიმ­ში­ლის, სი­ცი­ვი­სა და ავად­მყო­ფო­ბის­გან და­უძ­ლუ­რე­ბულ­მა შპილ­მან­მა 1944 წლის ნო­ემ­ბერ­ში თავი შე­ა­ფა­რა მი­ტო­ვე­ბულ, ნა­ხევ­რად­დან­გრე­ულ სახ­ლს, სა­დაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად გერ­მა­ნელ ოფი­ცერს ვილ­ჰელმ ჰო­ზენ­ფილდს წა­ა­წყდა. ჰო­ზენ­ფილ­დი გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა და მას შემ­დეგ, რაც შე­ი­ტყო, რომ პი­ა­ნის­ტი იყო, იქვე მდგარ ინ­სტრუ­მენტზე რა­ი­მეს შეს­რუ­ლე­ბა სთხო­ვა. სწო­რედ აქ ას­რუ­ლებს შპილ­მა­ნი შო­პე­ნის უკ­ვდავ ნოქ­ტი­ურნს და ოფი­ცერ­ზე წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს.

3. ვლა­დის­ლავ შპილ­მანს და­ახ­ლო­ე­ბით 500 სიმ­ღე­რა აქვს და­წე­რი­ლი

მისი შე­მოქ­მე­დე­ბა მო­ი­ცავს მუ­სი­კას რა­დი­ო­სა და ფილ­მე­ბის­თვი­საც. პო­ლო­ნეთ­ში ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი იყო.

4. ვერ­მახ­ტის გერ­მა­ნე­ლი ოფი­ცე­რო, რო­მელ­მაც შპილ­მა­ნი შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა, სხვა ტყვე­ებ­საც ეხ­მა­რე­ბო­და

ჰო­ზენ­ფილ­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობ­და მა­ნამ, სა­ნამ ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის არ­მი­ას შე­უ­ერ­თდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, ის თა­ნა­უგ­რძნობ­და ებ­რა­ელ და პო­ლო­ნელ ხალ­ხს და ტყვე­ებს ფა­რუ­ლად ეხ­მა­რე­ბო­და.

სა­ბო­ლო­ოდ ოფი­ცე­რი წი­თელ­მა არ­მი­ამ ტყვედ აიყ­ვა­ნა და 1952 წელს საბ­ჭო­თა სა­პა­ტიმ­რო­ში და­ი­ღუ­პა. 2007 წელს პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ლეხ კა­ჩინ­სკიმ იგი Polonia Restituta-ს ორ­დე­ნის მე­თა­უ­რის ჯვრით და­ა­ჯილ­დო­ვა.

5. ვლა­დის­ლავ შპილ­მა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ფილ­მი „პი­ა­ნის­ტი“ ჯერ კი­დევ მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში იყო

შპილ­მა­ნი 2000 წელს 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ფილ­მის გა­მოს­ვლამ­დე 2 წლით ადრე. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი რო­მან პო­ლანსკიც ჰო­ლო­კოსტგა­მოვ­ლი­ლი და გა­დარ­ჩე­ნი­ლი ებ­რა­ე­ლია, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს. შპილ­მა­ნის მსგავ­სად, ისიც პო­ლო­ნეთ­ში გა­ი­ზარ­და. „პი­ა­ნის­ტის“ გა­და­ღე­ბი­სას პო­ლანსკი კრა­კოვ­ში შეხ­ვდა კაცს, რო­მე­ლიც რე­ჟი­სო­რის ოჯახს ომში გა­დარ­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რა.

6. შპილ­მან­მა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე და­წე­რა, თუმ­ცა საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რამ აკ­რძა­ლა

მო­გო­ნე­ბე­ბის წიგ­ნი ავ­ტორ­მა 1946 წელს და­წე­რა, თუმ­ცა იმის გამო, რომ იმ პე­რი­ოდ­ში პო­ლო­ნე­თი საბ­ჭო­თა კავ­შირს ჰქონ­და აღე­ბუ­ლი, აიკ­რძა­ლა და ხე­ლახ­ლა მხო­ლოდ 1997 წელს გა­მო­ი­ცა. აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზი იყო წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის იმგვა­რი აღ­წე­რა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სე­ულ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას არა­თუ ემ­თხვე­ო­და, არა­მედ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და კი­დეც.

7. გე­ტო­ში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რა ბი­ჭის როლს ვლა­დის­ლავ შპილ­მა­ნის რე­ა­ლუ­რი შვი­ლიშ­ვი­ლი დე­ნი­ელ შპილ­მა­ნი ას­რუ­ლებს

„პი­ა­ნის­ტში“ ნაჩ­ვე­ნე­ბია ებ­რა­ე­ლე­ბის უმ­ძი­მე­სი ყოფა გე­ტო­ში, სა­დაც პა­ტა­რა ებ­რა­ე­ლი ბი­ჭუ­ნე­ბიც ცხოვ­რო­ბენ. დე­ნი­ელ შპილ­მა­ნი სწო­რედ ერთ-ერთი მათ­გა­ნის როლს ას­რუ­ლებს.

8. შპილ­მა­ნის რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად მსა­ხი­ობ­მა ედ­რი­ენ ბრო­დიმ გა­ყი­და თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი, აღარ უყუ­რებ­და ტე­ლე­ვი­ზორს და სახ­ლი­და­ნაც კი წა­ვი­და

კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად ედ­რი­ენ ბრო­დიმ წო­ნა­ში 15 კი­ლოგ­რა­მამ­დე და­იკ­ლო, რის­თვი­საც კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკაცრ დი­ე­ტას იცავ­და. ასე­ვე, მან სპე­ცი­ა­ლუ­რად ფილ­მის­თვის ის­წავ­ლა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა. 29 წლის ასაკ­ში კი იყო პირ­ვე­ლი, ვინც ამ ასაკ­ში სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი კა­ცის რო­ლის­თვის ოს­კა­რი მი­ი­ღო.

9. ამ­სტერ­დამ­ში „პი­ა­ნის­ტის“ პრე­მი­ე­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი ანა ფრან­კის სახ­ლს გა­და­ე­ცა

10. „პი­ა­ნის­ტი“ BBC-მ 21-ე სა­უ­კუ­ნის 100 სა­უ­კე­თე­სო ფილმში შე­იყ­ვა­ნა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოყვარული
0

ერთ-ერთი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის

Akaki
4

საერთოდ მსახიობი! რომელსაც კომპლექსი არ აწუხებს ნეგატიურ როლზე! უფასდება! ბროუდის "სემის ზაფხული" ჯულიას! "ლამაზი ქალი" დე ნიროს აქვს ნათამაშები ძალიან ბინძური როლი! ფილმი არ მახსოვს! და ესენი დღეს! სახელის და კინემატოგრაფიული! დიდების შარვანდედში იმყოფებიან!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ფილმი, რომელზეც ერთხელ ყველას გვიტირია - 10 ფაქტი, რომელიც შეიძლება "პიანისტის" შესახებ არ იცოდე

ფილმი, რომელზეც ერთხელ ყველას გვიტირია - 10 ფაქტი, რომელიც შეიძლება "პიანისტის" შესახებ არ იცოდე

თუ რომან პოლანსკის უკვდავი ბიოგრაფიული დრამა „პიანისტი“ ერთხელ მაინც გინახავთ, შეუძლებელია დაგავიწყდეთ ემოცია, რომელიც გერმანელ ოფიცერს დაუძლურებული ებრაელი პიანისტის მოსმენისას ეუფლება. ეს არის მომენტი, როცა ხელოვნება ბოროტებაზე იმარჯვებს, როცა მისმა ძალამ ყველაზე ბნელ და მძიმე სიტუაციაშიც გააღვიძა ადამიანში ჰუმანიზმი.

ოსკაროსანი ფილმი ეკრანებზე 2002 წელს გამოვიდა და მას შემდეგ სხვადასხვა თაობის მაყურებელში წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს, მით უფრო, რომ იგი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ფრედერიკ შოპენის უკვდავი მუსიკა კი თითოეულ ჩვენგანში იმ ამაღლებულ განწყობას ტოვებს და ისეთივე სინათლით გვავსებს, როგორც გერმანელ ოფიცერს, რომლის პროფესიის ნაწილსაც წარმოუდგენელი სისასტიკე წარმოადგენდა.

გთავაზობთ 10 ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს 21-ე საუკუნის ამ უმნიშვნელოვანეს კინოსურათსა და ისტორიაზე, რომელიც მის უკან დგას:

1. „პიანისტის“ გმირი ებრაული წარმოშობის პოლონელი პიანისტი და კომპოზიტორი იყო, რომელმაც თავისი გადარჩენის ისტორია მემუარებში აღწერა

ვლადისლავ შპილმანი პოლონეთში ცნობილი სასცენო და რადიო შემსრულებელი იყო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ნაცისტური გერმანია შეიჭრა, შპილმანი 2 წლის განმავლობაში უმძიმეს პირობებში იმალებოდა. როგორც შპილმანი თავის ავტობიოგრაფიაში წერს, იგი შიმშილისა და სიცივისგან სიკვდილისგან გერმანელმა ოფიცერმა ვილჰელმ ჰოზენფილდმა გადაარჩინა.

შპილმანმა მუსიკალურ განათლება ვარშავასა და ბერლინში მიიღო, მისი მასწავლებლები პოლონეთში ფრანც ლისტის მოსწავლეები იყვნენ. იმის გამო, რომ 1933 წელს გერმანიაში ნაცისტური მმართველობა დაიწყო, იგი პოლონეთში დაბრუნდა და თავისი საქმიანობა განაგრძო, თუმცა ებრაელთა დევნის ტალღა მასა და მის გარემოცვასაც შეეხო. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ათასობით ებრაელი გეტოში, უმძიმეს პირობებში აღმოჩნდა. შპილმანი ოჯახთან ერთად გეტოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა და ცდილობდა, თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა, თუმცა საბოლოოდ, ნაცისტებმა მათი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა გადაწყვიტეს. შპილმანი ოჯახთან ერთად მატარებელში აღმოჩნდა, სადაც ის ებრაული პოლიციის თანამშრომელმა ამოიცნო და გადაწყვიტა, მატარებლიდან ჩამოესვა. როგორც პიანისტი იხსენებს, ამის შემდეგ მას თავისი ოჯახი აღარ უნახავს.

2. შპილმანმა გერმანელი ოფიცრისთვის შოპენის ნოქტიურნი C# მინორი შეასრულა

შიმშილის, სიცივისა და ავადმყოფობისგან დაუძლურებულმა შპილმანმა 1944 წლის ნოემბერში თავი შეაფარა მიტოვებულ, ნახევრადდანგრეულ სახლს, სადაც მოულოდნელად გერმანელ ოფიცერს ვილჰელმ ჰოზენფილდს წააწყდა. ჰოზენფილდი გამოელაპარაკა და მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ პიანისტი იყო, იქვე მდგარ ინსტრუმენტზე რაიმეს შესრულება სთხოვა. სწორედ აქ ასრულებს შპილმანი შოპენის უკვდავ ნოქტიურნს და ოფიცერზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

3. ვლადისლავ შპილმანს დაახლოებით 500 სიმღერა აქვს დაწერილი

მისი შემოქმედება მოიცავს მუსიკას რადიოსა და ფილმებისთვისაც. პოლონეთში ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი და კომპოზიტორი იყო.

4. ვერმახტის გერმანელი ოფიცერო, რომელმაც შპილმანი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა, სხვა ტყვეებსაც ეხმარებოდა

ჰოზენფილდი მასწავლებელი იყო და თავისი პროფესიით მუშაობდა მანამ, სანამ ნაცისტური გერმანიის არმიას შეუერთდებოდა. მიუხედავად თავისი საქმიანობისა, ის თანაუგრძნობდა ებრაელ და პოლონელ ხალხს და ტყვეებს ფარულად ეხმარებოდა.

საბოლოოდ ოფიცერი წითელმა არმიამ ტყვედ აიყვანა და 1952 წელს საბჭოთა საპატიმროში დაიღუპა. 2007 წელს პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ იგი Polonia Restituta-ს ორდენის მეთაურის ჯვრით დააჯილდოვა.

5. ვლადისლავ შპილმანი გარდაიცვალა იმ პერიოდში, როცა ფილმი „პიანისტი“ ჯერ კიდევ მომზადების პროცესში იყო

შპილმანი 2000 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, ფილმის გამოსვლამდე 2 წლით ადრე. ფილმის რეჟისორი რომან პოლანსკიც ჰოლოკოსტგამოვლილი და გადარჩენილი ებრაელია, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. შპილმანის მსგავსად, ისიც პოლონეთში გაიზარდა. „პიანისტის“ გადაღებისას პოლანსკი კრაკოვში შეხვდა კაცს, რომელიც რეჟისორის ოჯახს ომში გადარჩენაში დაეხმარა.

6. შპილმანმა ავტობიოგრაფია მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე დაწერა, თუმცა საბჭოთა ცენზურამ აკრძალა

მოგონებების წიგნი ავტორმა 1946 წელს დაწერა, თუმცა იმის გამო, რომ იმ პერიოდში პოლონეთი საბჭოთა კავშირს ჰქონდა აღებული, აიკრძალა და ხელახლა მხოლოდ 1997 წელს გამოიცა. აკრძალვის მიზეზი იყო წიგნში მოთხრობილი მოვლენების იმგვარი აღწერა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებისეულ ინტერპრეტაციას არათუ ემთხვეოდა, არამედ ეწინააღმდეგებოდა კიდეც.

7. გეტოში მცხოვრები პატარა ბიჭის როლს ვლადისლავ შპილმანის რეალური შვილიშვილი დენიელ შპილმანი ასრულებს

„პიანისტში“ ნაჩვენებია ებრაელების უმძიმესი ყოფა გეტოში, სადაც პატარა ებრაელი ბიჭუნებიც ცხოვრობენ. დენიელ შპილმანი სწორედ ერთ-ერთი მათგანის როლს ასრულებს.

8. შპილმანის როლის შესასრულებლად მსახიობმა ედრიენ ბროდიმ გაყიდა თავისი ავტომობილი, აღარ უყურებდა ტელევიზორს და სახლიდანაც კი წავიდა

კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად ედრიენ ბროდიმ წონაში 15 კილოგრამამდე დაიკლო, რისთვისაც კვირების განმავლობაში მკაცრ დიეტას იცავდა. ასევე, მან სპეციალურად ფილმისთვის ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. 29 წლის ასაკში კი იყო პირველი, ვინც ამ ასაკში საუკეთესო მსახიობი კაცის როლისთვის ოსკარი მიიღო.

9. ამსტერდამში „პიანისტის“ პრემიერიდან მიღებული შემოსავალი ანა ფრანკის სახლს გადაეცა

10. „პიანისტი“ BBC-მ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო ფილმში შეიყვანა