Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობს, ჩემი ძმის დაკავების შემდეგ დავაპირე სამალავიდან გამოვსულიყავიო, მაგრამ... ის შორსაც არ წასულა, იქვე იყო" - რა მოყვა ბადრი ესებუამ ადვოკატთან?
"ამბობს, ჩემი ძმის დაკავების შემდეგ დავაპირე სამალავიდან გამოვსულიყავიო, მაგრამ... ის შორსაც არ წასულა, იქვე იყო" - რა მოყვა ბადრი ესებუამ ადვოკატთან?

თით­ქმის სამ­წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ დღეს დი­ლით ზუგ­დიდ­ში, სო­ფელ ჯი­ხაშ­კარ­ში ბად­რი ესე­ბუა და­ა­კა­ვეს. ის პირ­და­პირ ქუ­თა­ი­სის სა­პა­ტიმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ესე­ბუ­ას საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

  • ბად­რი ესე­ბუა ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­მდამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა.

ცნო­ბი­ლია, რომ ესე­ბუა ბრალს არ აღი­ა­რებს. AMBEBI.GE და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატს სოსო ჯა­ნა­ში­ას ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხან მო­ი­ნა­ხუ­ლა სკან­და­ლუ­რი საქ­მის ფი­გუ­რან­ტი.

- რო­გორც ბად­რი ესე­ბუ­ამ მი­თხრა, ჯი­ქი­ე­ბის სახ­ლში ის დღეს შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც კი მათ­თან მი­ვი­და, თით­ქოს ელოდ­ნე­ნო და მა­შინ­ვე და­ა­კა­ვეს. შე­საძ­ლოა, უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ და ამი­ტომ. იმ ოჯახ­მა არც იცო­და, თუ მი­ვი­დო­და, რომც სდო­მო­დათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერც მო­ა­ხერ­ხებ­დნენ, ვინ­მეს­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნათ. ჯი­ქი­ე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი კი არი­ან, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში ბად­რი იქ ნამ­დვი­ლად არ იმა­ლე­ბო­და. დღეს გა­ვი­ცა­ნი ბად­რი და მას­თან საქ­მე­ზე დე­ტა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია. რო­მე­ლი თან­ხა უნდა ეხ­სე­ნე­ბი­ნა, ის სა­ერ­თოდ უარ­ყოფს ამ და­ნა­შა­ულს, ამ­ბობს, ეს ყა­ჩა­ღო­ბა მე არ ჩა­მი­დე­ნი­აო და ბუ­ნებ­რი­ვია, თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი არც ყო­ფი­ლა. ესე­ბუა სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხავს ამ და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბას და აპი­რებს ბო­ლომ­დე ბრძო­ლას.

- თუ თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ თვლი­და, მა­შინ რა­ტომ არ გა­მოჩ­ნდა მა­ნამ­დე?

- იმი­ტომ რომ, რო­გორც ამ­ბობს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან თა­ვი­დან­ვე ჩემი სა­ხე­ლი გაჟ­ღერ­და და ჩემი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის საფრ­თხეც იდგა, ამი­ტომ ვი­მა­ლე­ბო­დიო. ბად­რის მერე ძმაც და­უ­ჭი­რეს - ბი­ძი­ნა ესე­ბუა (რომ­ლის ად­ვო­კა­ტიც გახ­ლა­ვართ) აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნოდ გა­ა­სა­მარ­თლეს და ამის მერე იმე­დი სა­ერ­თოდ გა­და­მე­წუ­რა, რომ გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ჩემს მი­მართ რა­ი­მე სა­სი­კე­თო მოხ­დე­ბო­დაო. ესე­ბუა მე­უბ­ნე­ბა, ყა­ჩა­ღო­ბის ღა­მით სახ­ლში ვი­ყა­ვი და მე­ო­რე დღეს, რო­გორც კი ჩემი სა­ხე­ლი გაჟ­ღერ­და, წა­ვე­დი და და­ვი­მა­ლეო. ის შორ­საც არ წა­სუ­ლა, იქვე იყო და...

ამ­ბობს, ჩემი ძმის და­კა­ვე­ბის მერე, და­ვა­პი­რე სა­მა­ლა­ვი­დან გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორც გან­ვი­თარ­და და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი გა­ა­სა­მარ­თლეს, მერე იმე­დი გა­და­მე­წუ­რა და აღარ გა­მოვ­ჩნდიო. მგო­ნია, რომ ის გულ­წრფე­ლია, დაც­ვა სხვას ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც იტყვის, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც ვფიქ­რობ, ეს კაცი ამ საქ­მეს­თან არა­ფერ შუ­ა­შია. იმა­ზე, თუ სად იმა­ლე­ბო­და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ ამა­ზე სხვა დროს ვი­სა­უბ­რებთ. მას აინ­ტე­რე­სებ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, დე­ტა­ლე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია მის წი­ნა­აღ­მდეგ, პრო­ცე­სი 20 თე­ბერ­ვალ­საა ჩა­ნიშ­ნუ­ლი და რა პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა და რა სტრა­ტე­გი­ით მი­ვუდ­გე­ბით საქ­მეს, ეს თე­მე­ბი გა­ვი­ა­რეთ..

ზო­გა­დად ამა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, თო­რემ სად იყო, რო­გორ იყო, შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ჩვენ­თვის უკვე ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.. ვფიქ­რობ, ესე­ბუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს ამი­ტომ ვი­და­ვებთ ბო­ლომ­დე და შე­ვუდ­გე­ბით იმის მტკი­ცე­ბას, რომ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. რო­გორც ბი­ძი­ნას საქ­მე გა­ა­ყალ­ბეს, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი­ვე თე­მაა აქაც. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას საქ­მის მერე, მას სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბის დიდი იმე­დი არ აქვს. დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში, როცა ეს ნო­მერ პირ­ვე­ლი საქ­მეა და სა­ხელ­მწი­ფოს დაკ­ვე­თა, მეც არ მაქვს დიდი იმე­დი, სა­სა­მარ­თლო ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ რა­მეს გა­და­წყვეტს. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ, რომ სა­ბო­ლო­ოდ, აქ თუ არა, ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში მა­ინც გა­ვერ­კვეთ, მისი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე იყო თუ არა რე­ა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოდა
0

ეს ადვოკატები რა ყველა დამნაშავეზე მაშინვე ამბობენ რომ უდანაშაულოაო. იმასაც იტყვის რომ პირიქით ესებუა მძევალი იყო და იმ ხალხმა ბანკში ვინც იყო ეს მძევლად აიყვანა. ან იქნებ ეგ დაყაჩაღების კადრები ამერიკული ფილმიდან იყო ამოღებული და ქართულად ნათარგმნი?ოსამა ბინ ლადენმა არ იცოდა თორემ უნდა ჰყოლოდა ესეთი ადვოკატები. აბა ერთი შენი ახლობელი ყოფილიყო იმ ბანკში იმ დღეს, ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებდი. მთლად ფულზე ხომ არ უნდა გაიყიდო. ჰო, ევროპული სასამართლო არ დაგავიწყდეს. იქ ალბათ უკვირთ შენნაირი ადვოკატები რომ ცდილობენ შავზე თეთრი თქვან თან მაშინ როცა ის მართლა შავია

ლაშა
3

ესებუას ამ ბჟუტურს არავინ არ დაიჯერებს. როცა პირდაპირ ეთერში მიდიოდა ბანკზე თავდასხმის კადრები, მაშინ გაჟღერდა ესებუას გვარი, ყველა ტელევიზია მის გვარს ატრიალებდა. ამის გაჟღერებიდან სამი საათის მანძილზე მიდიოდა ოპერაცია ბანკიდან, თუ ეგ არ იყო, მისულიყო პოლიციაში და ეთქვა, ხალხო მე ვარ ბადრი ესებუა, ეს კაცი ბანკში რომ არის არ ვიცი ვინ არისო. იქვე შეეძლო თავის მართლება, მაგრამ ეგ არის და მორჩა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ამბობს, ჩემი ძმის დაკავების შემდეგ დავაპირე სამალავიდან გამოვსულიყავიო, მაგრამ... ის შორსაც არ წასულა, იქვე იყო" - რა მოყვა ბადრი ესებუამ ადვოკატთან?

"ამბობს, ჩემი ძმის დაკავების შემდეგ დავაპირე სამალავიდან გამოვსულიყავიო, მაგრამ... ის შორსაც არ წასულა, იქვე იყო" - რა მოყვა ბადრი ესებუამ ადვოკატთან?

თითქმის სამწლიანი ძებნის შემდეგ დღეს დილით ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში ბადრი ესებუა დააკავეს. ის პირდაპირ ქუთაისის საპატიმროში გადაიყვანეს.

ესებუას საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

  • ბადრი ესებუა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

ცნობილია, რომ ესებუა ბრალს არ აღიარებს. AMBEBI.GE დაკავებულის ადვოკატს სოსო ჯანაშიას ესაუბრა, რომელმაც ახლახან მოინახულა სკანდალური საქმის ფიგურანტი.

- როგორც ბადრი ესებუამ მითხრა, ჯიქიების სახლში ის დღეს შემთხვევით აღმოჩნდა, როგორც კი მათთან მივიდა, თითქოს ელოდნენო და მაშინვე დააკავეს. შესაძლოა, უთვალთვალებდნენ და ამიტომ. იმ ოჯახმა არც იცოდა, თუ მივიდოდა, რომც სდომოდათ, ფაქტობრივად, ვერც მოახერხებდნენ, ვინმესთვის ეცნობებინათ. ჯიქიები ნათესავები კი არიან, მაგრამ ამასობაში ბადრი იქ ნამდვილად არ იმალებოდა. დღეს გავიცანი ბადრი და მასთან საქმეზე დეტალური საუბარი არ მქონია. რომელი თანხა უნდა ეხსენებინა, ის საერთოდ უარყოფს ამ დანაშაულს, ამბობს, ეს ყაჩაღობა მე არ ჩამიდენიაო და ბუნებრივია, თანხასთან დაკავშირებით კითხვები არც ყოფილა. ესებუა საერთოდ გამორიცხავს ამ დანაშაულთან შემხებლობას და აპირებს ბოლომდე ბრძოლას.

- თუ თავს უდანაშაულოდ თვლიდა, მაშინ რატომ არ გამოჩნდა მანამდე?

- იმიტომ რომ, როგორც ამბობს, სამართალდამცველების მხრიდან თავიდანვე ჩემი სახელი გაჟღერდა და ჩემი სიცოცხლის მოსპობის საფრთხეც იდგა, ამიტომ ვიმალებოდიო. ბადრის მერე ძმაც დაუჭირეს - ბიძინა ესებუა (რომლის ადვოკატიც გახლავართ) აბსოლუტურად უკანონოდ გაასამართლეს და ამის მერე იმედი საერთოდ გადამეწურა, რომ გამოვჩენილიყავი, ჩემს მიმართ რაიმე სასიკეთო მოხდებოდაო. ესებუა მეუბნება, ყაჩაღობის ღამით სახლში ვიყავი და მეორე დღეს, როგორც კი ჩემი სახელი გაჟღერდა, წავედი და დავიმალეო. ის შორსაც არ წასულა, იქვე იყო და...

ამბობს, ჩემი ძმის დაკავების მერე, დავაპირე სამალავიდან გამოვსულიყავი, მაგრამ მოვლენები როგორც განვითარდა და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი გაასამართლეს, მერე იმედი გადამეწურა და აღარ გამოვჩნდიო. მგონია, რომ ის გულწრფელია, დაცვა სხვას ბუნებრივია, ვერც იტყვის, მაგრამ ადამიანურადაც ვფიქრობ, ეს კაცი ამ საქმესთან არაფერ შუაშია. იმაზე, თუ სად იმალებოდა 2 წლის განმავლობაში, ალბათ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. მას აინტერესებდა სასამართლო პროცესი, დეტალები, კონკრეტულად რა მტკიცებულებებია მის წინააღმდეგ, პროცესი 20 თებერვალსაა ჩანიშნული და რა პოზიცია ექნება და რა სტრატეგიით მივუდგებით საქმეს, ეს თემები გავიარეთ..

ზოგადად ამაზე ვისაუბრეთ, თორემ სად იყო, როგორ იყო, შეიძლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვის უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანი.. ვფიქრობ, ესებუას წინააღმდეგ მყარი მტკიცებულებები არ არსებობს ამიტომ ვიდავებთ ბოლომდე და შევუდგებით იმის მტკიცებას, რომ წარდგენილი მტკიცებულებები გაყალბებულია. როგორც ბიძინას საქმე გააყალბეს, დაახლოებით ასეთივე თემაა აქაც. სიმართლე გითხრათ, ბიძინა ესებუას საქმის მერე, მას სიმართლის დამტკიცების დიდი იმედი არ აქვს. დღევანდელ პირობებში, როცა ეს ნომერ პირველი საქმეა და სახელმწიფოს დაკვეთა, მეც არ მაქვს დიდი იმედი, სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ რამეს გადაწყვეტს. ყველაფრის მიუხედავად, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რომ საბოლოოდ, აქ თუ არა, ევროპულ სასამართლოში მაინც გავერკვეთ, მისი ბრალდების საქმეზე იყო თუ არა რეალური მტკიცებულებები.

ნახეთ ასევე: