მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არნოლდ შვარცნეგერი ველოსიპედით მოსიარულე ქალს მანქანით დაეჯახა
არნოლდ შვარცნეგერი ველოსიპედით მოსიარულე ქალს მანქანით დაეჯახა

კა­ლი­ფორ­ნი­ის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი, არნოლდ შვარცნე­გე­რი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. 75 წლის ყო­ფი­ლი ბო­დი­ბილ­დე­რი, ლოს ან­ჯე­ლეს­ში, ვე­ლო­სი­პე­დით მო­სი­ა­რუ­ლე ქალს ავ­ტო­მან­ქა­ნით და­ე­ჯა­ხა.

წყა­როს თქმით, შვარცნე­გე­რი ინ­ცი­დენ­ტში დამ­ნა­შა­ვე არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ქალ­მა მე­ო­რე ზოლ­ში გა­დაჭ­რა გზა და შე­ჯა­ხე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი გახ­და.

"ტერ­მი­ნა­ტო­რის“ ვარ­სკვლა­ვი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწრა­ფად არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, თუმ­ცა მას სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა, რომ მუხ­რუ­ჭის­თვის ფეხი შე­ჯა­ხე­ბამ­დე და­ე­ჭი­რა. TMZ-ის ცნო­ბით, მსა­ხი­ო­ბი არც ნას­ვა­მი და არც ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყო­ფი­ლა.

შვარცნე­გერ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე ითა­ნამ­შრომ­ლა პო­ლი­ცი­ის ოფიც­რებ­თან და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ვე­ლო­სი­პე­დი შე­სა­კე­თებ­ლა­დაც თა­ვად წა­ი­ღო სა­ხე­ლოს­ნო­ში. ქალი მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. 75 წლის ვარ­სკვლა­ვი თა­ვად არ და­შა­ვე­ბუ­ლა. რო­გორც გა­მო­ცე­მა იტყო­ბი­ნე­ბა, შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
0

რაღა მანქანით დაეჯახა, იმით დაჯახებოდა, თუ დაბერდა.

ვაჟა
5

აბა ახალს ხო არ უყიდიდა. 🤣🤣

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

არნოლდ შვარცნეგერი ველოსიპედით მოსიარულე ქალს მანქანით დაეჯახა

არნოლდ შვარცნეგერი ველოსიპედით მოსიარულე ქალს მანქანით დაეჯახა

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი ავარიაში მოყვა. 75 წლის ყოფილი ბოდიბილდერი, ლოს ანჯელესში, ველოსიპედით მოსიარულე ქალს ავტომანქანით დაეჯახა.

წყაროს თქმით, შვარცნეგერი ინციდენტში დამნაშავე არ უნდა ყოფილიყო, რადგან ქალმა მეორე ზოლში გადაჭრა გზა და შეჯახება გარდაუვალი გახდა.

"ტერმინატორის“ ვარსკვლავი, გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფად არ გადაადგილდებოდა, თუმცა მას საშუალება არ მიეცა, რომ მუხრუჭისთვის ფეხი შეჯახებამდე დაეჭირა. TMZ-ის ცნობით, მსახიობი არც ნასვამი და არც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფილა.

შვარცნეგერმა შემთხვევის ადგილზევე ითანამშრომლა პოლიციის ოფიცრებთან და დაზარალებული ქალბატონის ველოსიპედი შესაკეთებლადაც თავად წაიღო სახელოსნოში. ქალი მცირე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში და როგორც ცნობილია, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 75 წლის ვარსკვლავი თავად არ დაშავებულა. როგორც გამოცემა იტყობინება, შემთხვევის შესახებ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა