მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიეცემა თუ არა უკრაინას შანსი, რომ თავი რუსული რაკეტებისგან "რკინის გუმბათით" დაიცვას - რა თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა?
მიეცემა თუ არა უკრაინას შანსი, რომ თავი რუსული რაკეტებისგან "რკინის გუმბათით" დაიცვას - რა თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა?

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ შე­საძ­ლოა ის­რა­ელ­მა გა­ნი­ხი­ლოს უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­კი­თხი, რის მიღ­წე­ვა­საც დიდი ხა­ნია ცდი­ლობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი, თუმ­ცა დღემ­დე უკ­რა­ი­ნა ის­რა­ე­ლის­გან მხო­ლოდ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას იღებ­და, სამ­ხედ­რო გზავ­ნი­ლე­ბი კი, თუ ასე­თი რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს, უკ­რა­ი­ნა­ში მკაც­რად სა­ი­დუმ­ლოდ და მე­სა­მე ქვეყ­ნის გავ­ლით შე­იძ­ლე­ბა ჩა­სუ­ლი­ყო.

"მე, რა თქმა უნდა, გან­ვი­ხი­ლავ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას", - ნე­თა­ნი­აჰუს პა­სუ­ხი ერ­თის მხრივ, საკ­მა­ოდ ბუნ­დო­ვა­ნია, მაგ­რამ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ CNN-ის კო­რეს­პონ­დენ­ტის შე­კი­თხვა­ში ნახ­სე­ნე­ბი იყო "რკი­ნის გუმ­ბათს", რა­მაც ეს პა­სუ­ხი ბევ­რად უფრო წო­ნი­ა­ნი გა­ხა­და.

ის­რა­ე­ლი მსოფ­ლი­ო­ში ლი­დერ­თა შო­რის არის ია­რა­ღის სის­ტე­მე­ბის წარ­მო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, თუმ­ცა მათ­გან სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა "რკი­ნის გუმ­ბა­თი: ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია. კონ­კრე­ტუ­ლი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ნიშ­ნად იქცა - პირ­ველ რიგ­ში მისი მა­ღა­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გამო.

ამ დრომ­დე ის­რა­ე­ლი უკ­რა­ი­ნას არ აწ­ვდი­და ია­რაღს, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო.

ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და: "ის­რა­ე­ლი მებ­რძო­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტშია სი­რი­ას­თან, გვაქვს სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტი ირან­თან, ასე­ვე მუდ­მი­ვად გვი­წევს და­პი­რის­პი­რე­ბა "ჰეს­ბო­ლას­თან", "ჰა­მას­თან", "ის­ლა­მურ ჯი­ჰად­თან" და სხვა ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან... ის­რა­ე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია იმოქ­მე­დოს სა­კუ­თა­რი სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­რეთ, რათა სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს. სი­რი­ა­ში, სა­დაც მდე­ბა­რე­ობს რუ­სე­თის სა­ზე­ნი­ტო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი, ის­რა­ე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია, რომ თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი შე­ა­თან­ხმოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის არ­მი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, ამი­ტო­მაც ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ კარ­გად უნდა გათ­ვა­ლოს რის­კე­ბი, რაც რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­თუ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა სი­რი­ა­ში კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში".

მისი თქმით ის­რა­ე­ლის ჩრდი­ლო­ეთ სა­ზღვარ­ზე, სი­რი­ა­ში ის­რა­ე­ლის და რუ­სე­თის თვითმფრი­ნა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან "ლა­მის ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზე დაფ­რი­ნა­ვენ“. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში კი მკვეთ­რად იზ­რდე­ბა ინ­ცი­დენ­ტე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა იყოს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად და­ძა­ბუ­ლი.

მა­გა­ლი­თად, 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, სი­რი­ის სა­ნა­პი­რო­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მიერ ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი იქნა რუ­სუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო თვითმფრი­ნა­ვი ილ-20, რის შე­დე­გა­დაც 15 რუსი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა.

მა­შინ რუ­სეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თვითმფრი­ნა­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სი­რი­ის მებ­რძო­ლე­ბის სა­ზე­ნი­ტო ცე­ცხლის ქვეშ მოხ­ვდა, რომ­ლე­ბიც თით­ქოს­და ის­რა­ე­ლის გა­მა­ნად­გუ­რე­ბის ჩა­მოგ­დე­ბას ცდი­ლობ­დნენ... რუ­სუ­ლი სარ­დლო­ბის თა­ნახ­მად, ის "და­ი­მა­ლა" ილ-20-ის უკან. შემ­დეგ ეს ინ­ცი­დენ­ტი რუ­სე­თი­სა და ის­რა­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტებ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით მო­აგ­ვა­რეს.

თუმ­ცა, თუ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­იზ­რდე­ბა, მა­შინ ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

"მე არ მაქვს სურ­ვი­ლი შე­ვი­დე რუ­სეთ-ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. და ეს არა­ვის სურს", - გა­ნუ­ცხა­და ნე­თა­ნი­აჰუმ პირ­და­პირ ეთერ­ში CNN-ს.

  • რას დაჰ­პირ­და ნე­თა­ნი­აჰუ?

CNN-ის წამ­ყვან­მა ჰკი­თხა:

"ერთი წლის წინ თქვენ თქვით, რომ გა­ნი­ხი­ლავ­დით უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას, თუ გახ­დე­ბო­დით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ახლა თქვენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ხართ, აპი­რებთ თუ არა პო­ზი­ცი­ის შეც­ვლას სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ? მე ვიცი, რომ თქვენ გა­უ­წი­ეთ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა "რკი­ნის გუმ­ბა­თის" ან ძველ სამ­ხედ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უკ­რა­ი­ნის­თვის გა­და­ცე­მას, გა­ნი­ხი­ლავთ?"

"მე, რა თქმა უნდა, გან­ვი­ხი­ლავ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას", - უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ­მა.

რო­გორც BBC-ის რუ­სულ სამ­სა­ხურს ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტმა დე­ვიდ გენ­დელ­მან­მა გა­ნუ­ცხა­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­რი­დე­ბუ­ლი პა­სუ­ხი, არც ისე შორს არის სი­მარ­თლის­გან.

"არა­ნა­ი­რი და­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა, მან თქვა, რომ გა­ნი­ხი­ლავ­და ამ სა­კითხს. ახლა კი ეს სა­კი­თხი ნამ­დვი­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბა, ამას აკონ­ტრო­ლებს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და მო­სად­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­დან და­დე­ბით პა­სუ­ხამ­დე ჯერ კი­დევ შო­რია“, - გან­მარ­ტა ექ­სპერ­ტმა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბაა ის ფაქ­ტიც, რომ პრე­მი­ე­რის სი­ტყვე­ბი ამე­რი­კულ ტე­ლე­არხთან ინ­ტერ­ვი­უ­ში იყო ნათ­ქვა­მი. მა­ნამ­დე, BBC-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის პოდ­კას­ტში, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ჟურ­ნა­ლის­ტმა სერ­გეი ოს­ლენ­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლი ბოლო პე­რი­ოდ­ში რთულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

მა­ში­ნაც კი, როცა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს, ის პო­ლი­ტი­კუ­რად და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და, ნე­ბით თუ უნებ­ლი­ეთ, იძუ­ლე­ბუ­ლია გაჰ­ყვეს და­სავ­ლე­თის პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას ეხ­მა­რე­ბა.

ინ­ტერ­ვი­უ­დან კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლია ისიც, რომ წამ­ყვან­მა კი­თხვა დას­ვა არა მარ­ტო "რკი­ნის გუმ­ბათ­ზე", არა­მედ "ძვე­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლი აღარ იყე­ნებს“. სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის­ხმობ­და აშშ-ს თხოვ­ნას ის­რა­ე­ლის მი­მართ, უკ­რა­ი­ნის­თვის გა­და­ე­ცა სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძვე­ლი - Hawk სის­ტე­მე­ბი, რა­საც ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი აღარ იყე­ნე­ბენ.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ის­რა­ელ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად უარი თქვა და გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის პო­ლი­ტი­კას არ შეც­ვლი­და. ეს სა­ზე­ნი­ტო სის­ტე­მე­ბი უკვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა, რო­მე­ლიც თით­ქმის ერთი წე­ლია იძუ­ლე­ბუ­ლია და­იც­ვას თავი რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბის­გან, ნე­ბის­მი­ერ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს.

  • რა არის "რკი­ნის გუმ­ბა­თი"?

"რკი­ნის გუმ­ბა­თი“ (ებრ. כיפת ברזל, ინგლ. Iron Dome) - ტაქ­ტი­კუ­რი რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია არა­მარ­თვა­დი ტაქ­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი­სა­გან ის­რა­ე­ლის დაც­ვის­თვის 4-დან 70 კმ-მდე ფრე­ნის მან­ძი­ლი­დან. შექ­მნი­ლია კომ­პა­ნია Rafael-ის მიერ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას ის­რა­ე­ლე­ლე­ბი "ცის ღმერ­თსაც" კი ეძა­ხი­ან.

თი­თო­ე­ულ ბა­ტა­რე­ას შე­უძ­ლია და­იც­ვას 150 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რია.

"რკი­ნის გუმ­ბა­თის" ძი­რი­თად ღირ­სე­ბას მისი რა­და­რი წარ­მო­ად­გენს. წა­ი­კი­თხეთ უფრო ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიოოოო
12

ისრაელიც კაი აფერისტია/....

გიორგი
30

რომელი რაკეტებისგან? ეგენ ხომ გაუთავდათ უკვე? აგე თუ არა! :)

""რუსებს რაკეტების მარაგი 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი - შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან" - დანილოვი

19-12-2022

რუსეთი სახმელეთო შეტევის რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

22-07-2022

ისე კი პალესტინელების თვითნაკეთი და რუსული სერიული წარმოების რაკეტების ჩამოყრა ერთი და იგივე არ არის,მით უმეტეს თანამედროვე ზებგერითი რაკეტების, რომელსაც დღეს არსებული ვერც ერთი ჰაერსაწინააღმდეგო თვდაცვის სისტემა ვერ უპირისპირდება ეფექტურად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

მიეცემა თუ არა უკრაინას შანსი, რომ თავი რუსული რაკეტებისგან "რკინის გუმბათით" დაიცვას - რა თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა?

მიეცემა თუ არა უკრაინას შანსი, რომ თავი რუსული რაკეტებისგან "რკინის გუმბათით" დაიცვას - რა თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა?

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა ისრაელმა განიხილოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი, რის მიღწევასაც დიდი ხანია ცდილობს ოფიციალური კიევი, თუმცა დღემდე უკრაინა ისრაელისგან მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, სამხედრო გზავნილები კი, თუ ასეთი რეალურად არსებობს, უკრაინაში მკაცრად საიდუმლოდ და მესამე ქვეყნის გავლით შეიძლება ჩასულიყო.

"მე, რა თქმა უნდა, განვიხილავ ამ შესაძლებლობას", - ნეთანიაჰუს პასუხი ერთის მხრივ, საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ CNN-ის კორესპონდენტის შეკითხვაში ნახსენები იყო "რკინის გუმბათს", რამაც ეს პასუხი ბევრად უფრო წონიანი გახადა.

ისრაელი მსოფლიოში ლიდერთა შორის არის იარაღის სისტემების წარმოების თვალსაზრისით, თუმცა მათგან საზენიტო სარაკეტო სისტემა "რკინის გუმბათი: ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. კონკრეტული სარაკეტო სისტემა ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დამახასიათებელ ნიშნად იქცა - პირველ რიგში მისი მაღალი ეფექტიანობის გამო.

ამ დრომდე ისრაელი უკრაინას არ აწვდიდა იარაღს, ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული სიტუაციის გამო.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა: "ისრაელი მებრძოლი ქვეყანა, რომელი, ფაქტობრივად, სამხედრო კონფლიქტშია სირიასთან, გვაქვს სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი ირანთან, ასევე მუდმივად გვიწევს დაპირისპირება "ჰესბოლასთან", "ჰამასთან", "ისლამურ ჯიჰადთან" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან... ისრაელი იძულებულია იმოქმედოს საკუთარი საჰაერო სივრცის გარეთ, რათა საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს. სირიაში, სადაც მდებარეობს რუსეთის საზენიტო თავდაცვის სისტემები, ისრაელი იძულებულია, რომ თავისი მოქმედებები შეათანხმოს რუსეთის ფედერაციის არმიის ხელმძღვანელობასთან, ამიტომაც ისრაელის მთავრობამ კარგად უნდა გათვალოს რისკები, რაც რუსეთთან ურთიერთობის გართულებას უკავშირდება სირიაში კოორდინაციის დარღვევის შემთხვევაში".

მისი თქმით ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე, სირიაში ისრაელის და რუსეთის თვითმფრინავები ერთმანეთთან "ლამის ხელის გაწვდენაზე დაფრინავენ“. ასეთ ვითარებაში კი მკვეთრად იზრდება ინციდენტების საშიშროება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა იყოს რაც შეიძლება ნაკლებად დაძაბული.

მაგალითად, 2018 წლის სექტემბერში, სირიის სანაპიროზე ადგილობრივი საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული იქნა რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ილ-20, რის შედეგადაც 15 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

მაშინ რუსეთმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი, სავარაუდოდ, სირიის მებრძოლების საზენიტო ცეცხლის ქვეშ მოხვდა, რომლებიც თითქოსდა ისრაელის გამანადგურების ჩამოგდებას ცდილობდნენ... რუსული სარდლობის თანახმად, ის "დაიმალა" ილ-20-ის უკან. შემდეგ ეს ინციდენტი რუსეთისა და ისრაელის პრეზიდენტებმა სატელეფონო ზარით მოაგვარეს.

თუმცა, თუ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გაიზრდება, მაშინ ასეთი ინციდენტების მოგვარება უფრო რთული იქნება.

"მე არ მაქვს სურვილი შევიდე რუსეთ-ისრაელის სამხედრო დაპირისპირებაში. და ეს არავის სურს", - განუცხადა ნეთანიაჰუმ პირდაპირ ეთერში CNN-ს.

  • რას დაჰპირდა ნეთანიაჰუ?

CNN-ის წამყვანმა ჰკითხა:

"ერთი წლის წინ თქვენ თქვით, რომ განიხილავდით უკრაინის სამხედრო დახმარებას, თუ გახდებოდით პრემიერ-მინისტრი. ახლა თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ, აპირებთ თუ არა პოზიციის შეცვლას სამხედრო დახმარების შესახებ? მე ვიცი, რომ თქვენ გაუწიეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას, მაგრამ რაც შეეხება "რკინის გუმბათის" ან ძველ სამხედრო ტექნოლოგიების უკრაინისთვის გადაცემას, განიხილავთ?"

"მე, რა თქმა უნდა, განვიხილავ ამ შესაძლებლობას", - უპასუხა პრემიერმა.

როგორც BBC-ის რუსულ სამსახურს ისრაელის სამხედრო ექსპერტმა დევიდ გენდელმანმა განუცხადა, პრემიერ-მინისტრის მორიდებული პასუხი, არც ისე შორს არის სიმართლისგან.

"არანაირი დაპირება არ ყოფილა, მან თქვა, რომ განიხილავდა ამ საკითხს. ახლა კი ეს საკითხი ნამდვილად განიხილება, ამას აკონტროლებს ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოსადთან თანამშრომლობით. საკითხის განხილვიდან დადებით პასუხამდე ჯერ კიდევ შორია“, - განმარტა ექსპერტმა.

მნიშვნელოვანი გარემოებაა ის ფაქტიც, რომ პრემიერის სიტყვები ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუში იყო ნათქვამი. მანამდე, BBC-ის რუსული სამსახურის პოდკასტში, ისრაელის სამხედრო ჟურნალისტმა სერგეი ოსლენდერმა განაცხადა, რომ ისრაელი ბოლო პერიოდში რთულ პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა.

მაშინაც კი, როცა რუსეთთან ურთიერთობას ინარჩუნებს, ის პოლიტიკურად დასავლეთის ქვეყნებს მიეკუთვნება და, ნებით თუ უნებლიეთ, იძულებულია გაჰყვეს დასავლეთის პოლიტიკას, რომელიც უკრაინას ეხმარება.

ინტერვიუდან კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ისიც, რომ წამყვანმა კითხვა დასვა არა მარტო "რკინის გუმბათზე", არამედ "ძველი სამხედრო ტექნოლოგიების შესახებაც, რომელსაც ისრაელი აღარ იყენებს“. სავარაუდოდ, გულისხმობდა აშშ-ს თხოვნას ისრაელის მიმართ, უკრაინისთვის გადაეცა საჰაერო თავდაცვის ძველი - Hawk სისტემები, რასაც ისრაელის თავდაცვის ძალები აღარ იყენებენ.

გამოცემის ცნობით, ისრაელმა თავდაპირველად უარი თქვა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პოლიტიკას არ შეცვლიდა. ეს საზენიტო სისტემები უკვე მოძველებულია, მაგრამ უკრაინა, რომელიც თითქმის ერთი წელია იძულებულია დაიცვას თავი რუსული რაკეტებისგან, ნებისმიერ დახმარებას მიიღებს.

  • რა არის "რკინის გუმბათი"?

"რკინის გუმბათი“ (ებრ. כיפת ברזל, ინგლ. Iron Dome) - ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, რომელიც განკუთვნილია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან ისრაელის დაცვისთვის 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან. შექმნილია კომპანია Rafael-ის მიერ. როგორც ამბობენ, მას ისრაელელები "ცის ღმერთსაც" კი ეძახიან.

თითოეულ ბატარეას შეუძლია დაიცვას 150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია.

"რკინის გუმბათის" ძირითად ღირსებას მისი რადარი წარმოადგენს. წაიკითხეთ უფრო ვრცლად