პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი "ვოისის" გამარჯვებულის გარშემო: ვინ არის ირუ ხეჩანოვი და რატომ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი - "საკმაოდ გამომწვევი ადამიანი ვარ, არ ვარ მორიდებული"
სკანდალი "ვოისის" გამარჯვებულის გარშემო: ვინ არის ირუ ხეჩანოვი და რატომ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი - "საკმაოდ გამომწვევი ადამიანი ვარ, არ ვარ მორიდებული"

მე­გა­შოუ "ვო­ი­სის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 22.8%-ით 21 წლის ირუ ხე­ჩა­ნო­ვი გახ­და. 2023 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს ის წა­რად­გენს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბელ­თა ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით გა­მოვ­ლინ­და.

ხე­ჩა­ნო­ვის მენ­ტო­რი დათო ფორჩხი­ძე გახ­ლდათ. მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის სტა­ტუ­სი კონ­კურ­სან­ტმა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პრო­ექტ „ვო­ის­ში“ გა­მარ­ჯვე­ბით მო­ი­პო­ვა. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რა სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლებს ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სი ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე.

ირუ ხე­ჩა­ნო­ვი წლე­ბის წინ, სა­ბავ­შვო ჯგუფ „ქენ­დის“ წევ­რი გახ­ლდათ. 2011 წელს ჯგუფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მე­ო­რე გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა.

"ვო­ის­ში“ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, კონ­კურ­სან­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ, რომ გა­სა­ხე­ლოთ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე"... მთა­ვა­რი ბრძო­ლა წინ არის და თქვე­ნი გვერ­დში დგო­მა ისევ ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა... მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ".

  • უამ­რა­ვი მი­ლოც­ვის მი­უ­ხე­და­ვად, გო­გო­ნას გა­მარ­ჯვე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. ცუდ შე­ფა­სე­ბებს ღიად უწე­რენ, პი­რად გვერ­დზეც...

"ყრუ არა­ვი­ნაა და მით უმე­ტეს, დე­ბი­ლი, რომ ვერ ვხვდე­ბო­დეთ, რო­გორ მოხ­და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ფი­ნალ­ში. შენ თვი­თო­ნაც არ უნდა იყო თა­ნახ­მა ასეთ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნია და ბუ­ნე­ბა. ხალ­ხის რე­აქ­ცი­ე­ბი ნახე პოს­ტებ­ზე და მიხ­ვდე­ბი და­ნარ­ჩენს...“

"შე­გერ­გოს ეგე­თი მოს­ყი­დუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა..."

მუ­სი­კო­სი მაია დარსმე­ლი­ძე, "ვო­ი­სის" ფი­ნალს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი მე­უღ­ლე, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი პრო­ექ­ტში ერთ-ერთი მენ­ტო­რი იყო.

"ხოო, აქა-იქი­დან ჩი­ტებს მო­აქვს ამ­ბა­ვი რა­ღაც გამ­ზა­დე­ბულ სიმ­ღე­რა­ზე და ერთი წლით ადრე ჩა­ფიქ­რე­ბულ “პრო­ექ­ტზე”. და აი ეს ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი მარ­თლა სა­ო­ცა­რი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ამ ვი­ღა­ცის პრო­ექ­ტის ან­ტუ­რა­ჟად მო­იყ­ვა­ნეთ?!!! და ვი­ღა­ცის ხუშ­ტუ­რის დე­კო­რად აქ­ცი­ეთ?! (რომ არ და­იბ­ნეთ, ამ კონ­კრე­ტულ პოს­ტში პრო­ექტ "ვო­ისს” არა, ვო­ის­ში "პრო­დი­უ­სე­რის" მი­ტა­ნილ "პრო­ექტს" ვგუ­ლის­ხმობ, აიიი, ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე, რაც უნდა გა­ი­ტა­ნონ - იმას) ხო, ვინ­მემ ოდეს­მე ხომ უნდა თქვას, სა­ნამ კო­ლექ­ტი­ურ-კო­ლე­გი­ა­ლუ­რი და**ვება გჭირთ და სი­მარ­თლის თქმა გი­ტყდე­ბათ…

(აქაც რომ არ და­იბ­ნეთ, ვი­ტყვი, რომ ჩემ კომ­ფორ­ტუ­ლად გა­სუ­სულ კო­ლე­გებს ვგუ­ლის­ხმობ და არა კონ­კურ­სან­ტებს). ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად გოიმ პრო­დი­უ­სერ­ზე სა­ზა­რე­ლი არა­ფე­რია. ეგ კრი­მი­ნა­ლია ჩემ­თვის. მო­ა­შო­რეთ მთე­ლი ეს გო­იმ­ფარ­თი და იქ­ნებ გვეშ­ვე­ლოს ოდეს­მე".

ცეს­კო-ს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

- და­ვი­ვი­წყეთ ხე­ლოვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტი. "ვო­ი­სის“ კონ­კურ­სზე გა­ი­მარ­ჯვა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე ირუ ხე­ჩა­ნო­ვი წა­რად­გენს. გეს­მით ხე­ჩა­ნო­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს! აბა წა­ვი­და, დას­ცხეთ...".

კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­გო­ნა აქ­ტი­უ­რი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი ხალ­ხის ჯგუ­ფებ­შიც....

კონ­კურ­სამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე კი ხე­ჩა­ნო­ვი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, რის გა­მოც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ფი­ნა­ლის წინ გავ­რცელ­და, ხე­ჩა­ნოვ­მა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად იდგა რინგზე, არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნოც მო­იხ­სე­ნია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მომ­ხდა­რი ახ­სნა...

ვი­დე­ო­ში ხე­ჩა­ნო­ვი ამ­ბობს:

- 2016 წლი­დან კონ­კურ­სის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია. მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ და "ვო­ის­ში" მოს­ვლი­სას, მინ­დო­და ოთხი­ვე მენ­ტო­რი შე­მო­მეტ­რი­ა­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ მხო­ლოდ სამი შე­მოტ­რი­ალ­და. ვფიქ­რობ, რომ დათო ფორჩხი­ძე­სა და მე ერ­თნა­ი­რად გვაქვს მიზ­ნე­ბი და­სა­ხუ­ლი. მე ამ პრო­ექ­ტში მო­ვე­დი მო­სა­გე­ბად.

ვფიქ­რობ, რომ ანი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი კონ­კუ­რენ­ტი იყო რინ­გის დროს. რაც შე­ე­ხე­ბა და­თოს არ­ჩე­ვანს, რო­გორც თვი­თონ იძახ­და, გა­უ­ჭირ­და, არ უნდა გა­ჭირ­ვე­ბო­და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

საკ­მა­ოდ გა­მომ­წვე­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ, არ ვარ მო­რი­დე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ და მგო­ნია, ისეთს აღ­ქმიქ­ვა­მენ, რო­გო­რიც ვარ. "ვო­ის­ში" მო­ვე­დი რო­გორც სა­ხე­ლი ირუ, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი პერ­ფორ­მე­რი.

სულ მე­უბ­ნე­ბი­ან მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, წელს დაგ­ვით­მე, შენ ხომ უკვე ერთხელ მო­ი­გე "ევ­რო­ვი­ზია“. მე „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ წინ ვარ სხვა კონ­კურ­სან­ტებ­თან შე­და­რე­ბით. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი და მა­ხა­რებს ეს მო­მენ­ტი. კი მინ­და, რომ გა­მოს­ცა­დონ სხვა მომ­ღერ­ლებ­მა, რა არის "ევ­რო­ვი­ზია", მაგ­რამ წელს არა.

ვი­დე­ო­ზე უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბის შემ­დეგ, ხე­ჩა­ნოვს ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია.

- მა­ყუ­რებ­ლის აზრს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ და უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ, ამი­ტომ გულ­წრფე­ლად მინ­და ავ­ხსნა ჩემი ნა­აზ­რე­ვი. მეს­მის, ხან­გრძლი­ვო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა­ფე­რი, რაც ვი­სა­უბ­რე ვერ ჩაჯ­დე­ბო­და ინ­ტერ­ვი­უ­ში, ამი­ტომ, მინ­და ვრცლად დავ­წე­რო თუ რა იგუ­ლის­ხმე­ბო­და ჩემს ნათ­ქვამ­ში.

მე და ანი ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში და რინ­გის რთუ­ლი ეტა­პი, სწო­რედ ანის კარ­გმა ხა­სი­ათ­მა, კომ­ფორ­ტუ­ლო­ბამ და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­მი­მარ­ტი­ვა. ის და­ძა­ბუ­ლო­ბა, რაც მსგავს კონ­კურ­სებს ახ­ლავს, ჩვენს შო­რის სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და და მო­უთ­მენ­ლად ველი ანის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, რომ ერ­თად უამ­რა­ვი კარ­გი მო­გო­ნე­ბა და­ვაგ­რო­ვოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს კო­მენ­ტარს და­თოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­სა­უბ­რე იმა­ზე თუ რა­ტომ გა­უ­ად­ვილ­და ჩემი აზ­რით, და­თოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ვფიქ­რობ, იმი­ტომ გა­და­მიყ­ვა­ნა შემ­დეგ ტურ­ში, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, ეს მო­მენ­ტე­ბი სი­უ­ჟეტ­ში არ მოხ­ვდა და ასე და­მო­უ­კი­დებ­ლად ნამ­დვი­ლად ცუ­დად გა­მოჩ­ნდა, რის­თვი­საც ბო­დი­ში, პირ­ველ რიგ­ში, ანის.

არ­ცერ­თი პრო­ცენ­ტი­თაც არ ვთვლი, რომ ანი ჩემ­ზე სუს­ტი მო­ნა­წი­ლე იყო. და­მერ­წმუ­ნეთ, ნე­ბის­მი­ე­რი კონ­კურ­სი ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლია ჩვენ­თვის, კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის. თხოვ­ნა მაქვს ყვე­ლას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან: ისი­ა­მოვ­ნეთ კარ­გი პერ­ფორ­მან­სე­ბით, კარ­გი შო­უ­ე­ბით, რო­მელ­საც ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე დებს თქვენ­თვის, მა­ყუ­რებ­ლის­თვის. დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, მთე­ლი გუ­ლით მინ­და ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბით გა­მოს­ვლა ჩვენ ყვე­ლას ერთი რამ გვა­კავ­ში­რებს, ეს არის მუ­სი­კა...

ირუ ხე­ჩა­ნო­ვი, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, ჰყავს მშობ­ლე­ბი და და-ძმა...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2023 წლის ევ­რო­ვი­ზია, უკ­რა­ი­ნა­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, რად­გან გა­სულ წელს კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სწო­რედ უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯგუ­ფი გახ­და. სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ევრო­ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი BBC იქ­ნე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რეც, რათა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ქვეყ­ნის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბიც იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. უკ­რა­ი­ნა, რო­გორც 2022 წლის ევ­რო­ვი­ზი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, დიდ ხუ­თე­ულ­თან ერ­თად ფი­ნალ­ში, ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რის გა­რე­შე მოხ­ვდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ თო­თხმეტ­ჯერ მო­ნა­წი­ლე­ობ­და და უკვე ექ­ვსი წე­ლია, რაც ქვე­ყა­ნა კონ­კურ­სის ფი­ნალს მიღ­მა რჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გად კვლავ მე-9 ად­გი­ლი რჩე­ბა, რო­მე­ლიც 2010 წელს სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, 2011-ში კი ჯგუფ­მა Eldrine და­ი­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
2

დარსმელიძე ვისზე ლაპარაკობს? მაგის ქმარს, რომელიც ცოცხლად ვერ მღერის და ამდენი ნიჭიერი მომღერლის ფონზე წლის საუკეთესო მომღერლის ტიტული რომ გადასცეს, მაშინ რატომ არ ამოიღო ხმა? ან მაშინ რატომ ღ "დაუწუნა" კოლეგებს ჩუმად ყოფნა??? ისე ვერ მიხვდით, რომ მნიშვნელობა არა აქვს ვინ წავა ან რას იმღერებს ევროვიზიაზე. ისეა "გაპოლიტიზირებული" და თავისი კანონებით მოქმედებს, არავინ საქართველოს არ გაამარჯვებინებს, მით უმეტეს წელს, განსაკუთრებით ასეთი ოპოზიციური "ანტირეკლამის" შემდეგ. მე ვფიქრობ საერთოდ აზრიც არ აქვს ჩვენს მონაწილეობას...

ეკა
5

რა შუაშკა რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება ? ლამაზია, მიზანდასახული და მაქსიმალური გააკეთა , შემდეგ კუხიანიძემაც "პაწა მიეხმარა" და შექმნეს პროდუქტი - ნუ ხარისხზე ყურები გაქვთ და განსაჯეთ. გემოვნებაზეც დაობენ - ამაზე პოსტმოდერნი უკვე დიდი ...ხანია რაც შეთანხმდა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

სკანდალი "ვოისის" გამარჯვებულის გარშემო: ვინ არის ირუ ხეჩანოვი და რატომ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი - "საკმაოდ გამომწვევი ადამიანი ვარ, არ ვარ მორიდებული"

სკანდალი "ვოისის" გამარჯვებულის გარშემო: ვინ არის ირუ ხეჩანოვი და რატომ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი - "საკმაოდ გამომწვევი ადამიანი ვარ, არ ვარ მორიდებული"

მეგაშოუ "ვოისის" გამარჯვებული 22.8%-ით 21 წლის ირუ ხეჩანოვი გახდა. 2023 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე საქართველოს ის წარადგენს. გამარჯვებული მაყურებელთა ხმების რაოდენობით გამოვლინდა.

ხეჩანოვის მენტორი დათო ფორჩხიძე გახლდათ. მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი კონკურსანტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ვოისში“ გამარჯვებით მოიპოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს ახალგაზრდა მუსიკოსი ევროვიზიაზე.

ირუ ხეჩანოვი წლების წინ, საბავშვო ჯგუფ „ქენდის“ წევრი გახლდათ. 2011 წელს ჯგუფმა საქართველოს საბავშვო "ევროვიზიაზე" მეორე გამარჯვება მოუტანა.

"ვოისში“ გამარჯვების შემდეგ, კონკურსანტი სოციალურ ქსელში წერს:

"ყველაფერს ვიზამ, რომ გასახელოთ "ევროვიზიაზე"... მთავარი ბრძოლა წინ არის და თქვენი გვერდში დგომა ისევ ძალიან მჭირდება... მადლობა კიდევ ერთხელ".

  • უამრავი მილოცვის მიუხედავად, გოგონას გამარჯვებას ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. ცუდ შეფასებებს ღიად უწერენ, პირად გვერდზეც...

"ყრუ არავინაა და მით უმეტეს, დებილი, რომ ვერ ვხვდებოდეთ, როგორ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ფინალში. შენ თვითონაც არ უნდა იყო თანახმა ასეთ გამარჯვებაზე, მაგრამ ადამიანია და ბუნება. ხალხის რეაქციები ნახე პოსტებზე და მიხვდები დანარჩენს...“

"შეგერგოს ეგეთი მოსყიდული გამარჯვება..."

მუსიკოსი მაია დარსმელიძე, "ვოისის" ფინალს გამოეხმაურა. მისი მეუღლე, სტეფანე მღებრიშვილი პროექტში ერთ-ერთი მენტორი იყო.

"ხოო, აქა-იქიდან ჩიტებს მოაქვს ამბავი რაღაც გამზადებულ სიმღერაზე და ერთი წლით ადრე ჩაფიქრებულ “პროექტზე”. და აი ეს ერთმანეთზე უკეთესი მართლა საოცარი შემსრულებლები ამ ვიღაცის პროექტის ანტურაჟად მოიყვანეთ?!!! და ვიღაცის ხუშტურის დეკორად აქციეთ?! (რომ არ დაიბნეთ, ამ კონკრეტულ პოსტში პროექტ "ვოისს” არა, ვოისში "პროდიუსერის" მიტანილ "პროექტს" ვგულისხმობ, აიიი, ევროვიზიაზე, რაც უნდა გაიტანონ - იმას) ხო, ვინმემ ოდესმე ხომ უნდა თქვას, სანამ კოლექტიურ-კოლეგიალური და**ვება გჭირთ და სიმართლის თქმა გიტყდებათ…

(აქაც რომ არ დაიბნეთ, ვიტყვი, რომ ჩემ კომფორტულად გასუსულ კოლეგებს ვგულისხმობ და არა კონკურსანტებს). ყველა სიკეთესთან ერთად გოიმ პროდიუსერზე საზარელი არაფერია. ეგ კრიმინალია ჩემთვის. მოაშორეთ მთელი ეს გოიმფართი და იქნებ გვეშველოს ოდესმე".

ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

- დავივიწყეთ ხელოვნული ინტელექტი. "ვოისის“ კონკურსზე გაიმარჯვა და საქართველოს ევროვიზიაზე ირუ ხეჩანოვი წარადგენს. გესმით ხეჩანოვი, საქართველოს! აბა წავიდა, დასცხეთ...".

კონკურსის განმავლობაში გოგონა აქტიური იყო საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხი ხალხის ჯგუფებშიც....

კონკურსამდე რამდენიმე საათით ადრე კი ხეჩანოვი სკანდალში გაეხვა, რის გამოც, მოგვიანებით განმარტების გაკეთება მოუწია. ვიდეოში, რომელიც ფინალის წინ გავრცელდა, ხეჩანოვმა გოგონა, რომელიც მასთან ერთად იდგა რინგზე, არც ისე სასიამოვნოც მოიხსენია, თუმცა მოგვიანებით მომხდარი ახსნა...

ვიდეოში ხეჩანოვი ამბობს:

- 2016 წლიდან კონკურსის გამოცდილება არ მქონია. მაქსიმალისტი ვარ და "ვოისში" მოსვლისას, მინდოდა ოთხივე მენტორი შემომეტრიალებინა, მაგრამ მხოლოდ სამი შემოტრიალდა. ვფიქრობ, რომ დათო ფორჩხიძესა და მე ერთნაირად გვაქვს მიზნები დასახული. მე ამ პროექტში მოვედი მოსაგებად.

ვფიქრობ, რომ ანი საკმაოდ მარტივი კონკურენტი იყო რინგის დროს. რაც შეეხება დათოს არჩევანს, როგორც თვითონ იძახდა, გაუჭირდა, არ უნდა გაჭირვებოდა არჩევანის გაკეთება.

საკმაოდ გამომწვევი ადამიანი ვარ, არ ვარ მორიდებული, თავისუფალი ვარ და მგონია, ისეთს აღქმიქვამენ, როგორიც ვარ. "ვოისში" მოვედი როგორც სახელი ირუ, როგორც თავისუფალი პერფორმერი.

სულ მეუბნებიან მონაწილეები, წელს დაგვითმე, შენ ხომ უკვე ერთხელ მოიგე "ევროვიზია“. მე „ევროვიზიაზე“ წინ ვარ სხვა კონკურსანტებთან შედარებით. დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული და მახარებს ეს მომენტი. კი მინდა, რომ გამოსცადონ სხვა მომღერლებმა, რა არის "ევროვიზია", მაგრამ წელს არა.

ვიდეოზე უარყოფითი შეფასებების შემდეგ, ხეჩანოვს ვრცელი განმარტების გაკეთება მოუწია.

- მაყურებლის აზრს ძალიან დიდ პატივს ვცემ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ, ამიტომ გულწრფელად მინდა ავხსნა ჩემი ნააზრევი. მესმის, ხანგრძლივობიდან გამომდინარე ყველაფერი, რაც ვისაუბრე ვერ ჩაჯდებოდა ინტერვიუში, ამიტომ, მინდა ვრცლად დავწერო თუ რა იგულისხმებოდა ჩემს ნათქვამში.

მე და ანი ძალიან დავმეგობრდით კონკურსის პერიოდში და რინგის რთული ეტაპი, სწორედ ანის კარგმა ხასიათმა, კომფორტულობამ და დამოკიდებულებამ გამიმარტივა. ის დაძაბულობა, რაც მსგავს კონკურსებს ახლავს, ჩვენს შორის საერთოდ არ არსებობდა და მოუთმენლად ველი ანის გამოჯანმრთელებას, რომ ერთად უამრავი კარგი მოგონება დავაგროვოთ.

რაც შეეხება ჩემს კომენტარს დათოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვისაუბრე იმაზე თუ რატომ გაუადვილდა ჩემი აზრით, დათოს გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, იმიტომ გადამიყვანა შემდეგ ტურში, რომ გაითვალისწინა ჩემი გამოცდილება კონკურსებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს მომენტები სიუჟეტში არ მოხვდა და ასე დამოუკიდებლად ნამდვილად ცუდად გამოჩნდა, რისთვისაც ბოდიში, პირველ რიგში, ანის.

არცერთი პროცენტითაც არ ვთვლი, რომ ანი ჩემზე სუსტი მონაწილე იყო. დამერწმუნეთ, ნებისმიერი კონკურსი ძალიან სტრესულია ჩვენთვის, კონკურსანტებისთვის. თხოვნა მაქვს ყველასთან, განსაკუთრებით ჩემს გულშემატკივრებთან: ისიამოვნეთ კარგი პერფორმანსებით, კარგი შოუებით, რომელსაც ყველა მონაწილე დებს თქვენთვის, მაყურებლისთვის. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მთელი გულით მინდა ყველა მონაწილეს ვუსურვო წარმატებით გამოსვლა ჩვენ ყველას ერთი რამ გვაკავშირებს, ეს არის მუსიკა...

ირუ ხეჩანოვი, თბილისში ცხოვრობს, ჰყავს მშობლები და და-ძმა...

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ევროვიზია, უკრაინაში უნდა გამართულიყო, რადგან გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული სწორედ უკრაინული ჯგუფი გახდა. საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროფესტივალის ორგანიზატორი გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC იქნება. ამის მიუხედავად, პროცესში აქტიურად ჩაერთვება უკრაინული მხარეც, რათა ღონისძიებაზე ქვეყნის მახასიათებელი ელემენტებიც იყოს წარმოდგენილი. უკრაინა, როგორც 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული, დიდ ხუთეულთან ერთად ფინალში, ნახევარფინალური ტურის გარეშე მოხვდება.

საქართველო „ევროვიზიაზე“ თოთხმეტჯერ მონაწილეობდა და უკვე ექვსი წელია, რაც ქვეყანა კონკურსის ფინალს მიღმა რჩება. საქართველოს საუკეთესო შედეგად კვლავ მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011-ში კი ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.