სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება განახლებული "ვარკეთილის" მეტროსადგური 2 თვის შემდეგ
როგორი იქნება განახლებული "ვარკეთილის" მეტროსადგური 2 თვის შემდეგ

ვარ­კე­თი­ლის მეტ­რო­სად­გუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 9 თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყე­ბა და 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, მეტ­რო­სად­გუ­რის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 13.4 მლნ ლარი დაჯ­დე­ბა.

"ვი­წყებთ ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს. გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი წინა მე­რის პი­რო­ბებ­ში იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა გვახ­სოვს ჩვენ თუ რა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი მოხ­და ვარ­კე­თი­ლის მეტ­რო­ში, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ჭე­რის ჩა­მონ­გრე­ვა. მას შემ­დეგ ვერ მო­ხერ­ხდა ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. იყო ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლებს აღ­ნიშ­ნულ სა­მუ­შა­ო­ებს არის „ბადა კონ­სტრაქ­შე­ნი“, რო­მე­ლიც ასე­ვე, ავ­ლაბ­რის მეტ­როს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­საც ახორ­ცი­ე­ლებს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 13,4 მლნ ლარს შე­ად­გენს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სად­გუ­რის ინ­ტე­რი­ე­რი­სა და შიდა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. მათ შო­რის, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი აზ­ბეს­ტის ჭე­რის დე­მონ­ტა­ჟი და ახა­ლი ჭე­რის მო­წყო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მა­სა­ლე­ბით. კომ­პა­ნია სა­მუ­შა­ო­ებს და­ი­წყებს 9 თე­ბერ­ვალს და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყვე­ლა დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბი­თა და სტან­დარ­ტე­ბით.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ვადა გა­ნი­სა­ზღვრა 18 თვით. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხუ­ლის­თვის უნდა იყოს დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს დაბ­ლა ბა­ქან­სა და დახ­რილ გვი­რაბ­ში აზ­ბეს­ტის ჭე­რის უსაფრ­თხო დე­მონ­ტა­ჟი/მონ­ტა­ჟის სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის მეტ­რო­სად­გუ­რის და­კეტ­ვა მოგ­ვი­წევს და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვით, ივ­ნი­სი-აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში. მეტ­რო­სად­გუ­რის და­კეტვის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ და ვეც­დე­ბით, რომ ვარ­კე­თი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბას სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზე­ბი და­ვა­მა­ტოთ, სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბით, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყოთ ხელი მგზავ­რე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მის­ვლას“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

  • თბი­ლი­სის მე­რია აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი მეტ­რო­სად­გუ­რი:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშა
0

ავლაბარი???

ნანა
0

დიდ დიღომში იქნებ მეტრო სადგური გააკეთოთ, ვეღარ შევდივართ და გამოვდივართ დიდი დიღმიდან იმდენი მანქანა და ავტობუსი მოძრაობს. კორპუსების მშენებლობა კი არ წყდება, მალე მთლად პარალიზებული გახდება დიდი დიღომი, გთხოვთ რამე გვიშველეთ ბატონო კახი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორი იქნება განახლებული "ვარკეთილის" მეტროსადგური 2 თვის შემდეგ

როგორი იქნება განახლებული "ვარკეთილის" მეტროსადგური 2 თვის შემდეგ

ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია 13.4 მლნ ლარი დაჯდება.

"ვიწყებთ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარკვეული სამუშაოები წინა მერის პირობებში იყო განხორციელებული, თუმცა გვახსოვს ჩვენ თუ რა სავალალო შედეგი მოხდა ვარკეთილის მეტროში, მხედველობაში მაქვს ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების განხორციელება. იყო ძალიან ბევრი პრობლემა კომპანიებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით.

კომპანია, რომელიც შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს არის „ბადა კონსტრაქშენი“, რომელიც ასევე, ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. მათ შორის, განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს და განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმებითა და სტანდარტებით.

სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 18 თვით. აღნიშნული პროექტი მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა იყოს დასრულებული. ვარკეთილის მეტროს დაბლა ბაქანსა და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი/მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგურის დაკეტვა მოგვიწევს დაახლოებით, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში. მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ ვარკეთილის მიმართულებას სამარშრუტო ხაზები დავამატოთ, სათანადო რაოდენობის ავტობუსებით, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრების დანიშნულების ადგილამდე მისვლას“, - განაცხადა კალაძემ.

  • თბილისის მერია აქვეყნებს ფოტოებს, თუ როგორი იქნება რეაბილიტირებული მეტროსადგური: