პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენი ოცნების ავტომობილი" - "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" ხატვის გლობალურ კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია მიმდინარეობს
"შენი ოცნების ავტომობილი" - "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" ხატვის გლობალურ კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია მიმდინარეობს

ბავ­შვე­ბის წარ­მო­სახ­ვით შექ­მნი­ლი მო­მავ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი - სწო­რედ ამ თე­მა­ტი­კას ეთ­მო­ბა „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ ხატ­ვის გლო­ბა­ლუ­რი კონ­კურ­სი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტაც“ უერ­თდე­ბა.

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ყვე­ლა ბავ­შვს შე­უძ­ლია, რო­მელ­თა ასა­კი 15 წელს არ აღე­მა­ტე­ბა. სა­კონ­კურ­სო ნა­მუ­შე­ვა­რი და შევ­სე­ბუ­ლი სა­აპ­ლი­კა­ციო ფორ­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა 10 თე­ბერ­ვლამ­დე „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა­ში“ უნდა წა­რად­გი­ნონ.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 3 ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან. კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი ად­გი­ლობ­რივ კონ­კურ­სში თითო კა­ტე­გო­რი­ა­ში 3 გა­მარ­ჯვე­ბულს გა­მო­ავ­ლენს.

თეა მან­ჯა­ვი­ძე, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: „ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ამ კონ­კურ­სით შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს გა­ვაც­ნოთ. ბავ­შვებს შე­უძ­ლი­ათ, თა­ვი­ან­თი ფან­ტა­ზი­ით და­ხა­ტონ ოც­ნე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი და გლო­ბა­ლუ­რი კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გახ­დნენ. მსოფ­ლიო ფი­ნალ­ში მო­სახ­ვედ­რად მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჯერ ად­გი­ლობ­რივ კონ­კურ­სში უნდა გა­ი­მარ­ჯვონ. კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი თი­თო­ე­ულ კა­ტე­გო­რი­ა­ში 3 ნა­მუ­შე­ვარს შე­არ­ჩევს. „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ მიერ შერ­ჩე­უ­ლი 3 სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი კი მსოფ­ლიო კონ­კურ­სზე წარ­დგე­ბა, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა“.

ჟი­უ­რის მიერ შერ­ჩე­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სდე­ბა, ხოლო მათ ავ­ტო­რებს ცენ­ტრის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი გა­და­ე­ცე­მათ. რაც შე­ე­ხე­ბა გლო­ბა­ლურ კონ­კურსს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა საპ­რი­ზო კა­ტე­გო­რი­აა და­წე­სე­ბუ­ლი.

ტო­ი­ო­ტას „ოც­ნე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლის“ ხატ­ვის კონ­კურ­სი წელს უკვე მე-16-დ ტარ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რივ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 2023 წლის მარ­ტში გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან, ხოლო მსოფ­ლიო კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბი Toyota Dream Car Art Contest-ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­მო­ცხად­დე­ბა.

ტო­ი­ო­ტას ხატ­ვის გლო­ბა­ლურ კონ­კურსს, რო­მელ­შიც ყო­ველ­წლი­უ­რად მსოფ­ლი­ოს 100-ამდე ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოც უკვე მე­თექ­ვსმე­ტე წე­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლად უერ­თდე­ბა.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა“ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე 2014 წლი­დან ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნია მო­ნობ­რენ­დუ­ლია და მისი მომ­სა­ხუ­რე­ბა მთლი­ა­ნად ტო­ი­ო­ტას ბრენ­დის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ტო­ი­ო­ტას უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებს, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ორი­გი­ნალ ავ­ტო­სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლებს, აქ­სე­სუ­ა­რებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბას. სერ­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი­თა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"შენი ოცნების ავტომობილი" - "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" ხატვის გლობალურ კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია მიმდინარეობს

"შენი ოცნების ავტომობილი" - "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" ხატვის გლობალურ კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია მიმდინარეობს

ბავშვების წარმოსახვით შექმნილი მომავლის ავტომობილები - სწორედ ამ თემატიკას ეთმობა „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ ხატვის გლობალური კონკურსი, რომელსაც საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“ უერთდება.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს შეუძლია, რომელთა ასაკი 15 წელს არ აღემატება. საკონკურსო ნამუშევარი და შევსებული სააპლიკაციო ფორმა მონაწილეებმა 10 თებერვლამდე „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ უნდა წარადგინონ.

მონაწილეები 3 ასაკობრივ კატეგორიაში გაერთიანდებიან. კომპეტენტური ჟიური ადგილობრივ კონკურსში თითო კატეგორიაში 3 გამარჯვებულს გამოავლენს.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ძალიან გვიხარია, რომ ამ კონკურსით შესაძლებლობა გვაქვს, ქართველი ბავშვების ნამუშევრები მსოფლიოს გავაცნოთ. ბავშვებს შეუძლიათ, თავიანთი ფანტაზიით დახატონ ოცნების ავტომობილი და გლობალური კონკურსის მონაწილეები გახდნენ. მსოფლიო ფინალში მოსახვედრად მონაწილეებმა ჯერ ადგილობრივ კონკურსში უნდა გაიმარჯვონ. კომპეტენტური ჟიური თითოეულ კატეგორიაში 3 ნამუშევარს შეარჩევს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ შერჩეული 3 საუკეთესო ნამუშევარი კი მსოფლიო კონკურსზე წარდგება, რომელიც იაპონიაში გაიმართება“.

ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრები „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ვებგვერდზე განთავსდება, ხოლო მათ ავტორებს ცენტრისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ. რაც შეეხება გლობალურ კონკურსს, გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაა დაწესებული.

ტოიოტას „ოცნების ავტომობილის“ ხატვის კონკურსი წელს უკვე მე-16-დ ტარდება. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებულები 2023 წლის მარტში გამოვლინდებიან, ხოლო მსოფლიო კონკურსის შედეგები Toyota Dream Car Art Contest-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 2023 წლის აგვისტოში გამოცხადდება.

ტოიოტას ხატვის გლობალურ კონკურსს, რომელშიც ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ამდე ქვეყანა მონაწილეობს, საქართველოც უკვე მეთექვსმეტე წელია ტრადიციულად უერთდება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

NS