მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იუვენტუსი" და მისი ყოფილი მენეჯმენტი მკაცრად დასაჯეს - რა ელის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის": პროკურორს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი აეჭვებს
"იუვენტუსი" და მისი ყოფილი მენეჯმენტი მკაცრად დასაჯეს - რა ელის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის": პროკურორს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი აეჭვებს

20 იან­ვარს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იტა­ლი­ის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რო­რის მო­თხოვ­ნა, და­ჯა­რიმ­დეს ტუ­რი­ნის "იუ­ვენ­ტუ­სი“ ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის გამო.

ლა­პა­რა­კია გუნ­დის­თვის სე­რია A-ს სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში 15 ქუ­ლის ჩა­მოკ­ლე­ბა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად პრო­კუ­რო­რი და­ჯა­რი­მე­ბას 9 ქუ­ლით ითხოვ­და, თუმ­ცა საქ­მის კი­დევ ერთხელ გა­და­ხედ­ვის შემ­დეგ, 15 ქულა მო­ი­თხო­ვა. ქუ­ლე­ბის დაკ­ლე­ბის გარ­და, იტა­ლი­ურ­მა სა­სა­მარ­თლომ კლუ­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბიც და­სა­ჯა. ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ან­დრეა ანი­ე­ლი და სპორ­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რი მა­უ­რი­ციო არი­ვა­ბე­ნე - 2-2 წლით, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი პა­ველ ნედ­ვე­დი - 8 თვით, დი­რექ­ტო­რი ფა­ბიო პა­რა­ტი­ჩი - 2,5 წლით, ხოლო ფე­დე­რი­კო კე­რუ­ბი­ნი 1 წლით ჩა­მო­ა­შო­რეს სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბას.

  • მოკ­ლედ მო­გიყ­ვე­ბით რაში მდგო­მა­რე­ობს პრობ­ლე­მა:

სი­ნამ­დვი­ლე­ში "ბე­ბერ ქალ­ბა­ტონს“ პრო­კუ­რო­რი ჯერ კი­დევ 2020 წლი­დან "ამუ­შა­ვებ­და“. ამ ეტაპ­ზე საქ­მე მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, გუნდს სე­რია B-ში არა­ვინ გაგ­ზავ­ნი­და. სპორ­ტულ სა­სა­მარ­თლოს­თან საქ­მის გარ­ჩე­ვა კი 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე დას­რულ­და. იმ­ჟა­მად გუნ­დი სრუ­ლად გა­ა­მარ­თლეს.

"იუ­ვენ­ტუსს“ ოთხი მუხ­ლით ედა­ვე­ბოდ­ნენ:

ტუ­რი­ნის "იუ­ვენ­ტუსს" სა­ბუ­ღალ­ტრო აღ­რი­ცხვის გა­ყალ­ბე­ბას ედა­ვე­ბი­ან. ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, "იუვე“ ბო­რო­ტად იყე­ნებ­და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის პრო­ცესს (ფეხ­ბურ­თე­ლის გა­ყიდ­ვი­დან მო­გე­ბა ან­გა­რიშ­ში და­უ­ყო­ნებ­ლივ და მთლი­ა­ნად აი­სა­ხე­ბა, ხოლო ფეხ­ბურ­თე­ლის შე­ძე­ნი­სას გა­სა­ვა­ლი მთე­ლი კონ­ტრაქ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა) და არარ­სე­ბულ მო­გე­ბას აგე­ნე­რი­რებ­და. გუნ­დი ჯან­სა­ღი აქ­ტი­ვის ილუ­ზი­ას ქმნი­და, სა­ნამ "იუ­ვენ­ტუ­სის" აწ უკვე გა­დამ­დგა­რი პრე­ზი­დენ­ტი ან­დრეა ანი­ე­ლი რე­ა­ლურ ფულს სა­ბაზ­რო მე­ქა­ნიზ­მებ­ში აბან­დებ­და...

ან­დრეა ანი­ე­ლი

კა­პი­ტა­ლის ზრდა გუნდს და­ეხ­მა­რა პან­დე­მი­უ­რი კრი­ზი­სის გა­და­ტა­ნა­ში და ასე­ვე, ბა­ლან­სის გა­თა­ნაბ­რე­ბა­ში, რო­დე­საც რო­ნალ­დოს ას­ტრო­ნო­მი­ულ ხელ­ფასს უხ­დი­და. კლუ­ბი იმა­ზე მეტს ხარ­ჯავ­და, ვიდ­რე გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და, თუმ­ცა ისე იქ­ცე­ო­და და ან­გა­რი­შებს ისე ასა­ხავ­და, თით­ქოს პი­რი­ქით იყო.

თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის, 2020 წელს "იუ­ვენ­ტუს­მა“ "ბარ­სე­ლო­ნას" პი­ა­ნი­ჩი არ­ტუ­რო­ში "გა­უც­ვა­ლა“.

პი­ა­ნიჩ­ში კა­ტა­ლო­ნი­ე­ლებ­მა 60 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­და­ი­ხა­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ბი­უ­ჯეტ­ში აი­სა­ხა + 60 მი­ლი­ო­ნი. "ბარ­სა­დან“ ტუ­რი­ნე­ლებ­მა არ­ტუ­რო იყი­დეს 76 მი­ლი­ონ ევ­როდ. გა­მო­დის, რომ რე­ა­ლუ­რად "იუ­ვენ­ტუს­მა“ 16 მი­ლი­ო­ნი ევ­რო­თი მეტი გა­და­ი­ხა­და. გა­რი­გე­ბა მი­ნუს­ში წა­ვი­და.

თუმ­ცა...

იტა­ლი­ე­ლებ­მა 15.2 მი­ლი­ო­ნი გა­და­უ­ხა­დეს ეს­პა­ნე­ლებს ანუ ფა­სის 1/5 და­ნარ­ჩენ ნა­წილს კი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­უხ­დი­ან.

გა­მო­დის, რომ რე­ა­ლუ­რად ტუ­რი­ნე­ლე­ბის ბი­უ­ჯე­ტი იმ კონ­კრე­ტუ­ლი მო­მენ­ტის­თვის 16 მი­ლი­ო­ნით კი არ და­ზა­რალ­და, არა­მედ 44.8 მი­ლი­ო­ნით შე­ივ­სო.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და პი­ა­ნი­ჩი უბ­რა­ლოდ გა­ეც­ვა­ლათ არ­ტუ­რო­ში და 16 მი­ლი­ო­ნი ევრო და­ე­მა­ტე­ბი­ნათ.

ამას ემა­ტე­ბა კი­დევ ერთი პუნ­ქტი, რო­მელ­საც "ბე­ბერ ქალ­ბა­ტონს“ აბ­რა­ლე­ბენ. პან­დე­მი­ის დროს კლუბ­მა ხელ­ფა­სე­ბი არ გას­ცა - თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ხელ­ფა­სე­ბის თან­ხა გა­სა­ვალ­შია. რო­გორც ირ­კვე­ვა, "იუ­ვენ­ტუ­სის" რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შემ უარი თქვა არა ოთხი თვის ხელ­ფას­ზე, არა­მედ მხო­ლოდ ერთი თვის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე. კლუბ­მა თავი იმარ­თლა იმით, რომ თით­ქოს ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ფული მი­ი­ღეს, თუმ­ცა ეს სა­ლა­როს მიღ­მა მოხ­და. ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­მაც არა­ლე­გა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტე­ბი გა­ა­ფორ­მეს, დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის საფრ­თხე მათ აგენ­ტებ­საც ემუქ­რე­ბათ.

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ ანი­ე­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა, ხოლო მისი ქო­ნე­ბის ყა­და­ღა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა ეს მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­და. შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე­ზე ისევ გაძ­ლი­ერ­და ზე­წო­ლა, მაგ­რამ კვლავ წა­რუ­მა­ტებ­ლად: მან ჩათ­ვა­ლა, რომ კა­პი­ტა­ლის ზრდა ფეხ­ბურთში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, ხოლო პან­დე­მი­ას შე­მარ­ბი­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა უწო­და.

სა­ბო­ლო­ოდ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს "იუ­ვენ­ტუ­სის" მე­ნე­ჯმენ­ტი გა­დად­გა. თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს პრე­ზი­დენ­ტმა ან­დრეა ანი­ე­ლიმ და მის­მა მო­ად­გი­ლემ, პა­ველ ნედ­ვედ­მა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, "იუ­ვენ­ტუსს“ აპე­ლა­ცი­ის უფ­ლე­ბა აქვს.

კი­დევ ერთი გუნ­დი, რო­მელ­მაც, შე­საძ­ლოა "იუ­ვეს“ ბედი გა­ი­ზი­ა­როს - ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას "ნა­პო­ლია“. პრო­კუ­რორ­მა ჯუ­ზე­პე ჩი­ნემ "ნა­პო­ლი­საც“ და­ად­გა თვა­ლი. ის ვიქ­ტორ ოსი­მე­ნის ტრანსფერს გა­მო­ი­ძი­ებს, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში ფრან­გუ­ლი "ლი­ლი­დან“ გა­და­ვი­და.

მას აქვს ეჭვი, რომ ნი­გე­რი­ე­ლის გა­დას­ვლა 52 მი­ლი­ო­ნი ევრო დაჯ­და, თან გა­რი­გე­ბა­ში თან­ხას "ნა­პო­ლის“ სამი ფეხ­ბურ­თე­ლიც და­ე­მა­ტა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ეჭ­ვობს, რომ ფი­ნან­სურ ან­გა­რიშ­გე­ბა­ში ფასი აწე­უ­ლია. პრო­კუ­რო­რი ოსი­მე­ნის ტრანსფერ­ში დარ­ღვე­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს შემ­დეგ 6 თვე­ში გა­მო­ი­ძი­ებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ნა­პო­ლი“ სე­რია A-ს 50 ქუ­ლით ლი­დე­რობს, ის მე­ო­რე­ად­გი­ლო­სან "მი­ლანს“ 12 ქუ­ლით უს­წრებს. "იუ­ვენ­ტუ­სი" კი ქუ­ლე­ბის ჩა­მოკ­ლე­ბის შე­დე­გად სა­ტურ­ნი­რო ცხრი­ლის მე-10 ად­გილ­ზე ჩა­მოქ­ვე­ით­და.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატო
2

მოკლედ იუვენტუსმა ჭკუა ვერ ისწავლა<

თუმცა იქ სადაც დიდი ფული ტრიალებს ვის უსწავლია რამე წარსულიდან<<<

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"იუვენტუსი" და მისი ყოფილი მენეჯმენტი მკაცრად დასაჯეს - რა ელის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის": პროკურორს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი აეჭვებს

"იუვენტუსი" და მისი ყოფილი მენეჯმენტი მკაცრად დასაჯეს - რა ელის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის": პროკურორს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი აეჭვებს

20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა, დაჯარიმდეს ტურინის "იუვენტუსი“ ფინანსური მაქინაციების გამო.

ლაპარაკია გუნდისთვის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 15 ქულის ჩამოკლებაზე.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პროკურორი დაჯარიმებას 9 ქულით ითხოვდა, თუმცა საქმის კიდევ ერთხელ გადახედვის შემდეგ, 15 ქულა მოითხოვა. ქულების დაკლების გარდა, იტალიურმა სასამართლომ კლუბის ყოფილი ხელმძღვანელებიც დასაჯა. ექსპრეზიდენტი ანდრეა ანიელი და სპორტული დირექტორი მაურიციო არივაბენე - 2-2 წლით, ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი - 8 თვით, დირექტორი ფაბიო პარატიჩი - 2,5 წლით, ხოლო ფედერიკო კერუბინი 1 წლით ჩამოაშორეს საფეხბურთო საქმიანობას.

  • მოკლედ მოგიყვებით რაში მდგომარეობს პრობლემა:

სინამდვილეში "ბებერ ქალბატონს“ პროკურორი ჯერ კიდევ 2020 წლიდან "ამუშავებდა“. ამ ეტაპზე საქმე მხოლოდ სამოქალაქო სასამართლოში განიხილებოდა, შესაბამისად, გუნდს სერია B-ში არავინ გაგზავნიდა. სპორტულ სასამართლოსთან საქმის გარჩევა კი 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდა. იმჟამად გუნდი სრულად გაამართლეს.

"იუვენტუსს“ ოთხი მუხლით ედავებოდნენ:

ტურინის "იუვენტუსს" საბუღალტრო აღრიცხვის გაყალბებას ედავებიან. ბრალდების თანახმად, "იუვე“ ბოროტად იყენებდა ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვის პროცესს (ფეხბურთელის გაყიდვიდან მოგება ანგარიშში დაუყონებლივ და მთლიანად აისახება, ხოლო ფეხბურთელის შეძენისას გასავალი მთელი კონტრაქტის განმავლობაში გრძელდება) და არარსებულ მოგებას აგენერირებდა. გუნდი ჯანსაღი აქტივის ილუზიას ქმნიდა, სანამ "იუვენტუსის" აწ უკვე გადამდგარი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი რეალურ ფულს საბაზრო მექანიზმებში აბანდებდა...

ანდრეა ანიელი

კაპიტალის ზრდა გუნდს დაეხმარა პანდემიური კრიზისის გადატანაში და ასევე, ბალანსის გათანაბრებაში, როდესაც რონალდოს ასტრონომიულ ხელფასს უხდიდა. კლუბი იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე გამოიმუშავებდა, თუმცა ისე იქცეოდა და ანგარიშებს ისე ასახავდა, თითქოს პირიქით იყო.

თვალსაჩინოებისთვის, 2020 წელს "იუვენტუსმა“ "ბარსელონას" პიანიჩი არტუროში "გაუცვალა“.

პიანიჩში კატალონიელებმა 60 მილიონი ევრო გადაიხადეს. შესაბამისად, ბიუჯეტში აისახა + 60 მილიონი. "ბარსადან“ ტურინელებმა არტურო იყიდეს 76 მილიონ ევროდ. გამოდის, რომ რეალურად "იუვენტუსმა“ 16 მილიონი ევროთი მეტი გადაიხადა. გარიგება მინუსში წავიდა.

თუმცა...

იტალიელებმა 15.2 მილიონი გადაუხადეს ესპანელებს ანუ ფასის 1/5 დანარჩენ ნაწილს კი 4 წლის განმავლობაში გადაუხდიან.

გამოდის, რომ რეალურად ტურინელების ბიუჯეტი იმ კონკრეტული მომენტისთვის 16 მილიონით კი არ დაზარალდა, არამედ 44.8 მილიონით შეივსო.

სინამდვილეში, მართებული იქნებოდა პიანიჩი უბრალოდ გაეცვალათ არტუროში და 16 მილიონი ევრო დაემატებინათ.

ამას ემატება კიდევ ერთი პუნქტი, რომელსაც "ბებერ ქალბატონს“ აბრალებენ. პანდემიის დროს კლუბმა ხელფასები არ გასცა - თუმცა გამოძიებული ხარჯების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ხელფასების თანხა გასავალშია. როგორც ირკვევა, "იუვენტუსის" რამდენიმე მოთამაშემ უარი თქვა არა ოთხი თვის ხელფასზე, არამედ მხოლოდ ერთი თვის ანაზღაურებაზე. კლუბმა თავი იმართლა იმით, რომ თითქოს ფეხბურთელებმა ფული მიიღეს, თუმცა ეს სალაროს მიღმა მოხდა. ფეხბურთელებთან ერთად, რომლებმაც არალეგალური კონტრაქტები გააფორმეს, დისკვალიფიკაციის საფრთხე მათ აგენტებსაც ემუქრებათ.

2022 წლის ოქტომბერში პროკურატურამ ანიელის დაპატიმრება, ხოლო მისი ქონების ყადაღა მოითხოვა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შემდეგ მოსამართლეზე ისევ გაძლიერდა ზეწოლა, მაგრამ კვლავ წარუმატებლად: მან ჩათვალა, რომ კაპიტალის ზრდა ფეხბურთში გავრცელებული პრაქტიკაა, ხოლო პანდემიას შემარბილებელი გარემოება უწოდა.

საბოლოოდ ნოემბრის ბოლოს "იუვენტუსის" მენეჯმენტი გადადგა. თანამდებობები დატოვეს პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და მისმა მოადგილემ, პაველ ნედვედმა.

როგორც ირკვევა, "იუვენტუსს“ აპელაციის უფლება აქვს.

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც, შესაძლოა "იუვეს“ ბედი გაიზიაროს - ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლია“. პროკურორმა ჯუზეპე ჩინემ "ნაპოლისაც“ დაადგა თვალი. ის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს გამოიძიებს, რომელიც იტალიაში ფრანგული "ლილიდან“ გადავიდა.

მას აქვს ეჭვი, რომ ნიგერიელის გადასვლა 52 მილიონი ევრო დაჯდა, თან გარიგებაში თანხას "ნაპოლის“ სამი ფეხბურთელიც დაემატა. სამართალდამცველი ეჭვობს, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ფასი აწეულია. პროკურორი ოსიმენის ტრანსფერში დარღვევის მტკიცებულებებს შემდეგ 6 თვეში გამოიძიებს.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლი“ სერია A-ს 50 ქულით ლიდერობს, ის მეორეადგილოსან "მილანს“ 12 ქულით უსწრებს. "იუვენტუსი" კი ქულების ჩამოკლების შედეგად სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე ჩამოქვეითდა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე