საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება" - როგორია საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
"ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება" - როგორია საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­გა­რე­ჯოს მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, მა­მუ­კა ოთი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დას­ხმი­სას დაჭ­რი­ლი ორი პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ხოლო მე­სა­მე, 24 წლის მა­მა­კა­ცი, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბა.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მძი­მე პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დი­ნა­მი­კა­ში უკე­თე­სია.

"ორი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დი­ლი­სათ­ვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ერთი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად მძი­მედ არის, დი­ნა­მი­კა­ში უკე­თე­სია, თუმ­ცა მისი ზო­გა­დი მდგო­მა­რო­ე­ბი­დან, ტრამ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბა და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას.

ამ­ჟა­მად, ჩვენ­თან სამი პა­ცი­ენ­ტი გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას.

ერთი პა­ცი­ენ­ტი თვა­ლის ტრამ­ვის გამო გა­და­ვი­და შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში და იმ კლი­ნი­კი­და­ნაც გა­წე­რი­ლია ბი­ნა­ზე, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. ერთი პა­ცი­ენ­ტი მსუ­ბუ­ქი ჭრი­ლო­ბე­ბით გა­წე­რი­ლია ჩვე­ნი კლი­ნი­კი­დან და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ოთი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვით­ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ავტორი:

"ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება" - როგორია საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება" - როგორია საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მესამე, 24 წლის მამაკაცი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში უკეთესია.

"ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დილისათვის დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკიდურესად მძიმედ არის, დინამიკაში უკეთესია, თუმცა მისი ზოგადი მდგომაროებიდან, ტრამვებიდან გამომდინარე მართვით სუნთქვაზე რჩება და მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

ამჟამად, ჩვენთან სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

ერთი პაციენტი თვალის ტრამვის გამო გადავიდა შესაბამის კლინიკაში და იმ კლინიკიდანაც გაწერილია ბინაზე, ამბულატორიულ მკურნალობაზე. ერთი პაციენტი მსუბუქი ჭრილობებით გაწერილია ჩვენი კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ამბულატორიულ მკურნალობაზე“, - განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.