პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვრივების ქალაქი" ინდოეთში - როგორ ცხოვრობენ უიმედობისა და ტანჯვისთვის განწირული ქალები, რომლებსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ, ოჯახები სახლიდან აძევებენ
"ქვრივების ქალაქი" ინდოეთში - როგორ ცხოვრობენ უიმედობისა და ტანჯვისთვის განწირული ქალები, რომლებსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ, ოჯახები სახლიდან აძევებენ

დაქვრი­ვე­ბა, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა უდი­დე­სი ტკი­ვი­ლია. ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის ეს არის მხარ­დამ­ჭერ­თან, ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო თა­ნამ­გზავ­რთან გან­შო­რე­ბა, ხოლო ინ­დო­ეთ­ში - მე­უღ­ლის სიკ­ვდი­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის და­კარ­გვას ნიშ­ნავს. ქვეყ­ნის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში ქა­ლებს, დაქვრი­ვე­ბის შემ­დეგ, უსარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ და დევ­ნი­ან. მათ რი­ყა­ვენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი შორ­დე­ბი­ან, სა­კუ­თარ შვი­ლებ­საც კი შე­უძ­ლი­ათ დაქვრი­ვე­ბუ­ლი დედა სახ­ლი­დან გა­ა­ძე­ვონ.

ინ­დო­ე­თის ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ქვრი­ვე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფილ­ნი და შერ­ცხვე­ნილ­ნი არი­ან, რად­გან ქმა­რი ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს და ოჯახ­ში მათი ად­გი­ლი აღა­რაა. ამ­გვა­რი გა­გე­ბა ინ­დუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს და დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

ქა­ლე­ბი, ხში­რად მო­ხუ­ცე­ბი და და­უძ­ლუ­რე­ბულ­ნი, ქუ­ჩა­ში რჩე­ბი­ან სა­არ­სე­ბო წყა­როს გა­რე­შე. დაქვრი­ვე­ბულ ახალ­გაზ­რდა ინ­დო­ელ ქა­ლებს ზოგ­ჯერ ახ­ლობ­ლე­ბი სახ­ლში აბ­რუ­ნე­ბენ, მაგ­რამ უფ­როს თა­ო­ბას წა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვს.

  • ამი­ტომ, ათა­სო­ბით ქალი მი­დის წმინ­და ქა­ლაქ ვრინ­და­ვან­ში, რო­მე­ლიც დღეს ცნო­ბი­ლია რო­გორც "ქვრივ­თა ქა­ლა­ქი." მათ სჯე­რათ, რომ ვრინ­და­ვა­ნი ოდეს­ღაც კრიშ­ნას საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი იყო და ამ ქა­ლაქ­ში და­ღუ­პუ­ლი ქვრი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა "სირ­ცხვი­ლის­გან“ და მო­მა­ვალ­ში "იგი­ვეს აღარ გა­ი­მე­ო­რებს."

ვრინ­და­ვა­ნი მდი­ნა­რე ია­მუ­ნას ნა­პი­რას, უტარ-პრა­დე­შის შტატ­ში მდე­ბა­რე­ობს, გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, აქ ღვთა­ე­ბა კრიშ­ნამ ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დი გა­ა­ტა­რა. ქა­ლაქ­ში ასო­ბით ტა­ძა­რია. ვრინ­და­ვა­ნი ასე­ვე ცნო­ბი­ლია რო­გორც "ქვრი­ვე­ბის ქა­ლა­ქი," იქ მცხოვ­რე­ბი ათა­სო­ბით ქვრი­ვის გამო, რომ­ლე­ბიც თავ­შე­სა­ფარს ეძე­ბენ. ინ­დუ­ის­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ქვრი­ვებ­მა არ შე­იძ­ლე­ბა იქორ­წი­ნონ, მათ დარ­ჩე­ნი­ლი წლე­ბი სუ­ლი­ერ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უნდა და­უთ­მონ. ტაძ­რებ­ში ბჰა­ჯა­ნე­ბის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბის სიმ­ღე­რის სა­ნაც­ვლოდ, ქა­ლებს აპუ­რე­ბენ და ცო­ტა­ო­დენ ფულ­საც აძ­ლე­ვენ, რათა გა­დარ­ჩნენ.

რე­ა­ლუ­რად კი, ქა­ლებს სჯე­რათ, რომ ვრინ­და­ვან­ში მათ სულ სხვა ცხოვ­რე­ბა ელო­დე­ბათ. მხო­ლოდ იქ ჩას­ვლის შემ­დეგ ხვდე­ბი­ან, რომ ეს მხო­ლოდ ილუ­ზი­აა. ფუ­ლი­სა და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის გა­რე­შე ისი­ნი ქუ­ჩა­ში რჩე­ბი­ან. ქა­ლაქ­ში არ­სე­ბობს ხუ­თამ­დე თავ­შე­სა­ფა­რი ქვრი­ვი ქა­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ მათი რი­ცხვი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ეს საკ­მა­რი­სი არ არის. ბოლო კვლე­ვე­ბით, ვრინ­და­ვა­ნი 5-10 ათა­სამ­დე ქვრი­ვის სახ­ლი გახ­და.

ვი­საც გა­უ­მარ­თლებს, თავ­შე­საფ­რებ­ში ხვდე­ბა, ზოგს მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა გან­წი­რუ­ლია - კი არ ცხოვ­რობს, არა­მედ მხო­ლოდ არ­სე­ბობს. ქვრი­ვებს უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ რი­გი­თი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, არ იღე­ბენ სამ­სა­ხურ­ში და რჩე­ბათ მხო­ლოდ ერთი გზა, მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნა და და­ძი­ნე­ბა ტაძ­რე­ბის ია­ტაკ­ზე, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში ბევ­რია.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქვრი­ვებ­მა და­ი­წყეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბა. ვრინ­და­ვა­ნი იქცა ად­გი­ლად, სა­დაც ისი­ნი იძე­ნენ ახალ ოჯა­ხებს და ახალ მე­გობ­რებს - ერ­თმა­ნე­თის სა­ხით. შე­იძ­ლე­ბა კი, ეს მათ ცხოვ­რე­ბას უად­ვი­ლებ­დეს? - ნა­წი­ლობ­რივ, დიახ.

მათ არ აქვთ უფ­ლე­ბა გა­ღი­მე­ბის, არ შე­უძ­ლი­ათ ჩა­იც­ვან ფე­რა­დი, ბრჭყვი­ა­ლა ტან­საც­მე­ლი. აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ გემ­რი­ე­ლი საჭ­მლის მირ­თმე­ვა, რო­მე­ლიც შე­ზა­ვე­ბუ­ლია სა­ნე­ლებ­ლე­ბით, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ამან მათ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა გა­აღ­ვი­ძოს.

აქ­ტი­ვის­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, მაგ­რამ მათი ძალა საკ­მა­რი­სი არ არის. ქვრი­ვებს თა­ვი­დან ას­წავ­ლი­ან ღი­მილს, უწე­ვენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას და ცდი­ლო­ბენ უპო­ვონ სა­მუ­შაო - მა­გა­ლი­თად, და­ა­კა­ვონ კა­ლა­თე­ბის ქსო­ვით, რათა საკ­ვე­ბის ფული მა­ინც გა­მო­ი­მუ­შა­ვონ. მაგ­რამ ქა­ლე­ბი ისე არი­ან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ტან­ჯვას, რომ ეს მათი (დის)კომ­ფორ­ტის ზო­ნად იქცა, სა­ი­და­ნაც, გა­მოს­ვლა აღარ უნ­დათ.

რა თქმა უნდა, ინ­დო­ეთ­ში ყვე­ლა ქვრი­ვი იგი­ვე ბედს არ იზი­ა­რებს. რო­გორც წესი, ეს ხდე­ბა ძა­ლი­ან კონ­სერ­ვა­ტი­ულ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ტრა­დი­ცი­ებს უფრო ძლი­ე­რად აქვს ფეს­ვე­ბი გად­გმუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, ინ­დო­ეთ­ში ბევ­რი ასე­თი რე­გი­ო­ნია.

დღეს ინ­დო­ეთ­ში არ­სე­ბო­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იცა­ვენ ქალ­თა უფ­ლე­ბებს და მხარს უჭე­რენ მათ, ვი­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის დახ­მა­რე­ბა არ შე­უძ­ლია.

ინ­დო­ეთ­ში სწო­რედ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით მი­ი­ღე­ბა კა­ნო­ნე­ბი ინ­დო­ე­ლი ქა­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, ტარ­დე­ბა სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბი გო­გო­ნე­ბის, ქა­ლე­ბი­სა და ქვრი­ვე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია იმის, რაც ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mari
4

კერპები ვერაფერ კარგს მოუტანს მათ ქვეყანას

დავითი
9

იქნებ აქედან ქვრივი კაცები გაუგზავნოთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ქვრივების ქალაქი" ინდოეთში - როგორ ცხოვრობენ უიმედობისა და ტანჯვისთვის განწირული ქალები, რომლებსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ, ოჯახები სახლიდან აძევებენ

"ქვრივების ქალაქი" ინდოეთში - როგორ ცხოვრობენ უიმედობისა და ტანჯვისთვის განწირული ქალები, რომლებსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ, ოჯახები სახლიდან აძევებენ

დაქვრივება, საყვარელი ადამიანის დაკარგვა უდიდესი ტკივილია. ქალების დიდი ნაწილისთვის ეს არის მხარდამჭერთან, ყველაზე საიმედო თანამგზავრთან განშორება, ხოლო ინდოეთში - მეუღლის სიკვდილი საკუთარი თავის დაკარგვას ნიშნავს. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ქალებს, დაქვრივების შემდეგ, უსარგებლო ადამიანებად მიიჩნევენ და დევნიან. მათ რიყავენ ოჯახის წევრები, ახლობლები შორდებიან, საკუთარ შვილებსაც კი შეუძლიათ დაქვრივებული დედა სახლიდან გააძევონ.

ინდოეთის ზოგიერთ სოფელში მიიჩნევენ, რომ ქვრივები შეურაცხყოფილნი და შერცხვენილნი არიან, რადგან ქმარი ვერ გადაარჩინეს და ოჯახში მათი ადგილი აღარაა. ამგვარი გაგება ინდური ტრადიციებიდან იღებს სათავეს და დღემდეა შემორჩენილი.

ქალები, ხშირად მოხუცები და დაუძლურებულნი, ქუჩაში რჩებიან საარსებო წყაროს გარეშე. დაქვრივებულ ახალგაზრდა ინდოელ ქალებს ზოგჯერ ახლობლები სახლში აბრუნებენ, მაგრამ უფროს თაობას წასასვლელი არსად აქვს.

  • ამიტომ, ათასობით ქალი მიდის წმინდა ქალაქ ვრინდავანში, რომელიც დღეს ცნობილია როგორც "ქვრივთა ქალაქი." მათ სჯერათ, რომ ვრინდავანი ოდესღაც კრიშნას საყვარელი ქალაქი იყო და ამ ქალაქში დაღუპული ქვრივი გათავისუფლდება "სირცხვილისგან“ და მომავალში "იგივეს აღარ გაიმეორებს."

ვრინდავანი მდინარე იამუნას ნაპირას, უტარ-პრადეშის შტატში მდებარეობს, გადმოცემის თანახმად, აქ ღვთაება კრიშნამ ბავშვობის პერიოდი გაატარა. ქალაქში ასობით ტაძარია. ვრინდავანი ასევე ცნობილია როგორც "ქვრივების ქალაქი," იქ მცხოვრები ათასობით ქვრივის გამო, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ. ინდუისტური ტრადიციის თანახმად, ქვრივებმა არ შეიძლება იქორწინონ, მათ დარჩენილი წლები სულიერ გათავისუფლებას უნდა დაუთმონ. ტაძრებში ბჰაჯანების სახელით ცნობილი საგალობლების სიმღერის სანაცვლოდ, ქალებს აპურებენ და ცოტაოდენ ფულსაც აძლევენ, რათა გადარჩნენ.

რეალურად კი, ქალებს სჯერათ, რომ ვრინდავანში მათ სულ სხვა ცხოვრება ელოდებათ. მხოლოდ იქ ჩასვლის შემდეგ ხვდებიან, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა. ფულისა და ძვირფასი ნივთების გარეშე ისინი ქუჩაში რჩებიან. ქალაქში არსებობს ხუთამდე თავშესაფარი ქვრივი ქალებისთვის, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად დიდია, რომ ეს საკმარისი არ არის. ბოლო კვლევებით, ვრინდავანი 5-10 ათასამდე ქვრივის სახლი გახდა.

ვისაც გაუმართლებს, თავშესაფრებში ხვდება, ზოგს მოხალისეები და საქველმოქმედო ორგანიზაციები ეხმარებიან, მაგრამ უმეტესობა განწირულია - კი არ ცხოვრობს, არამედ მხოლოდ არსებობს. ქვრივებს უგულებელყოფენ რიგითი მაცხოვრებლები, არ იღებენ სამსახურში და რჩებათ მხოლოდ ერთი გზა, მოწყალების თხოვნა და დაძინება ტაძრების იატაკზე, რომელიც ქალაქში ბევრია.

დროთა განმავლობაში ქვრივებმა დაიწყეს თანამშრომლობა და ერთმანეთის დახმარება. ვრინდავანი იქცა ადგილად, სადაც ისინი იძენენ ახალ ოჯახებს და ახალ მეგობრებს - ერთმანეთის სახით. შეიძლება კი, ეს მათ ცხოვრებას უადვილებდეს? - ნაწილობრივ, დიახ.

მათ არ აქვთ უფლება გაღიმების, არ შეუძლიათ ჩაიცვან ფერადი, ბრჭყვიალა ტანსაცმელი. აკრძალული აქვთ გემრიელი საჭმლის მირთმევა, რომელიც შეზავებულია სანელებლებით, რადგან შეიძლება ამან მათში ბედნიერების შეგრძნება გააღვიძოს.

აქტივისტები ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ მათი ძალა საკმარისი არ არის. ქვრივებს თავიდან ასწავლიან ღიმილს, უწევენ ფსიქოლოგიურ დახმარებას და ცდილობენ უპოვონ სამუშაო - მაგალითად, დააკავონ კალათების ქსოვით, რათა საკვების ფული მაინც გამოიმუშავონ. მაგრამ ქალები ისე არიან მიჩვეულები ტანჯვას, რომ ეს მათი (დის)კომფორტის ზონად იქცა, საიდანაც, გამოსვლა აღარ უნდათ.

რა თქმა უნდა, ინდოეთში ყველა ქვრივი იგივე ბედს არ იზიარებს. როგორც წესი, ეს ხდება ძალიან კონსერვატიულ რეგიონებში, სადაც ტრადიციებს უფრო ძლიერად აქვს ფესვები გადგმული.

სამწუხაროდ, ინდოეთში ბევრი ასეთი რეგიონია.

დღეს ინდოეთში არსებობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც იცავენ ქალთა უფლებებს და მხარს უჭერენ მათ, ვისაც საკუთარი თავის დახმარება არ შეუძლია.

ინდოეთში სწორედ ამ ორგანიზაციების წყალობით მიიღება კანონები ინდოელი ქალების მხარდასაჭერად, ტარდება სარეკლამო კამპანიები გოგონების, ქალებისა და ქვრივების მხარდასაჭერად. მაგრამ ჯერჯერობით, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმის, რაც ნამდვილად საჭიროა.