უმეტესწილად ამ ადამიანების დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია - განსაკუთრებული არაფერი ხდება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის სტატისტიკას ჟურნალისტებთან.
მათიკაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.
"სპეკულაციები რუსეთიდან ადამიანის შემოდინებასთან დაკავშირებით გრძელდება. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, უმეტესწილად ამ ადამიანების დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია, ამ ქვეყნის შვილები, თავის დროზე საქართველოდან რუსეთში გასული პირები არიან, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. ასე რომ, რაღაც განსაკუთრებული აქ არაფერი ხდება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არის და არანაირი კითხვის ნიშანი აქ არ არის,"- განაცხადა მათიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 8 თვეში რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ 15 ათასზე მეტი შენობა- ნაგებობა შეიძინა, საიდანაც 13 ათასზე მეტი საცხოვრებელი ბინაა. 14 ათასამდე მიწის ნაკვეთზე კი რუსეთის 11 ათასამდე მოქალაქის საკუთრებაა დარეგისტრირებული. ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსმა" იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა.
ასევე იხილეთ:
ანუ როდესაც 100 000 რუსი შენს ქვეყანაში მუდმივი ბინადარი გახდება და სადაც უძრავ-მოძრავი ქონება იქნება, რუსეთის იმპერია რას გეტყვით ... ?????? რას და მეორე ენა რუსული უნდა იყოსო, რუსული წარწერებიო სახელმწუფო დაწესებულებებზეო და რუსული წესებს უნდა დაემორჩილოთო...
ძალიან ბევრი, თუ თითქმის ყველა არა, გამოქცეულებზე გასაქირავებლადაა ნაყიდი , და არა ტერიტორიული ექსპანსიისათვის , ბაქსანი და დვალეთი , სოჩა და გელენჯიკი დიდი ხნის წაღებული აქვთ სოხულ ცხინვალიანად ! ეს ბიზნესია და ბიზნესმენები , ვისაც ამის ფული აქვსთ, რუსეთში ცოტაა, ღატაკია ერი მასაში , ან ღარიბი და საქირაო ფულიც ცოტას აქვს, 15 000 ბინა 150 მილიონიან ერს უყიდია საქართველოში და დაიქცა საქართველო -თემურ ლენგი რვაჯერ ასი ათასით მოვიდა და აღამაჰმადხანი 35 ათასით , მაინც უწიათ მესიის მახვილით სიკვდილმა მურვან ყრუსავით !? ჩვენ რუსულ თარგზე მოჭრილი სახელმწიფო პოლიტიკური , სამართლებრივი და ეკონომიკური მოწყობა გვაქვს , ნიუანსებშია კოპირებული რუსულისაგან , ამას მიხედოთ ჯობიია ვიდრესხლმმართველობას მიყოთ ხელი აღა გეურქასავით !