მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე ხერსონელი ძაღლები რუს სამხედროებს სადაც დაინახავდნენ, უყეფდნენ, ჩვენთვის კი ძაღლს არ დაუყეფია" - რას ჰყვება უკრაინელი ჩოგბურთელი, რომელიც უცხოეთიდან სამშობლოს დასაცავად დაბრუნდა
"თურმე ხერსონელი ძაღლები რუს სამხედროებს სადაც დაინახავდნენ, უყეფდნენ, ჩვენთვის კი ძაღლს არ დაუყეფია" - რას ჰყვება უკრაინელი ჩოგბურთელი, რომელიც უცხოეთიდან სამშობლოს დასაცავად დაბრუნდა

ალექ­სან­დრე დოლ­გო­პო­ლო­ვი - ყო­ფი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი უკ­რა­ი­ნი­დან, რო­მელ­საც ოთხი ATP-ის ტურ­ნი­რი აქვს მო­გე­ბუ­ლი. სამ­შობ­ლო­ში ომის და­წყე­ბის დროს, სპორ­ტსმე­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ იყო, მაგ­რამ დაბ­რუნ­და და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შე­უ­ერ­თდა.

სა­ჩოგ­ბურ­თო კა­რი­ე­რა 2018 წელს და­ას­რუ­ლა, რის შემ­დე­გაც კერ­ძო ბიზ­ნე­სი და­ი­წყო. ომის და­წყე­ბი­სას დე­დას­თან და დას­თან ერ­თად თურ­ქეთ­ში იყო და­სას­ვე­ნებ­ლად. ამ­ბობს, რომ პირ­ველ დღე­ებ­ში ღა­მე­ში ერთი სა­ა­თი ეძი­ნა, რად­გან უყუ­რებ­და ახალ ამ­ბებს, ნერ­ვი­უ­ლობ­და, გა­ნიც­დი­და.

"გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე დღე, შოკ­მა გა­მი­ა­რა, პა­ნი­კა ოდ­ნავ ჩა­ცხრა. გა­დავ­წყვი­ტე დაბ­რუ­ნე­ბა, რომ სამ­შობ­ლოს დავ­ხმა­რე­ბო­დი. თურ­ქეთ­ში ვი­პო­ვე ად­გი­ლი, სა­დაც ია­რა­ღის სრო­ლას ვის­წავ­ლი­დი. გა­მი­მარ­თლა და ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლი იყო. ერთი კვი­რა ვსწავ­ლობ­დი სრო­ლას და მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში, რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნა­ში დავ­ბრუნ­დი და ჩვენს სამ­ხედ­რო­ებს შე­ვუ­ერ­თდი.

ოჯა­ხი ჩემ­ზე გვი­ან დაბ­რუნ­და უკ­რა­ი­ნა­ში. მამა მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ევ­ში იყო. დედა და და რომ დაბ­რუნ­დნენ, კი­ევ­ში ცხოვ­რე­ბა შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო იყო.

მახ­სოვს, მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში კი­ე­ვი და­ცა­რი­ელ­და. ქუ­ჩებ­ში ხალ­ხი აღარ და­დი­ო­და. კი­ე­ვის მახ­ლობ­ლად აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა გა­ის­მა, რა­საც ნგრე­ვა მოჰ­ყვა, მაგ­რამ მა­რი­უ­პოლ­თან შე­და­რე­ბით, ქა­ლა­ქი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა. ზა­ფხულ­ში ხალ­ხმა და­ი­წყო დაბ­რუ­ნე­ბა. დღეს უკვე სა­ცო­ბე­ბია და ნა­თე­ლია, რომ ქა­ლა­ქი ცხოვ­რობს.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სა­ჰა­ე­რო დაზ­ვერ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი. მივ­ხვდი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი მარ­ტი­ვი გა­მარ­ჯვე­ბით ვერ დას­რულ­დე­ბო­და. მეს­მო­და, რომ რუ­სეთ­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით, იქ­ნე­ბო­და მო­ბი­ლი­ზა­ცია და ყვე­ლა­ფე­რი გაგ­რძელ­დე­ბო­და. ამი­ტომ გა­ვი­ა­რე სა­ჰა­ე­რო დაზ­ვერ­ვის კურ­სე­ბი...

ოჯა­ხი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღეს ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა (ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ახლა უკ­რა­ი­ნა­ში არი­ან და მათ­თან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა).

ახლა ძი­რი­თა­დად დრო­ნებ­ზე ვმუ­შა­ობ: პი­ლო­ტი­რე­ბა, დაზ­ვერ­ვა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, მტრის გა­ნად­გუ­რე­ბა. თვითმფრი­ნა­ვე­ბი ამ ომის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია, რო­მელ­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია სხვა და­ნა­ყო­ფე­ბის მუ­შა­ო­ბა.

ჩვენ ვას­რუ­ლებთ და­ვა­ლე­ბებს იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც გვგზავ­ნი­ან. ამ დროს ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდე მტერს. დიახ, მტერ­თან ახ­ლოს ვმუ­შა­ობ და ვიცი, რო­გორ და­ვიც­ვა თავი. ვაგ­რძე­ლებ ია­რა­ღის შეს­წავ­ლას, ვარ­ჯიშს.

ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ქა­ლე­ბიც არი­ან. ყვე­ლა სხვა­დას­ხვა საქ­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ბრძო­ლის ველ­ზე მხო­ლოდ და­სა­ხულ ამო­ცა­ნა­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი: დავ­რჩე ცო­ცხა­ლი, და­ვიც­ვა თავი და ვა­კე­თო ის, რაც და­ვა­ლე­ბუ­ლი მაქვს. აქ ყვე­ლას ეს­მის, რომ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა მოკ­ვდე. წინა ხაზ­ზე რომ მი­დი­ხარ, ამ დროს ის­ვრი­ან ნაღმტყორ­ცნე­ბი­დან, გხვდე­ბი­ან ტან­კე­ბი, თვითმფრი­ნა­ვე­ბი. ყო­ველ­თვის საფრ­თხე­ში ხარ, სა­დაც არ უნდა იყოთ. რო­დე­საც მი­სი­ა­ზე გავ­დი­ვარ, ყო­ველ­თვის სიკ­ვდი­ლის პი­რას ვდგა­ვარ, რომ არ გა­მი­მარ­თლოს ან რომ შევ­ცდე... მტე­რი ყველ­გან არის და ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნი მოგ­ვა­ყე­ნოს.

მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვი. ჩვენ ვი­ცით, რის­თვი­საც ვიბ­რძვით. ეს არის ჩვე­ნი სახ­ლი, ჩვე­ნი ხალ­ხი. ყვე­ლას აქვს საკ­მა­რი­სი მო­რა­ლუ­რი ძალა და მო­ტი­ვა­ცია ომის გა­საგ­რძე­ლებ­ლად.

უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნებს უხა­რი­ათ ჩვე­ნი და­ნახ­ვა. გვეხ­მა­რე­ბი­ან, კარ­გად გვექ­ცე­ვი­ან. ახ­ლა­ხან ხერ­სონ­ში ოკუ­პა­ცი­ის ზო­ნა­ში მყოფ გო­გო­ნას ვე­სა­უბ­რეთ. მან თქვა, რომ რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი სა­შინ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ, მთვრა­ლე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ, მაგ­რამ თქვა, რომ ხერ­სო­ნი არ და­ნებ­დე­ბო­და. თურ­მე ხერ­სო­ნე­ლი ძაღ­ლე­ბი რუს სამ­ხედ­რო­ებს სა­დაც და­ი­ნახ­ვდნენ, უყეფ­დნენ, ჩვენ­თვის კი ძაღლს არ და­უ­ყე­ფია.

უკ­რა­ი­ნა ახლა უფრო ერ­თი­ა­ნია, ვიდ­რე ოდეს­მე. ყვე­ლამ იცის, სა­დაც არ უნდა ვი­ყოთ, რომ გვყავს მხო­ლოდ ერთი მტე­რი - რუ­სე­თი და მისი სა­ო­კუ­პა­ციო კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯა­რე­ბი. ამ­ხა­ნაგ­მა პუ­ტინ­მა და რუ­სებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და, შე­საძ­ლოა, შემ­დგო­მი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი, ზი­ზღი ჰქონ­დეს ყვე­ლაფ­რის მი­მართ, რაც რუ­სუ­ლია.

რუ­სე­თის­თვის ომი კარ­გად არ დას­რულ­დე­ბა. ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი გა­ა­ნად­გუ­რეს პუ­ტინ­მა და პრო­პა­გან­დის­გან გა­და­რე­ულ­მა ბო­როტ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა. პი­რა­დად მე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა ბედი ეწე­ვა რუ­სეთს, ისი­ნი ყვე­ლა­ფერ ცუდს იმ­სა­ხუ­რე­ბენ. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ggg
4

ჩვენი ძაღლები კიდე საავადმყოფოსთან დგანან თურმე და იყეფებიან, მიშა გამოუშვითო ....

ს.ო
4

შენი დამარცფხება არ არსებობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თურმე ხერსონელი ძაღლები რუს სამხედროებს სადაც დაინახავდნენ, უყეფდნენ, ჩვენთვის კი ძაღლს არ დაუყეფია" - რას ჰყვება უკრაინელი ჩოგბურთელი, რომელიც უცხოეთიდან სამშობლოს დასაცავად დაბრუნდა

"თურმე ხერსონელი ძაღლები რუს სამხედროებს სადაც დაინახავდნენ, უყეფდნენ, ჩვენთვის კი ძაღლს არ დაუყეფია" - რას ჰყვება უკრაინელი ჩოგბურთელი, რომელიც უცხოეთიდან სამშობლოს დასაცავად დაბრუნდა

ალექსანდრე დოლგოპოლოვი - ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი უკრაინიდან, რომელსაც ოთხი ATP-ის ტურნირი აქვს მოგებული. სამშობლოში ომის დაწყების დროს, სპორტსმენი საზღვარგარეთ იყო, მაგრამ დაბრუნდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა.

საჩოგბურთო კარიერა 2018 წელს დაასრულა, რის შემდეგაც კერძო ბიზნესი დაიწყო. ომის დაწყებისას დედასთან და დასთან ერთად თურქეთში იყო დასასვენებლად. ამბობს, რომ პირველ დღეებში ღამეში ერთი საათი ეძინა, რადგან უყურებდა ახალ ამბებს, ნერვიულობდა, განიცდიდა.

"გავიდა რამდენიმე დღე, შოკმა გამიარა, პანიკა ოდნავ ჩაცხრა. გადავწყვიტე დაბრუნება, რომ სამშობლოს დავხმარებოდი. თურქეთში ვიპოვე ადგილი, სადაც იარაღის სროლას ვისწავლიდი. გამიმართლა და ერთ-ერთი თანამშრომელი ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ერთი კვირა ვსწავლობდი სროლას და მარტის შუა რიცხვებში, რამდენიმე მეგობართან ერთად, უკრაინაში დავბრუნდი და ჩვენს სამხედროებს შევუერთდი.

ოჯახი ჩემზე გვიან დაბრუნდა უკრაინაში. მამა მთელი ამ დროის განმავლობაში კიევში იყო. დედა და და რომ დაბრუნდნენ, კიევში ცხოვრება შედარებით უსაფრთხო იყო.

მახსოვს, მარტის შუა რიცხვებში კიევი დაცარიელდა. ქუჩებში ხალხი აღარ დადიოდა. კიევის მახლობლად აფეთქებების ხმა გაისმა, რასაც ნგრევა მოჰყვა, მაგრამ მარიუპოლთან შედარებით, ქალაქი ხელუხლებელი დარჩა. ზაფხულში ხალხმა დაიწყო დაბრუნება. დღეს უკვე საცობებია და ნათელია, რომ ქალაქი ცხოვრობს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საჰაერო დაზვერვის მიმართულებით დავიწყე მუშაობა. ამისთვის ვემზადებოდი. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მარტივი გამარჯვებით ვერ დასრულდებოდა. მესმოდა, რომ რუსეთში, დიდი ალბათობით, იქნებოდა მობილიზაცია და ყველაფერი გაგრძელდებოდა. ამიტომ გავიარე საჰაერო დაზვერვის კურსები...

ოჯახი ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ საბოლოოდ მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება (ჩემი ნათესავები ახლა უკრაინაში არიან და მათთან ყველაფერი კარგადაა).

ახლა ძირითადად დრონებზე ვმუშაობ: პილოტირება, დაზვერვა, ხელმძღვანელობა, მტრის განადგურება. თვითმფრინავები ამ ომის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელზეც დამოკიდებულია სხვა დანაყოფების მუშაობა.

ჩვენ ვასრულებთ დავალებებს იმ ადგილებში, სადაც გვგზავნიან. ამ დროს ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეხვდე მტერს. დიახ, მტერთან ახლოს ვმუშაობ და ვიცი, როგორ დავიცვა თავი. ვაგრძელებ იარაღის შესწავლას, ვარჯიშს.

ჩვენს განყოფილებაში ქალებიც არიან. ყველა სხვადასხვა საქმით არის დაკავებული. ბრძოლის ველზე მხოლოდ დასახულ ამოცანაზე ვარ ორიენტირებული: დავრჩე ცოცხალი, დავიცვა თავი და ვაკეთო ის, რაც დავალებული მაქვს. აქ ყველას ესმის, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოკვდე. წინა ხაზზე რომ მიდიხარ, ამ დროს ისვრიან ნაღმტყორცნებიდან, გხვდებიან ტანკები, თვითმფრინავები. ყოველთვის საფრთხეში ხარ, სადაც არ უნდა იყოთ. როდესაც მისიაზე გავდივარ, ყოველთვის სიკვდილის პირას ვდგავარ, რომ არ გამიმართლოს ან რომ შევცდე... მტერი ყველგან არის და ცდილობს მაქსიმალური ზიანი მოგვაყენოს.

მაგრამ ყველაფერს ეჩვევი. ჩვენ ვიცით, რისთვისაც ვიბრძვით. ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენი ხალხი. ყველას აქვს საკმარისი მორალური ძალა და მოტივაცია ომის გასაგრძელებლად.

უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს უხარიათ ჩვენი დანახვა. გვეხმარებიან, კარგად გვექცევიან. ახლახან ხერსონში ოკუპაციის ზონაში მყოფ გოგონას ვესაუბრეთ. მან თქვა, რომ რუსი ჯარისკაცები საშინლად იქცეოდნენ, მთვრალები შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ თქვა, რომ ხერსონი არ დანებდებოდა. თურმე ხერსონელი ძაღლები რუს სამხედროებს სადაც დაინახვდნენ, უყეფდნენ, ჩვენთვის კი ძაღლს არ დაუყეფია.

უკრაინა ახლა უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ყველამ იცის, სადაც არ უნდა ვიყოთ, რომ გვყავს მხოლოდ ერთი მტერი - რუსეთი და მისი საოკუპაციო კრიმინალური ჯარები. ამხანაგმა პუტინმა და რუსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უკრაინის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში და, შესაძლოა, შემდგომი საუკუნეების განმავლობაშიც კი, ზიზღი ჰქონდეს ყველაფრის მიმართ, რაც რუსულია.

რუსეთისთვის ომი კარგად არ დასრულდება. ამ ქვეყნის მომავალი გაანადგურეს პუტინმა და პროპაგანდისგან გადარეულმა ბოროტმა ადამიანებმა. პირადად მე, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რა ბედი ეწევა რუსეთს, ისინი ყველაფერ ცუდს იმსახურებენ. წყარო