სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქია დასავლეთ საქართველოში: ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეები, ახდილი სახურავები, დაშავებული ადამიანები და ტრაგედია, რომელსაც ერთი მოქალაქე ემსხვერპლა
სტიქია დასავლეთ საქართველოში: ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეები, ახდილი სახურავები, დაშავებული ადამიანები და ტრაგედია, რომელსაც ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უა­მინ­დო­ბა გრძელ­დე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო დიდ­თოვ­ლო­ბას ებ­რძვის, და­სავ­ლეთ­ში კი ძლი­ერ­მა ქარ­მა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა შექ­მნა. სამ­წუ­ხა­როდ, სტი­ქი­ას ტრა­გე­დი­ის გა­რე­შეც არ ჩა­უვ­ლია.

ძლი­ერ ქარს ლან­ჩხუთ­ში ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ალექ­სან­დრე სა­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, შემ­თხვე­ვა სამ­ტრე­დია-გრი­გო­ლე­თის მა­გის­ტრალ­ზე მოხ­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­მა ხე მოგ­ლი­ჯა და მი­მა­ვალ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ცა, რის შე­დე­გად მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ჩო­ხა­ტა­ურ­ში ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად, შვი­დი ოჯა­ხი დრო­ე­ბით თავ­შე­საფ­რის გა­რე­შე დარ­ჩა. რო­გორც ჩო­ხა­ტა­უ­რის მერ­მა და­ვით შა­რა­ში­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი მე­რი­ის დახ­მა­რე­ბით, დრო­ე­ბით ქი­რით არი­ან გაყ­ვა­ნი­ლი.

და­ვით შა­რა­ში­ძის თქმით, ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ქარ­მა ელექტრო გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­ლე­ბიც და­ა­ზი­ა­ნა.

და­ვით შა­რა­ში­ძის თქმით, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

"ძლი­ე­რი ქა­რის გამო, ხე­ე­ბი წა­იქ­ცა, ელექტრო გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და გა­ზის მილი და­ზი­ან­და. და­ახ­ლო­ე­ბით, შვი­დი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი და­ა­ზი­ა­ნა, სახ­ლებს სა­ხუ­რა­ვი მთლი­ა­ნად გა­და­აძ­რო. ამი­ტომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი დრო­ე­ბით ქი­რით გა­და­ვიყ­ვა­ნეთ.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა სოფ­ლებ­შიც არის მცი­რე ზა­რა­ლი. ამ წუ­თის­თვის, ნო­დარ დუმ­ბა­ძის ქუჩა ისევ ჩა­ი­კე­ტა, რად­გან ხე­ე­ბი წა­იქ­ცა. რამ­დე­ნი­მე სო­ფელს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა. გა­ზის მი­წო­დე­ბაც შე­ზღუ­დუ­ლია”, - გა­ნა­ცხა­და და­ვით შა­რა­ში­ძემ.

ძლი­ერ­მა ქარ­მა ხე­ე­ბი ლან­ჩხუთ­შიც წა­აქ­ცია და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი ჩა­კე­ტა. ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. ასე­ვე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ძლი­ერ­მა ქარ­მა სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა.

მე­ო­თხე დღეა სტი­ქი­ას ებ­რძვის ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტიც. რო­გორც ფო­თის მერ­მა ბექა ვა­ჭა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია 33 კორ­პუ­სი, 121 სახ­ლი , 4 სკო­ლა, 3 ბაღი.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზი­ან­და სკვე­რე­ბი, მინი მო­ედ­ნე­ბი, ტრო­ტუ­ა­რე­ბი, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი სა­დე­ნე­ბი და ბო­ძე­ბი, სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბი. მოგ­ლე­ჯი­ლია ათე­უ­ლო­ბით მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ხე. ძლი­ე­რი ქარი ამ დრომ­დე ნარ­ჩუნ­დე­ბა.

"მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბან­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გზე­ბის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ასე­ვე გა­ტარ­და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა ზომა. ამ დრო­ის­თვის, ქა­ლაქ­ში სრუ­ლად აღ­დგე­ნი­ლია ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა. ელექტრო­ე­ნერ­გია და წყა­ლი არ მი­ე­წო­დე­ბა ქა­ლა­ქის გარ­კვე­ულ უბ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის ჯგუ­ფე­ბი უწყვე­ტად აგ­რძე­ლე­ბენ აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ო­ებს. მე­რი­ა­ში შექ­მნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მას­შტა­ბით აგ­რძე­ლე­ბენ მო­ნი­ტო­რინგს. ყვე­ლა შე­მო­სულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ, მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ხორ­ცი­ელ­დე­ბა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა. ფო­თის მე­რი­ა­ში შექ­მნი­ლი სა­გან­გე­ბო შტა­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ბექა ვა­ჭა­რა­ძემ.

  • ძლი­ერ­მა ქარ­მა სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სა­კუთ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია სა­მეგ­რე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­შიც.

რო­გორც სა­მეგ­რე­ლო -ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, და­ზი­ან­და 966 კერ­ძო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის და 38 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის, 2 ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის შე­ნო­ბის, 5 სა­ბავ­შვო ბა­ღის, 5 სა­ჯა­რო სკო­ლის 3 სა­ჯა­რო სკო­ლის დარ­ბა­ზის, 10 ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა 114 ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულს. მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და „ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას“ ჯგუ­ფე­ბის მიერ მიმ­დი­ნა­რე­ობს 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა.

"წუ­ხელ გვი­ან ღა­მით აბა­შა­ში სო­ფელ მა­რან­ში დო­ლი­ძე­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს მთლი­ა­ნად გა­და­ხა­და ქარ­მა სა­ხუ­რა­ვი, იყო სახ­ლის დან­გრე­ვის საფრ­თხე, ამი­ტო­მაც აბა­შის მე­რი­ის მიერ მოხ­და ოჯა­ხის გა­დაყ­ვა­ნა სას­ტუმ­რო­ში. უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ზუგ­დი­დის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხის დე­მონ­ტა­ჟის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი. ზუგ­დი­დის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის ცენ­ტრის მიერ მოხ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე არ­სე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხის დე­მონ­ტა­ჟი”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თავს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და არ გა­მო­ვიდ­ნენ გა­რეთ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დარ­ე­კონ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ამოქ­მე­დე­ბულ ცხელ ხა­ზებ­ზე.

სე­ნაკ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე ძლი­ე­რი ქა­რის გამო ხე წა­იქ­ცა და სა­მარ­შრუ­ტო მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს და­ე­ცა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებ­მა 2 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც გულ­მკერ­დის ტრავ­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ, კლი­ნი­კა "არ­ქი­მე­დე­ში“ გა­და­იყ­ვა­ნეს. ერ­თმა პირ­მა, რო­მელ­საც მო­ტე­ხი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას თვი­თონ მი­მარ­თა.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლებს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბათ და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ძლი­ე­რი ქა­რი­სა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მას­შტა­ბუ­რი წყვე­ტა არ მომ­ხდა­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია“ ავ­რცე­ლებს.

თუმ­ცა, კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ძლი­ერ­მა ქარ­მა და­ა­ზი­ა­ნა "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ნა­წი­ლი.

მოგ­ლე­ჯილ­მა ხე­ებ­მა მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში და­წყვე­ტი­ლია სა­დე­ნე­ბი, მო­ტე­ხი­ლია ელექტრო­ბო­ძე­ბიც.

„სტი­ქი­ის გამო, ელექტრო­ე­ნერ­გია შე­ზღუდ­ვით მი­ე­წო­დე­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში - ზუგ­დი­დის, ხო­ბის, ფო­თის, აბა­შის და სე­ნა­კის აბო­ნენ­ტე­ბის ნა­წილს. იმე­რეთ­ში - ქუ­თა­ი­სის, სამ­ტრე­დი­ის, წყალ­ტუ­ბოს, ხო­ნის და ვა­ნის, ასე­ვე, გუ­რი­ა­ში, ლან­ჩხუ­თის აბო­ნენ­ტე­ბის ნა­წილს. შე­ზღუდ­ვე­ბი სხვა რა­ი­ო­ნებ­შიც ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

და­ზი­ა­ნე­ბის ად­გი­ლებ­ში შე­სუ­ლე­ბი არი­ან და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კუ­რი ბრი­გა­დე­ბი. სტი­ქია სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს არ­თუ­ლებს, თუმ­ცა",ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს”, - აცხა­დე­ბენ „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ა­ში“.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკაკი
14

ნაცებო, ვიცით, რომ ყველა უბედურება, რაც აქ ხდება, ძალიან გიხარიათ. იმაზე მაინც თუ დაფიქრებულხართ, რომ დაზარალებულებს შორის თქვენი ამომრჩევლებიც არიან.

დიმიტრი
3

აქ ზოგიერთები, როგორც ყოველთვის, ძალიან უადგილოდ ერთობიან-ნაცებს დააბრალებენო. ასეთი სტიქია დაატყდა თავს დასავლეთ საქართველოს და ტვ1-მა მაინც მოახერხა მთავრობით უკმაყოფილო ხალხის მოძებნა. თურმე ადგილობრივ ხელისუფლებას იმავე დღეს უნდა აღედგინა ყველაფერი-ჩაწყვეტილი ელექტროხაზები, წყალსადენი, გაზის მილები, სახლების სახურავები. მოკლედ, უსმენ და გიკვირს, ნუთუ ასე უჭირთ აზროვნება ჟურნალისტებსაც და ზოგიერთ იქაურ მცხოვრებსაც?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სტიქია დასავლეთ საქართველოში: ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეები, ახდილი სახურავები, დაშავებული ადამიანები და ტრაგედია, რომელსაც ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

სტიქია დასავლეთ საქართველოში: ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეები, ახდილი სახურავები, დაშავებული ადამიანები და ტრაგედია, რომელსაც ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა გრძელდება. აღმოსავლეთ საქართველო დიდთოვლობას ებრძვის, დასავლეთში კი ძლიერმა ქარმა უამრავი პრობლემა შექმნა. სამწუხაროდ, სტიქიას ტრაგედიის გარეშეც არ ჩაუვლია.

ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც “ინტერპრესნიუსს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.

მისივე ინფორმაციით, ქარმა ხე მოგლიჯა და მიმავალ ავტომობილს დაეცა, რის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ჩოხატაურში ძლიერი ქარის შედეგად, შვიდი ოჯახი დროებით თავშესაფრის გარეშე დარჩა. როგორც ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ "ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაზარალებული ოჯახები მერიის დახმარებით, დროებით ქირით არიან გაყვანილი.

დავით შარაშიძის თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქარმა ელექტრო გადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილებიც დააზიანა.

დავით შარაშიძის თქმით, შემთხვევის ადგილებზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.

"ძლიერი ქარის გამო, ხეები წაიქცა, ელექტრო გადამცემი ხაზები და გაზის მილი დაზიანდა. დაახლოებით, შვიდი სახლის სახურავი დააზიანა, სახლებს სახურავი მთლიანად გადააძრო. ამიტომ დაზარალებული ოჯახები დროებით ქირით გადავიყვანეთ.

მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც არის მცირე ზარალი. ამ წუთისთვის, ნოდარ დუმბაძის ქუჩა ისევ ჩაიკეტა, რადგან ხეები წაიქცა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გაზის მიწოდებაც შეზღუდულია”, - განაცხადა დავით შარაშიძემ.

ძლიერმა ქარმა ხეები ლანჩხუთშიც წააქცია და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ასევე, მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა.

მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვის ფოთის მუნიციპალიტეტიც. როგორც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია 33 კორპუსი, 121 სახლი , 4 სკოლა, 3 ბაღი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად დაზიანდა სკვერები, მინი მოედნები, ტროტუარები, ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები. მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე. ძლიერი ქარი ამ დრომდე ნარჩუნდება.

"მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე გატარდა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ზომა. ამ დროისთვის, ქალაქში სრულად აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება ქალაქის გარკვეულ უბნებს. შესაბამისი უწყების ჯგუფები უწყვეტად აგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს. მერიაში შექმნილი მობილური ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აგრძელებენ მონიტორინგს. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ, მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, ხორციელდება მყისიერი რეაგირება. ფოთის მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

  • ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება გამოიწვია სამეგრელოს მუნიციპალიტეტებშიც.

როგორც სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი.

მათივე ცნობით, ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. მუნიციპალური სამსახურებისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფების მიერ მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობა.

"წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა ქარმა სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე, ამიტომაც აბაშის მერიის მიერ მოხდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის ცენტრის მიერ მოხდა თავისუფლების მოედანზე არსებული ნაძვის ხის დემონტაჟი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, სახელმწიფო რწმუნებული მიმართავს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გამოვიდნენ გარეთ და საჭიროების შემთხვევაში, დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.

სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა 2 დაზარალებული, რომლებსაც გულმკერდის ტრავმები აღენიშნებათ, კლინიკა "არქიმედეში“ გადაიყვანეს. ერთმა პირმა, რომელსაც მოტეხილობა აღენიშნება, სამედიცინო დაწესებულებას თვითონ მიმართა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მიუხედავად ძლიერი ქარისა, დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

თუმცა, კომპანიის ცნობით, ძლიერმა ქარმა დააზიანა "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფრასტრუქტურის ნაწილი.

მოგლეჯილმა ხეებმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. ზოგ შემთხვევაში დაწყვეტილია სადენები, მოტეხილია ელექტრობოძებიც.

„სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სამეგრელოში - ზუგდიდის, ხობის, ფოთის, აბაშის და სენაკის აბონენტების ნაწილს. იმერეთში - ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის, ასევე, გურიაში, ლანჩხუთის აბონენტების ნაწილს. შეზღუდვები სხვა რაიონებშიც ფიქსირდება, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში ყველაზე რთული მდგომარეობაა.

დაზიანების ადგილებში შესულები არიან დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. სტიქია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ართულებს, თუმცა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს”, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.