მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამართლების მოლოდინი არც მაქვს და ვერც მექნება - დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი" - რას წერს ნიკა გვარამია?
"გამართლების მოლოდინი არც მაქვს და ვერც მექნება - დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი" - რას წერს ნიკა გვარამია?

„მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დაც­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას Human Rights Watch -ს მის „პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბა­ზე უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­თა და დიდი სი­ზუს­ტით გა­კე­თე­ბუ­ლი მკა­ფიო და არა­ო­რაზ­რო­ვა­ნი დას­კვნის­თვის” მად­ლო­ბას უხ­დის.

ნიკა გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს, დრო­უ­ლად და­ას­რუ­ლოს მისი საქ­მის გან­ხილ­ვა. რათა შეძ­ლოს მი­მარ­თოს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს და სწო­რედ იქ იბ­რძო­ლოს სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

ამას­თან ნიკა გვა­რა­მია აცხა­დებს, რომ მას გა­მარ­თლე­ბის მო­ლო­დი­ნი არ აქვს.

“აქვე, მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს, ნა­თე­სავ­სა და გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვი­საც არ ვა­ვი­წყდე­ბი და და­უ­ღა­ლა­ვად მეხ­მა­რე­ბა ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა­ში; ემო­ცი­უ­რად მამ­ხნე­ვებს, ეხ­მა­რე­ბა ჩემს ოჯახს.

დიდი მად­ლო­ბა ქარ­თულ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს, ასე­ვე, ჩემს ად­ვო­კა­ტებს, ვინც შექ­მნა ჩემი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად გა­დამ­წყვე­ტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბი­თი ბაზა.

და მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე დიდი მად­ლო­ბა ჩემს მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს, ჩემს ოჯახს, სო­ფოს და ბავ­შვებს, ვინც თა­ვი­სი სიმ­ტკი­ცი­თა და გამ­ძლე­ო­ბით მეც მამ­ხნე­ვებს და მა­ი­მე­დებს, რომ ჩემს ბრძო­ლას აზრი აქვს და გა­მარ­ჯვე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. პერ­სო­ნა­ლუ­რი მად­ლო­ბა სო­ფოს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით, მაგ­რამ დიდი სი­მარ­თლით წარ­მა­ტე­ბუ­ლად ახერ­ხებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას ჩემი საქ­მის და, ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ყა­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ეკ­ვი­ლიბ­რი­უ­მის თა­ო­ბა­ზე.

მოთ­მი­ნე­ბით და მტკი­ცედ ვე­ლო­დე­ბი ჩემი საქ­მის გან­ხილ­ვას ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში. მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს, დრო­უ­ლად და­ას­რუ­ლოს ჩემი საქ­მის გან­ხილ­ვა. ცხა­დია, გა­მარ­თლე­ბის მო­ლო­დი­ნი არც მაქვს და ვერც მექ­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი, ვთხოვ, დრო­ზე გა­მო­ი­ტა­ნონ წი­ნას­წარ ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გა­ნა­ჩე­ნი, რომ შევ­ძლო მივ­მარ­თო სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს და იქ ვიბ­რძო­ლო სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

წარ­მა­ტე­ბულ ბრძო­ლას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას, ვინც იბ­რძვის თა­ვი­სი სი­მარ­თლის­თვის და სამ­შობ­ლოს უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის. წარ­მა­ტე­ბა გმირ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს და უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ქარ­თვე­ლებს. გა­მარ­ჯვე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მოვა!

თქვე­ნი ნიკა 212-ე საკ­ნი­დან”, - წერს გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
3

არ უნდა გამოსვლა,დაისვენა,დაუწყნარდა სახეც და აზრებიც(შეძლებისდაგვარად).გარეთ ისეთი საგიჟეთი აქვთ ნაცებს,ალბათ დღედაღამ იხვეწება,არ გამიშვათო.კარგი იქნება,სალომემ შეიწყალოს(მიშა არავითარ შემთხვევაში!).თან იმ ბოროტი დედას ბუშტის ფონზე ვაჟკაცურად ზის.ფუ,ვანო მერაბიშვილი და ნიკა გვარამია რომ კაცობაში გაჯობებენ!

გაკვირვებული
2

რითი ითხოვ გამართლებას, რომ იტყვი დამნაშავე არ ვარო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"გამართლების მოლოდინი არც მაქვს და ვერც მექნება - დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი" - რას წერს ნიკა გვარამია?

"გამართლების მოლოდინი არც მაქვს და ვერც მექნება - დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი" - რას წერს ნიკა გვარამია?

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციას Human Rights Watch -ს მის „პოლიტპატიმრობაზე უმაღლესი კვალიფიკაციითა და დიდი სიზუსტით გაკეთებული მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნისთვის” მადლობას უხდის.

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დროულად დაასრულოს მისი საქმის განხილვა. რათა შეძლოს მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და სწორედ იქ იბრძოლოს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

ამასთან ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას გამართლების მოლოდინი არ აქვს.

“აქვე, მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ნათესავსა და გულშემატკივარს, ვისაც არ ვავიწყდები და დაუღალავად მეხმარება ჩემი სიმართლის დამტკიცებაში; ემოციურად მამხნევებს, ეხმარება ჩემს ოჯახს.

დიდი მადლობა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატს, ასევე, ჩემს ადვოკატებს, ვინც შექმნა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად გადამწყვეტი მტკიცებულებები და შეფასებითი ბაზა.

და მთავარი და ყველაზე დიდი მადლობა ჩემს მთავარ მოკავშირეს, ჩემს ოჯახს, სოფოს და ბავშვებს, ვინც თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მეც მამხნევებს და მაიმედებს, რომ ჩემს ბრძოლას აზრი აქვს და გამარჯვება გარდაუვალია. პერსონალური მადლობა სოფოს, რომელიც ჩვენი მოკრძალებული ძალებით, მაგრამ დიდი სიმართლით წარმატებულად ახერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ჩემი საქმის და, ზოგადად, საქართველოში დამყარებული ავტორიტარული ეკვილიბრიუმის თაობაზე.

მოთმინებით და მტკიცედ ველოდები ჩემი საქმის განხილვას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მოვუწოდებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დროულად დაასრულოს ჩემი საქმის განხილვა. ცხადია, გამართლების მოლოდინი არც მაქვს და ვერც მექნება. ერთადერთი, ვთხოვ, დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი, რომ შევძლო მივმართო სტრასბურგის სასამართლოს და იქ ვიბრძოლო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

წარმატებულ ბრძოლას ვუსურვებ ყველას, ვინც იბრძვის თავისი სიმართლისთვის და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. წარმატება გმირ უკრაინელ ხალხს და უკრაინაში მებრძოლ ქართველებს. გამარჯვება აუცილებლად მოვა!

თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან”, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.