მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს - ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება, ნორმალურია?" - მალხაზ ურთმელიძე
"სააკაშვილი დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს - ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება, ნორმალურია?" - მალხაზ ურთმელიძე

და­ხუ­რუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რით ზღვე­ბის გა­და­ლახ­ვა და სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თა, შე­იძ­ლე­ბა იყოს თუ არა სტრე­სი? - ამ კი­თხვით მი­მარ­თა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის იუ­რის­ტმა ნიკა აბ­რა­მიშ­ვილ­მა ამე­რი­კელ ექ­სპერტს, ნევ­რო­ლოგს შა­ხინ ემა­ნუ­ელ ლა­ჰა­ნის, რო­მე­ლიც მოწ­მის სა­ხით ვი­დე­ო­ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბის ან სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე იკი­თხე­ბა.

რო­გორც ექ­სპერ­ტმა კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, ეს არის სტრე­სი, მაგ­რამ ყვე­ლა სტრე­სი არ არის ტრავ­მუ­ლი.

ამას­თან, ნევ­რო­ლოგ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო.

"ძა­ლი­ან დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მე­ბი იყო მისი ცი­ხე­ში ყოფ­ნის და­წყე­ბი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა ის კის­რით ათ­რი­ეს ია­ტაკ­ზე. ძი­რი­თა­დი ტრავ­მა, რო­მე­ლიც ამ კონ­კრე­ტუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არის ის, რო­მე­ლიც მან ცი­ხის პი­რო­ბებ­ში მი­ი­ღო. რო­დე­საც ის შე­იყ­ვა­ნეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მას გა­ნუ­ვი­თარ­და პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა.

ამას­თან, ნიკა აბ­რა­მიშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და, არის თუ არა "კის­რით ია­ტაკ­ზე თრე­ვა“ ექ­სპერ­ტის სუ­ბი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა, თუ ის რამე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ეყ­რდნო­ბა: "თუ სა­უბ­რობთ და­კა­ვე­ბა­ზე და აქე­დან გა­მოწ­ვე­ულ ტრავ­მა­ზე, ყვე­ლას გვაქვს ნა­ნა­ხი თუ რა მე­თო­დე­ბით და­ა­კა­ვეს მსჯავ­რდე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში, არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს იყოს ტრავ­მის გა­მომ­წვე­ვი? თუ რას ეყ­რდნო­ბით, როცა სა­უბ­რობთ, რომ ქარ­თულ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ მი­ი­ღო მან ტრავ­მე­ბი?“

აღ­ნიშ­ნულ კი­თხვა­ზე შა­ხინ ემა­ნუ­ელ ლა­ჰა­ნი გა­ნა­ცხა­და, რომ სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, მას ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც გა­და­ე­ცა.

კი­თხვე­ბის კი­დევ ერთი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ეხე­ბო­და.

"ფსი­ქოტ­რო­პულ პრე­პა­რა­ტებს რომ იღებ­და, ეს ით­ვლე­ბა, რომ არის ჯან­მრთე­ლი? დეპ­რე­სი­ის დი­აგ­ნო­ზი აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი, იღებს წამ­ლებს და არის ჯან­მრთე­ლი?“- ჰკი­თხა ექ­სპერტს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მალ­ხაზ ურ­თმე­ლი­ძემ, რა­ზეც მან პა­სუ­ხად მი­ი­ღო, რომ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს დეპ­რე­სია, მაგ­რამ თუ ის და­კო­რექ­ტი­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, ის შე­იძ­ლე­ბა ით­ვლე­ბო­დეს ჯან­მრთე­ლად.

"თუ დეპ­რე­სია იწ­ვევს ისეთ მოვ­ლე­ნას, რო­გო­რიც არის თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ან თვით­მკვლე­ლო­ბა, რა თქმა უნდა, არა, მაგ­რამ თუ დეპ­რე­სია ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კო­რექ­ტი­რე­ბას, მა­შინ ის შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ ჯან­მრთე­ლად.

ადა­მი­ანს, რო­მელ­საც აქვს დეპ­რე­სია შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლიც იყოს“,- გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა.

ურ­თმე­ლი­ძის კი­დევ ერთი კი­თხვა შე­ე­ხე­ბო­და იმას, იცო­და თუ არა ნევ­რო­ლოგ­მა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი დეპ­რე­სი­ას ფსი­ქოტ­რო­პულ მე­დი­კა­მენ­ტებ­თან ერ­თად ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბის ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბი­თაც ებ­რძო­და?

"მი­უ­ხე­და­ვად ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბი­სა შფოთვი­თი დეპ­რე­სი­ის გამო, სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბით, მა­ინც ვერ ხდე­ბო­და შფოთვის მოხ­სნა და ის და­სამ­შვი­დებ­ლად მო­იხ­მარ­და ალ­კოჰოლს, კერ­ძოდ კო­ნი­აკს, 2 ბოთ­ლამ­დე, ეს თუ იცო­დით, ან ეს ჩა­ნა­წე­რი სად არის თუ იცით? კი­დევ ერთხელ ვა­კონ­კრე­ტებ, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბას­თან ერ­თად, დღე­ში 2 ბოთ­ლი კო­ნი­ა­კის მი­ღე­ბა, ნორ­მა­ლუ­რია?“,- გა­ნა­ცხა­და ურ­თმე­ლი­ძემ.

ექ­სპერ­ტის თქმით, ფსი­ქოტ­რო­პულ მე­დი­კა­მენ­ტებ­თან ერ­თად, ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბის ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით ნორ­მა­ლუ­რი არ არის.

"ჯერ ერთი მინ­და გი­თხრათ, რომ ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ში, რო­გო­რიც არის ალ­კოჰო­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ. ეს მოხ­მა­რე­ბა არ ყო­ფი­ლა ნორ­მის მიღ­მა და შე­სა­ბა­მი­სად, მე ეს არ ჩავ­თვა­ლე მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტად, რომ მეხ­სე­ნე­ბი­ნა ჩემს დას­კვნა­ში. სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა ფსი­ქოტ­რო­პულ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან ერ­თად, არ არის ნორ­მა­ლუ­რი“,- გა­ნა­ცხა­და ნევ­რო­ლოგ­მა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ამას წინათ ნახევარი ბოთლი ,კიდევ უფრო ნაკლები, კონიაკი დავლიე და სამი ღამე არ დამაძინა ისე აღმაგზნო, ვწერე და ვწერე კომენტარები ! ისე, აუკონიაკოდ ვწერ თითოოროლას, ტრინტრავაა მაინც, გინდ არისტოტელს დაუწერია, ისე, ამბები სულ მაკედონელზე, ბონაპარტზე და მიშაზეა სააკაშვილზე !

ლია
1

და რატო იკლავს მერე თავს ჭამოს და იყოს როგორც ადამიანი და დაელოდოს განაჩენს არ შეიძლება თვითონ ახდენს თავისი თავის დაზიანებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სააკაშვილი დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს - ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება, ნორმალურია?" - მალხაზ ურთმელიძე

"სააკაშვილი დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს - ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება, ნორმალურია?" - მალხაზ ურთმელიძე

დახურული კონტეინერით ზღვების გადალახვა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, შეიძლება იყოს თუ არა სტრესი? - ამ კითხვით მიმართა პენიტენციური დეპარტამენტის იურისტმა ნიკა აბრამიშვილმა ამერიკელ ექსპერტს, ნევროლოგს შახინ ემანუელ ლაჰანის, რომელიც მოწმის სახით ვიდეოჩართვის საშუალებით საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე იკითხება.

როგორც ექსპერტმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს არის სტრესი, მაგრამ ყველა სტრესი არ არის ტრავმული.

ამასთან, ნევროლოგმა აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ფსიქოლოგიური ტრავმები საქართველოში დაკავების შემდეგ მიიღო.

"ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმები იყო მისი ციხეში ყოფნის დაწყებიდან, განსაკუთრებით, როცა ის კისრით ათრიეს იატაკზე. ძირითადი ტრავმა, რომელიც ამ კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობისთვის არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომელიც მან ციხის პირობებში მიიღო. როდესაც ის შეიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მას განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“,- განაცხადა ექსპერტმა.

ამასთან, ნიკა აბრამიშვილი დაინტერესდა, არის თუ არა "კისრით იატაკზე თრევა“ ექსპერტის სუბიექტური შეფასება, თუ ის რამე მტკიცებულებებს ეყრდნობა: "თუ საუბრობთ დაკავებაზე და აქედან გამოწვეულ ტრავმაზე, ყველას გვაქვს ნანახი თუ რა მეთოდებით დააკავეს მსჯავრდებული უკრაინაში, არ შეიძლება, რომ ეს იყოს ტრავმის გამომწვევი? თუ რას ეყრდნობით, როცა საუბრობთ, რომ ქართულ პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ მიიღო მან ტრავმები?“

აღნიშნულ კითხვაზე შახინ ემანუელ ლაჰანი განაცხადა, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მას ვიდეომტკიცებულებებიც გადაეცა.

კითხვების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ექსპერტისკენ მიემართებოდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა.

"ფსიქოტროპულ პრეპარატებს რომ იღებდა, ეს ითვლება, რომ არის ჯანმრთელი? დეპრესიის დიაგნოზი აქვს გამოტანილი, იღებს წამლებს და არის ჯანმრთელი?“- ჰკითხა ექსპერტს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთმელიძემ, რაზეც მან პასუხად მიიღო, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დეპრესია, მაგრამ თუ ის დაკორექტირებას ექვემდებარება, ის შეიძლება ითვლებოდეს ჯანმრთელად.

"თუ დეპრესია იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიც არის თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ თუ დეპრესია ექვემდებარება კორექტირებას, მაშინ ის შეგვიძლია განვიხილოთ ჯანმრთელად.

ადამიანს, რომელსაც აქვს დეპრესია შეიძლება ძალიან ჯანმრთელიც იყოს“,- განაცხადა ექსპერტმა.

ურთმელიძის კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, იცოდა თუ არა ნევროლოგმა, რომ სააკაშვილი დეპრესიას ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღებითაც ებრძოდა?

"მიუხედავად ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისა შფოთვითი დეპრესიის გამო, სააკაშვილის სიტყვებით, მაინც ვერ ხდებოდა შფოთვის მოხსნა და ის დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს, კერძოდ კონიაკს, 2 ბოთლამდე, ეს თუ იცოდით, ან ეს ჩანაწერი სად არის თუ იცით? კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება, ნორმალურია?“,- განაცხადა ურთმელიძემ.

ექსპერტის თქმით, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად, ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღება სამედიცინო თვალსაზრისით ნორმალური არ არის.

"ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ ისეთი ნივთიერებების მოხმარებაში, როგორიც არის ალკოჰოლი, განსაკუთრებით ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს მოხმარება არ ყოფილა ნორმის მიღმა და შესაბამისად, მე ეს არ ჩავთვალე მნიშვნელოვან ფაქტად, რომ მეხსენებინა ჩემს დასკვნაში. სამედიცინო თვალსაზრისით ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად, არ არის ნორმალური“,- განაცხადა ნევროლოგმა.