საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე გამოიყურება ლევილი დღეს... წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები" - ნგრევის პირას მყოფი ისტორიული შენობა: რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში?
"ასე გამოიყურება ლევილი დღეს... წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები" - ნგრევის პირას მყოფი ისტორიული შენობა: რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ლე­ვი­ლის მა­მულ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ზე" თა­მარ ბა­რა­მაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ის ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და რო­გორც ისი პოს­ტი­დან ირ­კვე­ვა, მა­მულ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

"ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ლე­ვი­ლი დღეს. შე­ნო­ბა ჩა­მონ­გრე­უ­ლია და წყა­ლი ჩა­დის, სა­ხუ­რავ­ზე ყრია წიგ­ნე­ბი და ხელ­ნა­წე­რე­ბი. ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ღირ­სე­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ე­ბი გა­მოვ­დე­ქით. წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა ეს ამ­ბა­ვი და თუ ვინ­მე კომ­პე­ტენ­ტუ­რი მე­ტყვით, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­სა­ჭი­რო ნივ­თია ცო­ტას დავ­მშვიდ­დე­ბი" - წერს ბა­რა­მაშ­ვი­ლი.

ლე­ვი­ლის მა­მუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 2016 წლის 23 სექ­ტემ­ბერს და­უბ­რუნ­და. მა­შინ პა­რი­ზი­დან 37 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე 45 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მა­მუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის გად­მო­ცე­მის აქტს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან ხელი დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა გელა დუმ­ბა­ძემ მო­ა­წე­რა, ხოლო ფრან­გუ­ლი მხა­რი­დან აქ­ტზე ხელ­მომ­წერ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის (1918-1921) მთავ­რო­ბის წევრთა ოჯა­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ლე­ვი­ლის მა­მუ­ლი დღეს

ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის გად­მო­ცე­მის პრო­ცე­სი 25 წელი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მას­ში სხვა­დას­ხვა დროს უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მა­მუ­ლის გად­მო­ცე­მის მიზ­ნით შექ­მნილ­მა სპე­ცი­ა­ლურ­მა პა­რი­ტე­ტულ­მა კო­მი­სი­ამ 2014 წლი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და ეს პრო­ცე­სი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ლე­ვი­ლის მა­მულ­ში გა­ფორმ­და.

ლე­ვი­ლის მა­მუ­ლი 2021 წლის 27 ივ­ნისს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მარ­თვა­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცა. მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში, რო­დე­საც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის უწყე­ბა­ში "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" უთხრეს, რომ მა­მუ­ლის პრო­ექ­ტზე ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნია მუ­შა­ობ­და.

  • რო­გო­რია ამ­ჟა­მად კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცია - AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურს, სა­დაც გვი­თხრეს, რომ აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას მალე გა­ავ­რცე­ლე­ბენ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
8

რად გვინდა ეს ლევილი, ვინმეს გააზრებული გაქვთ?.ამდენი ფული იყრება უაზროდ წყალში

გოგა
5

რას წერთ და რაზეც არც ფიქრობთ წმინდა ადგილებს ისე მოიხსენიებთ თითქოს თვენ არ გეკუთნოდეთ ,ესაა თქვენი სახე სამშობლოს სიყვარული,და გახყვირიხართ ევროპაში გინდათ ,ევრობაში ასე არ ხდება ქვეყანა არ სძულთ მთავრობის გამო 

ავტორი:

"ასე გამოიყურება ლევილი დღეს... წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები" - ნგრევის პირას მყოფი ისტორიული შენობა: რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

"ასე გამოიყურება ლევილი დღეს... წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები" - ნგრევის პირას მყოფი ისტორიული შენობა: რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლევილის მამულში გადაღებულ ფოტოებს, რომელიც "ფეისბუქზე" თამარ ბარამაშვილმა გამოაქვეყნა. ის ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და როგორც ისი პოსტიდან ირკვევა, მამულში, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მფარველობის ქვეშაა, საკმაოდ რთული მდგომარეობაა.

"ასე გამოიყურება ლევილი დღეს. შენობა ჩამონგრეულია და წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები. ექვთიმე თაყაიშვილის ღირსეული მემკვიდრეები გამოვდექით. წარმოუდგენლად მეჩვენება ეს ამბავი და თუ ვინმე კომპეტენტური მეტყვით, რომ ეს ყველაფერი არასაჭირო ნივთია ცოტას დავმშვიდდები" - წერს ბარამაშვილი.

ლევილის მამული საქართველოს 2016 წლის 23 სექტემბერს დაუბრუნდა. მაშინ პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მოაწერა, ხოლო ფრანგული მხარიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ.

ლევილის მამული დღეს

ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი 25 წელი მიმდინარეობდა. მასში სხვადასხვა დროს უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მამულში გაფორმდა.

ლევილის მამული 2021 წლის 27 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მართვაში კულტურის სამინისტროს გადასცა. მიმდინარე წლის მაისში, როდესაც დაზიანებული ლევილის მამულის ფოტოები გავრცელდა, თეა წულუკიანის უწყებაში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ მამულის პროექტზე ფრანგული კომპანია მუშაობდა.

  • როგორია ამჟამად კულტურის სამინისტროს პოზიცია - AMBEBI.GE დაუკავშირდა უწყების პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ თემაზე ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებენ.