პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც დედაქალაქში ხდება, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი" - კალაძე
"თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც დედაქალაქში ხდება, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი" - კალაძე

"თქვენ თუ და­მის­ვამთ შე­კი­თხვას - კმა­ყო­ფი­ლი ვარ თუ არა, იმით, რაც დღეს ხდე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში, თუნ­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მე გე­ტყვით, რომ არ ვარ კმა­ყო­ფი­ლი", - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ საკ­რე­ბუ­ლო­ში თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის გან­ხილ­ვი­სას გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძე თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას ჰპირ­დე­ბა, რომ ქა­ლაქ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა.

"შე­უძ­ლე­ბე­ლია იყო კმა­ყო­ფი­ლი, რად­გან ჯერ რე­ფორ­მა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ჩვენ ვართ გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე. ჩვენ გავ­დი­ვართ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან, ყვე­ლა­ზე რთულ ეტაპს ყვე­ლა­ნა­ი­რი თვალ­საზ­რი­სით. თუნ­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ავი­ღოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე, თუნ­დაც ავი­ღოთ შე­სა­ბა­მი­სი ზო­ლე­ბის გა­ჩე­ნა ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის.

ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ახ­ლეა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და შე­იძ­ლე­ბა არც იცო­დეს რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა. ცხა­დია, მე არა­ვის მო­ვუ­წო­დებ და არ იფიქ­როთ, რომ გა­მოვ­დი­ვარ ბრტყელ-ბრტყე­ლი სი­ტყვე­ბით და მო­გი­წო­დებთ - "მან­ქა­ნე­ბი გა­ა­ჩე­რეთ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­დით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე" - არა მე­გობ­რე­ბო, ეს თქვე­ნი ნე­ბაა. ამ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბაა იმ­გზავ­რებს კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლით, ავ­ტო­ბუ­სით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით, მეტ­რო­თი, ეკო-მე­გობ­რუ­ლი ტრან­სპორ­ტით, ვე­ლო­სი­პე­დით, თუ ფე­ხით. ეს მათი არ­ჩე­ვა­ნია, უბ­რა­ლოდ, მე ერთ რა­მეს ვპირ­დე­ბი თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ამ ქა­ლაქ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა იქ­ნე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ღირ­სე­უ­ლად ვუ­პა­სუ­ხებთ იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რაც გვაქვს. თუ თქვენ გაქვთ რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩვენს პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ან იცით რა­ი­მე ისე­თი, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია და ჩვენ არ ვა­კე­თებთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებთ თქვენს რჩე­ვას", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
2

"არ ვარ კმაყოფილი", არ ნიშნავს რომ, ხარ "უკმაყოფილო".

მადლობა მერს!
1

"მე ერთ რა­მეს ვპირ­დე­ბი თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ამ ქა­ლაქ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა იქ­ნე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი"... ხოლო საკუთარი მანქანით გადაადგილება იქნება ჯოჯოხეთი!.. -- არჩევანი თქვენზეა :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც დედაქალაქში ხდება, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი" - კალაძე

"თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც დედაქალაქში ხდება, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი" - კალაძე

"თქვენ თუ დამისვამთ შეკითხვას - კმაყოფილი ვარ თუ არა, იმით, რაც დღეს ხდება დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, მე გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.

კალაძე თბილისის მოსახლეობას ჰპირდება, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული იქნება.

"შეუძლებელია იყო კმაყოფილი, რადგან ჯერ რეფორმა არ დასრულებულა და ჩვენ ვართ გარდამავალ ეტაპზე. ჩვენ გავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე რთულ ეტაპს ყველანაირი თვალსაზრისით. თუნდაც საზოგადოების დამოკიდებულება ავიღოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, თუნდაც ავიღოთ შესაბამისი ზოლების გაჩენა ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის.

ეს ყველაფერი სიახლეა საზოგადოებისთვის და შეიძლება არც იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ცხადია, მე არავის მოვუწოდებ და არ იფიქროთ, რომ გამოვდივარ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით და მოგიწოდებთ - "მანქანები გააჩერეთ და აუცილებლად გადადით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე" - არა მეგობრებო, ეს თქვენი ნებაა. ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქის უფლებაა იმგზავრებს კერძო ავტომობილით, ავტობუსით, მიკროავტობუსით, მეტროთი, ეკო-მეგობრული ტრანსპორტით, ველოსიპედით, თუ ფეხით. ეს მათი არჩევანია, უბრალოდ, მე ერთ რამეს ვპირდები თბილისის მოსახლეობას, რომ ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იქნება კომფორტული.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ღირსეულად ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს. თუ თქვენ გაქვთ რაიმე განსხვავებული ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით, ან იცით რაიმე ისეთი, რაც გასაკეთებელია და ჩვენ არ ვაკეთებთ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს რჩევას", - განაცხადა კახა კალაძემ.