სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამასთან ბავშვობიდან დიდი სიახლოვე მქონდა, ავად რომ ვიყავი, ნემსი მას უნდა გაეკეთებინა... სამშობიაროშიც კი რომ მივდიოდი, ხელს არ ვუშვებდი..." - რას ჰყვება თემურ ჩხეიძის ქალიშვილი მამაზე?
"მამასთან ბავშვობიდან დიდი სიახლოვე მქონდა, ავად რომ ვიყავი, ნემსი მას უნდა გაეკეთებინა...  სამშობიაროშიც კი რომ მივდიოდი, ხელს არ ვუშვებდი..." - რას ჰყვება თემურ ჩხეიძის ქალიშვილი მამაზე?

2022 წელს, ქვე­ყა­ნამ, ხე­ლოვ­ნე­ბამ, თე­ატ­რა­ლურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ოჯახ­მა დიდი ადა­მი­ა­ნი და დიდი რე­ჟი­სო­რი თე­მურ ჩხე­ი­ძე და­კარ­გა. რთუ­ლია მათი დიდი ოჯა­ხის­თვის მთა­ვა­რი წევ­რის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა და იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ თე­მუ­რი აღარ არის...

Ambebi.ge რე­ჟი­სო­რის უმ­ცროს შვილს, დეა ჩხე­ი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. დეა ინ­ტერ­ვი­უ­ზე კი დაგ­ვთან­ხმდა, თუმ­ცა გა­უკ­ვირ­და, - რა­ტომ მე, მე ხომ ჩვე­ნი ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი წევ­რი ვარო?..

"პირ­ველ რიგ­ში, ვარ ნანი ჩიქ­ვი­ნი­ძის და თე­მურ ჩხე­ი­ძის შვი­ლი, მყავს სამი შვი­ლი და ამ ყვე­ლაფ­რით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ", - გვე­უბ­ნე­ბა დეა ჩხე­ი­ძე. ის ხე­ლოვ­ნე­ბას არ გაჰ­ყო­ლია, უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ "ჯი­პა­ში“ სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მას­ტე­რის პროგ­რა­მა და­ამ­თავ­რა, მერე პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტი შე­ის­წავ­ლა. "სულ ვსწავ­ლობ, სახ­ლში მე­უბ­ნე­ბი­ან - რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლაო? მაგ­რამ მუდ­მი­ვად რა­ღა­ცას ვე­ძებ. 2002 წლი­დან ერთ-ერთ მსხვილ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ და ვარ ბიზ­ნეს-სერ­ვი­სე­ბის მე­ნე­ჯე­რი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო და საქ­მე მაქვს“, - აღ­ნიშ­ნავს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

- არას­დროს გი­ფიქ­რი­ათ ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­სუ­ლი­ყა­ვით, თუნ­დაც იმის გამო, რომ ოჯა­ხის ტრა­დი­ცია გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ?

- ალ­ბათ, ამა­ზე ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რს უფიქ­რია და მათ შო­რის, მეც. ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან დავ­დი­ო­დი თე­ატ­რში, ვეს­წრე­ბო­დი სპექ­ტაკ­ლებს, სცე­ნა­ზეც მი­თა­მა­შია, მაგ­რამ უფრო ბა­ლე­ტის­კენ ვიხ­რე­ბო­დი. მა­მი­და­ჩე­მის, მაკა მა­ხა­რა­ძის გავ­ლე­ნით, ვგიჟ­დე­ბო­დი, ისე მომ­წონ­და. დავ­დი­ო­დი კი­დეც ბა­ლეტ­ზე და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში მინ­დო­და გა­დას­ვლა, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო, პლევ­რი­ტი და­მე­მარ­თა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. ოც­ნე­ბა ოც­ნე­ბად დარ­ჩა. მერე უკვე თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ლე­ტი მომ­წონ­და, თუმ­ცა ჩემს ბავ­შვო­ბა­ში დი­დად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ იყო. დღეს რომ იმ ასაკ­ში ვიყო, მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ყვე­ბო­დი...

თბი­ლის­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი რომ იყო, ამე­რი­კა­ში ვსწავ­ლობ­დი. რომ ჩა­მო­ვე­დი, აქ ყვე­ლა­ფე­რი დაშ­ლი­ლი და არე­უ­ლი იყო. ბევ­რი არც მი­ფიქ­რია, უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა.

თა­ვი­დან საქ­მი­ა­ნო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და­ვი­წყე, "ჯორ­ჯი­ან თა­იმსში“ ვმუ­შა­ობ­დი, ვა­კე­თებ­დი სი­უ­ჟე­ტებს, ვთარ­გმნი­დი, "პირ­ველ არხზე“ გა­და­ცე­მა "დღე­შიც“ ვი­ყა­ვი...

- მშობ­ლებ­მა არ გირ­ჩი­ეს მსა­ხი­ო­ბო­ბა?

- ჩემს მშობ­ლებ­ზე უფრო ლი­ბე­რა­ლი მშობ­ლე­ბი, იმ დროს კი არა, ახა­ლაც ცოტა მე­გუ­ლე­ბა. ისე, დღეს უკვე ბევ­რი მშო­ბე­ლია ასე­თი და ბავ­შვებ­თან სხვა მიდ­გო­მა აქვთ. მა­შინ ასე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და, მშო­ბე­ლი შვილს რა­საც ეტყო­და, ის უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ეს იმ დრო­ის სენი იყო.

ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე დედ-მამა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ჩემს აზრს. მათ­გან არა­ნა­ი­რი დი­რექ­ტი­ვა არ მქო­ნია. ისე, სა­ახ­ლობ­ლო­შიც იყ­ვნენ ასე­თი მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ რჩე­ვის სა­ხით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბოდ­ნენ. ამის გარ­და, თე­მუ­რი და ნანი თა­ვის საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ალ­ბათ, ხვდე­ბოდ­ნენ, რომ სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მით არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, ამი­ტო­მაც არ უთ­ქვამთ, რომ ხომ არ წახ­ვალ ამ გზი­თო. მე­დი­კოს, ბე­ბი­ა­ჩემს კი უნ­დო­და, რომ ყვე­ლა მისი შვი­ლიშ­ვი­ლი მსა­ხი­ო­ბი ყო­ფი­ლი­ყო.

- სა­ო­ცა­რი ბე­ბია გყავ­დათ, რო­მე­ლიც თქვე­ნი დიდი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ოჯა­ხის მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი იყო...

- კი, ბე­ბია დიდი არ­ტის­ტი იყო და თან ყვე­ლა­ფერს ას­წრებ­და... ხან­და­ხან რომ და­ვი­წუ­წუ­ნებ და­ვი­ღა­ლე-მეთ­ქი, მე­დი­კო მახ­სენ­დე­ბა და მე­რი­დე­ბა. მას­თან 16-17 წლის ასაკ­ში დავ­მე­გობ­რდი. ერ­თად მოგ­ვი­წია პე­ტერ­ბურ­გში თე­მურ­თან ყოფ­ნა. სა­ო­ცა­რი 2 თვე გა­ვა­ტა­რეთ... რაც მთა­ვა­რია, მო­მიყ­ვა მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რია. ის 2 თვე იყო შთამ­ბეჭ­და­ვი და ბევ­რის­მომ­ცე­მი. ადრე თუ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, მერე უკვე მე­გო­ბა­რი გავ­ხდი.

- მოკ­ლედ, გა­გი­მარ­თლათ, რომ მე­დეა ჩა­ხა­ვას დიდ ოჯახ­ში და­ი­ბა­დეთ...

- კი... მე­დი­კო ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხის ბურ­ჯი იყო. ყვე­ლა­ნა­ი­რი დღე­სას­წა­უ­ლი მას­თან ეწყო­ბო­და. ბავ­შვო­ბა­ში ისე ვე­ლო­დე­ბო­დით ხოლ­მე ამ თავ­ყრი­ლო­ბებს. ყვე­ლას გვკრებ­და. რო­მე­ლი­მეს და­ბა­დე­ბის დღე რომ ახ­ლოვ­დე­ბო­და, წი­ნას­წარ რე­კავ­და, გვახ­სე­ნებ­და, რომ არ დაგ­ვი­წყე­ბო­და. მე მისი მე-5 შვი­ლიშ­ვი­ლი გოგო ვი­ყა­ვი, ჩე­მამ­დე არ­ცერ­თს ერ­ქვა მე­დეა. ბე­ბი­ა­ჩემ­მა - ნა­ნის დე­დამ (სა­უ­კე­თე­სო მძახ­ლე­ბი იყ­ვნენ, ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ) თქვა, - მე­დეა ასე­თი სა­ო­ცა­რი ქა­ლია და რო­გორ არ იმ­სა­ხუ­რებს ერთ მის შვი­ლიშ­ვილს მა­ინც მისი სა­ხე­ლი ერ­ქვა­სო...

სხვა­თა შო­რის, თე­მურს სა­ხე­ლი მე­დეა დი­დად არ უყ­ვარ­და, ალ­ბათ "მე­დე­ას“ ტრა­გე­დი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მაგ­რამ დედა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ამი­ტო­მაც მე­დეა და­მარ­ქვა, თუმ­ცა მე­დე­ას არას­დროს მე­ძახ­დნენ. ვი­ყა­ვი დეა ან დე­ი­კო. სა­ხე­ლით ხომ მა­ინც და­ვემ­სგავ­სე-მეთ­ქი, - ვამ­ბობ­დი. მერე სამი შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე და ზუს­ტად მე­დი­კო­სა­ვით - ბიჭი, გოგო, ბიჭი. კი­დევ მა­სა­ვით შემ­წყნა­რე­ბე­ლი ვარ, წყე­ნას გულ­ში დი­დად არ ვი­ტო­ვებ და ეს მი­ხა­რია.

- 2022 წელს თქვენ­მა დიდ­მა ოჯახ­მა და­კარ­გა მისი მთა­ვა­რი წევ­რი - თე­მურ ჩხე­ი­ძე, რაც მარ­თლა დიდი ტკი­ვი­ლია...

- მა­მას გახ­სე­ნე­ბა­ზე ისე­თი გან­ცდა მაქვს, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი მეწ­ვის, თით­ქოს დენი მარ­ტყამს... ისი­ნი, ვი­საც ასე­თი ტკი­ვი­ლი გა­ნუც­დია, მე­უბ­ნე­ბი­ან, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ეს "დე­ნის დარ­ტყმა“ გა­ივ­ლის, მაგ­რამ სხვა და­ნარ­ჩე­ნი რჩე­ბა, ამ ტკი­ვილს დრო არ კურ­ნავ­სო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ასეა.

თე­მუ­რის გა­რე­შე ყოფ­ნა ჩვენს ოჯახს ძა­ლი­ან უჭირს. ნანი ძლი­ე­რი ქა­ლია, მაგ­რამ დრო და დრო ისიც ვერ უმკლავ­დე­ბა ტკი­ვილს, უცებ ისე და­ღონ­დე­ბა, ფიქ­რე­ბით სა­დღაც მი­დის, ზუს­ტად ვიცი, რა­საც გა­ნიც­დის...

თე­მურს გა­მორ­ჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ყვე­ლას­თან, ისე­თი, რომ თი­თო­ე­უ­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სწო­რედ მას­თან ჰქონ­და. ამი­ტომ ყვე­ლას თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი თე­მუ­რი ჰყავ­და. მათი სა­ხით რამ­დე­ნი პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი მყავს გარ­შე­მო და ღმერ­თს უდი­დე­სი მად­ლო­ბა ამის­თვის. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ის ცო­ცხა­ლი აღარ არის, ცო­ცხა­ლი რომ იყოს, მე­ტყო­და - რა არის მა­მა­ზე ასე­თი ლა­პა­რა­კიო?!. ის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ასე­თი ადა­მი­ა­ნი ჯერ სხვა არ შემ­ხვედ­რია... რაც გარ­და­იც­ვა­ლა, ბევრ დე­ტალს ვა­ა­ნა­ლი­ზებ, უამ­რა­ვი რამ მახ­სენ­დე­ბა, რა­საც აქამ­დე არ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. სულ ვფიქ­რობ, რა­ნა­ი­რად ახერ­ხებ­და, რომ ყვე­ლა­ფერს, მის ნე­ბის­მი­ერ ქმე­დე­ბას ასე აა­ნა­ლი­ზებ­და... ცხა­დია, ბუ­ნე­ბით იყო კარ­გი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ხომ ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, ჩვენც ვიც­ვლე­ბით... მაგ­რამ მა­მამ თა­ვის თავ­ზე იმ­დე­ნი იმუ­შა­ვა, რომ შეძ­ლო უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი მკვეთ­რად არას­დროს გა­მო­ე­ხა­ტა. ვი­სურ­ვებ­დი, ასე­თი სიბ­რძნე ჩემს შვი­ლებს გაჰ­ყვეთ ცხოვ­რე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­მუ­რის პრო­ფე­სი­ულ მხა­რეს, გარ­და იმი­სა, რომ რო­გორც მამა და­მაკ­ლდა, ყვე­ლა სპექ­ტაკლზე, სა­დაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე ვყო­ფილ­ვარ, პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია, მით უმე­ტეს, თუ მომ­წო­ნე­ბია, არის ასე­თი, ახლა თე­მურს და­ვუ­რე­კავ ან მას­თან ავალ და და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი - მეთ­ქი. ამის გა­ფიქ­რე­ბა და მა­შინ­ვე "დენი მარ­ტყამს", ძა­ლი­ან მტკი­ვა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ თე­მუ­რის ახალ სპექ­ტაკლს ვე­ღარ ვნა­ხავ.

გულს მი­ჩუ­ყებს ის, რომ მისი სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად გვე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან, სულ გვწე­რენ, გვე­ფე­რე­ბი­ან, სპექ­ტაკ­ლებ­ზე გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან. ამ ყვე­ლაფ­რით გრძელ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე, ალ­ბათ. მე პი­რა­დად ვგრძნობ თე­მუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის ამ სიყ­ვა­რულს და სით­ბოს. ვი­ცო­დი, ვინ იყო თე­მუ­რი, მაგ­რამ მა­ინც მამა და ში­ნა­უ­რი გახ­ლდათ და რა­ღა­ცებს იმ­დე­ნად ვერ აღიქ­ვამ­დი თით­ქოს... მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მარ­თლა შოკ­ში ვი­ყა­ვი, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის რამ­ხე­ლა სით­ბო და­უ­ტო­ვე­ბია. ეს ნი­ჭია.

- ისიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არას­დროს ჩა­რე­უ­ლა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მას ჩვე­ნი ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა არ აწუ­ხებდა.

- ქვეყ­ნის ბედი აწუ­ხებ­და კი არა, ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და, არა­ნორ­მა­ლუ­რად ნერ­ვი­უ­ლობ­და, მე ვი­ყა­ვი ხში­რად ამის შემ­სწრე. ბევ­რი ტკი­ვი­ლიც მი­უ­ღია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­ღა­ცე­ბი ცუ­დად შე­ხე­ბი­ან. რთუ­ლია და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად მო­ის­მი­ნო რა­ღაც ბრალ­დე­ბა, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტებ­შიც ისევ ანა­ლი­ზის­კენ მი­დი­ო­და, სულ სვამ­და კი­თხვას, - მო­ი­ცა, კაცო, ეს რომ ამას ამ­ბობს, ამის უკან ხომ რა­ღაც დგას, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, ასე უცებ აი­ღოს და ასე თქვას. იქ­ნებ მა­საც რამე აწუ­ხებ­სო? როცა ამას ვის­მენ­დი, ვე­უბ­ნე­ბო­დი, - კარ­გი, რას ამ­ბობ, მამა, ხომ და­გაბ­რა­ლა, რო­გორ ამარ­თლებ-მეთ­ქი?! თე­მუ­რის­გან ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ყო­ველ­თვის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო. არ მახ­სოვს მის­გან ვინ­მეს კრი­ტი­კა, ლან­ძღვა... მხო­ლოდ ერთს ამ­ბობ­და, - იმის მე­ში­ნია, რომ დად­გეს დრო და ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში არა­ვის დავ­ჭირ­დეო... ამას ნამ­დვი­ლად მი­აღ­წია, ისეთ დროს წა­ვი­და, როცა სა­ოც­რად სა­ჭი­რო იყო.

- ახა­ლი წელი მო­დის, ამ დიდ სი­ხა­რულს სევ­დაც ახ­ლავს ხოლ­მე, როცა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გვერ­დით აღარ არი­ან...

- ნანი და თე­მუ­რი ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ, მე - ცალ­კე, მაგ­რამ ახალ წელს ერ­თად ვხვდე­ბო­დით. ნანი უფრო ადრე მო­დი­ო­და, თე­მუ­რი - 10 სა­ა­თის­თვის. სხვა­თა შო­რის, სა­ნამ ახა­ლი წელი მო­ვი­დო­და, ყო­ველ­თვის მო­წყე­ნი­ლი იყო, იჯდა თა­ვის­თვის და ხმას არ იღებ­და. ერთხელ ვუ­თხა­რი - მამა, რა­ტომ ხარ მო­წყე­ნი­ლი, ახა­ლი წელი მო­დის-მეთ­ქი. ამ დროს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი მახ­სენ­დე­ბა, ვის­თან ერ­თა­დაც ამ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვიო. იმის მერე აღა­რა­ფე­რი მი­კი­თხავს...

ჩემ­თვის, ახა­ლი წელი, შობა, აღ­დგო­მა, თე­მუ­რის თუ ჩემი და­ბა­დე­ბის დღე ისეთ კავ­შირ­შია მას­თან, რომ ძა­ლი­ან მი­ჭირს... ამ ეტაპ­ზე თავს ვა­ი­ძუ­ლებ, რად­გან ბავ­შვე­ბი მყავს, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, ვიქ­მნი გან­წყო­ბას... ჩვენს ოჯა­ხურ შეკ­რე­ბებ­ზეც, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, თე­მუ­რის მოს­ვლას თი­თო­ე­უ­ლი ელო­დე­ბო­და, რად­გან იქ იწყე­ბო­და ფე­ი­ერ­ვერ­კი, ამ­ბე­ბი, იუ­მო­რი, ხა­ლი­სი, სი­ცი­ლი და კარ­გი გან­წყო­ბა... მა­კამ, მა­მი­და­ჩემ­მა თქვა სწო­რად - თე­მუ­რი იყო სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­შიო... მარ­თლაც ასე იყო.

გარ­და ამი­სა, რო­გორც მა­მას­თან, ბავ­შვო­ბი­დან სუ­ლი­ე­რი სი­ახ­ლო­ვე მქონ­და, როცა ავად ვი­ყა­ვი, ნემ­სიც მას უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ყვე­ლა სირ­თუ­ლი­სას თე­მუ­რი იყო ჩემ გვერ­დით და მეც აღა­რაფ­რის მე­ში­ნო­და. სამ­შო­ბი­ა­რო­შიც კი რომ მივ­დი­ო­დი, ხელს არ ვუშ­ვებ­დი, ერ­თმა­ნეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით.

- შვი­ლე­ბი გაგ­ვა­ცა­ნით?

- ადრე გავ­თხოვ­დი, უფ­რო­სი შვი­ლი 25 წლის არის, მა­მას მო­სა­ხე­ლეა - თე­მუ­რი ჰქვია, თუ­კას ვე­ძა­ხით, ასე ეძახ­დნენ თე­მურ­საც ბავ­შვო­ბა­ში, ანი­ტა 22 წლი­საა, ნი­კუ­შა - 12-ის. ასე რომ, თუკა, ანი­ტა და ნი­კუ­შა მაღ­რა­ძე­ე­ბის დედა ვარ. ამ სა­ა­ხალ­წლოდ, ჩემს შვი­ლებ­თან, ოჯახ­თან, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ჩვენს ქვე­ყა­ნას მინ­და ვუ­სურ­ვო ბედ­ნი­ე­რი, ჯან­სა­ღი წელი, გლო­ბა­ლუ­რად გვქონ­დეს მშვი­დო­ბა და გვე­ცხოვ­როს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დარეჯანი
0

საოცარი გოგოა მედეა, რა კარგი მოგონება მოგვიᲗხრო, ᲨესანიᲨნავ და საუკეᲗესო ოჯახზე, ყოᲩაᲦ ვიამაყოᲗ ასეᲗი ᲨვილებიᲗ❤👏მაᲗ მარადიული მოგონება💔❤🙏

ეთერ გორჯელაზე
1

რაოდენ სასიხარულოა რიმ ასეთი საყვარელი ადამიანების შთამომავალი ღირსეულია,იცის საიდან მოსულა და საით უნდა წავიდეს!გმადლობ!გამრავლდეს თქვენი გენი უსასრულობამდე!💥💖❤

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მამასთან ბავშვობიდან დიდი სიახლოვე მქონდა, ავად რომ ვიყავი, ნემსი მას უნდა გაეკეთებინა... სამშობიაროშიც კი რომ მივდიოდი, ხელს არ ვუშვებდი..." - რას ჰყვება თემურ ჩხეიძის ქალიშვილი მამაზე?

"მამასთან ბავშვობიდან დიდი სიახლოვე მქონდა, ავად რომ ვიყავი, ნემსი მას უნდა გაეკეთებინა...  სამშობიაროშიც კი რომ მივდიოდი, ხელს არ ვუშვებდი..." - რას ჰყვება თემურ ჩხეიძის ქალიშვილი მამაზე?

2022 წელს, ქვეყანამ, ხელოვნებამ, თეატრალურმა საზოგადოებამ, ოჯახმა დიდი ადამიანი და დიდი რეჟისორი თემურ ჩხეიძე დაკარგა. რთულია მათი დიდი ოჯახისთვის მთავარი წევრის გარეშე ცხოვრება და იმასთან შეგუება, რომ თემური აღარ არის...

Ambebi.ge რეჟისორის უმცროს შვილს, დეა ჩხეიძეს დაუკავშირდა. დეა ინტერვიუზე კი დაგვთანხმდა, თუმცა გაუკვირდა, - რატომ მე, მე ხომ ჩვენი ოჯახის ყველაზე არაპოპულარული წევრი ვარო?..

"პირველ რიგში, ვარ ნანი ჩიქვინიძის და თემურ ჩხეიძის შვილი, მყავს სამი შვილი და ამ ყველაფრით ძალიან ვამაყობ", - გვეუბნება დეა ჩხეიძე. ის ხელოვნებას არ გაჰყოლია, უცხო ენების ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ "ჯიპაში“ სახელმწიფო ადმინისტრაციის მასტერის პროგრამა დაამთავრა, მერე პროექტის მენეჯმენტი შეისწავლა. "სულ ვსწავლობ, სახლში მეუბნებიან - როდემდე შეიძლება სწავლაო? მაგრამ მუდმივად რაღაცას ვეძებ. 2002 წლიდან ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში ვმუშაობ და ვარ ბიზნეს-სერვისების მენეჯერი. ძალიან საინტერესო სფერო და საქმე მაქვს“, - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

- არასდროს გიფიქრიათ ხელოვნების მიმართულებით წასულიყავით, თუნდაც იმის გამო, რომ ოჯახის ტრადიცია გაგეგრძელებინათ?

- ალბათ, ამაზე ბავშვობაში ბევრს უფიქრია და მათ შორის, მეც. ძალიან პატარა ასაკიდან დავდიოდი თეატრში, ვესწრებოდი სპექტაკლებს, სცენაზეც მითამაშია, მაგრამ უფრო ბალეტისკენ ვიხრებოდი. მამიდაჩემის, მაკა მახარაძის გავლენით, ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა. დავდიოდი კიდეც ბალეტზე და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მინდოდა გადასვლა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო, პლევრიტი დამემართა, ამ მიმართულებით ვერაფერი გავაკეთე. ოცნება ოცნებად დარჩა. მერე უკვე თანამედროვე ბალეტი მომწონდა, თუმცა ჩემს ბავშვობაში დიდად განვითარებული არ იყო. დღეს რომ იმ ასაკში ვიყო, მაგ მიმართულებას აუცილებლად გავყვებოდი...

თბილისში სამოქალაქო ომი რომ იყო, ამერიკაში ვსწავლობდი. რომ ჩამოვედი, აქ ყველაფერი დაშლილი და არეული იყო. ბევრი არც მიფიქრია, უცხო ენების ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა.

თავიდან საქმიანობა ჟურნალისტიკით დავიწყე, "ჯორჯიან თაიმსში“ ვმუშაობდი, ვაკეთებდი სიუჟეტებს, ვთარგმნიდი, "პირველ არხზე“ გადაცემა "დღეშიც“ ვიყავი...

- მშობლებმა არ გირჩიეს მსახიობობა?

- ჩემს მშობლებზე უფრო ლიბერალი მშობლები, იმ დროს კი არა, ახალაც ცოტა მეგულება. ისე, დღეს უკვე ბევრი მშობელია ასეთი და ბავშვებთან სხვა მიდგომა აქვთ. მაშინ ასე იშვიათად ხდებოდა, მშობელი შვილს რასაც ეტყოდა, ის უნდა გაეკეთებინა. ეს იმ დროის სენი იყო.

ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე დედ-მამა ითვალისწინებდა ჩემს აზრს. მათგან არანაირი დირექტივა არ მქონია. ისე, საახლობლოშიც იყვნენ ასეთი მშობლები, რომლებიც მხოლოდ რჩევის სახით შემოიფარგლებოდნენ. ამის გარდა, თემური და ნანი თავის საქმის პროფესიონალები, ალბათ, ხვდებოდნენ, რომ სამსახიობო მონაცემით არ გამოვირჩეოდი, ამიტომაც არ უთქვამთ, რომ ხომ არ წახვალ ამ გზითო. მედიკოს, ბებიაჩემს კი უნდოდა, რომ ყველა მისი შვილიშვილი მსახიობი ყოფილიყო.

- საოცარი ბებია გყავდათ, რომელიც თქვენი დიდი სახელოვნებო ოჯახის მთავარი ადამიანი იყო...

- კი, ბებია დიდი არტისტი იყო და თან ყველაფერს ასწრებდა... ხანდახან რომ დავიწუწუნებ დავიღალე-მეთქი, მედიკო მახსენდება და მერიდება. მასთან 16-17 წლის ასაკში დავმეგობრდი. ერთად მოგვიწია პეტერბურგში თემურთან ყოფნა. საოცარი 2 თვე გავატარეთ... რაც მთავარია, მომიყვა მთელი თავისი ცხოვრების ისტორია. ის 2 თვე იყო შთამბეჭდავი და ბევრისმომცემი. ადრე თუ მისი შვილიშვილი ვიყავი, მერე უკვე მეგობარი გავხდი.

- მოკლედ, გაგიმართლათ, რომ მედეა ჩახავას დიდ ოჯახში დაიბადეთ...

- კი... მედიკო ჩვენი დიდი ოჯახის ბურჯი იყო. ყველანაირი დღესასწაული მასთან ეწყობოდა. ბავშვობაში ისე ველოდებოდით ხოლმე ამ თავყრილობებს. ყველას გვკრებდა. რომელიმეს დაბადების დღე რომ ახლოვდებოდა, წინასწარ რეკავდა, გვახსენებდა, რომ არ დაგვიწყებოდა. მე მისი მე-5 შვილიშვილი გოგო ვიყავი, ჩემამდე არცერთს ერქვა მედეა. ბებიაჩემმა - ნანის დედამ (საუკეთესო მძახლები იყვნენ, ერთმანეთი უყვარდათ) თქვა, - მედეა ასეთი საოცარი ქალია და როგორ არ იმსახურებს ერთ მის შვილიშვილს მაინც მისი სახელი ერქვასო...

სხვათა შორის, თემურს სახელი მედეა დიდად არ უყვარდა, ალბათ "მედეას“ ტრაგედიიდან გამომდინარე. მაგრამ დედა ძალიან უყვარდა და ამიტომაც მედეა დამარქვა, თუმცა მედეას არასდროს მეძახდნენ. ვიყავი დეა ან დეიკო. სახელით ხომ მაინც დავემსგავსე-მეთქი, - ვამბობდი. მერე სამი შვილი გავაჩინე და ზუსტად მედიკოსავით - ბიჭი, გოგო, ბიჭი. კიდევ მასავით შემწყნარებელი ვარ, წყენას გულში დიდად არ ვიტოვებ და ეს მიხარია.

- 2022 წელს თქვენმა დიდმა ოჯახმა დაკარგა მისი მთავარი წევრი - თემურ ჩხეიძე, რაც მართლა დიდი ტკივილია...

- მამას გახსენებაზე ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ყველაფერი მეწვის, თითქოს დენი მარტყამს... ისინი, ვისაც ასეთი ტკივილი განუცდია, მეუბნებიან, რამდენიმე წელიწადში ეს "დენის დარტყმა“ გაივლის, მაგრამ სხვა დანარჩენი რჩება, ამ ტკივილს დრო არ კურნავსო. დარწმუნებული ვარ, რომ ასეა.

თემურის გარეშე ყოფნა ჩვენს ოჯახს ძალიან უჭირს. ნანი ძლიერი ქალია, მაგრამ დრო და დრო ისიც ვერ უმკლავდება ტკივილს, უცებ ისე დაღონდება, ფიქრებით სადღაც მიდის, ზუსტად ვიცი, რასაც განიცდის...

თემურს გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან, ისეთი, რომ თითოეული მიიჩნევდა, რომ ყველაზე გამორჩეული ურთიერთობა სწორედ მასთან ჰქონდა. ამიტომ ყველას თავისი გამორჩეული თემური ჰყავდა. მათი სახით რამდენი პატივსაცემი ადამიანი მყავს გარშემო და ღმერთს უდიდესი მადლობა ამისთვის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის ცოცხალი აღარ არის, ცოცხალი რომ იყოს, მეტყოდა - რა არის მამაზე ასეთი ლაპარაკიო?!. ის საუკეთესო თვისებებით გამოირჩეოდა და ასეთი ადამიანი ჯერ სხვა არ შემხვედრია... რაც გარდაიცვალა, ბევრ დეტალს ვაანალიზებ, უამრავი რამ მახსენდება, რასაც აქამდე არ ვაკვირდებოდი. სულ ვფიქრობ, რანაირად ახერხებდა, რომ ყველაფერს, მის ნებისმიერ ქმედებას ასე აანალიზებდა... ცხადია, ბუნებით იყო კარგი ადამიანი, მაგრამ ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება, ჩვენც ვიცვლებით... მაგრამ მამამ თავის თავზე იმდენი იმუშავა, რომ შეძლო უარყოფითი ემოციები მკვეთრად არასდროს გამოეხატა. ვისურვებდი, ასეთი სიბრძნე ჩემს შვილებს გაჰყვეთ ცხოვრებაში.

რაც შეეხება თემურის პროფესიულ მხარეს, გარდა იმისა, რომ როგორც მამა დამაკლდა, ყველა სპექტაკლზე, სადაც მისი გარდაცვალების მერე ვყოფილვარ, პირველი რეაქცია, მით უმეტეს, თუ მომწონებია, არის ასეთი, ახლა თემურს დავურეკავ ან მასთან ავალ და დაველაპარაკები - მეთქი. ამის გაფიქრება და მაშინვე "დენი მარტყამს", ძალიან მტკივა იმის გაცნობიერება, რომ თემურის ახალ სპექტაკლს ვეღარ ვნახავ.

გულს მიჩუყებს ის, რომ მისი სტუდენტები აქტიურად გვეკონტაქტებიან, სულ გვწერენ, გვეფერებიან, სპექტაკლებზე გვეპატიჟებიან. ამ ყველაფრით გრძელდება ადამიანის სიცოცხლე, ალბათ. მე პირადად ვგრძნობ თემურის სტუდენტების ამ სიყვარულს და სითბოს. ვიცოდი, ვინ იყო თემური, მაგრამ მაინც მამა და შინაური გახლდათ და რაღაცებს იმდენად ვერ აღიქვამდი თითქოს... მისი გარდაცვალების შემდეგ, მართლა შოკში ვიყავი, ადამიანებისთვის რამხელა სითბო დაუტოვებია. ეს ნიჭია.

- ისიც მნიშვნელოვანია, რომ ქართულ პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა არ აწუხებდა.

- ქვეყნის ბედი აწუხებდა კი არა, ძალიან აწუხებდა, არანორმალურად ნერვიულობდა, მე ვიყავი ხშირად ამის შემსწრე. ბევრი ტკივილიც მიუღია, ამ მიმართულებით ვიღაცები ცუდად შეხებიან. რთულია დაუმსახურებლად მოისმინო რაღაც ბრალდება, მაგრამ იმ მომენტებშიც ისევ ანალიზისკენ მიდიოდა, სულ სვამდა კითხვას, - მოიცა, კაცო, ეს რომ ამას ამბობს, ამის უკან ხომ რაღაც დგას, ხომ არ შეიძლება, ასე უცებ აიღოს და ასე თქვას. იქნებ მასაც რამე აწუხებსო? როცა ამას ვისმენდი, ვეუბნებოდი, - კარგი, რას ამბობ, მამა, ხომ დაგაბრალა, როგორ ამართლებ-მეთქი?! თემურისგან ასეთი საქციელი ყოველთვის გამაოგნებელი იყო. არ მახსოვს მისგან ვინმეს კრიტიკა, ლანძღვა... მხოლოდ ერთს ამბობდა, - იმის მეშინია, რომ დადგეს დრო და ჩემს პროფესიაში არავის დავჭირდეო... ამას ნამდვილად მიაღწია, ისეთ დროს წავიდა, როცა საოცრად საჭირო იყო.

- ახალი წელი მოდის, ამ დიდ სიხარულს სევდაც ახლავს ხოლმე, როცა საყვარელი ადამიანები გვერდით აღარ არიან...

- ნანი და თემური ცალკე ცხოვრობდნენ, მე - ცალკე, მაგრამ ახალ წელს ერთად ვხვდებოდით. ნანი უფრო ადრე მოდიოდა, თემური - 10 საათისთვის. სხვათა შორის, სანამ ახალი წელი მოვიდოდა, ყოველთვის მოწყენილი იყო, იჯდა თავისთვის და ხმას არ იღებდა. ერთხელ ვუთხარი - მამა, რატომ ხარ მოწყენილი, ახალი წელი მოდის-მეთქი. ამ დროს ყველა ის ადამიანი მახსენდება, ვისთან ერთადაც ამ დღესასწაულებზე ძალიან ბედნიერი ვიყავიო. იმის მერე აღარაფერი მიკითხავს...

ჩემთვის, ახალი წელი, შობა, აღდგომა, თემურის თუ ჩემი დაბადების დღე ისეთ კავშირშია მასთან, რომ ძალიან მიჭირს... ამ ეტაპზე თავს ვაიძულებ, რადგან ბავშვები მყავს, ცხოვრება გრძელდება, ვიქმნი განწყობას... ჩვენს ოჯახურ შეკრებებზეც, ყველა დამეთანხმება, თემურის მოსვლას თითოეული ელოდებოდა, რადგან იქ იწყებოდა ფეიერვერკი, ამბები, იუმორი, ხალისი, სიცილი და კარგი განწყობა... მაკამ, მამიდაჩემმა თქვა სწორად - თემური იყო სინათლე ჩვენს ფანჯრებშიო... მართლაც ასე იყო.

გარდა ამისა, როგორც მამასთან, ბავშვობიდან სულიერი სიახლოვე მქონდა, როცა ავად ვიყავი, ნემსიც მას უნდა გაეკეთებინა, ყველა სირთულისას თემური იყო ჩემ გვერდით და მეც აღარაფრის მეშინოდა. სამშობიაროშიც კი რომ მივდიოდი, ხელს არ ვუშვებდი, ერთმანეთზე დამოკიდებულები ვიყავით.

- შვილები გაგვაცანით?

- ადრე გავთხოვდი, უფროსი შვილი 25 წლის არის, მამას მოსახელეა - თემური ჰქვია, თუკას ვეძახით, ასე ეძახდნენ თემურსაც ბავშვობაში, ანიტა 22 წლისაა, ნიკუშა - 12-ის. ასე რომ, თუკა, ანიტა და ნიკუშა მაღრაძეების დედა ვარ. ამ საახალწლოდ, ჩემს შვილებთან, ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო ბედნიერი, ჯანსაღი წელი, გლობალურად გვქონდეს მშვიდობა და გვეცხოვროს განვითარებულ ქვეყანაში.