საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგონას შეეხო... შეყვარებულმა მისი დაცვა სცადა" - ანექსირებული ყირიმის ღამის კლუბში "კადიროვცებმა" კლუბის სტუმრებს, შემდეგ კი პოლიციელს სცემეს
"გოგონას შეეხო... შეყვარებულმა მისი დაცვა სცადა" - ანექსირებული ყირიმის ღამის კლუბში "კადიროვცებმა" კლუბის სტუმრებს, შემდეგ კი პოლიციელს სცემეს

რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში, სიმ­ფე­რო­პოლ­ში, ხუთ­მა ჩე­ჩენ­მა ოფი­ცერ­მა, მათ შო­რის რაზ­მის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლემ, ჰა­სან იბ­რა­გიმოვ­მა, ღა­მის კლუ­ბის სტუმ­რებს და პო­ლი­ცი­ის ოფიც­რებს სცე­მეს, ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია და "ტე­ლეგ­რა­მის" არ­ხე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან.

აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­დეგ, "კა­დი­როვ­ცე­ბი" სიმ­ფე­რო­პო­ლის კლუბს და­სას­ვე­ნებ­ლად ეწ­ვივ­ნენ. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, კონ­ფლიქ­ტი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ოფიც­რებ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სხვა სტუმ­რე­ბის და­ში­ნე­ბა და მათ მი­მართ უხე­შად მოქ­ცე­ვა და­ი­წყეს.

თა­ვად ჰა­სან იბ­რა­გიმო­ვი კი უცხო გო­გო­ნას კა­ბის ქვეშ შე­ე­ხო. გო­გო­ნას შეყ­ვა­რე­ბულ­მა მისი დაც­ვა სცა­და, მაგ­რამ იბ­რა­გიმოვ­მა და მის­მა გუნ­დმა ბიჭი ქუ­ჩა­ში გა­იყ­ვა­ნა და სცე­მა. თვითმხილ­ვე­ლებ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს, მაგ­რამ "კა­დი­როვ­ცე­ბი“ მა­თაც გა­უს­წორ­დნენ - და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერ­თმა ოფი­ცერ­მა, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს და­არ­ტყა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ღა­მის კლუბ­ში "როსგვარ­დი­ის" რამ­დე­ნი­მე და­ნა­ყო­ფი მი­ვი­და და ხუ­თი­ვე მა­მა­კა­ცი, ჰა­სან იბ­რა­გიმო­ვი, არ­ტურ აბ­დუ­ლა­ე­ვი, სუ­ლამ­ბექ ტა­დუ­შა­ე­ვი, მა­გო­მედ ტოვ­სულ­თა­ნო­ვი და შა­მილ აზი­ზო­ვი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მე­დი­ის ცნო­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მუხ­ლით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

თა­ვად ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარ­ყოფს ინ­ცი­დენ­ტსაც და "ახ­მა­ტის ოფიც­რე­ბის" და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც. ჩეჩ­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ახ­მედ დუ­და­ე­ვის თქმით, "ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მე­დია წერს, ტყუ­ი­ლია. არა­ვის უჩივ­ლია, არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ და ეს ში­ნა­უ­რუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი იყო, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე­ვე მოგ­ვარ­და."

მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა "ახ­მა­ტის" რაზ­მის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლემ, ჰა­სან იბ­რა­გიმოვ­მაც.

უკ­რა­ი­ნა­ში "ახ­მა­ტის“ მებ­რძო­ლე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მკვლე­ლო­ბა­ში არი­ან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი. უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რაზ­მის მე­თა­ურ­მა, იზ­ნა­ურ მუ­სა­ევ­მა და მის­მა ქვე­შევ­რდო­მებ­მა, რუ­სე­თის შეჭ­რის და­სა­წყის­ში, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რე­ი­დე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე იძა­ლა­დეს. ერთ-ერთი ასე­თი რე­ი­დის დროს, SBU-ს ცნო­ბით, მუ­სა­ევ­მა გან­ზრახ ეს­რო­ლა თავ­ში ხუთ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქეს, ორ ქალს და სამ მა­მა­კაცს.

წყა­რო: ekhokavkaza

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედა
8

იმედია მოსკოვშიც ძალიან ხშირი გახდება მსგავსი შემთხვევები რუსები ჩეჩნების გარდა სხვა ერთან სიახლოვეს არ იმსახურებენ!

aburjga
169

ყირიმი ანექსირებულია? ამერიკელებმა იქაც შეაღწიეს??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გოგონას შეეხო... შეყვარებულმა მისი დაცვა სცადა" - ანექსირებული ყირიმის ღამის კლუბში "კადიროვცებმა" კლუბის სტუმრებს, შემდეგ კი პოლიციელს სცემეს

"გოგონას შეეხო... შეყვარებულმა მისი დაცვა სცადა" - ანექსირებული ყირიმის ღამის კლუბში "კადიროვცებმა" კლუბის სტუმრებს, შემდეგ კი პოლიციელს სცემეს

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სიმფეროპოლში, ხუთმა ჩეჩენმა ოფიცერმა, მათ შორის რაზმის მეთაურის მოადგილემ, ჰასან იბრაგიმოვმა, ღამის კლუბის სტუმრებს და პოლიციის ოფიცრებს სცემეს, ამის შესახებ ადგილობრივი მედია და "ტელეგრამის" არხები იტყობინებიან.

აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ, "კადიროვცები" სიმფეროპოლის კლუბს დასასვენებლად ეწვივნენ. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიცრებმა დაწესებულების სხვა სტუმრების დაშინება და მათ მიმართ უხეშად მოქცევა დაიწყეს.

თავად ჰასან იბრაგიმოვი კი უცხო გოგონას კაბის ქვეშ შეეხო. გოგონას შეყვარებულმა მისი დაცვა სცადა, მაგრამ იბრაგიმოვმა და მისმა გუნდმა ბიჭი ქუჩაში გაიყვანა და სცემა. თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ "კადიროვცები“ მათაც გაუსწორდნენ - დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთ-ერთმა ოფიცერმა, პოლიციის თანამშრომელს დაარტყა.

მოგვიანებით, ღამის კლუბში "როსგვარდიის" რამდენიმე დანაყოფი მივიდა და ხუთივე მამაკაცი, ჰასან იბრაგიმოვი, არტურ აბდულაევი, სულამბექ ტადუშაევი, მაგომედ ტოვსულთანოვი და შამილ აზიზოვი განყოფილებაში გადაიყვანა. მედიის ცნობით, საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც სამართალდამცავების მიმართ ძალადობას გულისხმობს.

თავად ჩეჩნეთის ხელისუფლება უარყოფს ინციდენტსაც და "ახმატის ოფიცრების" დაკავების შესახებ ინფორმაციასაც. ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ახმედ დუდაევის თქმით, "ყველაფერი, რასაც მედია წერს, ტყუილია. არავის უჩივლია, არავინ დაუკავებიათ და ეს შინაურული ინციდენტი იყო, რომელიც ადგილზევე მოგვარდა."

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა "ახმატის" რაზმის მეთაურის მოადგილემ, ჰასან იბრაგიმოვმაც.

უკრაინაში "ახმატის“ მებრძოლები მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში არიან ბრალდებულები. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რაზმის მეთაურმა, იზნაურ მუსაევმა და მისმა ქვეშევრდომებმა, რუსეთის შეჭრის დასაწყისში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეიდები განახორციელეს და მშვიდობიან მოსახლეობაზე იძალადეს. ერთ-ერთი ასეთი რეიდის დროს, SBU-ს ცნობით, მუსაევმა განზრახ ესროლა თავში ხუთ მშვიდობიან მოქალაქეს, ორ ქალს და სამ მამაკაცს.

წყარო: ekhokavkaza

მოამზადა: ანა სიბოშვილმა