სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის მოწამვლის განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად " - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური
"სააკაშვილის მოწამვლის განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად " - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­წამ­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი "არას­წო­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აღ­ქმის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და მი­მარ­თუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად“.

ამას­თან, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, "სი­ტუ­ა­ცი­ის ხე­ლოვ­ნუ­რად დამ­ძი­მე­ბა წარ­მო­ად­გენს სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის წინ და­ძა­ბუ­ლი ფო­ნის შექ­მნის კი­დევ ერთ და­მა­ტე­ბით მცდე­ლო­ბას, რაც სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია“.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს:

2022 წლის 31 მა­ისს მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ მიერ ჩა­ტარ­და ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა ლა­ბო­რა­ტო­რია "მრჩე­ველ­ში“. 2022 წლის 10 ივ­ნისს მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო ნორ­მა­ში.

2022 წლის 19 ნო­ემ­ბერს მსჯავ­რდე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ან­მა გა­ნა­ცხა­და მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის სა­ვა­რა­უ­დო მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ. რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2022 წლის 21 ნო­ემ­ბერს აღ­ნიშ­ნა მი­თი­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არას­დროს არ­ცერ­თი ად­ვო­კა­ტის­თვის არ უთ­ქვამს, რომ ეჭვი ჰქონ­და მო­წამ­ვლა­ზე და ამ თე­მა­ზე სპე­კუ­ლა­ცი­ებს უწო­და "უად­გი­ლო“.

2022 წლის 21 ნო­ემ­ბერს მსჯავ­რდე­ბუ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­წამ­ვლის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კი­დევ ერ­თმა ად­ვო­კატ­მა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ, რო­მელ­საც არ სჯე­რო­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი "პოს­ტი“ და­წე­რი­ლი იყო მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მიერ, რად­გან მას ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ აძ­ლევ­და. თუმ­ცა, მსჯავ­რდე­ბულ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დგომ ამ ად­ვო­კატ­მა მა­ლე­ვე და­ა­დას­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა.

2022 წლის 22 ნო­ემ­ბერს, პა­ცი­ენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა სსიპ "ლ. სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­როს“, რა­ზეც მი­ღე­ბულ იქნა თან­ხმო­ბა. ამის შემ­დეგ 2022 წლის 24 ნო­ემ­ბერს სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა, რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან­მა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბამ, მსჯავ­რდე­ბულს შეს­თა­ვა­ზა კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, რა­ზეც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და უარი. ეს კი­დევ ერთხელ ნათ­ლად ცხად­ყოფს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის მცდე­ლო­ბას.

2022 წლის 2 დე­კემ­ბერს ტვ "პირ­ვე­ლის“ ეთე­რით გავ­რცელ­და მცი­რე და არას­რუ­ლი ამო­ნა­რი­დი ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას“ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­დან, რო­მე­ლიც, მა­თი­ვე მო­თხოვ­ნით, არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი, რაც მიზ­ნად ისა­ხავ­და სი­ტუ­ა­ცი­ის იმგვა­რად წარ­მო­ჩე­ნას, თით­ქოს მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო მო­წამ­ლუ­ლი. მსგავ­სი ტი­პის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არას­წო­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აღ­ქმის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და მი­მარ­თუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად.

კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ, რომ ამ ეტაპ­ზე კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნის შე­სა­ხებ, რომ­ლის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი, ასე­ვე, ორ­კესტრი­რე­ბუ­ლად გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი იყო ტვ "ფორ­მუ­ლას“ მიერ, უნდა იმ­სჯე­ლოს სა­სა­მარ­თლომ. სი­ტუ­ა­ცი­ის ხე­ლოვ­ნუ­რად დამ­ძი­მე­ბა წარ­მო­ად­გენს სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის წინ და­ძა­ბუ­ლი ფო­ნის შექ­მნის კი­დევ ერთ და­მა­ტე­ბით მცდე­ლო­ბას, რაც სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვუ­წო­დებთ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს, თავი შე­ი­კა­ვოს სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნით კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად ცნო­ბი­ლი, დას­კვნის ფრაგ­მენ­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან, პა­ტი­ვი სცეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წეს­რიგს“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მომპირკეთებელი
0

მართლა სიმულიანტი რომაა; ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ იმ "ხადუნებს" საერთოდ არ ეყრდნობა - ისე სიაფანდზე დააქვს, , უნიჭოდ მსახიობობს

ბაკარია
0

იმ ქვეყნის პრეზიდენტის თხოვნა, რომელსაც კილერა შეფარებული ჰყავს, როგორც პოლიტდევნილი, გასათვალისწინებელი არაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სააკაშვილის მოწამვლის განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად " - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური

"სააკაშვილის მოწამვლის განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად " - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით მისი ადვოკატების მიერ გავრცელებული განცხადებები "არასწორი საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას ემსახურება და მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად“.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, "სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის კიდევ ერთ დამატებით მცდელობას, რაც სასამართლოზე ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითია“.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს:

2022 წლის 31 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით კლინიკა "ვივამედის“ მიერ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორია "მრჩეველში“. 2022 წლის 10 ივნისს მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი იყო ნორმაში.

2022 წლის 19 ნოემბერს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა 2022 წლის 21 ნოემბერს აღნიშნა მითითებულ განცხადებასთან დაკავშირებით, არასდროს არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ ეჭვი ჰქონდა მოწამვლაზე და ამ თემაზე სპეკულაციებს უწოდა "უადგილო“.

2022 წლის 21 ნოემბერს მსჯავრდებულის სავარაუდო მოწამვლის თაობაზე განაცხადა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ აღნიშნული "პოსტი“ დაწერილი იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ, რადგან მას ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა. თუმცა, მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ ამ ადვოკატმა მალევე დაადასტურა განცხადების ავთენტურობა.

2022 წლის 22 ნოემბერს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა სსიპ "ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, რაზეც მიღებულ იქნა თანხმობა. ამის შემდეგ 2022 წლის 24 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფო უწყებამ, მსჯავრდებულს შესთავაზა კვლევის ჩატარება, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას.

2022 წლის 2 დეკემბერს ტვ "პირველის“ ეთერით გავრცელდა მცირე და არასრული ამონარიდი ცენტრ "ემპათიას“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნიდან, რომელიც, მათივე მოთხოვნით, არის კონფიდენციალური, რაც მიზნად ისახავდა სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამლული. მსგავსი ტიპის მიზანმიმართული, დესტრუქციული ქმედება ემსახურება მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას და მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე კონფიდენციალური დასკვნის შესახებ, რომლის გარკვეული ნაწილები, ასევე, ორკესტრირებულად გასაჯაროებული იყო ტვ "ფორმულას“ მიერ, უნდა იმსჯელოს სასამართლომ. სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის კიდევ ერთ დამატებით მცდელობას, რაც სასამართლოზე ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითია.

კატეგორიულად მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს საკუთარი მოთხოვნით კონფიდენციალურად ცნობილი, დასკვნის ფრაგმენტული მონაკვეთების გამჟღავნებისგან, პატივი სცეს საზოგადოებას და კონსტიტუციურ წესრიგს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.