პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზამთარი ძალიან დინამიური დრო იქნება - ვერ ვხედავთ უკრაინელების შეჩერების რაიმე ნიშანს და ველით, რომ რუსებიც წინ წაწევას შეეცდებიან" - პენტაგონი
"ზამთარი ძალიან დინამიური დრო იქნება - ვერ ვხედავთ უკრაინელების შეჩერების რაიმე ნიშანს და ველით, რომ რუსებიც წინ წაწევას შეეცდებიან" - პენტაგონი

პენ­ტა­გო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის, ლორა კუ­პე­რის გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პო­ლი­ტი­კას კუ­რი­რებს, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის საბ­რძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდა „მა­ღა­ლი გა­და­უ­დებ­ლო­ბის“ რე­ჟიმ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ პირ­ველ დღე­ებ­ში, რო­დე­საც და­ი­ნა­ხეთ რუ­სე­ბის თავ­დას­ხმა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით, მე ვი­ტყო­დი, რომ „ჯა­ვე­ლი­ნი“ და „სტინ­გე­რი“ იყო კრი­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ამ თავ­და­პირ­ვე­ლი შე­ტე­ვის მო­სა­გე­რი­ებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნა პენ­ტა­გო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის ომის კონ­ტექ­სტში ზამ­თა­რი ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რი დრო იქ­ნე­ბა.

„ზამ­თა­რი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რი დრო. ზო­გი­ერ­თი ფიქ­რობს ზამ­თარ­ზე, რო­გორც დას­ვე­ნე­ბი­სა და გა­და­წყო­ბის დრო­ზე, მაგ­რამ ჩვენ ვერ ვხე­დავთ რა­ი­მე ნი­შანს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი შე­ჩერ­დე­ბი­ან და რა თქმა უნდა, ვე­ლით, რომ რუ­სე­ბიც შე­ეც­დე­ბი­ან წინ წა­წე­ვას“, - აღ­ნიშ­ნა ლორა კუ­პერ­მა.

მან არ და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში Patriot-ის სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის გა­საგ­ზავ­ნად ემ­ზა­დე­ბა.

„მაგ­რამ მე შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია და ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ უკ­რა­ი­ნი­სა და მისი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რას. NASAMS-ი ამის ნა­წი­ლი იყო", - აღ­ნიშ­ნა პენ­ტა­გო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ზამთარი ძალიან დინამიური დრო იქნება - ვერ ვხედავთ უკრაინელების შეჩერების რაიმე ნიშანს და ველით, რომ რუსებიც წინ წაწევას შეეცდებიან" - პენტაგონი

"ზამთარი ძალიან დინამიური დრო იქნება - ვერ ვხედავთ უკრაინელების შეჩერების რაიმე ნიშანს და ველით, რომ რუსებიც წინ წაწევას შეეცდებიან" - პენტაგონი

პენტაგონის წარმომადგენლის, ლორა კუპერის განცხადებით, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ პოლიტიკას კურირებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა „მაღალი გადაუდებლობის“ რეჟიმში განხორციელდება.

„24 თებერვლის შემდეგ პირველ დღეებში, როდესაც დაინახეთ რუსების თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით, მე ვიტყოდი, რომ „ჯაველინი“ და „სტინგერი“ იყო კრიტიკული საშუალება უკრაინელებისთვის ამ თავდაპირველი შეტევის მოსაგერიებლად“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, უკრაინის ომის კონტექსტში ზამთარი ძალიან დინამიური დრო იქნება.

„ზამთარი იქნება ძალიან დინამიური დრო. ზოგიერთი ფიქრობს ზამთარზე, როგორც დასვენებისა და გადაწყობის დროზე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ უკრაინელები შეჩერდებიან და რა თქმა უნდა, ველით, რომ რუსებიც შეეცდებიან წინ წაწევას“, - აღნიშნა ლორა კუპერმა.

მან არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემების გასაგზავნად ემზადება.

„მაგრამ მე შემიძლია დავადასტურო, რომ საჰაერო თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და მისი საჰაერო თავდაცვის საჭიროებების მხარდაჭერას. NASAMS-ი ამის ნაწილი იყო", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.