მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეგიონებში მცხოვრები 1500 ქალის ტექნოლოგიებში გადამზადების პროექტი საჩუქრად BTU-სგან
რეგიონებში მცხოვრები 1500 ქალის ტექნოლოგიებში გადამზადების პროექტი საჩუქრად BTU-სგან

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ქა­ლე­ბის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი იწყე­ბა: „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ გა­და­ამ­ზა­დებს 1500 ბე­ნე­ფი­ცი­არს, რომ­ლე­ბიც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში შე­ი­ძე­ნენ ახალ უნა­რებს და პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მებ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას შეძ­ლე­ბენ.

პრო­ექ­ტი USAID-ის დამ­საქ­მებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თვის პროგ­რა­მის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მისი მი­ზა­ნია ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა, მათი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და გა­დამ­ზა­დე­ბის შემ­დგო­მი და­საქ­მე­ბის პრო­ცეს­ში მხარ­და­ჭე­რა, აგ­რეთ­ვე, სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­კლუ­ზი­ის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა მიერ ინ­ტე­რე­სის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ბმულ­ზე. რე­გის­ტრა­ცია და­ი­წყე­ბა 2023 წლის 16 იან­ვარს.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი Front-end დე­ვე­ლოპ­მენ­ტის, Back-end დე­ვე­ლოპ­მენ­ტის, UI/UX დი­ზა­ი­ნის, გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის, ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის და ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დამ­ზად­დე­ბი­ან. შერ­ჩე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს შო­რი­საა: სა­მეგ­რე­ლო, გუ­რია, რაჭა-ლე­ჩხუ­მი, შიდა ქარ­თლი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი, იმე­რე­თი, გარ­და ამი­სა: წე­რო­ვა­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა. აგ­რეთ­ვე, შე­იქ­მნე­ბა ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მა და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ქალ­თა სა­მუ­შაო და სას­წავ­ლო სივ­რცე­ე­ბი. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მო­დუ­ლე­ბის გარ­და, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­დამ­ზად­დე­ბი­ან ინ­გლი­სურ ენა­ში. ასე­ვე, გა­ი­მარ­თე­ბა კა­რი­ე­რუ­ლი ბუთ­ქემ­ფე­ბი და და­საქ­მე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ჩა­ტარ­დე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კამ­პა­ნია.

„ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ რექ­ტო­რის ნინო ენუ­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი, რაც ამ დრომ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა და ის სტარტს სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში აი­ღებს.

„პრო­ექ­ტი - 1500 ქალი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, კერ­ძოდ, 8 ქა­ლაქ­ში, სა­დაც კან­დი­დატ­თა რე­გის­ტრა­ცი­ას მალე და­ვი­წყებთ და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­როს ცალ­კე­ულ მო­დუ­ლებ­ში და­ვა­რე­გის­ტრი­რებთ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს. ჩვე­ნი წა­მო­წყდე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს არა მხო­ლოდ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას, არა­მედ მათი შემ­დგო­მი და­საქ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რას, ცალ­კე­უ­ლი სას­წავ­ლო და სატ­რე­ნინ­გო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბას რე­გი­ო­ნებ­ში და სხვა მრა­ვა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და BTU-ს რექ­ტორ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში USAID-ის მი­სი­ის დი­რექ­ტო­რის ჯონ პე­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის იმ 30 წლი­ა­ნი პრო­ცე­სის ნა­წი­ლი, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში USAID-ი და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბას უწყობს ხელს. მი­სი­ვე თქმით, პრო­ექ­ტი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია იმ კუ­თხით, რომ ქა­ლე­ბი შე­ი­ძე­ნენ IT უნა­რებს და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი გახ­დე­ბი­ან რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე,

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, USAID-სთვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს პრო­ცე­სი, რად­გა­ნაც USAID-ის პროგ­რა­მამ და „სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“ ხელი მო­ა­წე­რეს მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რო­ბას, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­როა ქა­ლე­ბის­თვის. ისი­ნი შე­ი­ძე­ნენ მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­ჭი­რო IT უნარ-ჩვე­ვებს, ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბის­თვის, მათ­თვის, ვინც ცხოვ­რო­ბენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ გამ­ყოფ ხაზ­თან სოფ­ლებ­ში და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სათ­ვი­საც. და­ახ­ლო­ე­ბით 1500 ქალი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ე­უფ­ლე­ბი­ან IT უნარ-ჩვე­ვებს, რაც მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, გახ­დნენ უფრო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი და და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ ის მო­თხოვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კერ­ძო სექ­ტორ­ში არ­სე­ბობს, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვად, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და USAID-ის მი­სი­ის დი­რექ­ტორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

პრო­ექ­ტის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი. მისი გან­ცხა­დე­ბით, ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, ინო­ვა­ცი­უ­რი და IT ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

„ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ზო­გა­დად ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და IT სფე­რო­ში ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია. ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას აქ­ტი­უ­რად ვუ­ჭერთ მხარს ყვე­ლა იმ პროგ­რა­მა­სა და აქ­ტი­ვო­ბა­ში, რა­საც სა­მი­ნის­ტრო ახორ­ცი­ე­ლებს რო­გორც ბიზ­ნე­სი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რის, ისე ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და IT ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რა­მას კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ნა­ტა­ნი იქ­ნე­ბა იმ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, ინო­ვა­ცი­უ­რი და IT ეკო­სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, რო­მელ­საც კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რი ერ­თობ­ლი­ვად ახორ­ცი­ე­ლებს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მინ­და, წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ქალს, რო­მე­ლიც ჩა­ერ­თვე­ბა ამ პროგ­რა­მა­ში, გა­ივ­ლის მას და აუ­ცი­ლებ­ლად და­საქმდე­ბა მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ სამ­სა­ხუ­რებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა.

ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის შექ­მნი­ლი ახა­ლი პრო­ექ­ტი ასე­ვე შე­ა­ფა­სა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე - ნინო წი­ლო­სან­მა. მისი გან­ცხა­დე­ბით, გლო­ბა­ლუ­რი და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ქა­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის გა­რე­შე, რა­შიც მო­ი­აზ­რე­ბა არა მხო­ლოდ ტრა­დი­ცი­უ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი, არა­მედ ის ციფ­რუ­ლი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„რა თქმა უნდა, ქა­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბა აღ­მო­ფხვრის იმ პრობ­ლე­მას, რო­მელ­საც ჰქვია სა­ხელ­ფა­სო სხვა­ო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კომ­პლექ­სუ­რია და მათ შო­რის გა­მოწ­ვე­უ­ლია ქა­ლე­ბის და­საქ­მე­ბით და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად პრო­ფე­სი­ებ­ში. ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც BTU-ს მხრი­დან და ჩვე­ნი დო­ნო­რე­ბის მხრი­დან არის მხარ­და­ჭე­რი­ლი, რა თქმა უნდა, ქა­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევთ, უნა­რე­ბი გა­ნი­ვი­თა­რონ და შემ­დეგ ჩა­ერ­თონ გლო­ბა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის პრო­ცეს­ში. ჩვენ ამ სა­კი­თხებს კომ­პლექ­სუ­რად ვუ­ყუ­რებთ, სა­ხელ­მწი­ფო შე­უ­ერ­თდა გა­ე­რო-ს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ო­ბის ფო­რუმს - ქა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და ინო­ვა­ცი­ებ­ში, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფომ რო­გორც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, ისე სა­პარ­ლა­მენ­ტო კუ­თხით აიღო კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმი­სათ­ვის, რომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­დოს ქა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ინო­ვა­ცი­ებ­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ნინო წი­ლო­სან­მა.

პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნის და­სას­რულს, „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“ და USAID-მა ხელი მო­ა­წე­რეს ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს. ასე­ვე, კერ­ძო სექ­ტო­რი­დან ათო­ბით კომ­პა­ნი­ამ მზა­ო­ბა გა­მოთ­ქვა ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ BTU მო­მა­ვალ­შიც ღიაა, პარტნი­ო­რო­ბა და­ი­წყოს კომ­პა­ნი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ქალ­თა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტში ჩარ­თვის მზა­ო­ბას გა­მოთ­ქვა­მენ.

R

მარეხი
0

სურვილი მაქვს ამ პროექტში ჩართვის და სწავლის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

რეგიონებში მცხოვრები 1500 ქალის ტექნოლოგიებში გადამზადების პროექტი საჩუქრად BTU-სგან

რეგიონებში მცხოვრები 1500 ქალის ტექნოლოგიებში გადამზადების პროექტი საჩუქრად BTU-სგან

საქართველოს რეგიონებში მაცხოვრებელი ქალებისთვის უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი იწყება: „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ გადაამზადებს 1500 ბენეფიციარს, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში შეიძენენ ახალ უნარებს და პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციას შეძლებენ.

პროექტი USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდება. მისი მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი ტექნოლოგიებში ჩართულობის უზრუნველყოფა და გადამზადების შემდგომი დასაქმების პროცესში მხარდაჭერა, აგრეთვე, სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში.

მონაწილეობის მსურველთა მიერ ინტერესის გამოხატვის ფორმა უკვე შემუშავებულია და ხელმისაწვდომია ბმულზე. რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 16 იანვარს.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები Front-end დეველოპმენტის, Back-end დეველოპმენტის, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგის და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით გადამზადდებიან. შერჩეულ მუნიციპალიტეტებს შორისაა: სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გარდა ამისა: წეროვანის დევნილთა დასახლება. აგრეთვე, შეიქმნება ონლაინ სასწავლო პლატფორმა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქალთა სამუშაო და სასწავლო სივრცეები. ტექნოლოგიების მოდულების გარდა, მონაწილეები გადამზადდებიან ინგლისურ ენაში. ასევე, გაიმართება კარიერული ბუთქემფები და დასაქმების ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორის ნინო ენუქიძის განცხადებით, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც ამ დრომდე საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებულა და ის სტარტს სულ რამდენიმე დღეში აიღებს.

„პროექტი - 1500 ქალი ტექნოლოგიებში განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ, 8 ქალაქში, სადაც კანდიდატთა რეგისტრაციას მალე დავიწყებთ და ტექნოლოგიების სფეროს ცალკეულ მოდულებში დავარეგისტრირებთ პროექტის მონაწილეებს. ჩვენი წამოწყდება ითვალისწინებს არა მხოლოდ ბენეფიციარების გადამზადებას, არამედ მათი შემდგომი დასაქმების მხარდაჭერას, ცალკეული სასწავლო და სატრენინგო კომპიუტერული სივრცეების მოწყობას რეგიონებში და სხვა მრავალი ინიციატივის განხორციელებას“, - განაცხადა BTU-ს რექტორმა.

საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის ჯონ პენელის განცხადებით, ეს არის იმ 30 წლიანი პროცესის ნაწილი, რომლის განმავლობაში USAID-ი და ამერიკელი ხალხი საქართველოს განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, პროექტი უმნიშვნელოვანესია იმ კუთხით, რომ ქალები შეიძენენ IT უნარებს და კონკურენტუნარიანები გახდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე,

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში, USAID-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი, რადგანაც USAID-ის პროგრამამ და „საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა ქალებისთვის. ისინი შეიძენენ მნიშვნელოვან და საჭირო IT უნარ-ჩვევებს, ეს არის შესაძლებლობა განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის, მათთვის, ვინც ცხოვრობენ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან სოფლებში და ეთნიკური უმცირესობებისათვისაც. დაახლოებით 1500 ქალი მიიღებს მონაწილეობას და ამ პროგრამის ფარგლებში დაეუფლებიან IT უნარ-ჩვევებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომლებიც კერძო სექტორში არსებობს, როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში.

პროექტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. მისი განცხადებით, ქალთა გაძლიერების აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტექნოლოგიური, ინოვაციური და IT ეკოსისტემის განვითარებაში.

„ქალების ჩართულობა ზოგადად ეკონომიკურ საქმიანობაში და განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და IT სფეროში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ამ მიმართულებას აქტიურად ვუჭერთ მხარს ყველა იმ პროგრამასა და აქტივობაში, რასაც სამინისტრო ახორციელებს როგორც ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერის, ისე ინოვაციებისა და IT ეკოსისტემის განვითარების თვალსაზრისით. ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენატანი იქნება იმ ტექნოლოგიური, ინოვაციური და IT ეკოსისტემის მშენებლობაში, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორი ერთობლივად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა მონაწილე ქალს, რომელიც ჩაერთვება ამ პროგრამაში, გაივლის მას და აუცილებლად დასაქმდება მაღალანაზღაურებად და მაღალტექნოლოგიურ სამსახურებში“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ქალების გაძლიერებისთვის შექმნილი ახალი პროექტი ასევე შეაფასა საქართველოს პარლამენტის წევრმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - ნინო წილოსანმა. მისი განცხადებით, გლობალური და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია ქალების ეკონომიკური გაძლიერების გარეშე, რაშიც მოიაზრება არა მხოლოდ ტრადიციული პროფესიები, არამედ ის ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებები, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებით წარმატებით ხორციელდება.

„რა თქმა უნდა, ქალების ტექნოლოგიებში გააქტიურება აღმოფხვრის იმ პრობლემას, რომელსაც ჰქვია სახელფასო სხვაობა, რომელიც ძალიან კომპლექსურია და მათ შორის გამოწვეულია ქალების დასაქმებით დაბალანაზღაურებად პროფესიებში. ინიციატივა, რომელიც BTU-ს მხრიდან და ჩვენი დონორების მხრიდან არის მხარდაჭერილი, რა თქმა უნდა, ქალებს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევთ, უნარები განივითარონ და შემდეგ ჩაერთონ გლობალური დასაქმების პროცესში. ჩვენ ამ საკითხებს კომპლექსურად ვუყურებთ, სახელმწიფო შეუერთდა გაერო-ს განვითარებისა და თაობის ფორუმს - ქალების მონაწილეობა ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში, სადაც სახელმწიფომ როგორც აღმასრულებელი, ისე საპარლამენტო კუთხით აიღო კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქალების მონაწილეობა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პროექტის წარდგენის დასასრულს, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ და USAID-მა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე, კერძო სექტორიდან ათობით კომპანიამ მზაობა გამოთქვა ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის. აღსანიშნავია, რომ BTU მომავალშიც ღიაა, პარტნიორობა დაიწყოს კომპანიებთან, რომლებიც ქალთა ტექნოლოგიური გაძლიერების პროექტში ჩართვის მზაობას გამოთქვამენ.

R