სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდიდრული უძრავი ქონება, სასტუმროები, 11 კომპანიის მეწილეობა და მთავრობაში მომუშავე ქალიშვილი - რა ქონებას ფლობს მილიონერი ვიქტორ ჯაფარიძე და რას საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები?
მდიდრული უძრავი ქონება, სასტუმროები, 11 კომპანიის მეწილეობა და მთავრობაში მომუშავე ქალიშვილი - რა ქონებას ფლობს  მილიონერი ვიქტორ ჯაფარიძე და რას საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები?

პარ­ლა­მენ­ტა­რი ვიქ­ტო­რი ჯა­ფა­რი­ძე 2004 წლი­დან იკა­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში სა­ვარ­ძელს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას მეს­ტი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ კი უწყვე­ტად იკა­ვებ­და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში ად­გილს.

პო­ლი­ტი­კო­სი წელს ოც­ნე­ბას "გა­უ­წყრა" და 2022 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან გა­სულ იმ დე­პუ­ტატ­თა ჯგუფს შე­უ­ერ­თდა, რომ­ლებ­მაც ახა­ლი მოძ­რა­ო­ბა “ხალ­ხის ძალა” და­ა­ფუძ­ნეს. ამა­ვე დღეს მან ტე­ლე­კომ­პა­ნია “პოს ტვ”-ის 52% წილი 520 000 ლა­რად იყი­და.

5 ოქ­ტომ­ბერს სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი 11 სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის მე­წი­ლე­ე­ბი არი­ან, ფლო­ბენ არა­ერთ ქო­ნე­ბას მეს­ტი­ა­სა და თბი­ლის­ში, მათ შო­რის ორ სას­ტუმ­როს...

ან­გა­რი­ში­დან ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი­დან 7,775,565 ლარი მი­ი­ღეს.

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე, მისი მე­უღ­ლე ნა­თია ხვის­ტა­ნი და ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის შვი­ლის, ოთარ ჯა­ფა­რი­ძის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი მსხვი­ლი შემ­წირ­ვე­ლე­ბიც არი­ან. მათ ჯამ­ში 533,000 ლარი გა­ი­ღეს - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ - 468,000 ლარი, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს კი 65,000 ლარი შეს­წი­რეს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პირ­ვე­ლად ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის ეკო­ნო­მი­კურ ინ­ტე­რე­სებ­ზე კვლე­ვა 2020 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 2021 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვით კი გა­ირ­კვა, რომ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის კომ­პა­ნი­ამ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 528,150 ლა­რის ოდე­ნო­ბის სუბ­სი­დი­აც მი­ი­ღო. მი­მარ­თვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჯა­ფა­რი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მხრი­დან არ მომ­ხდა­რა“,- ნათ­ქვა­მია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ჯა­ფა­რი­ძეს ჰყავს მე­უღ­ლე ნა­თია ხვის­ტა­ნი და შვი­ლე­ბი - ოთარ, გი­ორ­გი და ეკა­ტე­რი­ნე ჯა­ფა­რი­ძე­ე­ბი. თუმ­ცა 2021 წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, მხო­ლოდ უმ­ცრო­სი შვი­ლი გი­ორ­გი ჰყავს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 2004 წელს და­ი­ბა­და. ქო­ნე­ბა კი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ზე­ვით მო­გახ­სე­ნეთ, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ ჩანს.

დე­პუ­ტატს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ აქვს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, შე­ტა­ნი­ლია, მხო­ლოდ ერთი აგა­რა­კი ოქ­რო­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან გას­ხვი­სე­ბუ­ლია. ნა­თია ხვის­ტან­მა 2013 წელს მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილ­ში 20 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე შვი­ლებ­თან ერ­თად

ნა­თია ხვის­ტა­ნი შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა შპს "ქცია 94 სა­ქარ­თვე­ლო, წალ­კა, და­სახ­ლე­ბა ხრა­მ­ჰე­სი 1"-ის მე­წი­ლეა და 66,99%-ს ფლობს, სა­ი­და­ნაც 2020 წელს შე­მო­სავ­ლის სა­ხით 418 652,9 ლარი მი­ი­ღო. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა დე­პუ­ტა­ტის მიერ შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

პო­ლი­ტი­კოსს და მისი ოჯა­ხის წევ­რებს არ აქვთ ბან­კის არა­ნა­ი­რი სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ასე­ვე არ არის ქო­ნე­ბა უმ­ცრო­სი ვა­ჟის სა­ხელ­ზე.

დე­პუ­ტა­ტის ქა­ლიშ­ვილს, ეკა ჯა­ფა­რი­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. ის ხში­რად აზი­ა­რებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვი­ზი­ტებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, მათ შო­რის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. ეკა­ტე­რი­ნე ჯა­ფა­რი­ძე მა­მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ბო­ლოს 2018 წელს მოხ­ვდა. მის სა­მუ­შაო ად­გი­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო, გა­ე­როს პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი...

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

დე­პუ­ტა­ტის უფ­რო­სი ვაჟი, ოთარ ჯა­ფა­რი­ძე მე­დი­ას­თან არ ჩანს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ხუ­რუ­ლი აქვს პრო­ფი­ლი... სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, შვიდ კომ­პა­ნი­ა­ში ფლობს წილს ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის შვი­ლი, ოთარ ჯა­ფა­რი­ძე, მათ შო­რის იგი შპს “ექ­სპერტ ჰა­უ­სის” 24% წი­ლის მფლო­ბე­ლია.

შპს “ექ­სპერტ ჰა­უ­სი” 2017 წლი­დან დღემ­დე 14 ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და 6 შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­მარ­ჯვა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ჯა­მურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 2,571,006 ლარი შე­ად­გი­ნა.

ოთარ ჯა­ფა­რი­ძე ასე­ვე არის შპს “TOB კონ­სტრაქ­შე­ნის” 50% წი­ლის მფლო­ბე­ლი. 2018 წელს შპს სულ ორ ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ორი­ვე­ჯერ უკონ­კუ­რენ­ტოდ გა­ი­მარ­ჯვა. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში შემ­სყიდ­ვე­ლი “სა­ხელ­მწი­ფო სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია” იყო, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ჯა­მურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ კი 3,635,920 ლარი შე­ად­გი­ნა...

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

ასეთი გაუმაძღარი მილიონრები რო ზიან პარლამენტში,იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად. კუმაშ

....
4

აი ამის მსგავსებს ქონების წარმომავლობას რომ მოსთხოვს შესაბამისი სამსახური და შემდეგ კონფისკაციას გაუკეთებს, მანდ აღდგება სამართლიანობა, თუ არა უყურეთ ამ ხისთავიანებს პარლამენტში და იყავით არქიფოს მონებად

ავტორი:

მდიდრული უძრავი ქონება, სასტუმროები, 11 კომპანიის მეწილეობა და მთავრობაში მომუშავე ქალიშვილი - რა ქონებას ფლობს მილიონერი ვიქტორ ჯაფარიძე და რას საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები?

მდიდრული უძრავი ქონება, სასტუმროები, 11 კომპანიის მეწილეობა და მთავრობაში მომუშავე ქალიშვილი - რა ქონებას ფლობს  მილიონერი ვიქტორ ჯაფარიძე და რას საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები?

პარლამენტარი ვიქტორი ჯაფარიძე 2004 წლიდან იკავებს საქართველოს პარლამენტში სავარძელს. "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში ყოფნისას მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი უწყვეტად იკავებდა მმართველი პარტიის საპარლამენტო სიაში ადგილს.

პოლიტიკოსი წელს ოცნებას "გაუწყრა" და 2022 წლის 4 ოქტომბერს მმართველი პარტიიდან გასულ იმ დეპუტატთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებმაც ახალი მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს. ამავე დღეს მან ტელეკომპანია “პოს ტვ”-ის 52% წილი 520 000 ლარად იყიდა.

5 ოქტომბერს საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მილიონერი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს...

ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს.

ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს - "ქართულ ოცნებას“ - 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს.

ორგანიზაციამ პირველად ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკურ ინტერესებზე კვლევა 2020 წელს გამოაქვეყნა. 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევით კი გაირკვა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 528,150 ლარის ოდენობის სუბსიდიაც მიიღო. მიმართვების მიუხედავად, ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობაზე სათანადო რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან არ მომხდარა“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ განცხადებაში.

ვიქტორ ჯაფარიძე მეუღლესთან ერთად

ჯაფარიძეს ჰყავს მეუღლე ნათია ხვისტანი და შვილები - ოთარ, გიორგი და ეკატერინე ჯაფარიძეები. თუმცა 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში, მხოლოდ უმცროსი შვილი გიორგი ჰყავს მოხსენიებული, რომელიც 2004 წელს დაიბადა. ქონება კი, რომლის შესახებაც ზევით მოგახსენეთ, დეკლარაციაში არ ჩანს.

დეპუტატს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი, შეტანილია, მხოლოდ ერთი აგარაკი ოქროყანაში, რომელიც 2017 წლიდან გასხვისებულია. ნათია ხვისტანმა 2013 წელს მსუბუქ ავტომობილში 20 ათასი დოლარი გადაიხადა.

ვიქტორ ჯაფარიძე შვილებთან ერთად

ნათია ხვისტანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს "ქცია 94 საქართველო, წალკა, დასახლება ხრამჰესი 1"-ის მეწილეა და 66,99%-ს ფლობს, საიდანაც 2020 წელს შემოსავლის სახით 418 652,9 ლარი მიიღო. ეს არის ყველაზე დიდი თანხა დეპუტატის მიერ შევსებულ დეკლარაციაში.

ვიქტორ ჯაფარიძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად

პოლიტიკოსს და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ ბანკის არანაირი სასესხო ვალდებულება. დეკლარაციის თანახმად, ასევე არ არის ქონება უმცროსი ვაჟის სახელზე.

დეპუტატის ქალიშვილს, ეკა ჯაფარიძეს სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად საქართველოს მთავრობა აქვს მითითებული. ის ხშირად აზიარებს პრემიერ-მინისტრის ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში. უყვარს მოგზაურობა, მათ შორის ოჯახის წევრებთან ერთად. ეკატერინე ჯაფარიძე მამის დეკლარაციაში ბოლოს 2018 წელს მოხვდა. მის სამუშაო ადგილად მითითებული იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, გაეროს პროგრამის ხელმძღვანელი...

ვიქტორ ჯაფარიძე ქალიშვილთან ერთად

დეპუტატის უფროსი ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე მედიასთან არ ჩანს. სოციალურ ქსელში დახურული აქვს პროფილი... საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, შვიდ კომპანიაში ფლობს წილს ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ოთარ ჯაფარიძე, მათ შორის იგი შპს “ექსპერტ ჰაუსის” 24% წილის მფლობელია.

შპს “ექსპერტ ჰაუსი” 2017 წლიდან დღემდე 14 ტენდერში მონაწილეობდა და 6 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 2,571,006 ლარი შეადგინა.

ოთარ ჯაფარიძე ასევე არის შპს “TOB კონსტრაქშენის” 50% წილის მფლობელი. 2018 წელს შპს სულ ორ ტენდერში მონაწილეობდა და ორივეჯერ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ორივე შემთხვევაში შემსყიდველი “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” იყო, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ კი 3,635,920 ლარი შეადგინა...