სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ "დუქნის ლომები“... პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა „ოცნებაზე“ ლაპარაკობთ" - ბექა ოდიშარია მანჯგალაძეს
"ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ "დუქნის ლომები“... პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა „ოცნებაზე“ ლაპარაკობთ" - ბექა ოდიშარია მანჯგალაძეს

ბა­ტო­ნო პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძევ, კა­მე­რე­ბის გა­რე­შე გმირ­თა მო­ედ­ნის ობე­ლისკთან მი­სუ­ლი თუ ყო­ფილ­ხართ? ამ სა­ვარ­ძლე­ბი­დან მიკრო­ფო­ნებ­თან რომ ომობთ, მარ­თლა "დუქ­ნის ლო­მე­ბი“, აბა, წადი ერთი და მარ­თლა თუ გე­ო­მე­ბა, გმი­რი ბი­ჭე­ბის გვერ­დზე დგო­მა გინ­და, ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო ბი­ჭე­ბის, მარ­თლა თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ბი­ჭე­ბის გვერ­დზე დას­ხე­დით, - ასე მი­მარ­თა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა ბექა ოდი­შა­რი­ამ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ წევრ პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს და ოპო­ზი­ცი­ის სხვა დე­პუ­ტა­ტებს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

ბექა ოდი­შა­რი­ას თქმით, მმარ­თვე­ლი პარ­ტია მებ­რძოლ ბი­ჭებს პა­ტივს სცემს.

"სა­ო­ცა­რია რა ყვე­ლაფ­რის სწავ­ლე­ბა, მო­რა­ლის კი­თხვა ვის­გან, და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით?! ჩვენ რომ მებ­რძო­ლებს პა­ტივს ვცემთ, ჩვენ რომ ამას გა­მოვ­ხა­ტავთ და რა ფორ­მი­თაც გა­მოვ­ხა­ტავთ, სის­ტე­მუ­რად, მარ­თლაც ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბით ამა­ზე გე­ნე­რალ­მა, ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ა­მაც ისა­უბ­რა.

"ბა­ტო­ნო პა­ა­ტა მაჯგა­ლა­ძევ, კა­მე­რე­ბის გა­რე­შე გმირ­თა მო­ედ­ნის ობე­ლისკთან მი­სუ­ლი თუ ყო­ფილ­ხართ?! სა­ერ­თოდ, აქე­დან, ამ სა­ვარ­ძლე­ბი­დან და მიკრო­ფო­ნებ­თან რომ ომობთ, მარ­თლა "დუქ­ნის ლო­მე­ბი“, აბა, წადი ერთი, ადე­ქი და მარ­თლა თუ გე­ო­მე­ბა და გმი­რი ბი­ჭე­ბის გვერ­დზე დგო­მა გინ­და, მარ­თლა ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო ბი­ჭე­ბის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ბი­ჭე­ბის გვერ­დზე დას­ხე­დით“, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა უკ­რა­ი­ნის ომში წა­სულ დე­პუ­ტა­ტებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი უკ­რა­ი­ნა­ში "ტიკ-ტოკ­მე­ო­მა­რი“ იყო.

"სულ ორ "ტიკ-ტოკ“ მე­ო­მარს იც­ნობს ეს ომი, ერთი ჩრდი­ლოთ კავ­კა­სი­ი­დან და მე­ო­რე - თქვე­ნი "ტიკ-ტოკ“ მე­ო­მა­რი იყო იქ რომ დარ­ბო­და, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, მაგ­რამ რო­გორც კი აგ­რილ­და, წა­მობ­რძან­და. თუ ჩემი ძმა ხარ ერთი, ნაძ­ვის ხეზე რომ ლა­პა­რა­კობთ, სახ­ლში არ გაქვთ ნაძ­ვის ხე და არ აუნ­თეთ თქვენ ბავ­შვებს? გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ბოლო ხა­ნებ­ში, პირ­და­პირ კონ­კრე­ტუ­ლი ხე­ლი­დან რომ იღებთ გარ­კვე­ულ საკ­ვებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გაბრდღვი­ა­ლე­ბუ­ლი გაქვთ სახ­ლში ნაძ­ვე­ბი. უბ­რა­ლოდ, არ მინ­და, თო­რემ რა სი­ნო­ნი­მიც აქვს თქვენ პარ­ტი­ას "გრინ­ჩე­ბი“ თქვენ­თვის ნა­მე­ტა­ნი გა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ან რას ვერ­ჩი იმ "გრინ­ჩებს“, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მმარ­თვე­ლი პარ­ტია ევ­რო­პარ­ლა­მენტს მიღ­წე­ულ პროგ­რესს აც­ნობს, ოპო­ზი­ცია კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ცდი­ლობს.

"[ამ­ბობთ] ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს ლან­ძღავ­თო, ვინ ლან­ძღავს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს? ჩვენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს დღე­ნი­ა­დაგ ვე­სა­უბ­რე­ბით და კარ­და­კარ დავ­დი­ვართ, აგერ არის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე და ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გუნ­დი, კარ­და­კარ დავ­დი­ვართ პროგ­რესს ვაც­ნობთ, თქვენ კი­დევ შეც­დო­მა­ში შეგ­ყავთ და მერე უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ლან­ძღავს ხდით. ვინ უფრო მე­გო­ბა­რია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის, ჩვენ თუ თქვენ? - მა­ინ­ტე­რე­სებს! მარ­თლა სა­ზღვა­რი აქვს, რა კვა­ზი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და რა წრე არის?! დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ გაქვთ [სი­ტყვით გა­მოს­ვლა პლე­ნა­რულ ხდო­მა­ზე] და გარ­ბი­ხართ და დგა­ხართ მიკრო­ფო­ნებ­თან. გვერ­დში რომ გი­ზის, კაცს სი­ტყვა ტო­ლე­რან­ტო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ეს­მის, ის ტო­ლე­რან­ტო­ბა­ზე გვი­კი­თხავს მო­რალს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სამ­შობ­ლოს გამო ცხოვ­რე­ბა­ში ავ­ტო­მა­ტი ხელ­ში არ გჭე­რია. სად იყა­ვი 2008 წელს, მე და ჩემი მე­გო­ბა­რი იქ რომ ვი­ყა­ვით? სხვა­თა შო­რის, არც ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი მახ­ლდა და არც სელ­ფებს ვი­ღებ­დი, არც არა­ვის ნე­ბარ­თვა და ორ­გა­ნი­ზე­ბა დამ­ჭირ­ვე­ბია, სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ასე რომ, პირ­ში ვარ­დის წყა­ლი გა­მო­ივ­ლეთ, როცა "ოც­ნე­ბას­თან“ მი­მარ­თე­ბა­ში ლა­პა­რა­კობთ. თქვენ მა­ინც ნუ გვას­წავ­ლით ჩვენ, მებ­რძო­ლი ბი­ჭე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას. მარ­თლა დი­დე­ბა მებ­რძოლ ბი­ჭებს, ცო­ცხლებს დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა და და­ღუ­პუ­ლებს მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ოდი­შა­რი­ამ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ახალ­გაზ­რდებს "ნამ­დვილ მებ­რძო­ლე­ბად აქ­ცევს, რომ­ლე­ბიც სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცი არ იქ­ნე­ბი­ან“.

"ვსა­უბ­რობ 23 წლის ასა­კამ­დე სტუ­დენ­ტებ­ზე. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩა­ერ­თონ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ყო­ველ წელს ერ­თთვი­ან მათ მომ­ზა­დე­ბას, ქცე­ვას ნამ­დვილ მებ­რძო­ლე­ბად, ადა­მი­ა­ნე­ბად, რომ­ლე­ბიც სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცი არ იქ­ნე­ბი­ან, 2008 წელს ბომ­ბი რომ გა­ვარ­და და რე­ზერ­ვის­ტე­ბი ავ­ტო­ბუ­სე­ბით მი­ა­ტო­ვეს. [პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში] ბი­ჭე­ბი და გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­ზა­დე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად. ამას ვამ­ბობ, რო­გორც სამი შვი­ლის მამა“,- აცხა­დებს ოდი­შა­რია.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ეს არის მარ­თლაც საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხედ­ვა და მიდ­გო­მა სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს, სამ­ხედ­რო ძლი­ე­რე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­მართ.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ღირ­სე­ბას ჩვენ მივ­ხე­დავთ და თქვენ, თქვენს გულ­ში არ­სე­ბულ, და­ბუ­დე­ბულ ბოღ­მას და პო­პუ­ლიზმს მი­ხე­დეთ და ნაძ­ვის ხის ჩაქ­რო­ბა თუ ვინ­მეს გინ­დათ, სახ­ლში ჩა­აქ­რეთ“, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯონი
0

ეს რო პარლამენტაი იქნება მე იმ პარლამენტის ... ამის ბნელ შემოსავლებსაც ღერა ღერა დაითვლიან და მერე ვნახოთ ...

გურამი
4

შენი პოზიციის დაცვას და ოპონენტის გაკრიტიკებასაც კულტურა სჭირდება. ორივე მხარეს არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ იაფფასიან თავდასხმას არ კადრულობენ. ასეთ ოპონენტესაც პატივს ვცემ. მაგალითად „გირჩის" ბიჭებს, ლევან იოსელიანს, გიგი წერეთელს, ლევან ბეჟაშვილს, ოცნებიდან მიშა სარჯველაძეს, სამხარაძეს, მაჭარაშვილს, პაპუაშვილს...

ავტორი:

"ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ "დუქნის ლომები“... პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა „ოცნებაზე“ ლაპარაკობთ" - ბექა ოდიშარია მანჯგალაძეს

"ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ "დუქნის ლომები“... პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა „ოცნებაზე“ ლაპარაკობთ" - ბექა ოდიშარია მანჯგალაძეს

ბატონო პაატა მანჯგალაძევ, კამერების გარეშე გმირთა მოედნის ობელისკთან მისული თუ ყოფილხართ? ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ, მართლა "დუქნის ლომები“, აბა, წადი ერთი და მართლა თუ გეომება, გმირი ბიჭების გვერდზე დგომა გინდა, ჩვენი საამაყო ბიჭების, მართლა თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით, - ასე მიმართა "ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ "სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძეს და ოპოზიციის სხვა დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბექა ოდიშარიას თქმით, მმართველი პარტია მებრძოლ ბიჭებს პატივს სცემს.

"საოცარია რა ყველაფრის სწავლება, მორალის კითხვა ვისგან, და რა მიმართულებით?! ჩვენ რომ მებრძოლებს პატივს ვცემთ, ჩვენ რომ ამას გამოვხატავთ და რა ფორმითაც გამოვხატავთ, სისტემურად, მართლაც ნამდვილი პატრიოტული მიდგომებით ამაზე გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც ისაუბრა.

"ბატონო პაატა მაჯგალაძევ, კამერების გარეშე გმირთა მოედნის ობელისკთან მისული თუ ყოფილხართ?! საერთოდ, აქედან, ამ სავარძლებიდან და მიკროფონებთან რომ ომობთ, მართლა "დუქნის ლომები“, აბა, წადი ერთი, ადექი და მართლა თუ გეომება და გმირი ბიჭების გვერდზე დგომა გინდა, მართლა ჩვენი საამაყო ბიჭების, თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით“, - განაცხადა ოდიშარიამ.

მან ასევე ისაუბრა უკრაინის ომში წასულ დეპუტატებზე და აღნიშნა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი უკრაინაში "ტიკ-ტოკმეომარი“ იყო.

"სულ ორ "ტიკ-ტოკ“ მეომარს იცნობს ეს ომი, ერთი ჩრდილოთ კავკასიიდან და მეორე - თქვენი "ტიკ-ტოკ“ მეომარი იყო იქ რომ დარბოდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მაგრამ როგორც კი აგრილდა, წამობრძანდა. თუ ჩემი ძმა ხარ ერთი, ნაძვის ხეზე რომ ლაპარაკობთ, სახლში არ გაქვთ ნაძვის ხე და არ აუნთეთ თქვენ ბავშვებს? განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში, პირდაპირ კონკრეტული ხელიდან რომ იღებთ გარკვეულ საკვებს, დარწმუნებული ვარ, გაბრდღვიალებული გაქვთ სახლში ნაძვები. უბრალოდ, არ მინდა, თორემ რა სინონიმიც აქვს თქვენ პარტიას "გრინჩები“ თქვენთვის ნამეტანი გაკეთილშობილება იქნება, ან რას ვერჩი იმ "გრინჩებს“, - განაცხადა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ევროპარლამენტს მიღწეულ პროგრესს აცნობს, ოპოზიცია კი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

"[ამბობთ] ევროპარლამენტარებს ლანძღავთო, ვინ ლანძღავს ევროპარლამენტარებს? ჩვენ ევროპარლამენტარებს დღენიადაგ ვესაუბრებით და კარდაკარ დავდივართ, აგერ არის პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და ჩვენი ევროპული მიმართულების გუნდი, კარდაკარ დავდივართ პროგრესს ვაცნობთ, თქვენ კიდევ შეცდომაში შეგყავთ და მერე უბრალო ადამიანების სალანძღავს ხდით. ვინ უფრო მეგობარია ევროპარლამენტის, ჩვენ თუ თქვენ? - მაინტერესებს! მართლა საზღვარი აქვს, რა კვაზი პოლიტიკური საზოგადოება და რა წრე არის?! დასრულებული არ გაქვთ [სიტყვით გამოსვლა პლენარულ ხდომაზე] და გარბიხართ და დგახართ მიკროფონებთან. გვერდში რომ გიზის, კაცს სიტყვა ტოლერანტობის მნიშვნელობა არ ესმის, ის ტოლერანტობაზე გვიკითხავს მორალს. დარწმუნებული ვარ, სამშობლოს გამო ცხოვრებაში ავტომატი ხელში არ გჭერია. სად იყავი 2008 წელს, მე და ჩემი მეგობარი იქ რომ ვიყავით? სხვათა შორის, არც ტელეოპერატორი მახლდა და არც სელფებს ვიღებდი, არც არავის ნებართვა და ორგანიზება დამჭირვებია, სად უნდა წავსულიყავი. ასე რომ, პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა "ოცნებასთან“ მიმართებაში ლაპარაკობთ. თქვენ მაინც ნუ გვასწავლით ჩვენ, მებრძოლი ბიჭების პატივისცემას. მართლა დიდება მებრძოლ ბიჭებს, ცოცხლებს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დაღუპულებს მარადიული ხსოვნა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ის ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ახალგაზრდებს "ნამდვილ მებრძოლებად აქცევს, რომლებიც საზარბაზნე ხორცი არ იქნებიან“.

"ვსაუბრობ 23 წლის ასაკამდე სტუდენტებზე. ადამიანები, ვინც ნებაყოფლობით მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩაერთონ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ყოველ წელს ერთთვიან მათ მომზადებას, ქცევას ნამდვილ მებრძოლებად, ადამიანებად, რომლებიც საზარბაზნე ხორცი არ იქნებიან, 2008 წელს ბომბი რომ გავარდა და რეზერვისტები ავტობუსებით მიატოვეს. [პროგრამის ფარგლებში] ბიჭები და გოგონები, რომლებიც მომზადებულნი იქნებიან სამშობლოს დასაცავად. ამას ვამბობ, როგორც სამი შვილის მამა“,- აცხადებს ოდიშარია.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის მართლაც საშვილიშვილო საქმე, "ქართული ოცნების“ ხედვა და მიდგომა საკუთარი სამშობლოს, სამხედრო ძლიერებისა და თავისუფლების მიმართ.

"თავისუფლებას და ღირსებას ჩვენ მივხედავთ და თქვენ, თქვენს გულში არსებულ, დაბუდებულ ბოღმას და პოპულიზმს მიხედეთ და ნაძვის ხის ჩაქრობა თუ ვინმეს გინდათ, სახლში ჩააქრეთ“, - განაცხადა ოდიშარიამ.