მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეუბნები, მუხლებში უნდა დაგამტვრიო მეთქი" - ქალმა ფინანსური დავის მოსაგვარებლად ქურდებს მიმართა: დაკავებულია 5 პირი (შსს-ს ვიდეომასალა)
"ვეუბნები, მუხლებში უნდა დაგამტვრიო მეთქი" - ქალმა ფინანსური დავის მოსაგვარებლად ქურდებს მიმართა: დაკავებულია 5 პირი (შსს-ს ვიდეომასალა)

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან" კავ­შირ­ში მყო­ფი 5 პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ქალ­მა, რო­მელ­საც ფი­ნან­სუ­რი დავა ჰქონ­და ახ­ლო­ბელ­თან, პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად საქ­მე­ში ქურ­დე­ბი ჩარ­თო.

"1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. დ. და 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი მ. მ. „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ასე­ვე წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 3 პირი: 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.დ., 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ჩ. და 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ფ. პო­ლი­ცი­ამ „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის­თვის და­ა­კა­ვა.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მ.დ.-მ და მ.მ.-მ არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვის მო­საგ­ვა­რებ­ლად მი­მარ­თეს "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რებს - გ.დ.-ს, კ.ჩ.-ს და გ. ფ.-ს.

კომ­პლექ­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით კი დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­და­ვე მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, სა­და­ვო სა­კი­თხე­ბის „ქურ­დუ­ლი წე­სე­ბის“ შე­სა­ბა­მი­სად გან­ხილ­ვი­სა და მათი თა­ვი­ანთ სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, ე.წ. ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს აწყობ­დნენ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას პი­რა­დად აკონ­ტრო­ლებ­დნენ და მო­და­ვე მხა­რე­ე­ბი­დან ერთ-ერთს სა­და­ვო თან­ხის მი­ტა­ნას აი­ძუ­ლებ­დნენ.

ბრალ­დე­ბულ­მა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებ­მა მო­და­ვე მხა­რე­ებს - მ. დ.-ს და მ. მ.-ს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ვის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, რამ­დენ­ჯერ­მე მო­ა­წყვეს ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებ­მა ერთ-ერთ მო­და­ვე მხა­რეს, „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის“ შე­დე­გად, სა­და­ვო თან­ხის გა­ორ­მა­გე­ბით გა­დახ­და და­ა­კის­რეს, რო­მე­ლიც 2023 წლის 6 მარ­ტამ­დე სრუ­ლად უნდა და­ე­ფა­რა, თან­ხის არ გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში კი ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფით და­ე­მუქრნენ.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

„ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 223-ე მე-4 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვა
15

რაზე დააკევს ეა ქალი,სასამარლოში ჩივილით თავის ფულს ვერ დაიბრუნებდა ,იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს დამოუკიდებელის სასამართლო.რომელსაც ყოფილი მიშისტები და ეხლა ბიძინისტები მურუსიძე ჩინჩალაძე ხელმძღვანელობენ,ისინი მათ ბრაძანებებს ასრულებდნენ.

ბედნიერი ერი
7

ეგეც თქვენი გასაოცარი დემ---ია

ავტორი:

"ვეუბნები, მუხლებში უნდა დაგამტვრიო მეთქი" - ქალმა ფინანსური დავის მოსაგვარებლად ქურდებს მიმართა: დაკავებულია 5 პირი (შსს-ს ვიდეომასალა)

"ვეუბნები, მუხლებში უნდა დაგამტვრიო მეთქი" - ქალმა ფინანსური დავის მოსაგვარებლად ქურდებს მიმართა: დაკავებულია 5 პირი (შსს-ს ვიდეომასალა)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ცნობილი ხდება, ქალმა, რომელსაც ფინანსური დავა ჰქონდა ახლობელთან, პრობლემის მოსაგვარებლად საქმეში ქურდები ჩართო.

"1967 წელს დაბადებული მ. დ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო ასევე წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1983 წელს დაბადებული გ.დ., 1989 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1968 წელს დაბადებული გ.ფ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ და მ.მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად მიმართეს "ქურდული სამყაროს" წევრებს - გ.დ.-ს, კ.ჩ.-ს და გ. ფ.-ს.

კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს - მ. დ.-ს და მ. მ.-ს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა.

"ქურდული სამყაროს“ წევრებმა ერთ-ერთ მოდავე მხარეს, „ქურდული გარჩევის“ შედეგად, სადავო თანხის გაორმაგებით გადახდა დააკისრეს, რომელიც 2023 წლის 6 მარტამდე სრულად უნდა დაეფარა, თანხის არ გადახდის შემთხვევაში კი ჯანმრთელობის ხელყოფით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნახეთ ვიდეო: