პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი ნახვა სურს ბანდერასს "ზოროს" როლში? - "თუ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაიღონ, ვეტყვი, რომ მე სხვას გადავცემ ჩირაღდანს“
ვისი ნახვა სურს ბანდერასს "ზოროს" როლში? - "თუ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაიღონ, ვეტყვი, რომ მე სხვას გადავცემ ჩირაღდანს“

ან­ტო­ნიო ბან­დერა­სი Comicbook.com-ს ესა­უბ­რა. ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ობს ჰკი­თხეს, იქ­ნე­ბო­და თუ არა "ზო­როს" ახა­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა: "ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გან­ვი­ხი­ლავ­დი, რა­ტო­მაც არა?“ თუმ­ცა ბან­დერა­სი ამ­ბობს, რომ მას აღარ სურს მთა­ვა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა:

"თუ და­მი­რე­კა­ვენ და მე­ტყვი­ან, რომ "ზო­როს" კი­დევ ერთი ფილ­მი უნდა გა­და­ი­ღონ, მე იმა­ვეს ვი­ზამ, რაც ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინ­სის გმირ­მა გა­ა­კე­თა ჩემ­თვის ფილმში, ანუ სხვას გა­დავ­ცემ­დი ჩი­რაღ­დანს“.

ბან­დერა­სის აზ­რით, მისი პერ­სო­ნა­ჟის გზის გაგ­რძე­ლე­ბა ტომ ჰო­ლან­დს ეკუთ­ვნის. ან­ტო­ნი­ომ და ჰო­ლან­დმა ვი­დეო თა­მაშ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ფილმ Uncharted-ში ითა­მა­შეს ერ­თად, რა დრო­საც ისი­ნი და­ახ­ლოვ­დნენ: "მე და ტომ­მა Uncharted-ში ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ, ის ისე­თი ენერ­გი­უ­ლი და მხი­ა­რუ­ლია.. ის ანა­თებს, ასე რომ, რა­ტო­მაც არა?"

ბან­დერას­მა შე­ნიღ­ბუ­ლი მებ­რძო­ლის როლი პირ­ვე­ლად 1998 წელს შე­ას­რუ­ლა "ზო­როს ნი­ღაბ­ში“. ფილმში ჰო­პ­კინ­სი დონ დი­ე­გო დე ლა ვე­გას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლი "ზო­როა". ფილ­მის წარ­მა­ტე­ბამ უზ­რუნ­ველ­ყო ისიც, რომ 2005 წელს მისი გაგ­რძე­ლე­ბა გა­მო­სუ­ლი­ყო ეკ­რა­ნებ­ზე, "ლე­გენ­და ზო­რო­ზე“. სამ­წუ­ხა­როდ, მას ისე­თი­ვე დიდი წარ­მა­ტე­ბა არ შეხ­ვდა, რო­გო­რიც მის წი­ნა­მორ­ბედს.

გახ­დე­ბა თუ არა "პი­ტერ პარ­კე­რი" "ზორო", ეს ჯერ უც­ნო­ბია.

წყა­რო: variety

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ალენ დელონმა შეასრულა 

ჯოტია ცაავა
0

დაბერდა ზორო და დააყენეთ...რამე სხვა გადაიღეთ,თუ გამეორება ცოდნის დედაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ვისი ნახვა სურს ბანდერასს "ზოროს" როლში? - "თუ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაიღონ, ვეტყვი, რომ მე სხვას გადავცემ ჩირაღდანს“

ვისი ნახვა სურს ბანდერასს "ზოროს" როლში? - "თუ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაიღონ, ვეტყვი, რომ მე სხვას გადავცემ ჩირაღდანს“

ანტონიო ბანდერასი Comicbook.com-ს ესაუბრა. ინტერვიუში მსახიობს ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა "ზოროს" ახალი ფილმის გადაღების წინააღმდეგი, რაზეც მან უპასუხა: "ამ შესაძლებლობას განვიხილავდი, რატომაც არა?“ თუმცა ბანდერასი ამბობს, რომ მას აღარ სურს მთავარი როლის შესრულება:

"თუ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ "ზოროს" კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაიღონ, მე იმავეს ვიზამ, რაც ენტონი ჰოპკინსის გმირმა გააკეთა ჩემთვის ფილმში, ანუ სხვას გადავცემდი ჩირაღდანს“.

ბანდერასის აზრით, მისი პერსონაჟის გზის გაგრძელება ტომ ჰოლანდს ეკუთვნის. ანტონიომ და ჰოლანდმა ვიდეო თამაშზე დაფუძნებულ ფილმ Uncharted-ში ითამაშეს ერთად, რა დროსაც ისინი დაახლოვდნენ: "მე და ტომმა Uncharted-ში ერთად ვიმუშავეთ, ის ისეთი ენერგიული და მხიარულია.. ის ანათებს, ასე რომ, რატომაც არა?"

ბანდერასმა შენიღბული მებრძოლის როლი პირველად 1998 წელს შეასრულა "ზოროს ნიღაბში“. ფილმში ჰოპკინსი დონ დიეგო დე ლა ვეგას განასახიერებს, რომელიც თავდაპირველი "ზოროა". ფილმის წარმატებამ უზრუნველყო ისიც, რომ 2005 წელს მისი გაგრძელება გამოსულიყო ეკრანებზე, "ლეგენდა ზოროზე“. სამწუხაროდ, მას ისეთივე დიდი წარმატება არ შეხვდა, როგორიც მის წინამორბედს.

გახდება თუ არა "პიტერ პარკერი" "ზორო", ეს ჯერ უცნობია.

წყარო: variety

მოამზადა: ანა სიბოშვილმა