მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული მერვედ გახდა - ნახეთ, რა შედეგით დაასრულეს ასპარეზობა სხვა ქართველმა მოჭადრაკეებმა?
ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული მერვედ გახდა - ნახეთ, რა შედეგით დაასრულეს ასპარეზობა სხვა ქართველმა მოჭადრაკეებმა?

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი იტა­ლი­ის ქა­ლაქ ასის­ში გა­მარ­თულ სე­ნი­ორ მო­ჭად­რა­კე­თა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის გმარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

81 წლის ასაკ­ში გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა +65 წლის ასა­კის ქალ მო­ჭად­რა­კე­თა შო­რის გა­ი­მარ­ჯვა. მან 11 შეხ­ვედ­რა­ში 7 ქულა მო­ი­პო­ვა და პირ­ვე­ლო­ბა არა­ვის და­უთ­მო, ბოლო პარ­ტია კი ფრანგ ჟან-ლუკ რო­ოს­თან ყა­ი­მით და­ას­რუ­ლა.

"ჭად­რა­კის სამ­ყა­როს ლე­გენ­დამ, მერ­ვედ მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი სე­ნი­ორ (+65) მო­ჭად­რა­კე­თა შო­რის!

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი ლე­გენ­და ასე­ვე თერ­თმე­ტი სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ხუთგზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია კლა­სი­კურ ჭად­რაკ­ში“, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გარ­და, +50 წლის ასა­კის მო­ჭად­რა­კე­თა შო­რის ჩემ­პი­ო­ნი კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი, ზუ­რაბ სტუ­რუა გახ­და, რო­მელ­მაც ას­პა­რე­ზო­ბა პირ­ველ ად­გილ­ზე 8.5 ქუ­ლით და­ას­რუ­ლა.

ამა­ვე ასა­კობ­რივ ზღვარ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა სო­ფი­კო ტე­რე­ლა­ძემ, რო­მელ­მაც 7.5 ქულა და­აგ­რო­ვა და იგი­ვე შე­დე­გი ჰქონ­და ბრა­ზი­ლი­ე­ლი დარ­სი ლი­მასს, მაგ­რამ და­მა­ტე­ბი­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით ჩემ­პი­ო­ნი სამ­ხრე­თა­მე­რი­კე­ლი მო­ჭად­რა­კე გახ­და.

აქვე გე­ტყვით, რომ ვე­ტე­რან­თა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი იტა­ლი­ის ქა­ლაქ ასის­ში გა­ი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სენაკელი
0

ძვირფასო ადამიანო,თქვენისთანა სპეტაკი და ძლიერი ადამიანი მდგარიყო ქვეყნის სათავეში დღეს ჩვენ ასე არ ვიქნებოდით...

ანია
0

ვულოცავ, მეამაყება, რომ ქართველია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული მერვედ გახდა - ნახეთ, რა შედეგით დაასრულეს ასპარეზობა სხვა ქართველმა მოჭადრაკეებმა?

ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული მერვედ გახდა - ნახეთ, რა შედეგით დაასრულეს ასპარეზობა სხვა ქართველმა მოჭადრაკეებმა?

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი იტალიის ქალაქ ასისში გამართულ სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გმარჯვებული გახდა.

81 წლის ასაკში გაფრინდაშვილმა +65 წლის ასაკის ქალ მოჭადრაკეთა შორის გაიმარჯვა. მან 11 შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა და პირველობა არავის დაუთმო, ბოლო პარტია კი ფრანგ ჟან-ლუკ როოსთან ყაიმით დაასრულა.

"ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის!

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში“, - ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაფრინდაშვილის გარდა, +50 წლის ასაკის მოჭადრაკეთა შორის ჩემპიონი კიდევ ერთი ქართველი, ზურაბ სტურუა გახდა, რომელმაც ასპარეზობა პირველ ადგილზე 8.5 ქულით დაასრულა.

ამავე ასაკობრივ ზღვარში მეორე ადგილი დაიკავა სოფიკო ტერელაძემ, რომელმაც 7.5 ქულა დააგროვა და იგივე შედეგი ჰქონდა ბრაზილიელი დარსი ლიმასს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონი სამხრეთამერიკელი მოჭადრაკე გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის ქალაქ ასისში გაიმართა.