მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აკლია თქვენს ორგანიზმს ზამთარში? - 5 რჩევა, თუ როგორ იკვებოთ და დააბალანსოთ ყოველდღიური რაციონი
რა აკლია თქვენს ორგანიზმს ზამთარში? - 5 რჩევა, თუ როგორ იკვებოთ და დააბალანსოთ ყოველდღიური რაციონი

ზამ­თა­რი ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ჩვენს ორ­გა­ნიზმს ვი­ტა­მი­ნე­ბი საგ­რძნობ­ლად აკ­ლდე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, იმუ­ნი­ტე­ტიც გვიქ­ვე­ით­დე­ბა. რო­გორც წესი, ორ­გა­ნიზ­მი ვი­ტა­მი­ნე­ბის: D, C, E, K, B₁, B₆, B₃ და რკი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის.

რა უნდა მი­ირ­თვათ ზამ­თრის სე­ზონ­ზე, რომ ჯან­მრთე­ლი იყოთ?

რთუ­ლია სი­ჯან­სა­ღი­სა და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, როცა გცი­ვა და გა­რეთ ნაც­რის­ფე­რი ამინ­დია. ზოგს დეპ­რე­სია ეწყე­ბა, ზოგს სულ ეძი­ნე­ბა, ზო­გიც აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა. მიჰ­ყე­ვით ჩვენს რჩე­ვებს, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბათ ზამ­თრის სწო­რი კვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, სი­ცი­ვე და ვირუ­სე­ბი გვერდს აგივ­ლით და გან­წყო­ბაც ყო­ველ­თვის ამაღ­ლე­ბუ­ლი გექ­ნე­ბათ.

რჩე­ვა #1 რა­ცი­ო­ნი უნდა იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი

ზამ­თრის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წესი, რო­მელ­ზეც თქვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის რა­ცი­ო­ნის დაც­ვაა. ყო­ველ­დღი­უ­რი მე­ნიუ უნდა შე­ი­ცავ­დეს ცი­ლებს, ცხი­მებს, ნახ­შირ­წყლებს, ვი­ტა­მი­ნებს, მი­ნე­რა­ლებს და ბოჭ­კო­ებს. წე­ლი­წა­დის ამ დროს ეს წესი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ორ­გა­ნიზ­მი დიდ ენერ­გი­ას ხარ­ჯავს ვირუ­სე­ბი­სა და ინ­ფექ­ცი­ე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­სა­წე­ვად. მხო­ლოდ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა და რა­ცი­ონ­ში სხვა­დას­ხვა საკ­ვე­ბის არ­სე­ბო­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ ამ და­ნა­კარ­გე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტომ ექი­მე­ბი და დი­ე­ტო­ლო­გე­ბი არ გირ­ჩე­ვენ დი­ე­ტის დაც­ვას და ზამ­თარ­ში გარ­კვე­უ­ლი საკ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვას, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

რჩე­ვა #2 უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ცი­ლო­ვან საკ­ვებს

ზამ­თრის რა­ცი­ონ­ში ცი­ლე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მათი დე­ფი­ცი­ტის შემ­თხვე­ვა­ში ორ­გა­ნიზმს უჭირს ვირუ­სებ­თან ბრძო­ლა. მი­ირ­თვით თევ­ზი, მჭლე ხორ­ცი, რძის პრო­დუქ­ტე­ბი, კვერ­ცხი და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი.

თევ­ზი გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბით. იგი ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მდი­და­რი წყა­როა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ად­ვი­ლად ით­ვი­სებს. თევ­ზი შე­ი­ცავს ასე­ვე კალ­ცი­უმს, კა­ლი­უმს, ფოს­ფორს, ნატ­რი­უმს, მაგ­ნი­უმს და სხვ. მას­ში უხ­ვა­დაა მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბიც. იო­დის და სე­ლე­ნის შემ­ცვე­ლო­ბის მი­ხედ­ვით თევზს ვერ­ცერ­თი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი ვერ შე­ედ­რე­ბა. მისი მირ­თმე­ვა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კვი­რა­ში ორ­ჯერ.

თევ­ზის რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბა მი­ვირ­თვათ ზამ­თარ­ში?

ბი­უ­ჯე­ტურ თევ­ზე­ულ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ქა­შა­ყი, არ არის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლას­თვის. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი და სა­სარ­გებ­ლოა. ქა­შა­ყი და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ზე, ორ­გა­ნიზ­მი­დან ტოქ­სი­ნე­ბის გა­მო­დევ­ნა­ზე, მხედ­ვე­ლო­ბის და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და სხვ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­ი­ძი­ნოთ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი. მა­გა­ლი­თად, „ოკე­ა­ნეს“ ქა­შა­ყი შე­ფუთ­ვა­ში. მსგავ­სი შე­ფუთ­ვე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს ცო­ცხა­ლი თევ­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის, მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ქა­შა­ყი შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ წო­ნის სა­ხით, და­მა­რი­ლე­ბუ­ლი. ყიდ­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ვა­დებს. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია იცო­დეთ, რომ თუ და­მა­რი­ლე­ბუ­ლი ქა­შა­ყის თვა­ლი და­ბუ­რუ­ლია (გა­თეთ­რე­ბუ­ლია), ეს ნიშ­ნავს რომ კარ­გად არის და­მა­რი­ლე­ბუ­ლი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი და­ცუ­ლია.

ორა­გუ­ლი

ზამ­თარ­ში ორ­გა­ნიზ­მი D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით D ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ორა­გუ­ლი. იმი­სათ­ვის რომ ამ პრო­დუქ­ტის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ვი­ღოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თევ­ზი შე­სა­ბა­მის გა­რე­მო პი­რო­ბებ­ში იყოს გაზ­რდი­ლი. ასეთ სა­უ­კე­თე­სო პრო­დუქ­ტად კი მიჩ­ნე­უ­ლია ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვი საკ­ვე­ბით არის გაზ­რდი­ლი. აქაც, ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლის მიერ და­ფა­სო­ე­ბულ პრო­დუქტს გირ­ჩევთ.

რჩე­ვა #3 და­ლი­ეთ მეტი მწვა­ნე ჩაი

არ და­უშ­ვათ ორ­გა­ნიზ­მის გა­უ­წყლოვ­ნე­ბა (დე­ჰიდ­რა­ტა­ცია). მარ­ცვლე­უ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სურ­ნე­ლო­ვა­ნი სასმლის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა ცოტა ხნით უარი უნდა თქვათ მას­ზე. ყავა ზამ­თრის მე­ლან­ქო­ლი­ის სიმპტო­მებს გა­აძ­ლი­ე­რებს. მწვა­ნე ჩაი, რო­მე­ლიც მდი­და­რია ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბით, გა­მო­გა­ფხიზ­ლებთ კი­დეც და ყა­ვას­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლო­ცაა.

რჩე­ვა #4 იკ­ვე­ბეთ პორ­ცი­ე­ბად

ზამ­თა­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა დი­ე­ტო­ლო­გე­ბი­სა და სწო­რი კვე­ბის მიმ­დევ­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. პორ­ცი­უ­ლი კვე­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ კვე­ბა ხდე­ბა ყო­ველ 3-4 სა­ათ­ში. საჭ­მლის პორ­ცია არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ჭი­ქის მო­ცუ­ლო­ბას. უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ე­ნი­ჭოს მა­ღა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე საკ­ვებს. მარ­ცვლე­უ­ლი და ხილი სა­უ­კე­თე­სოა დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, ცილა და ბოსტნე­უ­ლი - მე­ო­რე­ში.

ეს რე­ჟი­მი ხელს შე­უ­წყობს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და ორ­გა­ნიზმს მის­ცემს ენერ­გი­ას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეფექ­ტუ­რო­ბის და სით­ბოს შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზამ­თრის სე­ზონ­ზე.

რჩე­ვა #5 შე­იყ­ვა­რეთ ცხე­ლი წვნი­ა­ნე­ბი

ცხე­ლი საკ­ვე­ბი ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის. ზამ­თარ­ში ეს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მწვა­ვე ხდე­ბა. მო­ხარ­შეთ მეტი წვნი­ა­ნი: ისი­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ი­წო­ვე­ბა ორ­გა­ნიზ­მის მიერ, არე­გუ­ლი­რე­ბენ წყლის ბა­ლანსს, აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბას და გვათ­ბო­ბენ ზამ­თარ­ში. ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ხორ­ცის, თევ­ზის და სო­კოს ბუ­ლი­ო­ნე­ბი, გა­ჯე­რე­ბუ­ლი მი­ნე­რა­ლე­ბი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით. მა­გა­ლი­თად, ქათ­მის ბუ­ლი­ო­ნი არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მებ­თან ბრძო­ლა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ზა­დე­ბის მე­თო­დებს, არ ვა­დუ­ღოთ დიდ­ხანს, რად­გან არ და­ი­კარ­გოს ვი­ტა­მი­ნე­ბი და არ შემ­ცირ­დეს კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

და­მა­ტე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

  1. ჩარ­თეთ თხი­ლი და ჩირი თქვენს რა­ცი­ონ­ში;
  2. დატ­ვირ­თეთ ორ­გა­ნიზ­მი სე­ზო­ნუ­რი ბოსტნე­უ­ლით და ხი­ლით;
  3. მი­ირ­თვით ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბი: ახა­ლი ბოსტნე­უ­ლი და ხილი, თხი­ლი, კენკრა, ხი­ლის სას­მე­ლე­ბი, პი­უ­რე, მწვა­ნე ჩაი, კა­კაო და ღვი­ნო;
  4. გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­ნე­ლებ­ლე­ბი და მწვა­ნი­ლი. ეს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი სა­ი­მე­დო დამ­ხმა­რე­ე­ბი არი­ან იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და სხე­უ­ლის დაც­ვა­ში, რად­გან ისი­ნი ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სა­ცა­ვია;
  5. დღე­ში 7-8 ჭიქა წყა­ლი და­ლი­ეთ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეთევზე გოგია
1

და რა ღირს ეგ თქვენი ნაქები ნორვეგიული ორაგული?

სვანსკი
1

ხალხს ხელფასი და პენსია მოუმატეთ და არ დაჭირდებათ თქვენი რეკომენდაცია თუ,როგორ უნდა იკვებონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რა აკლია თქვენს ორგანიზმს ზამთარში? - 5 რჩევა, თუ როგორ იკვებოთ და დააბალანსოთ ყოველდღიური რაციონი

რა აკლია თქვენს ორგანიზმს ზამთარში? - 5 რჩევა, თუ როგორ იკვებოთ და დააბალანსოთ ყოველდღიური რაციონი

ზამთარი ის პერიოდია, როდესაც ჩვენს ორგანიზმს ვიტამინები საგრძნობლად აკლდება და ტემპერატურასთან ერთად, იმუნიტეტიც გვიქვეითდება. როგორც წესი, ორგანიზმი ვიტამინების: D, C, E, K, B₁, B₆, B₃ და რკინის ნაკლებობას განიცდის.

რა უნდა მიირთვათ ზამთრის სეზონზე, რომ ჯანმრთელი იყოთ?

რთულია სიჯანსაღისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, როცა გცივა და გარეთ ნაცრისფერი ამინდია. ზოგს დეპრესია ეწყება, ზოგს სულ ეძინება, ზოგიც აგრესიული ხდება. მიჰყევით ჩვენს რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ზამთრის სწორი კვების ორგანიზებაში, სიცივე და ვირუსები გვერდს აგივლით და განწყობაც ყოველთვის ამაღლებული გექნებათ.

რჩევა #1 რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი

ზამთრის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, რომელზეც თქვენი კეთილდღეობაა დამოკიდებული, დაბალანსებული კვების რაციონის დაცვაა. ყოველდღიური მენიუ უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალებს და ბოჭკოებს. წელიწადის ამ დროს ეს წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმი დიდ ენერგიას ხარჯავს ვირუსებისა და ინფექციებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მხოლოდ დაბალანსებული კვება და რაციონში სხვადასხვა საკვების არსებობა დაგეხმარებათ ამ დანაკარგების ანაზღაურებაში. სწორედ ამიტომ ექიმები და დიეტოლოგები არ გირჩევენ დიეტის დაცვას და ზამთარში გარკვეული საკვების შეზღუდვას, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

რჩევა #2 უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან საკვებს

ზამთრის რაციონში ცილებით მდიდარი საკვების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათი დეფიციტის შემთხვევაში ორგანიზმს უჭირს ვირუსებთან ბრძოლა. მიირთვით თევზი, მჭლე ხორცი, რძის პროდუქტები, კვერცხი და ზღვის პროდუქტები.

თევზი გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულებით. იგი ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების მდიდარი წყაროა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. თევზი შეიცავს ასევე კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, მაგნიუმს და სხვ. მასში უხვადაა მიკროელემენტებიც. იოდის და სელენის შემცველობის მიხედვით თევზს ვერცერთი საკვები პროდუქტი ვერ შეედრება. მისი მირთმევა რეკომენდებულია კვირაში ორჯერ.

თევზის რომელი სახეობა მივირთვათ ზამთარში?

ბიუჯეტურ თევზეულში რეკომენდებულია ქაშაყი, არ არის ძვირადღირებული და ხელმისაწვდომია ყველასთვის. გარდა ამისა, ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. ქაშაყი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალიზებაზე, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაზე, მხედველობის და იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე და სხვ.

მნიშვნელოვანია, შეიძინოთ ადგილობრივი წარმოების ხარისხიანი პროდუქტი. მაგალითად, „ოკეანეს“ ქაშაყი შეფუთვაში. მსგავსი შეფუთვები უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისებების, მინერალებისა და მიკროელემენტების შენარჩუნებას. ქაშაყი შეგიძლიათ შეიძინოთ წონის სახით, დამარილებული. ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ვადებს. ასევე, აუცილებელია იცოდეთ, რომ თუ დამარილებული ქაშაყის თვალი დაბურულია (გათეთრებულია), ეს ნიშნავს რომ კარგად არის დამარილებული და ტექნოლოგიური პროცესები დაცულია.

ორაგული

ზამთარში ორგანიზმი D ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს ცხიმიანი თევზი და განსაკუთრებით, ორაგული. იმისათვის რომ ამ პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, აუცილებელია თევზი შესაბამის გარემო პირობებში იყოს გაზრდილი. ასეთ საუკეთესო პროდუქტად კი მიჩნეულია ნორვეგიული ორაგული, რომელიც ბუნებრივი საკვებით არის გაზრდილი. აქაც, ადგილობრივი მწარმოებლის მიერ დაფასოებულ პროდუქტს გირჩევთ.

რჩევა #3 დალიეთ მეტი მწვანე ჩაი

არ დაუშვათ ორგანიზმის გაუწყლოვნება (დეჰიდრატაცია). მარცვლეულისგან დამზადებული სურნელოვანი სასმლის მოყვარულებმა ცოტა ხნით უარი უნდა თქვათ მასზე. ყავა ზამთრის მელანქოლიის სიმპტომებს გააძლიერებს. მწვანე ჩაი, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, გამოგაფხიზლებთ კიდეც და ყავასთან შედარებით, გაცილებით სასარგებლოცაა.

რჩევა #4 იკვებეთ პორციებად

ზამთარი შესანიშნავი დროა დიეტოლოგებისა და სწორი კვების მიმდევრების რეკომენდაციების პრაქტიკაში გამოსაყენებლად. პორციული კვება ვარაუდობს, რომ კვება ხდება ყოველ 3-4 საათში. საჭმლის პორცია არ უნდა აღემატებოდეს ჭიქის მოცულობას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს მაღალი ენერგეტიკული ღირებულების მქონე საკვებს. მარცვლეული და ხილი საუკეთესოა დღის პირველ ნახევარში, ცილა და ბოსტნეული - მეორეში.

ეს რეჟიმი ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და ორგანიზმს მისცემს ენერგიას, რომელიც აუცილებელია ეფექტურობის და სითბოს შესანარჩუნებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონზე.

რჩევა #5 შეიყვარეთ ცხელი წვნიანები

ცხელი საკვები ყოველთვის საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის. ზამთარში ეს მოთხოვნილება ყველაზე მწვავე ხდება. მოხარშეთ მეტი წვნიანი: ისინი შესანიშნავად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, არეგულირებენ წყლის ბალანსს, აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და გვათბობენ ზამთარში. ძალიან სასარგებლოა ხორცის, თევზის და სოკოს ბულიონები, გაჯერებული მინერალებითა და ვიტამინებით. მაგალითად, ქათმის ბულიონი არის შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გვეხმარება გაციების სიმპტომებთან ბრძოლაში. რაც შეეხება მომზადების მეთოდებს, არ ვადუღოთ დიდხანს, რადგან არ დაიკარგოს ვიტამინები და არ შემცირდეს კვებითი ღირებულება.

დამატებითი რეკომენდაციები:

  1. ჩართეთ თხილი და ჩირი თქვენს რაციონში;
  2. დატვირთეთ ორგანიზმი სეზონური ბოსტნეულით და ხილით;
  3. მიირთვით ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები: ახალი ბოსტნეული და ხილი, თხილი, კენკრა, ხილის სასმელები, პიურე, მწვანე ჩაი, კაკაო და ღვინო;
  4. გამოიყენეთ სანელებლები და მწვანილი. ეს ინგრედიენტები საიმედო დამხმარეები არიან იმუნური სისტემის გაძლიერებაში და სხეულის დაცვაში, რადგან ისინი ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების საცავია;
  5. დღეში 7-8 ჭიქა წყალი დალიეთ.